Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში - ახალი სკანდალი ინგლისურენოვანი პედაგოგების გარშემო (+18)


Recommended Posts

პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალში გაეხვა. სენსაციურ ისტორიას ავრცელებს ინტერნეტპორტალი პრესა.გე-რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში განაწილებულ ავსტრიელ მასწავლებელს უკავშირდება. "ღია ბოქლომი" ყოველგვარი შელამაზების გარეშე გთავაზობთ ამ შოკისმომგვრელ ინფორმაციას: 

 

გაზიარება

[09:25 14-12-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQcL0rRsbKI/AAAAAAAAESo/IIDpqk-oqR4/s200/evil_twins-2.jpg26 წლის მარია ზუგდიდში ოქტომბერში ჩავიდა. ის ავსტრალიაში თურმე სანიტრად მუშაობდა. საქართველოში კი სიახლეების საძიებლად ჩამოვიდა. ბუკიების ოჯახმა მარიას სახლში მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ორი ბავშვი ყავთ. 12 და 14 წლის გოგოები. ოჯახის ყოფილი დიასახლისის, მანანას თქმით, უნდოდათ, ბავშვებს ინგლისურის ცოდნა გაემყარებინათ. ქალბატონი მანანა თავადაც ინგლისურის სპეციალისტია, მაგრამ რამდენიმე წელია აღარ მუშაობს და თვითონაც უნდოდა ენის გაწაფვა, თურმე. მარიას ყველაზე უკეთესი ოთახი გამოუყვეს და მეგრული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. ნუ იტყვით და, ელარჯი და გებჟალია მოსწონებია და ამას როგორ მოაკლებდნენ ძვირფას სტუმარს!

 

ერთ დღესაც სახლში მოსულ მარიას ქალბატონ მანანასთვის აღშფოთებულს მოუყოლია, რომ მისი ქართველი კოლეგა 31 წლის ასაკში ჯერ კიდევ ქალიშვილია და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი არ ჰაქვს. ასე ვის გაუგია, ეს ხომ საშინელებაა, თავის ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას დაიღუპავსო – ცხარობდა თურმე უცხოელი.

 

ქალბატონ მანანას აღშფოთება მარიათი მაშინ დაიწყო, როცა შემთხვევით მის ოთახში შევიდა და რამდენიმენაირი ფალოიმიტატორი და ვიბრატორი აღმოაჩინა ტუმბოზე. მისი თქმით, შორიდან ვერც კი მიხვდა, რა იდო და ლამაზის ფერის სათამაშოებმა მოხიბლა. ოთახში შემოსულ მარიას აუხსნია დიასახლისისთვის „სათამაშოების“ დანიშნულება და მოხმარების წესები. თანაც, შესთვაზა, თუ გინდათ, ასეთს თქვენთვისაც გამოვიწერ და გაჩუქებთო.

ქალბატონ მანანას, ზრდილობიანად უთხოვია, რომ „ეს სათამაშეოები“ შეენახა, რადგან მარიას ოთახში, შესაძლოა, ბავშვები შესულიყვნენ. “ეს რომ ვუთხარი, გადაირია, უნდა ნახონ და იცოდნენ კიდეც ესენი, თორემ იქნებიან ჩემ ქართველ კოლეგასავით სამარის კარამდე ქალიშვილობის გაფრთხილებაშიო“ – ყვება ქალბატონი მანანა.

 

რამდენიმე დღეში კი, ბაზრიდან დაბრუნებულ ქალბატონ მანანას საკუთარ საძინებელში მონებივრ მეუღლისა და პედაგოგოისთვის შეუსწრია: „საშინელება იყო, არც კი მახსოვს, როგორ გამოვვარდი იქიდან, ბავშვებს მივაკითხე სკოლაში და დედჩემთან გავვარდი. მაგრამ დრო რომ გავიდა, ცოტა გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ამის გამო ოჯახი არ უნდა დამენგირა, შეცდომას ყველა კაცი უშვებს, თანაც, ჩემი ქმარი შერიგებას მეხვეწებოდა. მაგრამ მარიასთან ერთად ხომ არ ვიცხოვრებდი?! მივედი ჯერ დირექტორთან, მერე რესურსცენტრში და მარიას სხვა სახლში გადაყვანა ვთხოვე. მიზეზს რომ მეკითხებოდნენ, ვერ ვეუბნებოდი, ყველას ხომ ვერ მოვუყვები ჩემს ამბავს. იმათ კი მიპასუხეს, თუ მიზეზი არ გაქვს, გყავდეს სახლში, მშვენიერი გოგოა და წლის ბოლომდე შენთან იცხვოროსო“.

ქალბატონი მანანა კვლავ დედასთან ცხოვრობს. მისი თქმით, ვერაფერს ამბობს, რადგან ეშინია: „შარის თავი ვის აქვს! ამ მთავრობას რას მოედავები! ჯობია, ისევ ასე ვიყოთ.“

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-2258151632686122365?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...