planetanews Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 რედიზაინი, რომელიც ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც ბლოგისთვის სულის შთაბერვის მცდელობა. დიზაინზე წუწუნი არ მიიღება, დამუშავების სტადიაშია და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ რაღაც სიახლის ილუზია შევქმნა და აღარ მეშინოდეს ამ ბლოგის. ესეც ციტატა ბლოგის შესახებ ჩემი “თავისუფლების დღიურებიდან”: ჩემი ბლოგი კარგა ხანია, მივაგდე. ფიზიკურად არსებობს, მაგრამ გაყინულია, ხანდახან, როცა რამე მნიშვნელოვნის გაზიარება მინდება, ვწერ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეს. ვფიქრობდი, ალბათ, ეს იმის გამოა, რომ როცა რაიმეს დაწერა მინდება, ფეისბუკზე ვაქვეყნებ-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად სწორი არ ვიყავი: აგერ, „თავისუფლების დღიურებს“ ხომ ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ფეისბუკზეც ვაქტიურობ. ახლა ვფიქრობ და მეორე მიზეზამდე მივედი: მას შემდეგ, რაც ჩემი ბლოგი პოპულარული გახდა, ნელ-ნელა გავაიშვიათე წერა. საერთოდ, ჩვენთან „პოპულარობის“ ცნება ცოტა სასაცილოა. ათასი მკითხველი გყავს? ვაუ, შენი ბლოგი ყველაზე პოპულარულია! არადა, რომ დაფიქრდე, რა არის ათასი მკითხველი? არაფერი! ათასმა კაცმა იცის შენი არსებობა, სამაგიეროდ, დანარჩენი მილიონი გარტყმაში არაა. ჰო, სად ვიყავი? ამ ათას ადამიანს შენი ბლოგი უყვარს, ელოდება, რომ შენი მომდევნო პოსტიც იმაზე მაგარი თუ არა, ისეთივე კარგი იქნება, როგორიც წინა იყო და ამ პრესს ვერ უძლებ. წერა არ მინდა? როგორ არა?! ანონიმური ბლოგის გაკეთებაზეც ბევრი მიფიქრია, ჰოდა ახლა გავაანალიზე – ალბათ ზუსტად მაგიტომაც, ეს პრესი იხსნება, წერ იმიტომ, რომ წერა გინდა და არ ფიქრობ, რას ელიან შენგან მკითხველები. დანარჩენი ყველა მიზეზი საკუთარ თვალებში ნაცრის ყრაა – დაკავებული ვარ, ყელში ამომივიდა, ბევრი საქმე მაქვს, კიდევ სამ ბლოგს ვაკეთებ პარალელურად პროექტების ფარგლებში და ა.შ. ნეტა, ოდესმე თუ გადავაბიჯებ ამ პრესს? ან მინდა კი გადაბიჯება? 7-ვე დღე მოიძევება ამ ლინკზე: თავისუფლების დღიურები, დოდი ხარხელი. Filed under: Just, რა Tagged: ბლოგი, დიზაინი, დღიური, პრესი, რადიო თავისუფლება, რედიზაინი http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1880/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1880/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1880&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.