planetanews Posted December 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/iria-150x150.jpgბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისთან” დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედს გამოთქვამენ, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება. “გვსურს ვაცნობოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისისათვის” ახალი ინვესტორის ძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ბიზნესმენი, ბატონი რომან ფიფია, დაინტერესდა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერით და გამოთქვა მზადყოფნა, მოახდინოს დინამოსათვის ყველა საჭირო ფინანსური სახსრების ინვესტირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ. ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ დინამოთი დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სურვილიც და შესაძლებლობაც, რათა კლუბს გვერდში ამოუდგეს. აქვე გვსურს მივცეთ კლუბის ადმინისტრაციას რეკომენდაცია დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და დამატებითი დეტალების განხილვა”,- ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts