Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გაბუნია: დევნილებზე ხელისუფლების მხრიდან კვლავ გრძელდება რეპრესიული პოლიტიკა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gabunia1-150x150.jpgდევნილები კვლავ რჩებიან იმ პრობლემების წინაშე რომელსაც იძულებით გამოსახლება და რეპრესიული პოლოტიკა ქვია.

 

ამის შესახებ, “ქრისტიან დემოკრატიული” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა.

 

“სამწუხაროდ შეთანხმება, რომელიც შედგა თბილისის საკრებულოს სპეციალურ ჯგუფსა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან შეთანხმებებავე დარჩა. ძირითადი შეთანხმებები უკავშირდებოდა დევნილთა გასახლების გამჭვირვალობის საკითხს, თუმცა სამწუხაროდ ოპოზიციურ პარტიებს ჯერაც არ მიგვიღია არც ერთი დოკლუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით.”- განაცხადა გაბუნიამ

 

მისი განცხადებით, რასაც უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ სამინისტროს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არ შესაბამება სიმართლეს.. ამას მოწმობს 17 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც სასწრაფო წესით, სპეციალურად ამ დღისათვის არის შედგენილი.

 

“მთავარი რაც არის ოპოზიციოური ძალისათვის და ზოგადად საზოგადოებისათვის არის არა სამინისტროს გამჭვირვალობა, არამედ ვითარების შეცვლა დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ.”- განმარტა მან.

 

მისივე განცადებით, ამ ხრივ არაფერი სიახლე არ არის და დევნილერბი კვლავ რჩებიან იმ პრობლემების წინაშე რომელსაც ქვია იძულებით გამოსახლება და რეპრესიული პოლოტიკა.

 

შეგახსენებთ რომ, საახალწლოდ 30 ობიექტიდან 500 ოჯახმა უნდა გაანთავისუფლოს საცხოვრებელი ფართები. დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით “დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ორგანიზებით პარლამენტის წინ აქცია გაიმართა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...