Jump to content
Planeta.Ge

ვინ აირჩია გრეჩიხა საერთო ოპო კანდიდატად!?


Recommended Posts

babuagiorgi

 

რაის ჯიუტობა? მე მასწავლის ახლა მაგ წერილის ავტორი იმ უწყებებში რას ლაპარაკობდნენ? იქ არ ვიყავი? ოპოზიცია მოდისო არა კვატი. საინტერესოა რომ ეს ხალხი თავისსავე მოგონილ ტყუილს იჯერებს ხოლმე :ravic:

 

მთელი პრობლემა იმაშია რომ საქართველოში ორი ტიპის ოპოზიცია:

1. თარგამაძე, ალასანია რომელთა მიზანი არაა რეჟიმის შეცვლა. ეს ხალხი თუ მოვიდა ხელისუფლებაში ყველაფერი იგივე დარჩება. მაქსიმუმ ალაგ-ალაგ შეიძლება გვარები ვიხილოთ სხვა.

2. მოჯირითე დოვნანა ოპოზიცია, რომელსაც მიტინგებზე მაქსიმუმ მუშტების ბრახუნი შეუძლიათ. აქ ხომ საერთოდ არ ემუქრება რეჟიმს არაფერი.ესენი რომც მიუშვა, მაქსიმუმ რომელიმე საელჩომდე, ან საპატრიარქომდე თუ მიაღწევენ. მეტს არ სჭრის ამათი აზროვნება.

 

ამირტომაა იმედი მქონდა ეროვნული ფრონტის დაშლით, მეთქი კარგი ტენდენცია. ბოლო-ბოლო ყველა ამ პარტიაში თითო ოროლა საღად მოაზროვნე იქნება აუცილებალდ.

უნდა შეიქმნას პარტია და დამიჯერეთ ნაცებს ბევრი არ უწერია მაშინ. საკმარისია დასავლეთმა ნახოს რომ ეს პარტიაა და არა "კოზაკი რაზბოინკი", ნაცების მხარდაჭერა ეგრევე გასკდება ბუშტივით.

 

 

ხელისუფლებაში ეს კარგად იციან, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რომ ერთი მხვრივ თარგამაძე-ალასანიამ დინჯი ოპო როლი შესრულოს. აქ საკენკს უგდებენ ე.წ. გარემოს და სხვა ტიპის პროექტებით.

მეორე მხვრივ კი მოჯირითე ცხენების აგდებას ხომ არაფერი უნდა.

 

ეშინით, იმის რომ მართლაც არ შეიქმნას ნორმალური პარტია. ამის ეშინით და აქ ყველაფერი გააკეთებენ ამისთვის, რომ ამ პროცეს ხელი შეუშალონ.

 

დამიჯერეთ ნაცებს 100-ჯერ მეტად ეშინიათ იმ იდეების რომელიც სოციალ-ლიბერალური პარტიის სახით არსებობს ნეტში ვიდრე 12,5 გრეჩიხის და 6,2 ალასანიასი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ კენჭისყრაზეა ლაპარაკი, როცა საერთო კანდიდატი უნდა გამოვლენილიყო

დავით უსუფაშვილი 5 (ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, ხალხის პარ

მეც ეგ ვიგულისხმე :yes:

ალბათ მეშლება

 

ეს იქეთ იყოს და სხვები რატომ იხსნიან პასუხისმგებლობას–მეთქი

ფრთიანიანგელოზებისსმაილი

 

პირადად ჩემთვის ერთნაირი "გრეჩიხაა" ყველა....თითქმის ყველა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

უნდა შეიქმნას პარტია

უფულოდ არ გამოვა ეგ საქმე, მაქვს მცირე გამოცდილება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია თორთლაძე, პაატა დავითაია, ჯონდი ბაღათურია, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე

მაგათი #############################################################

რა ტალღა დააჩოქეს.....

 

 

ამ შედეგებით გამოდის რომ გრეჩიხა კანდიდატად მიშას აურჩევია

+++++

ეგრე გამოდის და მე ყოველთვის ეჭვი შემქონდა გაჩეჩილაძეების ოპოზიციონრობაში, ისეთ სულელურ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ.

დამპლები, პირდაპირ ეთერში უნდა გაოიჭრან ყელი თუ ის წერილი ნამდვილი აღმოჩნდა......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ნამდვილად ეგრე იყო, ორონდ პატარა შესწორებები: არა გიორგი თორთლაძე, არამედ ოქრუაშვილის ძველი პარტია იყო და საერთოდაც მაშინ ხმა მგონი თორთლაძემ კი არა გუნცაძემ მისცა. თორთლაძე არ იყო წონიანი ფიგურა იმ პარტიაში. :) სადაც ლევან გაჩეჩილაძე გიწერია იქ ახალი მემარჯვენეები უნდა გეწეროს. ლევანს თვითონ არ მიუღია მონაწილეობა არჩევაში, რადგან კანდიდატი იყო თვითონ.

 

ძალიან დიდი გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ უსუფაშვილი რომ დაეყენებინათ კანდიდატად მეტ ხმას მიიღებდნენ. ეს თავად უსუფაშვილსაც დაუდასტურებია. თქვენი გარემოცვით ნუ მსჯელობთ ხოლმე. :)

 

შენ დღემდე ვერ გაგაგებინე კაცო რო არჩევნებს იგებს ის ხალხი ვინც პოლიტიკურად ნაკლებად გაცნობიერებულ ელექტორატის ხმებს იღებს ანუ რაიონებს და გარეუბნებს, ე.წ. მასივებს და კვარტლებს.

 

ხოდა ასეთ ადგილებში რესპუბლიკელები და უსუფაშვილი, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტთან ასოცირდება მათთვის, ძალიან არაპოპულარული ფიგურაა.

 

დათო ჩემთვის ერთერთი ყველაზე მისაბაძი პოლიტიკოსია, მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთ რაიონში ვერ მოიგებს არჩევნებს. და ხალხს გრეჩიხას სიალალის სჯეროდა, რომ ამბობდა რო ამირჩევთ გადავდგებიო და დათოს არ დაუჯერებდნენ სამწუხაროდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ძალიან დიდი გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ უსუფაშვილი რომ დაეყენებინათ კანდიდატად მეტ ხმას მიიღებდნენ. ეს თავად უსუფაშვილსაც დაუდასტურებია

მასეა ნამდვილად :yes: იმიტომაც გვაქვს ისეთი ქვეყანა როგორიც გვაქვს.

 

babuagiorgi

შენი პასუხი აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ თემას რაზეც მომწერე წინა პოსტში ანუ სახელმწიფო უწყებებში საუბრებს ოპოზიციის ვითომდა მოსვლაზე.

 

ნაცებს 100-ჯერ მეტად ეშინიათ იმ იდეების რომელიც სოციალ-ლიბერალური პარტიის სახით არსებობს ნეტში

:givi: ხო შენი და დიმიტრის ეშინიათ, განსაკუთრებით რო დალევთ ხოლმე. მტრისას, მტრისას :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თქვენ გეცოდინებათ კარგად.

 

როგორც მე ვიცი, ხმები რომ გაიყო, გადამწყვეტი გოგა ხაინდრავას ხმა აღმოჩნდა.

 

თუმცა, ჩემი აზრით, არც ერთი არ იყო იდეალური კანდიდატი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ნამდვილად ეგრე იყო, ორონდ პატარა შესწორებები: არა გიორგი თორთლაძე, არამედ ოქრუაშვილის ძველი პარტია იყო და საერთოდაც მაშინ ხმა მგონი თორთლაძემ კი არა გუნცაძემ მისცა.

ოქრუაშვილის პარტიის სახელით პადოშამ მისცა.

Grig

როგორც მე ვიცი, ხმები რომ გაიყო, გადამწყვეტი გოგა ხაინდრავას ხმა აღმოჩნდა.

11 ხმა იყო და 6:5 მოიგო გრეჩომ.ცხადია უმცროს ხაინდრავას უსუფასთვის რომ მიეცა ხმა ის მოიგებდა.თითქოს გოგას თავისინ ძმის პარტიისთვის უნდა მიეცა ხმა,მაგრამ ილიკოს და გოგას ყოველთვის პოლიტიკური უთანხმოებები ქონდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

babuagiorgi

შენი პასუხი აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ თემას რაზეც მომწერე წინა პოსტში ანუ სახელმწიფო უწყებებში საუბრებს ოპოზიციის ვითომდა მოსვლაზე.

 

 

:givi: ხო შენი და დიმიტრის ეშინიათ, განსაკუთრებით რო დალევთ ხოლმე. მტრისას, მტრისას :givi:

 

აგერ შენი ანც მოძრაობის საარჩევნო პროგრამა "პარტიის მიზნები და მისია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მისია თავისუფალ, განვითარებად და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველოს მშენებლობაა,

რაც ნიშნავს იმას, რომ

ჩვენი უმთავსესი ამოცანებია თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, ვინაიდან გვჯერა, რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი საქართველო, ეს კი ყოველი ჩვენთაგანის ოცნებაა."

http://www.unm.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=19

 

ასეთი პარტია რომ არის ხელისუფლებაში ამიტომა აქვს ამ საქართველოს ასე დარხეული.

ხომ გინდათ თქვენ ბატონოჩემო ევროპელობა? ხო და ასეთი პარტიით აქ ევროპაში 0,0007% ვერ აიღებდა არჩევნებში ასეთი პარტია.

 

ეხლა რაც შეეხება "ეშინიათ".

სატურნ შენ ჯერ ტუსიკებში აფსამდი პოლიტიკასთან შეხება რომ მქონდა.

ეშინიათ იდეის, თორემ პარტი ვირტუალურია და ამ მხვრივ თვით პარტიის შიში არ აქვთ.

აქვთ იმის შიში რომ ერთხელაც საქართველოში ხალხი გაიღვიძებს და ჩამოაყალიბებს იმას რასაც ნაცების ალტერნატივა ჰქვია.

 

ეხლა შენი ინფორმაციისთვის.

ადრინდელი ჩემი მოსაზრებები პოლიტიკური კულტურის და პარტიის თაობზე დღეს ბევრი პარტია იყენებს.

 

დღესაც ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს ნანახი "სოციალ-ლიბერალების" საიტი და ის , თუ რა არის პროგრმა , და ის თუ როგორი უნდა იყოს პარტია სტრუქტურით, მისი წესდებით და ა.შ.

ამის ეშინიათ სატურნ და ამის დამატკიცებელი მასალაც მაქვს.

2007 წელს საქართველოს გენპროკურატურის წერილი მაქვს, სადაც სწერია რომ ჩემი საქმეს არ შეეხება სიძველე და არც ამინისტია.

 

ხო და რა იყო ასე უცებ აზრის შეცვალ?

ხომ არ გგონია ეს ისე მოვიდათ თავში არაფრის გულისათვის.

თანა არ მინდა ამის თაობზე საუბარი, არ იყო მარტო შეწყალება შემოთავაზებული ბატონო სატურნ.................

 

ეშინით და თან მაგრად ეშინიათ, ამაში ეჭვი არ შეგეპარს. აბა იმათი რატომ უნდა ეშინოდეთ ვინც დღეს პირიქით პიარს უკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

უფულოდ არ გამოვა ეგ საქმე, მაქვს მცირე გამოცდილება...

 

კარგი რა. ეხლა ვარ ჩეხეთში პარტიაში რომლის ბიუჯეტი 200 წევრის საწევრო შეადგენს. ოფისიც არ აქვთ.

წინა საპარლამენტოს გამოკითხვებში მე-4 ადგილი ჰქონდატ რეიტინგით (ახალგაზრდებში ჩატარდა უმაღლეს სასწავლებლებში). გეუბნები რომ მეორე საპარლამენტოში ესეინი აქ 5% გადალახავენ.

 

ფული აქვს ოქრუაშვილს არჩილ და მაშინ ნუ აგინებთ და მიიღეთ ოპოზიციად.

ის რაზეც მე გესაუბრე უფულოდ კეთდება და იმ ფულიან ოქრუაშვილზე მეტი შანსი აქვს. მინიმუმ ევროპარლამენტიდან შემიძლია ბევრი რამის გაკეთება ამის თაობაზე და საერთოდ...............

 

აქ პრობლემა ზუსტად რომ ფულია არჩილ და არ იმ გაგებით შენ რომ გგონია.

იმათ ვისაც დღეს ფული აქვს და პარტია, არაქართულ საქმეს აკეთებენ, ან მიშას უძვრებიან ტაკუნებში.

 

ხო და ის იდეა ამ დროს ანახო ვინმეს, თუ როგორ კეთდება საქმე უფულოდ მიუღებელი ბევრისათვის, იმიტომ რომ ასიანი განაღდებული უნდათ ფულით და უფრო სხვა რამ ვიდრე საქმის კეთება.

აქ კი საქმეა გასაეთებელი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ხელისუფლებაში ეს კარგად იციან, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რომ ერთი მხვრივ თარგამაძე-ალასანიამ დინჯი ოპო როლი შესრულოს. აქ საკენკს უგდებენ ე.წ. გარემოს და სხვა ტიპის პროექტებით.

ეს არ არის ხელისუფლების სურვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

მასეა ნამდვილად იმიტომაც გვაქვს ისეთი ქვეყანა როგორიც გვაქვს.

 

ასეთი ქვეყანა იმიტომ გვაქვს, რომ არსებობენ ანგარებიანი და მშიშარა, უპასუხისმგებლო და ეგოისტი ადამიანები, რომლებიც ფულის გულისთვის ყველას და ყველაფერს აიტანენ: საბჭოთა კავშირში კომუნისტები იქნებიან, ზვიადის დროს ეროვნულები, ჯაბას დროს პუტჩისტები, ედიკას დროს მეტრაკეები და მიშას დროს მეპირეები. თორე საარჩევნო ელექტორატი ყველგან ისეთია როგორც ჩვენთან და მე პირადად ვერც გრეჩიხასთან და ვერც მიშასთან შედარებით დიდ უკეთესობას ვერც ბერლუსკონის ვატყობ, ვერც სარკოზის და ვერც ობამას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ასეთი ქვეყანა იმიტომ გვაქვს, რომ არსებობენ ანგარებიანი და მშიშარა, უპასუხისმგებლო და ეგოისტი ადამიანები, რომლებიც ფულის გულისთვის ყველას და ყველაფერს აიტანენ

მასეთი ხალხი ყველა დროში, ყველა ქვეყანაში და ყველა ყველანაირი პოლიტიკური სისტემის დროს იყვნენ. მაგრამ ეს არ უშლიდა ქვეყნების ნაწილს, რომ განვითარებულიყვნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...