Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მათი აბსოლუტური უმრავლესობა არავითარ ლევად ფულს არ აკეთებს.

 

 

საიდან აქვთ ამხელა ქონება მაშინ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

პრობლემა ხელფასის სიდიდეში არაა ჩემთვის პირადად. პრობლემა იმაშია, რომ ხელფასისა და თანამდებობის შესაბამისს არაფერს აკეთებენ, თორემ ხელფასი არაა ნამდვილად უზარმაზარი.

 

ნუ, საკუტარი თავისთვის ხელფასის გამოწერა უხერხულია ნამეტანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამხელა?

 

 

სიხარულის ქუჩაზე ჩაიარე და ნახამ. :givi:

 

ანალგინის თემაში შედი აბა მისტერ და ნახე რა წერია ბიუჯეტში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სიხარულის ქუჩაზე ჩაიარე და ნახამ. :givi:

 

ეგ სად არის? :007:

მე რამოდენიმეჯერ მივუთითე ბატონ Saturn-ს ყოფილი სასოფლოს საცდელი ტერიტორიის დათვალიერება - არ მიდის

იქ უნდა ნახოთ ვილები და სასახლეები თუნდაც 3 000 ლარად აშენებული :givi:

ბატონმა შსს მინისტრმა საერთოდ არ იცის რამდენი აქ ხელფასი ( რაღაც ენახება ბანკში) - ეს თავად განუცხადა გაზეთ "კომმერსანტის" ჟურნალისტს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

აქ. :givi:

 

 

 

ყოფილი სასოფლოს საცდელი ტერიტორიის დათვალიერება - არ მიდის

იქ უნდა ნახოთ ვილები და სასახლეები თუნდაც 3 000 ლარად აშენებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

უიი, გადაუღიათ უკვე :givi:

მინიმუმია ნაჩვენები, დიტო

იცი რამხელა დასახლებაა, მანქანით 2 საათი მატარეს მანდ

გოგორიშვილის და რურუას სახლიც მანახეს, ხალხი არც ყრუა, არც ბრმა და არც დებილი

ეს ვერ დაიმალება. მიშა თუ მანდ ცხოვრობდა არც ვიცოდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი არც ყრუა, არც ბრმა და არც დებილი

ეს ვერ დაიმალება. მიშა თუ მანდ ცხოვრობდა არც ვიცოდი

 

 

სატურნი ვერ ხედავს და ალბათ არ არის გავლილი მაგ ქუჩაზე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ხალხი არც ყრუა, არც ბრმა და არც დებილი

მაინცა და მაინც არ დავიწყებდი ამის მტკიცებას. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მათი აბსოლუტური უმრავლესობა არავითარ ლევად ფულს არ აკეთებს.

ხოო? და ყველა პარლამენტარს (ან მათ რომელიმე ნათესავს) რამე ბიზნესი მაინც რომ აქვს ეგეც არ იცი? მინისტრებზე და სხვა ჩინოვნიკებზე რომ არაფერი ვთქვათ.

 

პრმიებს რაც შეეხება, ვეთანხმები ერთ ერთ გამომსვლელს რომ იგივე კორუფციაა. და სხვათაშორის ხვალ რომ დაჭირდეთ რომელიმე ჩინოვნიკის დაჭერა, ამ ოფიციალურად დანიშნულ პრემიებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად მონათლავენ თვითონვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

პრმიებს რაც შეეხება, ვეთანხმები ერთ ერთ გამომსვლელს რომ იგივე კორუფციაა. და სხვათაშორის ხვალ რომ დაჭირდეთ რომელიმე ჩინოვნიკის დაჭერა, ამ ოფიციალურად დანიშნულ პრემიებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად მონათლავენ თვითონვე.

დიახ, ესე იქნება

ძალიან ბევრი შევარდნაძისდროინდელი ცინოვნიკი სწორედ ამ მიზეზით იყო განთავისუფლებული სამსახურებიდან და დაჭერილიც :yes:

გვარს ვერ ვიხსენებ ვიღაცას ბრალი დაადეს - დამლაგებელს პრემია გამოუწერაო

არავის გახსოვთ ეს ამბავი?

 

სადაა ის ვიდეო სადაც მიხეილი სახლების სურათებს აფრიალებდა მთავრობის სხდომაზე?

 

ამნეზია არავის აქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ნახეთ :))

სასტაულია რაააააააა!!

 

გუბერნატორმა 4 მილიონი ევრო მოიპარა?!

Thursday, 16 December 2010 11:57

Print

vardzelashvili3

 

საქართველოს გარშემო მალე, სავარაუდოდ, არნახული სკანდალი ატყდება, რომელიც „ვიკილიქსის“ სენსაციურ გამოაშკარავებებსაც კი დაჩრდილავს. საქმე საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გაჩაღებულ კორუფციას, კონკრეტულად კი ქართველი სახელმწიფო მაღალჩინოსნის მიერ დაახლოებით 4 მილიონი ევროს დატაცებას ეხება, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრმა–ქვეყანამ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოუყო.

 

საინფორმაციო–ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა, აშკარად კარგად ინფორმირებული და ინკოგნიტოდ დარჩენის მოსურნე, უცხოური წყაროსგან, რომელმაც ბრიუსელში ქართული დიასპორის წევრად თავი წარმოგვიდგინა, შეიტყო, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გერმანიამ საქართველოს 8 მილიონი ევრო გამოუყო საბრძოლო მოქმედებების დროს გორის დაზარალებული საცხოვრებელი სექტორის აღსადგენად.

 

წყაროს მტკიცებით, ახლახან გერმანიის მთავრობამ, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის მონაწილეობით, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის გარემოებების შემსწავლელ საერთაშორისო კომისიას ხელმძღვანელობდა, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრების (8 მილიონი ევრო) მიზნობრივი დანახარჯების შემოწმება ჩაატარა.

 

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიზნობრივი საჭიროებებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ საწყისი თანხის მხოლოდ ნახევარი დახარჯა, ხოლო დანარჩენი ნაწილი, კომპეტენტური ევროპელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, შიდა ქართლის მაშინდელმა სამხარეო გუბერნატორმა ვლადიმერ (ლადო) ვარძელაშვილმა მიითვისა. (გამორიცხული არაა, რომ სწორედ ეს უკანონოდ მითვისებული სახსრები დაეხმარა მას მომავალში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა „მინისტრის პორტფელი“ შეეძინა, რომელ თანამდებობაზე დღეს მოღვაწეობს კიდეც).

 

იმავე წყაროს რწმუნებით, მიუხედავად სოლიდური ექსპერტების უკიდურესი აღშფოთებისა, ოფიციალური ბერლინი ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ფაქტის ღიად გამოცხადებისგან, რადგან სურს ამ საკითხის დამატებით განხილვა ევროკავშირის სტრუქტურებში და საქართველოს ხელისუფლებისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღება. საქართველოს ხელისუფლებამ კი ყველაფერი ჩინებულად იცის მომხდარის შესახებ, მაგრამ ამას საზოგადოებას უმალავს, რადგან ევროპელებისათვის გერმანიის მთავრობის მიერ გორის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი სახსრების „მართებული“ (მიზნობრივი) გამოყენების გაყალბებული მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.

 

საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი, როგორც ეს მითითებულია კიდეც სააგენტოს ვებ-საიტზე www.saqinform.ge, მკითხველს მხოლოდ აწვდის ინფორმაციას და პასუხს არ აგებს სააგენტოსთვის მოწოდებული საავტორო მასალებისა და ახალი ამბების უტყუარობაზე. ამგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის გადამოწმება კი, მკითხველისთვის გასაგები ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია.

 

რაც შეეხება წყაროს, მის მიერ ქართული ენის თავისუფლად ფლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი, დიდი ალბათობით, ნამდვილად ჩვენი თანამემამულეა რომელიმე ქართული დიასპორიდან.

http://www.saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2624:-4---&catid=98:politics&Itemid=457

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი, როგორც ეს მითითებულია კიდეც სააგენტოს ვებ-საიტზე www.saqinform.ge, მკითხველს მხოლოდ აწვდის ინფორმაციას და პასუხს არ აგებს სააგენტოსთვის მოწოდებული საავტორო მასალებისა და ახალი ამბების უტყუარობაზე. ამგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის გადამოწმება კი, მკითხველისთვის გასაგები ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია

 

 

აი ამს გამო ამ ყველაფერს ტყუილად მონათლავენ და არ არის გამორიცხული,რომ სიმართლეც იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...