newstudio Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების" ინსტიტუტსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განათლების სამინისტროებმა უარი განაცხადეს . ამის შესახებ დღეს ახალი ვებგვერდის www.opendata.ge პრეზენტაციაზე საიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ახალ ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდები. როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველაზე დახურული სამინისტროებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია; ყველაზე გამჭვირვალე კი – რეინტეგრაციებვის საკითხთა სამინისტრო. პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა სახელფასო ფონდებისა და პრემიების შესახებ კითხვარები 21 უწყებას გადაუგზავნეს. მათ შორის 11-მა ორგანიზაციის შეკითხვებს უპასუხა ნაწილობრივ, 5-მა – სრულიად, 4-მა – უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ უარის მიზეზად კანონმდებლობა დაასახელა. "არის შემთხვევა, როდესაც გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო ფონდს. ეს შემთხვევა კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაფიქსირდა. ყველა სამინისტროში სახელფასო და პრემიების ფონდები თანაბარია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა 2008, 2009 და 2010 წლების მონაცემებს",-ითქვა საიტის პრეზენტაციის დროს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/154302-prezidentis-administraciam-da-ramdenime-saministrom-akhal-saitthan-thanamshromlobaze-uari-ganackhades.html პ.ს. წარმატებები ვუსურვოთ... ისე, მეჩვენება თუ დემოკრატიული განვითარების გრანტების ახალი ტალღა წამოვიდა 2003 წლის შემდეგ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ხუბუას ეკონკურენტებიან? :დ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ცოტა უკლია. გამჭვირვალობის თამაშია და მეტი არაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 გამჭვირვალობის თამაშია და მეტი არაფერი.აჰა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2010 lasha1997გამჭვირვალობის თამაშია და მეტი არაფერი.ეძახე შენ ტამაში და მინისტრების გულავზე ინფო ამათმა დადეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.