Jump to content
Planeta.Ge

გაპრავებული კორუფცია


Recommended Posts

Grig

ყველაზე დიდი ხელფასებია ე.წ. სამეთვალყურეო საბჭოებში და სხვადასხვა მარეგულირებელში. ეს სტრუქტურები იურიდიულად არის კერძო სამართლის იურიდიული პირები. ანუ, რეალში რაღაც კვაზიდამოუკიდებელი ორგანიზაციები. ამიტომ, მათი საქმიანობა არის დახურული. მათ შორის ხელფასები. ჰოდა, ასეთ სტრუქტურებში ტიპებს, რომლებიც რეალში არაფერს აკეთებენ - სულ არაფერს პირდაპირი გაგებით, აქვთ 15-25 ათასი ლარი ყოველთვიურად. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ 'საბჭოშია' მომჯდარი მაია ნადირაძე.

ერტი ფულსი საბეჭდი მანქანა-ორგანიზაციის სია ვნახე 2 საათი თვითმოსულიერება დამჭირდა.....ვისაც ტვ-ში უყურებთ( პარდონ აგინებთ) ყველა იქაა " მეთვალყურეობს".....შტატში ნატესავები( მკვდარი სულები) ტავის პრემია ხელფასებიტ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე სამინისტრომ ახალ საიტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს

13:38 16-12-2010

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების" ინსტიტუტსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განათლების სამინისტროებმა უარი განაცხადეს .

ამის შესახებ დღეს ახალი ვებგვერდის www.opendata.ge პრეზენტაციაზე საიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ახალ ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდები.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველაზე დახურული სამინისტროებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია; ყველაზე გამჭვირვალე კი – რეინტეგრაციებვის საკითხთა სამინისტრო.

პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა სახელფასო ფონდებისა და პრემიების შესახებ კითხვარები 21 უწყებას გადაუგზავნეს. მათ შორის 11-მა ორგანიზაციის შეკითხვებს უპასუხა ნაწილობრივ, 5-მა – სრულიად, 4-მა – უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ უარის მიზეზად კანონმდებლობა დაასახელა.

"არის შემთხვევა, როდესაც გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო ფონდს. ეს შემთხვევა კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაფიქსირდა. ყველა სამინისტროში სახელფასო და პრემიების ფონდები თანაბარია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა 2008, 2009 და 2010 წლების მონაცემებს",-ითქვა საიტის პრეზენტაციის დროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიჭირეს მმტელი სამინისტრო ლამის

 

ძმრად ამოადინეს ეგ პრემიები... :018: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დაიჭირეს მმტელი სამინისტრო ლამის

 

ძმრად ამოადინეს ეგ პრემიები...

 

ბუნებრივი გადარჩევა ჰქვია მაგ მოქმედებას. ძლიერი ჭამს სუსტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...