Grig Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 lasha1997შედარებით არა? ყველაზე დიდი ხელფასებია ე.წ. სამეთვალყურეო საბჭოებში და სხვადასხვა მარეგულირებელში. ეს სტრუქტურები იურიდიულად არის კერძო სამართლის იურიდიული პირები. ანუ, რეალში რაღაც კვაზიდამოუკიდებელი ორგანიზაციები. ამიტომ, მათი საქმიანობა არის დახურული. მათ შორის ხელფასები. ჰოდა, ასეთ სტრუქტურებში ტიპებს, რომლებიც რეალში არაფერს აკეთებენ - სულ არაფერს პირდაპირი გაგებით, აქვთ 15-25 ათასი ლარი ყოველთვიურად. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ 'საბჭოშია' მომჯდარი მაია ნადირაძე. იმედია, მოვა დრო და პროკურატურა დაინტერესდება ასეთი ფაქტებით. newstudioდა ამ დროს უამრავი ადამიანი ელემენტარული უსახსრობის გამო იღუპება დეპრეს, ეს ჩვენი რეჟიმი ძალიან ჰგავს ლათინოამერიკულ ავტოკრატიულ ულტრა მემარჯვენე რეჟიმებს, რომელთაც ჩვეულებრივ აშშ მფარველობს ხოლმე. ამერიკელებმა არც შეცვალეს ქცევის პატერნები, რასაც გვატემალაში აკეთებდნენ 70-80-იანებში დაახლ. იმას აკეთებენ აქაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 Grigსაქმე იმაშია, რომ დღეს ხელფასის ოდენობა არის დახურული ინფორმაციარატომ არისო დახურული, რა არგუმენტი აქვთ?ან , როდის დახურეს?ისე ეს ჩინოვნიკები დეკლარაციას არ ავსებენ? არალოგიკურია ეს "დახურვა"დეკლარაცია ხომ საჯარო ინფორმაციაა, თუ ვცდები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 newstudio ფეისბუკზე აქვთ ამათ აკაუნტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 იმედია, მოვა დრო და პროკურატურა დაინტერესდება ასეთი ფაქტებით.მე და შენ მაინც არაფერი შეგვხვდება ამათ დააყაჭინებენ და თვითონ აიღებენ. ასე რომ, მაგის იმედათ ყოფნას ჯობია ჩავხოცოთ ესენიც, ისინიც (ვინც ამათ შემდეგ მოსვლას გეგმავს) და ჩვენ ავიღოთ ის ფულები მარა არ უნდათ და მარტო მე კი ვერ მოვერევი რა ვქნა აბა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 lasha1997 ფეისბუკზე აქვთ ამათ აკაუნტი? ვის ამათ? მაგ სტატიის ავტორი ჩემი მეგობრიცაა ( ) და მე მყავს ფეისბუქზე მეგობრებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 გოგა ხაჩიკიანი არ არის კორუმპირებული. ეს ფული არის ყოველთვიური ჰონორარი სიმღერისთვის ”მიშა მაგარია”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ვის ამათ? მაგ სტატიის ავტორი ჩემი მეგობრიცაა ( ) და მე მყავს ფეისბუქზე მეგობრებში. გაბედული გოგო სჩანს და ამ სტატიებს თავის გვერდზეც დებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 lasha1997 კი, რაღაცეებს დებს ხოლმე. აი მაგალითად: მანდატურის სკოლა ნინო რობაქიძემანდატურები განათლების სამინისტროს მუშაკები არიან, თუმცა სკოლაში პოლიციელის ფუნქციებს ასრულებენ.ორ დეკემბერს გლდანის 173-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები გაკვეთილებზე არ შევიდნენ, სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და რამდენიმე დღის წინ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. მოსწავლეები აპროტესტებდნენ დირექტორის და რამდენიმე მასწავლებლის სკოლიდან გაშვებას და მათ დაბრუნებას ითხოვდნენ. მეთორმეტეკლასელების მიერ სპონტანურად გამოხატულ პროტესტს სხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლებიც შეუერთდნენ. ვითარების ადგილზე გასარკვევად სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად მივიდა. მოსწავლეები მას სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. ჟურნალისტებთან საუბარში მოსწავლეები და მასწავლებლები ადასტურებენ, რომ სკოლაში პრობლემებია - არ არის გათბობა, მოუწესრიგებელია საპირფარეშოები. მიუხედავად ამისა, სკოლის ყოფილი დირექტორის მზია გიორგობიანის გათავისუფლებას 173-ე სკოლაში უსამართლოდ მიიჩნევენ. გიორგობიანის ნაცვლად რამდენიმე დღეა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, თინათინ ნასიძე დანიშნეს. 35 წლის იურისტს სკოლასთან და მოსწავლეებთან ურთიერთობის რვათვიანი გამოცდილება აქვს - 2010 წლის აპრილში თინათინ ნასიძე სკოლის მანდატურების საპილოტო პროგრამაში მონაწილეობდა და რამდენიმე თვე 117-ე სკოლაში მანდატურად მუშაობდა. 15 აპრილს, როცა თბილისის რამდენიმე სკოლაში მანდატურების საპილოტო პროგრამა დაიწყო, «ლიბერალი» მანდატურების პირველი დღის ამსახველ რეპორტაჟში წერდა: თბილისის 117-ე სკოლაში პირველ დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა 35 წლის თინათინ ნასიძე. იგი პატრულის ყოფილი თანამშრომელი იყო. «გადამზადებისას ბევრი ფსიქოლოგიური ტრენინგი გავიარე. მგონია, რომ ბავშვების ნდობის მოპოვებას შევძლებ,» - ამბობს თინათინი. მისივე თქმით, მანდატურების უმრავლესობა მასავით სამართალმცოდნეა. 2009 წლის დადგომა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 70 ათას მასწავლებელს წერილობით მიულოცა და თითოეულ მათგანს საჩუქრად ავტოკალამი და ჩანაწერების წიგნაკი გაუგზავნა. გზავნილს თან ახლდა «წერილის სპეციალური ფორმა», რომელიც მასწავლებლებს უნდა შეევსოთ და მინისტრისთვის სკოლასა თუ რაიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საკუთარი მოსაზრებები შეეთავაზებინათ. «დანაშაულის პრევენციისა და არასწორ გზაზე შემდგარი ახალგაზრდების გამოსწორების მიზნით, გთავაზობთ ინტენსიურ თანამშრომლობას,» - წერდა შსს მინისტრი პედაგოგებს. როგორც მერაბიშვილი აცხადებდა, სკოლაში პოლიციელის შესვლის ინიციატივას ბევრი პედაგოგი დადებითად გამოეხმაურა, თუმცა მაშინ შსს-ს ეს ინიციატივა, რატომღაც, აღარ განხორციელდა. ერთი წლის შემდეგ, როცა განათლების სამინისტროს სათავეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი შეფი - დიმიტრი შაშკინი მოვიდა, «უსაფრთხო სკოლის» კონცეფციის ფარგლებში განათლების სისტემაში ახალი თანამდებობა - სკოლის მანდატური გაჩნდა. ახალი ინიციატივის პილოტირება მალევე დაიწყო. მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში კი მანდატურები უკვე გამოჩდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის სკოლებში. მალე ისინი გორისა და რუსთავის სკოლებშიც შევლენ. * სრული ვერსია წაიკითხეთ ლიბერალის ახალ, 55-ე ნომერში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 DonCaredoმე და შენ მაინც არაფერი შეგვხვდება ამათ დააყაჭინებენ და თვითონ აიღებენ. ასე რომ, მაგის იმედათ ყოფნას ჯობია ჩავხოცოთ ესენიც, ისინიც (ვინც ამათ შემდეგ მოსვლას გეგმავს) და ჩვენ ავიღოთ ის ფულები მარა არ უნდათ და მარტო მე კი ვერ მოვერევი რა ვქნა აბა ყაბულსა ვარ. გაგვიძეხი, დონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 analgin კაროჩე,შენს ფრენდებში ვნახავ აბა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 მაიცა და ვერა გპოულობ და გააუქმე აკაუნტი თუ ამომშალე ფრენდებიდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 analgin გიპოვნე და აღარ მახსოვდა ქართული შრიფტით რომ გეწერა. იქით თემამ გაქაჩა.ადვოკატები ბევრი ჰყავს ხაჩიძეს იმ ფორუმზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 გოგა ხაჩიკიანირატომ უმახინჯებთ სახელს? გევორქ ხაჩიკიანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 გევორქ ხაჩიკიანი მზიური დილიჯანიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ჰა ჰა ჰაააააააა სულხან მოლაშვილი პრემიების გაცემისთვის დაუჭერიათ თავის დროზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.