newstudio Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ნინო რობაქიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ 2009 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ნოემბრამდე ხელფასის სახით 77 880 ლარი აიღო. ხელფასზე დარიცხული პრემიის სახით კი მისი შრომის ანაზღაურების 80%-ზე მეტი, ანუ ამავე პერიოდში მინისტრისთვის დარიცხულმა პრემიამ 62 580 ლარი შეადგინა. გოგა ცაჩიძე სამინისტროში ერთადერთი პრემირებული თანამშრომელი არ არის. მინისტრის მოადგილეებმა დავით იოსელიანმა და ვლადიმერ გეგელაშვილმა ხელფასთან ერთად დარიცხული პრემიების სახით შრომის ანაზღაურების 70%-მდე მიიღეს. პრემიებს სამინისტროში მხოლოდ თანამდებობის პირებს - მინისტრის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, მინისტრის მრჩევლებს უწერენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არცერთი სამსახურის მთავარ სპეციალისტსა თუ სპეციალისტს 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ნოემბრამდე პრემია არ მიუღია. სულ სამინისტროს სახელფასო დანახარჯი აღნიშნულ პერიოდში 3 485 389,69 ლარია. გარდა ამ სამი მილიონნახევრისა პრემიების სახით სამინისტრომ 619 120 ლარი გასცა და ეს თანხა მთლიანად სამინისტროს მაღალჩინოსან თანამშრომლებს გაუნაწილა. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI (Institute for Development of Freedom of Information) რომელმაც ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი „ლიბერალს" მოაწოდა საქართველოში საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისთვის და ხელმისაწვდომობისთვის მალე ახალ ვებ-გვერდს www.opendata.ge- ს გახსნის. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ამ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები/პრემიები, ბიუჯეტები, სამინისტროების საკუმუნიკაციო ხარჯების ოდენობა და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია. საიტის პრეზენტაციაზე კი ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დასახელდება ყველაზე გამჭირვალე და დახურული სამინისტროები. http://liberali.ge/node/4265 პ.ს. უკაცრავად და კორუფცია რაღაა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ნინო ჯიგარია. ძალიან მაგარი გოგოა. მიდი ნინ მიაწექი, შენს გვერდზე ვარ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ 2009 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ნოემბრამდე ხელფასის სახით 77 880 ლარი აიღო. ხელფასზე დარიცხული პრემიის სახით კი მისი შრომის ანაზღაურების 80%-ზე მეტი, ანუ ამავე პერიოდში მინისტრისთვის დარიცხულმა პრემიამ 62 580 ლარი შეადგინა. ამას ვერ დავიჯერებ ვერაფრით და ჩირქს სცხებენ წარმატებული მენეჯერი რომ არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 რა გვარია ის უდღიური ქართლის ღუბერნატორი რომ იყო?ჯერ იმის პრემიები, ეხლა ეს ხაჩიძე დანარჩენებიც ესე იქნებიანარადა.... გუშინ ვუყურებდი ნიკოლოზის აქციას ( ბავშვს შველა სჭიორდება) ამათ ნამუსი აქვთ?რით ვეღარ დაძღნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 არაა ეს კორუფცია, რავი, ნახეთ განმარტება, ეხლა არ ავგუგლავ და როგორც მახსოვს,კორუფციაა როდესაც თანამდებობის პირი გარკვეული თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ პირდება ვინმეს რომ განახორციელებს ან არ განახორციელების რაიმე ქმედებას, თAვისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 Siknadmoარაა ეს კორუფცია, ნამდვილად.უბრალოდ ბიუჯეტს როგორც უნდათ ისე ხმარობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 newstudio დეპრეს იქით გავუხსენი. ვნახოთ რა რეაქციები მოჰყვება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 77 880 + 62 580 = 140 460 ლარი წელიწადში.140 460 : 12 = 11 705 ლარი თვეში. მშვენიერი შემოსავალია ძმაო რა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უფასო და ულიმიტო მანქანა და მობილური გაქვს და ახალი მობილური ტელეფონის ყიდვა თუ დაგჭირდა ან ლეპტოპის ან ბოლობოლო სამსახურში თუ მოგშივდა, ყველაფრის სამსახურის ხარჯებით გადახდა შეგიძლია.პახოდუ შეგიძლია შვეიცარიაში გაიტასავო ჯაზის ფესტივალზე, აშშ-ში ლეიკერსის და ბოსტონის თამაშზე, მექსიკაში ქალებში საგულაოდ და თქვა რო საქმიან შეხვედრებზე დადიოდი. არა ისე პროსტა 36 000 ლარი რო მიეღო წელიწადში, დავიჯერო მშიერი მოკვდებოდა? სამაგიეროდ ის დარჩენილი 104 000 ლარი მინიმუმ 20 ოჯახს ეყოფოდა რო მართლა მშიერები არ დამწყდარიყვნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 kisaა გვარია ის უდღიური ქართლის ღუბერნატორი რომ იყო?ვარძელაშვილი,.,, ეხლკა სპორტის და რაღაცის მინისტრია...ამათ ნამუსი აქვთ?რით ვეღარ დაძღნენ? არც ნამუსი არც ადამიანობა... lasha1997დეპრეს იქით გავუხსენი. ვნახოთ რა რეაქციები მოჰყვება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 analginnewstudio ტყუილი არისო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 lasha1997ტყუილი არისო. არ ვიცი როგორც ჩანს ტყუილი ინფორმაცია მიაწოდა სამინისტრომ ჟურნალს/... მანდ შეიძLება უფრო მეტი ამბები გავიგოთ ვიდრე ველოდით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 საქმე იმაშია, რომ დღეს ხელფასის ოდენობა არის დახურული ინფორმაცია. ანუ, ღიაა ჩინინოვნიკის თანამდებობერივი სარგოს ოდენობა, მაგრამ კანონით ხელფასი (სარგო + პრემია) არის დახურული, რადგან პრემია არის დახურული. ეს არის წმინდა წყლის კორუფცია, რადგან ეს ჩინოვნიკები ამის სანაცვლოდ პირდება ვინმეს რომ განახორციელებს ან არ განახორციელების რაიმე ქმედებას, თAვისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარეპოლიტიკური ნიშნით. ისე, რესპექტი იმ ორგანიზაციას, ვინც ეს ინფორმაცია მოიპოვა. სრული ჭეშმარიტებისთვის დავამატებდი, რომ ხაჩიძე შედარებით ჩესტნი ყოფილა, სხვებს 15-25 000 აქვთ პრემიები მარტო 1 თვეში. analginიქ ერთ წელზე არ არის საუბარი, 22 თვეზეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 სრული ჭეშმარიტებისთვის დავამატებდი, რომ ხაჩიძე შედარებით ჩესტნი ყოფილა, სხვებს 15-25 000 აქვთ პრემიები მარტო 1 თვეში. შედარებით არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 Grig იქ ერთ წელზე არ არის საუბარი, 22 თვეზეა. უი ეხლა შევამჩნიე. ე.ი. 6384 ლარი აუღია თვეში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 Grigსრული ჭეშმარიტებისთვის დავამატებდი, რომ ხაჩიძე შედარებით ჩესტნი ყოფილა, სხვებს 15-25 000 აქვთ პრემიები მარტო 1 თვეში. :018: :018: და ამ დროს უამრავი ადამიანი ელემენტარული უსახსრობის გამო იღუპება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.