Nukriko Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 დიდად არ მგონია, რომ ეს თემა სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდება, მაგრამ მაინც ვდი ეს არის ჩემი შეხედულებები, რომლის გადამოწმებაც მინდა. იქნებ ისეთი არგუმენტები მოვისმინო, რომ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალოს ამ არგუმენტებმა. ანუ ჩემი მსოფლმხედველობის კრიტიკა მინდა.. ადამიანის ბუნებაყველა ცოცხალი ორგანიზმის საწყისი არის ინსტინტქტები. ევოლუციის შედეგად კი გაჩნდა აზროვნება, შესაბამისად ბაზისი არის ინსტიქტი და ზედნაშენი არის ინტელექტი.შესაბამისად ადამიანის საწყისი მაინც ინსტინტქია და ყველაზე კრიზისულ სიტყაციაში ადამიანი ინსტინქტებით მოქმედებს. ამიტომ რომ შევიცნოთ ადამიანი უნდა ვიცოდეთ ჯერ მისი ინსტინქტები, რა ინსტინქტები აქვს მას, ხოლო შემდეგ მისი აზროვნება. თუმცა აზროვნება ვერ განსაზღვრავს ადამიანის ბუნებას მთლიანად, არამედ აზროვნება არის ადამიანის ბუნების მცირე ნაწილი.აზროვნება თავის თავად ცდილობს შეზღუდოს ადამიანის ინსტინტქტები. რეალურად ადამიანი მეორე ადამიანისთვის პოტენციურად საშიში არსებაა. აზროვნების შედეგად წარმოიშვა კულტურა ანუ ე.წ ადამიანის „ხელოვნური ბუნება“. არსებობს ორი ბუნება ერთი ის რასაც ყველა ბუნებას ვეძახით და მეორე კულტურა ანუ „ხელოვნური ბუნება“. პირველ ბუნებაში ადმიანი როგორც კი აღმოჩნდება, ანუ გაქრება კულტურული წნეხი ადამიანზე, იგი იწყებს მოქმედებას ინტინქტებით. კულტურას რაც შეეხება, კულტურის მთავარი მიზანი, არის ადამიანის ბუნების (ინსტინქტების) შეზღუდვა. კულტურის შედეგად შეიქმნა უამრავი ინსტიტუტი, მათ შორის სახელმწიფო, რელიგიური თუ სამოქალაქო ინსტიტუტები, რომელიც ყველა რეალურად ერთ რამეს ემსახურება, შეზღუდოს ადამიანის ბუნება და ბევრ ისეთ თვისებებს, რომლებიც ადამიანის ბუნებაში დევს, დაადოს ტაბუ. ამ საკითხში რელიგია საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა. საერთოდ კულტურა მოიცავს თეატრალიზებულ ფორმის ურთიერთობებს, ადამიანთა შორის. ეს ურთიერთობის ფორმები შეიცავენ იმ სტანდარტებს, რასაც ეთიკა ასწავლის მათ. ანუ საზოგადოება შეეჩვია გარკვეულ დაწესებულ ურთიერთობების ფორმებში, ურთერთობას. ხოლო როგორც წესი ვინც არღვევს ამ დაწესებულ ურთიერთობების ფორმას, საზოგადოდ განკიცხავენ და შეიძლება სოციალური ბოიკოტიც გამოუცხადონ. ხოლო უკვე თუ კი კიდე უფრო შორს გატობა და ეთიკის გარდა კანონებიც დაარღვია, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან დასჯის ობიექტი გახდება. თუმცა როგორც კი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია რეალური ძალა, მოსუსტდება ადამიანები საკუთარი ბუნების გამოვლენას ახერხებენ და ეს იწვევს ქაოს. 90-იანი წლების საქართველო ამის ნათელი მაგალითია. ანუ რისი თქმა მინდა, ჩვენ ბუნებრივად არ გვიდევს თანამშრომლობა, თანამშრომლობა არის კულტუტული ფენომენი, რომელიც გამყარებულია გარკვეული ინსტიტუტებით. მეგობრობის ინსტიტუტი და ა.შ ანუ რეალურად რომ არა უამრავი ინსტიტუტი ადამიანი იქნებოდა, მეორე ადამიანისთვის მგელი.ესე არის თუ არა?თუ ესეა მაშინ, მერე გავაგრძელებ სახელმწიფოზე, რელიგიაზე და სამოქალაქო ინტიტუტებზე საუბარს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 დიდად არ მგონია, რომ ეს თემა სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდება, მაგრამ მაინც ვდი ეს არის ჩემი შეხედულებები, რომლის გადამოწმებაც მინდა. იქნებ ისეთი არგუმენტები მოვისმინო, რომ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალოს ამ არგუმენტებმა. ანუ ჩემი მსოფლმხედველობის კრიტიკა მინდა.. ადამიანის ბუნება ანუ რისი თქმა მინდა, ჩვენ ბუნებრივად არ გვიდევს თანამშრომლობა, თანამშრომლობა არის კულტუტული ფენომენი, რომელიც გამყარებულია გარკვეული ინსტიტუტებით. მეგობრობის ინსტიტუტი და ა.შ ანუ რეალურად რომ არა უამრავი ინსტიტუტი ადამიანი იქნებოდა, მეორე ადამიანისთვის მგელი.ესე არის თუ არა?თუ ესეა მაშინ, მერე გავაგრძელებ სახელმწიფოზე, რელიგიაზე და სამოქალაქო ინტიტუტებზე საუბარსარა ჯოგი არ დაგავიწყდეს, ეგეც ინსტიქტია მაშIნ პ.ს. თემა რატომაა დახურული?! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 არა ჯოგი არ დაგავიწყდეს, ეგეც ინსტიქტია მაშIნ პ.ს. თემა რატომაა დახურული?!ნუკრი შენ დახურე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 lasha_alo ნუკრი შენ დახურე? მე დავხურე, აბა ჩემთვის ხომ არ მექნებოდა ეს თემა. არავინ პოსტავდა და მაგიტომ.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 lasha_alo მე დავხურე, აბა ჩემთვის ხომ არ მექნებოდა ეს თემა. არავინ პოსტავდა და მაგიტომ..თუ დაკეტილი იქნება ვინ დაპოსტავს შე კაცო ბოდიში,რომ დაკეტილში ვპოსტავ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts