Jump to content
Planeta.Ge

სექსი და მართლმადიდებლური სარწმუნოება.


Recommended Posts

მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, თუკი ადამიანი განგებ სჩადის ცოდვას

იმ იმედით რომ შემდგომში მოინანიებს, მას არათუ არ მიეტევება ასეთი ცოდვა,

 

 

თუ ვერ იკავებს თავს როგორც სექზე,მერე რა ხდება? :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 175
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Siknadmo

ეგ არავინ არ იცის რა ხდება, ჩVენ ვიცით გარკეული ქმედების შედეგად გამოწვეული სარგებლიანობა ან ზიანი, ასევე თუ როგორ დამოკდიებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარი ქმედებების მიმართ, მაგრამ როდესაც ადამი

Siknadmo

http://s02.radikal.ru/i175/1012/6b/d5d764ddca8d.jpg   ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც.   ირგვლივ ყოველივე დამუნჯებულოყო. ნამოსახლარზე მარიტას სახლისნაკედლარებიც კი აღარ

აზრი

მერე იტყვიან, მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიააო. :018:   რაც შეეხება ამას: "თითქმის ყველა მარხვას ვიცავ. ამ წესსაც – შეძლებისდაგვარად. ჩემი მეუღლე ჩემსავით მორწმუნე არ არის, ამიტომ მოძღვრის რჩე

გადადის რელიგიაში ამას პოლიტიკასთან არაფერი არ აქვს საერთო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ვერ იკავებს თავს როგორც სექზე,მერე რა ხდება? :givi:

ეგ არავინ არ იცის რა ხდება, ჩVენ ვიცით გარკეული ქმედების შედეგად გამოწვეული სარგებლიანობა ან ზიანი, ასევე თუ როგორ დამოკდიებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარი ქმედებების მიმართ,

მაგრამ როდესაც ადამიანი განხზრახ სჩადის ისეთ ქმედებას იმ იმედით რომ მოინანიებს ასეთი ცოდვის მიტევება არ ხდება, ეს ცალკე ცოდვაა, საკმაოდ მძიმე,

ვირეშმაკობა და ქრისტიანობა შეუთავსებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 კორინთელთა 1-10 ხოლო იმის შესახებ რაც თქვენ მომწერეთ,-კაცისათვის კარგია არ შეეხოს დედაკაცს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს ჰყავდეს თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ცოლი არ იუფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი, ასევე ქმარიც არ იუფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან მსურს ყველა ადამიანი იყოს როგორც მე. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასე და ზოგს ისე. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ თავშეკავება არ ძალუძთ, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ. ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ,-არა მე, არამედ უფალი; ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატივცემულო ფორუმელებო, მართლმადიდებლობა თქვენ გგონიათ კარგია?

ანუ რამე ხეირს ნახავთ ცხოვრებაში,

 

ანუ, უხეიროა?

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

180 დღე სექსის გარეშე და სექსი კურთხევით

ნინო კახიშვილი

 

ნეტგაზეთი ქართული მართლმადიდებლური მრევლის ათამდე წარმომადგენელს გაესაუბრა. „მარხვის დროს სექსი აკრძალულია, რახან მარხვას ვიცავ, ამ წესსაც ვასრულებ“ – უთხრეს მათ ნეტგაზეთს.

მართლმადიდებელი მრევლის წევრების თქმით, ისინი მარხვის პერიოდში მეუღლეებთან სექსზე მხოლოდ მოძღვრის ნებართვის შემდეგ თანხმდებიან, სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ ეს ცოდვად ეთვლებათ და აკრძალულია.

მერე იტყვიან, მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიააო. :018:

 

რაც შეეხება ამას:

"თითქმის ყველა მარხვას ვიცავ. ამ წესსაც – შეძლებისდაგვარად. ჩემი მეუღლე ჩემსავით მორწმუნე არ არის, ამიტომ მოძღვრის რჩევით, დათმობებზეც მივდივარ“, – ამბობს 25 წლის ეკა ვაშაკიძე, რომელიც ორი წელია დაქორწინებულია". - ესე იგი, ვისაც მეუღლე გეუგებს და ეტყვის, კარგი შენი რელიგიის პატივისცემით გავწვალდეთო, იმასთან დათმობაზე ცხადია არ წავა არც ცოლი და არც მოძღვარი. ხალხის ამგვარად მოპრყობა, ადმაიანის წვალებად მიმაჩნია.

 

ეკას თქმით, მარხვის დროს მეუღლესთან დაშვებულ სექსუალურ კავშირს, როგორც ცოდვას, მისი მოძღვარი მიუტევებს.

ვაიმ რასთან გვაქვს საქმე... ამ რელიგიური მწვალებლობის კანონით დაშვება როგორ შეიძლება ხალხო.

 

„მოძღვარი ამბობს, რომ თუკი არსებობს იმის საშიშროება, რომ ქმარი სექსის გარეშე ვერ ძლებს და უფრო მძიმე ცოდვა დაიშვება, ანუ ის სხვა ქალისკენ გაიხედავს, აძლევს რეკომენდაციას, რომ მოიქცეს ისე, როგორც მეუღლეს უნდა. ასეთ დროს მოძღვარი საკუთარ თავზე იღებს ჩვენს ცოდვებს“,

ეს ხომ საერთოდ ანეკდოტია რაა. :))

 

 

რა ბრძნული მოწოდებაა:

 

"თბილისის ძველი სამების ეკლესიაში მსახური მღვდელი იოანე ამბობს, რომ წყვილებს ურჩევს, მარხვის განმავლობაში თავი შეიკავონ ნებისმიერი ხორციელი სიამოვნებისგან". - 180 დღე... რა ცოტააა.. :018:

 

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქალებს ვურჩევთ, დაუშვან ცოდვა, რათა ქმარმა არ იმრუშოს სხვასთან“, – ამბობს ეკლესიის მოძღვარი.

რა მაგარი მოძღვრები გყავთ მართლმადიდებლებს, ცოდვის ჩადენას რომ გირჩევენ. :givi:

 

ეს მორიგი ანეკდოტია:

"კითხვაზე, ურჩევენ თუ არა ანალოგიურს კაცებს, წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიის წინამძღვარი მაქსიმე ჭანტურია ამბობს, რომ არა მხოლოდ კაცებს, ზოგადად, ახალგაზრდებს უჭირს თავის შეკავება და მისი აზრით, ეს ბუნებრივია". - :givi:

 

რაც შეეხება ამას:

"ამავე დროს, ყაზახაშვილი ფიქრობს, რომ ოჯახურ ურთიერთობებში მოძღვარი პოზიტიურ როლს ასრულებს, როდესაც ის ურჩევს წყვილებს, თუ როგორი ოჯახური ცხოვრებით უნდა იცხოვრონ". - პოზიტიური კი არა, ნეგატიურია! არავის არ აქვს უფლება, სხვის ოჯახურ (მითუმეტეს, ინტიმურ და სექსუალურ) საკითხებში ცხვირის ჩაყოფა. :TAT:

 

აი ეს მაგარი იყო რაა: "თავიდან ოთხშაბათობით და პარასკევობით მაინც უნდა შეიზღუდოს ინტიმური ურთიერთობა". - :givi:

 

რაც შეეხება ამას:

"თუ ადამიანს რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში სექსი არ აქვს, ეს, რა თქმა უნდა, კარგი მოვლენა არ არის. მითუმეტეს, თუ მას რეგულარული სექსის მოთხოვნილება გააჩნია, ამან შესაძლოა დისრითმია გამოიწვიოს".

მაშ, ცუდად ჰქონიათ ზოგ მართლმადიდებელს საქმე. :TAT:

 

ეს მეოთხე ანეკდოტია: "იმის თქმა შეიძლება, რომ მარხვების დროს თავშეკავება პრობლემებს ქმნის და არც ის, რომ პრობლემებს არ ქმნის. ეს ინდივიდუალურია», –ამბობს სექსოლოგი პაატა სოფრომაძე". - :givi:

 

 

რაც შეეხება ამას:

 

«ასეთ შემთხვევაში ისინი მიდიან მოძღვართან და იგი აძლევს კურთხევას, ჰქონდეთ სექსი» , –ამბობს სექსოლოგი.

ჩავბჟირდი.... :))

 

„ის, ვინც მოძღვართან მიდის და მამაოს ეკითხება, როგორ მოიქცეს, არ არის გათვითცნობიერებული. არც ერთ საეკლესიო კანონში არ წერია, რომ მღვდელს აქვს რაიმე უფლება, ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში, შესაბამისად, დართოს, ან არ დართოს ცოლ–ქმარს სექსი. მათი ურთიერთობა კანონიერია და არანაირი ცოდვა არ არსებობს“, –ამბობს თეოლოგი კახაბერ კურტანიძე.

ჩემი რცევაა: თეოლოგ კახაბერ კურტანიძის ეს სიტყვები, დიდ ფორმატზე დაბეჭდეთ მართლმადიდებლებმა და ზალაში დაკიდეთ და ყოველდღე იკითხეთ ხოლმე.

 

რაც შეეხება ამას:

 

"შობის 40–დღიანი მარხვა, 7–კვირიანი დიდი მარხვა, მარიამობის 2–კვირიანი, პეტრე –პავლობის რამდენიმეკვირიანი, რამდენიმე ერთდღიანი მარხვა და მარხვა ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს – ჯამში, ყოველწლიურად დაახლოებით 180 დღეა წელიწადში, როდესაც მართლმადიდებელმა მორწმუნემ, ცხოველური საკვების მიღებაზე უარის თქმასთან ერთად, სექსუალურ კავშირებზეც, როგორც სიამოვნების მიღების საშუალებაზე, უარი უნდა თქვას".

 

ხომ დავწერე, მწვალებლობაა მეთქი ადამიანის მაგდაგვარად მოპყრობა. არადა, უბედურება ისაა, რომ ადმაიანები თავიანთი ნებით აწვალებინებენ თავს მსგავს არაბიბლიურ შეზღუდვებზე და აკრძალვებზე მორჩილებით.. :018:

 

 

„ღვთისმშობლის შვიდი ეპითეტიდან სამი – მარადქალწულს გულისხმობს. შესაბამისად, ადამიანს უჩნდება დანაშაულის გრძნობა. ნებართვის აღებით კი გამოდის, რომ მარხვის პერიოდში ქმარს ნებდება. ეს არასწორია, რადგან სექსი აქტზე მეტია, აქ არის მოფერებაც, ორგაზმიც და ა.შ. პავლე მოციქული ამბობს: კი, შეეცადეთ რამდენიმე ხნით შეიკავოთ თავი, მაგრამ არა დიდხანს. ასე რომ, წელიწადში ამდენი დღის განმავლობაში მარხვის ამგვარად დაცვა არასწორი მიდგომაა“, – ამბობს იგი.

სწორს ამბობს! :yes:

 

თუმცა, მართლმადიდებელი მღვდლების უმრავლესობა მარხვის დროს სექსუალურ კავშირებს ცოდვად მიიჩნევს და ამიტომაც მარხვების პერიოდში ჯვრისწერაც აკრძალულია.

რა კარგად ასახავს დღევანდელი მართლმადიდებლების დმაოკიდებუებას ადმაიანებისადმი იესო ქრისტეს სიტყვები:

"კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ. იფართოებენ ფილაქტერიონებს და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს, უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში,  მოედნებზე რომ ესალმებიან". - მათეს სახარება.

 

 

მარხვებიდან ცხრა თვის შემდეგ შობადობის კლების ტენდენცია შეინიშნება

ჯერ სადა ხართ. :TAT:

 

 

აი რავი აბა რა ვთქვა და არც არავის წყენინება არ მინდა,მაგრამ ეს ნამეტანია რა ჩემის აზრით. :)

ნამეტანი კი არა, ქვეყნისთვის კარგის მომნატი რომ არაა, მაგას მსჯელობაც კი არ სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

საერთოდ სექსზეც საკმაოდ საინტერესო შეხედულება არის ქრისტიანულ სარწმუნოებაში

 

აი ოჯახურ წყვილშიც კი სექსის ასე ვთქვათ საწყისი უნდა იყოს სიყვარული და არა ნდომა

 

ძნელი გასაგებია მაგრამ ასეა

 

ანუ სექსის დროს ერთნი სიამოვნებას ღებულობენ -ჩვეულებრივს (ხორციელი)

ხოლო სხვები სიყვარულით ივსებიან

 

 

 

სხვა მაგალითით ურწმუნო რომ ჭამს ძღება და ნასიამოვნები რჩება

ხოლო მორწმუნე მადლიერების გრძნობით ივსება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ანუ სექსის დროს ერთნი სიამოვნებას ღებულობენ -ჩვეულებრივს (ხორციელი)

ხოლო სხვები სიყვარულით ივსებიან

kasper

 

სექსის დროს, მორწმუნეც და ურწმუნოც, ორივე ღებულობს სიამოვნებას. ასე არაა? თუ თქვენ სიამოვნებას არ ღებულობთ სექსის დროს... :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კი ორივე ღებულობს

 

ოღონდ განსხვავება დავწერე და ძნელი გასაგებია მაგრამ ასეა

 

მე ვარ თუ არა მორწმუნე ეგეც გასარკვევია კიდევ(ჩემთვის)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კი ორივე ღებულობს

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:givi:

შენ თუ მტელი აზრიდან ამოაგდებ 2 სიტყვას და დამიციტირებ მართალი იქნები და სასაცილოც იქნება

 

:)

Edited by kasper
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
ეს თემა არ უნდა ჩავაგდოთ. სექსი და მართლმადიდბელობა, მთლად კარგად ვერ არიან ერთმანეთთან და ჯობს ამ საკითხებს სათანადო კუთხე მივუჩინოთ ამ განყოფილებაში. :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იეღოველები ხო სექსუალურ რევოლუციებს აწყობენ :))

 

 

...

 

მაგარია "ჩემი შენ გითხარის" ამბავია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იეღოველები ხო სექსუალურ რევოლუციებს აწყობენ :))

 

 

...

 

მაგარია "ჩემი შენ გითხარის" ამბავია

Nukriko

 

ჯერ ერთი ისწავლე როგორ იწერება იეჰოვას მოწმეების სახელწოდება. მეორეც, როცა აზრზე არ ხარ ამ საკითხების, ჩუმად მაინც იკითხე პოსტები. :givi:

 

ისე მაგარია რაა.. მართამადიდებლებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს რომ უკრძალავენ. იმიტომაა ამდენი აბორტი რომ კეთდება. :TAT: არადა, აბორტს უფრო დიდ ცოდვად მიიჩნევენ მართამადიდებლები რომ კითხო. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენი აზრი შეგიძლია შენთვის შეინახო :))

 

 

არავინ გეკითხება აზრს აქ! :))

 

და ბოლოს, შენ დემაგოგიას მოკლე ფეხები აქვს! ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...