Jump to content
Planeta.Ge

ბურჯანაძე გრეჩიხას ებრძვის?!


Recommended Posts

17:59 13-12-2010

"ქართული პარტია" ხელისუფლებას პარტიისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს .

როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული პარტიის" დაფუძნებიდან დღემდე, ცალკეულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს "სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანია", რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დეზორიენტაციას და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებით მოსახლეობაში შექმნილი მოლოდინების გაცრუებას.

კიწმარიშვილი გამოეხმაურა პრესაში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ეხება და სადაც გაჩეჩილაძის მხრიდან სააკაშვილთან გარიგებაზე საუბარი.

პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, ეს არის უსაფუძვლო, დაკვეთილი პუბლიკაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კიწმარიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელსაც სააკაშვილი-გაჩეჩილაძის გარდა, ასევე ესწრებოდნენ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე და მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის - "ეროვნული საბჭოს" წევრი დავით უსუფაშვილი.

"იმ წინადადებების ჩანაწერებს, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავდნენ, სააკაშვილის დავალებით ნინო ბურჯანაძე ახორციელებდა, იმ მიზნით, რომ თუ ოპოზიცია და ხელისუფლება რიგ საკითხებზე შეთანხმდებოდნენ, ამ ჩანაწერზე ხელმოწერა მომხდარიყო საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანდასწრებით და მონაწილეობით", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, გაჩეჩილაძის მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა იყო ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება, რომელიც იმავე ღამითვ განხორციელდა. კიწმარიშვილის ცნობით, შეხვედრაზე მიღებულ შეთავაზებებს "ეროვნულმა საბჭომ" განხილვის შედეგად მხარი არ დაუჭირა.

"2008 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო აგრესიული, შავი პიარის კამპანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. ვრცელდებოდა ხმები მისი ავადმყოფობის, ქუჩური ტრადიციების მიმდევრობისა და ხელისუფლებასთან გარიგებების შესახებ", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ის, რაც ქვეყნდება ბოლო პერიოდში პრესის ფურცლებზე, ამ პიარის გაგრძელებაა.

კიწმარიშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე მზად არის ამ თემაზე ღია დისკუსიისთვის და სატელევიზიო ეთერში დებატებში იწვევს აღნიშნული შეხვედრის ორ მონაწილეს ხელისუფლების მხრიდან – მიხეილ სააკაშვილს ან ნინო ბურჯანაძეს.

გაზეთ "ასავალ–დასავალში" დღეს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ - "დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი". გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...

სააკაშვილმა, როგორც "ასავალ–დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/153956-qqarthuli-partiaq-khelisuflebas-mis-tsinaaghmdeg-mizanmimarthul-kampaniashi-adanashaulebs.html

 

პ.ს. იმიტომ მგონია ბურჯიკა, რომ მიშაც ისვრება და გრეჩიხაც ამ კომრომატებით... ინფოზე ხელი კი ბურჯანაძეს მიყწვდება იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

კაცო ვინ ისვრება და ვინ დებილი დაიჯერებს მაქედან ერთ სიტყვას მაინც? :)

როგორც მინიმუმ ძალიან არასერიოზული როა ეგ ყველაფერი ვერ ხედავ?

 

ჯაბა ხუბუას პასკვილის გამო ამ საკითხს ქვესკნელში ჩავყვები, - ამის შესახებ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ დღეს საღამოს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გაზეთ "ასავალ-დასავალის" სტატიის კომენტირებისას განაცხადა .

~მოვითხოვ, ჩემი ხელით დაწერილი თუ რამე არსებობს, სასწრფოდ დაიდოს. მზად ვარ ყველა ჟურნალისტს შევხვდე. თავდაპირველად ჯაბა ხუბუასგან დებატებზე თანხმობა მივიღე, შემდეგ გადაიფიქრა, ისევე, როგორც ნინო ბურჯანაძემ", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე წერილობითი საუბარი არ ყოფილა. ~კალმისთვის ხელი არ მომიკიდია, იყო ჩვეულებრივი საუბარი, იწერდა მხოლოდ ბურჯანაძე~, - ირწმუნება ~ქართული პარტიის~ ლიდერი.

გაჩეჩილაძის თქმით, პრეზიდენტთან მოლაპარაკების საგანი იყო ოპოზიციისთვის გენერალური პროკურატურისა და ოთხი მინისტრის თანამდებობების გადაცემა, უშიშროების საბჭოს მდივნად, გაფართოებული უფლებებით, დავით უსუფაშვილის დანიშნვა, საგამოძიებო კომისიის შექმნა 7 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით.

~უნდა გაფორმებულიყო ეროვნული შერიგების ფორმულა სააკაშვილსა და ეროვნულ საბჭოს შორის. ჯაბა ხუბუას პასკვილის მერე ამ საკითხს ქვესკნელში ჩავყვები, 46 წელია ჩემს სახელს ვაშენებ და არავის ვაპატიებ ამ საზიზღრობას. დაიდოს დოკუმენტი, მანახოს ჩემი დაწერილი დოკუმენტი, ბოლო თეთრს დავხარჯავ ამ დოკუმენტის ექსპერტიზისთვის~, - განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებით დაინტერესებულები არიან ხელისუფლება და ~ქართული პარტიის~ კონკურენტები. მისივე თქმით, ოპოზიციაში ყველაფერზე გადაწყვეტილებას იღებდა 12 ოპოზიციონერი ლიდერი.

გაზეთ "ასავალ–დასავალში" დღეს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ - "დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი". გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...

სააკაშვილმა, როგორც "ასავალ–დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/153985-levan-gachechiladze-jaba-khubuasgan-dokumentebis-gamoqveynebas-ithkhovs.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...

ესეთი სწორი რამე მაგ კაცს მგონი არ უთქვამს არაფერი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო თეთრს დავხარჯავ ამ დოკუმენტის ექსპერტიზისთვის~, - განაცხადა გაჩეჩილაძემ

ეგრე განაცხადა ერთმა კაცმაც, ბოლო თეთრს დავხარჯავო და კი მოკლეს მერე. თუ დამხარჯავი ხარ, დახარჯე, რას გვემუქრები? გრეჩიხ, ამ ბოლოდ დროს რომ რამსები გერევა, ვერ ატყობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

კაცო ვინ ისვრება და ვინ დებილი დაიჯერებს მაქედან ერთ სიტყვას მაინც?

როგორც მინიმუმ ძალიან არასერიოზული როა ეგ ყველაფერი ვერ ხედავ?

ამ შემთხვევაში გეთანხმები, ან კომპრომატი დადონ, ან ეს "მე ვიცი და დამიჯერეთ" ამოვიდა ყელში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციონერ დეპუტატ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს 2008 წელს პრეზიდენტთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ეს შეხვედრები კონფიდენციალური არ ყოფილა და მათ შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ფლობდა.

 

როგორც ცაგარეიშვილმა "პირWელს" განუცხადა, "მაშინ ოპოზიცია ბევრ შეცდომას უშვებდა და ახლა ყველაფრის გაჩეჩილაძისთვის გადაბრალება უღირსი საქციელი იქნება".

 

"გაჩეჩილაძის შეხვედრებისა და მათი დეტალების შესახებ ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერმა იცოდა. თუ კი გაჩეჩილაძე კონფიდენციალურად ხვდებოდა სააკაშვილს, მაშინ ეს მის ნამუსზე იყოს, თუმცა ასეთ შეხვედრებს გამოვრიცხავ",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

ამასთან, ირაკლი ალასანიას ამჟამინდელი თანაგუნდელი დიდ შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ შეხვედრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იმართებოდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დაფარული იყო.

 

"მაშინ ოპოზიციას კიდევ ერთი სუსუსტე ახასიათებდა: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებას არ ვახდენდით. ეს ჩვენი გამოუცდელობის ბრალი იყო. მივენდეთ მეორე მხარეს, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც ერთს და არც მეორეს ნამუსი არ ჰქონია",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

გაზეთი "ასავალ-დასავალი" კი 2008 წელს ლევან გაჩეჩილაძისა და პრეზიდენტის სააკაშვილის შეხვედრის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორის მტკიცებით, გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიანი აქციების დაშლის სანაცვლოდ პრეზიდენტს ფული სთხოვა, ოპოზიციონერი ლიდერებისთვის კი თანამდებობები ითხოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაჩეჩილაძემ რომ ის მოძრაობა გაჰყიდა, ამაზე ორი აზრი ვის შეიძლება ჰქონდეს, არ მესმის. ) ფული რამდენი აიღო, არ ვიცი, შეიძლება გადააგდეს და არც მისცეს არაფერი, მაგრამ მზად რომ იყო გაეყიდა და ხალხს ატყუებდა, ცხადია.

ერთი ალასანიაა ნამდვილი ოპო და მეორე ეგ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

გაჩეჩილაძემ რომ ის მოძრაობა გაჰყიდა, ამაზე ორი აზრი ვის შეიძლება ჰქონდეს, არ მესმის. ) ფული რამდენი აიღო, არ ვიცი, შეიძლება გადააგდეს და არც მისცეს არაფერი, მაგრამ მზად რომ იყო გაეყიდა და ხალხს ატყუებდა, ცხადია.

ერთი ალასანიაა ნამდვილი ოპო და მეორე ეგ.

ეს ნახე:

 

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, რომელმაც გუშინ სააკაშვილ-გაჩეჩილაძის შეხვედრაზე სკანდალური სტატია გამოქვეყნდა , ლევან გაჩეჩილაძის თანაგუნდელის, ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს.

"სტატიაში საუბარი იყო შავნაბადაზე გამართულ შეხვედრაზე და არა იმ შეხვედრაზე, რომელზეც გუშინ ეროსი კიწმარიშვილმა ისაუბრა, სადაც განხილული იყო ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლებისა და სხვა საკითხები. ეს არის აბსოლუტურად სხვა შეხვედრა, რაზეც ჩვენ ვწერთ. ეროსი კიწმარიშვილმა ზუსტად იცის, რომელ შეხვერაზეა საუბარი, მაგრამ მას შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხუბუამ.

ჟურნალისტის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ, "მაესტროს" ეთერში საუბრისას, მისი სტატიიდან "რაღაც-რაღაცეები" დაადასტურა კიდეც, კერძოდ, ის რომ მართალაც ჰქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთან ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნა, რომ იმ ფორმატში საუბარი, რაზეც "ასავალ-დასავალი" წერს, მხოლოდ ერთხელ შედგა.

"სხვა დეტალებს, რომ ამ ბანკის საწყისი კაპიტალისთვის 10-12 მილიონი მოითხოვა, რა თქმა უნდა, ის არ იტყოდა", - დასძინა ხუბუამ.

ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ მსგავს თემებზე გაზეთმა, რამდენიმე კვირაში, სხვა მასალაც გამოაქვეყნოს. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

მან ასევე გამორიცხა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის იყო სტატიაში მოყვანილი ფაქტების წყარო. ხუბუას განმარტებით, სტატიაში საუბარია იმ შეხვედრაზე, რომელსაც ბურჯანაძე არ ესწრებოდა.

belepok

vin kithulobs vabshe mag gazets.eg gazeti rom popularulia imitomaa chveni saqme kargat

ყვითელი და სკანდალური პრესა მთელ მსოფლიოშია ყველაზე პოპულარული ხოლმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი რამე საინტერესოა.საუბარია გრეჩოს შეხვედრაზე მიშას ინაგურაციის წინ.იყო ერთი შეხვედრა სადაც იყვნენ გრეჩიხა და უსუფა ერთი მხრიდან და მიშა და ანზოროვნა მეორე მხრიდან.მეორე შეხვედრა ისიც ასევე ინაგურაციის წინ, გამოდის რამოდენიმე დღეში, აქამდე არ იყო ცნობილი და მე ძალიან საეჭვოდ მეჩვენება.რაც შეეხება ამ ფრაზას,რომელმაც დონ კარედოს აღრთოვანება გამოიწვია:

 

გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...

 

თინას რომ თავი დავანებოთ,ძალიან საეჭვოა მიშას მიერ გიგას ასეთი დახასიათება.

ხო კიდევ 7 საათიან რადიო პალიტრას ვუსმენდი და სრული მარაზმი იყო,ერთი მხრიდან ეს ჯაბა ხუბუა და მეორე მხრიდან კახა მიქაია.მიქაია თუთიყუშივით ერთი და იგივეს იმეორებდა:შენ ხელისუფლების აგენტი ხარო,რადგან ჩვენი პარტია რომ გაძლიერდა ამიტომ დაგვარტყიო.ხოლო ჯაბა კი ამბობდა მოდი გრეჩოს დავუძახოთ ეთერში და სახალხოდ დავაგინოთ ერთად ვინ ამბობს ტყუილსო.ბოლოში დიალოგი ჩაიშალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ხო კიდევ 7 საათიან რადიო პალიტრას ვუსმენდი და სრული მარაზმი იყო

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას რადიო "პილიტრის" ეთერში ღიად დაუპირისპირდა , რის გამოც ჟურნალისტმა გადაცემა "რეზიუმე" პროტესტის ნიშნად დატოვა.

"რეზიუმეს" თემა "ასავალ-დასავლაში" გუშინ გამოქვეყნებული ხუბუას სკანდალური სტატია იყო. სტატიაში საუბარია 2008 წლის იანვარში, შავნაბადაზე, ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრაზე და რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარიგებაზე.

კახა მიქაიამ ჟურნალიტი ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და მოითხოვა, დაესახელებინა, რა თანხა აიღო ამ სტატიის დაწერისთვის.

ჯაბა ხუბუამ ბრალდება კატეგორიულად უარყო და პირობა დადო, რომ წერილობით დოკუმენტს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის და სადაც სიტყვა-სიტყვით წერია მისი მოთხოვნების შესახებ, უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. "ამ ფურცელს შეგიძლიათ გაუკეთოთ ექსპერტიზა", - დასძინა მან.

ხუბუამ ასევე განმარტა, რომ ის არის ჟურნალისტი და ნებისმიერ კომპრომატზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო ეს მიწოდებული, სტატიას დაწერდა. მისი თქმით, მას იგივე შეუძლია გააკეთოს იმ შემთხვევაშიც, თუ "ქართული პარტია" მსგავს კომპრომატებს მიწვდის.

მიქაიამ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ "ქართული პარტია" იკვეთება ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად და ამიტომ დაიწყო მის წინააღმდეგ აგრესიული შეტევები. "ქართულ პარტიას" უტევს ყველა, მათ შორის, ჯაბა ხუბუაც, რომელიც არის ხელისუფლების მოსყიდული", - განაცხადა მან და ხუბუას პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე გაუმეორა: "თავს გაუფრთხილდი, რამე არ დაგემართოს ბიჭო!".

როგორც მიქაიას ბრალდებაზე ხუბუამ აღნიშნა, მას "საჯაროდ შეუძლია დაიგინოს", რომ არ არის ხელისუფლების აგენტი, იმ შემთხვევაში, თუ იგივეს ლევან გაჩეჩილაძეც გააკეთებს.

საბოლოოდ გადაცემა "რეზიუმეს" პირდაპირი ეთერი იმით დასრულდა, რომ სტუდია ჯერ ჯაბა ხუბუამ დატოვა, შემდეგ კი კახა მიქაიამ, თუმცა მათ ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება "პალიტრა მედიის" დერეფანშიც

 

:givi: :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ფული რამდენი აიღო, არ ვიცი, შეიძლება გადააგდეს და არც მისცეს არაფერი, მაგრამ მზად რომ იყო გაეყიდა და ხალხს ატყუებდა, ცხადია.

ზენჩიკ, არ იცი მაგრამ ეჭვი არ გეპარება?

რაღაც ნესტიკოვკაა მე მგონი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ბურჟანაზეო

ვინ გრეჩიხაო

ესენი კიდევ ცოცხლებია? ......... ვავა

 

 

როგორაა ისა

–ე ბიჯო უჯიკე მაგას.......

–ვაი შე საცოდავო თვითონ საჯიკებელი ხარ

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...