Jump to content
Planeta.Ge

საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!


Recommended Posts

ნწუ.

 

"რუჩკებს" თუ დაუყენებენ ოთხი ცოცხალი გაწევს თვარა ისე ჩემმა მტერმა იმოძრაოს მაგენი რო იმოძრავებენ.

 

ყაზახები დააზერები ჩვენთან შედარებით ფრანცუზები არიან. კაკ მინიმუმ ცოცხლები... :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რა რეაქცია იყო?!

რა რეაქცია იყო და ტიპები როგორც უცხო პლანეტელებს ისე გვიყურებდნენ, მაგათთვის მოვაწყვეთ აქცია და ერთიც არ შემოგვეერთებია. ილიას უნივერსიტეტთან კიდევ სტუდენტები და დაცვის წევრები გაერთიანდნენ და გადით აქედან, კიბეებზე ნუ დგეხართ და ნუ ხმაურობთ, ლექციები მიმდინარეობსო. **** მენტალიტეტი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტუდენტები და დაცვის წევრები

სტუდაქტივი და არა სტუდენტები. კომსომოლები სავარაუდოდ ან სახელისუფლებო სტუდმოძრაობიდან ან ადგლიობრივი "თვითმართველობიდან" ფარისევლობაა ეს ყველაფერი. სტუდენტი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ "ლექციაში ხელი მეშლებაო" :D

ამიტომ არიან ქართველი ლეიბარები (ლიბერასტები , "ლიბერალები" და ა.შ ) რეტროგრადები .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არ ვიცი მარა, აი ტიპები გამოვიდნენ შენობიდან და დაცვა რომ გეუბნებათ კიბეებზე ნუ დადგებითო უნდა შეასრულოთ, ეგეთია კანონიო. იმის ნაცვლად რომ ჩვენთან ერთად დამდგარიყო ესეთი *****-ის ლაპარაკი დაიწყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

რა რეაქცია იყო და ტიპები როგორც უცხო პლანეტელებს ისე გვიყურებდნენ, მაგათთვის მოვაწყვეთ აქცია და ერთიც არ შემოგვეერთებია. ილიას უნივერსიტეტთან კიდევ სტუდენტები და დაცვის წევრები გაერთიანდნენ და გადით აქედან, კიბეებზე ნუ დგეხართ და ნუ ხმაურობთ, ლექციები მიმდინარეობსო. **** მენტალიტეტი!

უიმეეე, როგორი წესიერი, კანონმორჩილი და პროგრესული ახალგაზრდობა მოდის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

უმაღლესი დონის ინტელექტუალები ასწავლიან ილიას უნივერსიტეტში :)

 

ხო, თან დავდე და ვუყურებ ეხლა, ბოლომდე არ მაქვს ნანახი,

 

ხოდა, ნუ გუმანით ხომ იგრძნობ უკვე რომ დიდი ქართველია

 

და ის რა ქვია, კაცი ბერთან და ვიღაც სტარეცთან კი არ გარბის ჭკუის საკითხავადო, არამედ თავად წყვეტს პრობელმასო,

ნუ, აქ თიქოს ისეთს არაც არაფერს არ ლაპარაკობს, პირდაპირ, მაგრამ დაუკვირდით

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ამ ხელისუფლების საწვავ-საპოხი მასალაა ოპოზიცია"

 

"წარმოგიდგენიათ, ხალხს, რომელიც შიმშილით კვდება, ეუბნებიან, რეიტინგებში პირველ ადგილზე ხართო"

 

"საქართველოში არსებულ მდგომარეობას რუსული გამოთქმა - "ბესოვშჩინა" მიესადაგება"

 

"სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წევრ სოსო მანჯავიძის აზრით, 25 ნოემბერს ქართველი ხალხი დამარცხდა. მისი თქმით, ახალ წლამდე დაიწყება წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის ამოცანა ეროვნული ფასეულობების გადარჩენა იქნება.

 

- ბატონო სოსო, რატომ დატოვეთ "სახალხო კრება"?

- არ დამიტოვებია. როდესაც ცენტრალურ ოფისში არ დავდიოდი (იმ მიზეზების გამო, რომელზეც ახლა ვერ ვილაპარაკებ), ვმუშაობდი საზოგადოების იმ ფენასთან, რომელიც არ იყო ჩართული ამ პროცესში. მე "სახალხო კრებას" განსხვავებულად ვუყურებ. თუ ის ყოვლისმომცველი არ გახდა, თავის სახელს ვერ გაამართლებს. თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ჩაერთო ამ პროცესში, არც კრებითობა იქნება და თუ კრებითობა არ არის, მას არც "სახალხო კრება" უნდა ერქვას.

 

"სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრი 25 ნოემბერს ჩატარებულ "სახალხო კრებას" გამარჯვებად მიიჩნევს, მაგრამ ქართველი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ვერ დაინახა ეს გამარჯვება.

 

- ანუ, თქვენი აზრით, 25 ნოემბრის "სახალო კრება" მარცხით დამთავრდა?

- რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა გამარჯვება. პირველივე დღიდან კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ხალხის კრებაზე მოყვანისა და მერე დაშლის. ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს გამოიწვევდა, რაც არის კიდეც სახეზე.

 

- აბა, რა უნდა მომხდარიყო კრებაზე?

- კრების წინა დღეებში მე უკვე აღარ ვიყავი გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. ხალხი, ვინც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მოვიდა, იყო გვარდია, რომელმაც უნდობლობის სინდრომი გადალახა და მოქმედებას ელოდებოდა. საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც კრებაზე არ მოვიდა, ელოდა მოქმედებას, რომ მერე შეერთებოდა ამ პროცესს. ამ კრების მერე არავინ აღარსად აღარ მივა. ხალხი იმ Dდღეს შედეგს ელოდებოდა, კონკრეტულ მოქმედებებს, პიკეტირებას, ბლოკირებასა და ა.შ.

 

ის მზად იყო ამისთვის, ეს სურდა. როგორ შეიძლება 25 ათასი კაცი გამოვიდეს და ის უშედეგოდ გაუშვა? ალექსანდრე მაკედონელი 25 ათასი ჯარისკაცით შეიჭრა აზიაში და ჰინდიქუშამდე მივიდა. 25 ათასი კაცი ვიღაცებს ცოტა ჰგონიათ, სინამდვილეში უზარმაზარი ძალაა. როდესაც კაცი ქუჩაში გამოდის, ის საკუთარ სიცოცხლესა და ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი. ვინც ფიქრობს, ხალხს თუ რამე დაემართება, ჩვენი პასუხისმგებლობააო, მწარედ ცდება.

 

კრების ინიციატორები წარმმართველი ძალა უნდა იყვნენ, მაგრამ ვერ არიან და კიდევ ერთი დამარცხება აგემეს ქართველ საზოგადოებას. ნუ იკავებენ იმ ნიშას, რომელიც აქვთ, მიუხედავად თავიანთი უარყოფითი რეიტინგებისა. დროა ახალ ძალებს მისცენ პოლიტიკაში ჩართვის საშუალება.

 

- პოლიტიკოსების განცხადების მიღმა, შეგნებულად არ მიგვყავს ხალხი სარისკო ნაბიჯზეო, სინამდვილეში ხალხზე ზრუნვა კი არა, რაღაც სხვა დგას?

- რა თქმა უნდა. ეს არის უამრავი რამ: დაწყებული ფსიქოლოგიურ-მენტალური პრობლემებით და დამთავრებული ე.წ. შეკრულობის სინდრომით. ამაში ხელისუფლებასთან შეკვრას ვგულისხმობ.

 

- იმას ამბობთ, რომ კრების ინიციატორები ხელისუფლებასთან არიან შეკრული?

- ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვისთან არის შეკრული, მთავარი რეზულტატია, რომელიც ყველამ ვნახეთ. ბოლო რამდენიმე წელია კრებენ ხალხს, უღვივებენ საპროტესტო მუხტს და მერე დაშლას სთხოვენ. ნებისმიერი აქცია, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, კონტრპროდუქტიულია. ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ, რას გამოიწვევს აქციის უშედეგოდ დაშლა, საზოგადოებამ განსაზღვროს, არიან ისინი არაადეკვატურები თუ ანგარებით მოქმედებენ.

 

საზოგადოების მართვის მარტივი სქემები არსებობს.

ჩვენთან სამკომპონენტიანი მართვის სქემაა: ხელისუფლება, მართული ოპოზიცია და კონტროლი უმაღლესი ეროვნულ-რელიგიური ფასეულობების უმაღლეს ინსტანციაზე, ეკლესიაზე. ვგულისხმობ არა მთლიანად ეკლესიის, არამედ ცალკეული პერსონის კონტროლს. ამ სამკომპონენტიან სქემას უარყოფითი ენერგია ამუშავებს.

 

ჩვენ გვყავს აბსოლუტურად დისკრედიტებული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სადისტური მეთოდებით მოქმედებს და მიზანმიმართულად ანგრევს ყველაფერ ღირებულს, რაც ჩვენს ცივილიზაციასა და კულტურას გააჩნია. ეს არის სტრუქტუირებული აბსოლუტური ბოროტება. მეორე მხრივ, არის ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი ქმედებებიდან და ხელისუფლების პროპაგანდიდან გამომდინარე სრული უნდობლობა აქვს გამოცხადებული ქართველი ხალხისაგან. როდესაც გვყავს ხალხის მტერი ხელისუფლება და მასთან ბრძოლაში ნდობადაკარგული ოპოზიცია, ხალხი სვამს კითხვას: "აბა, სხვა ვინ?".

 

ამ "აბა, სხვა ვინ?"-ის ენერგიაზე მუშაობს ხელისუფლება. ამ ხელისუფლების, ანუ ძრავას, საწვავ-საპოხი მასალაა ოპოზიცია. ამ ორი სუბიექტის შუაში დგას დიდი ტრადიციული ავტორიტეტი - ეკლესია, რომლის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ხელისუფლების მხარეს დგებიან და ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ასე უნდათ, არამედ იმიტომ, რომ იძულებული არიან.

 

მითური შიში - ეკლესიის ერთიანობა დაირღვევაო, გაუგებარია. თუ სიმართლეს არ ვიტყვით, რანაირი ქრისტიანები ვიქნებით?

იმ საშინელებას, რაც გვჭირს, გრიპივით ვერ მოვიხდით, ყველაფერი თუ ძველებურად გაგრძელდა, ლეტალური შედეგით დასრულდება. ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია, რომ ეს ძრავა გავაჩეროთ. სამყაროში არსებობს არაადეკვატურ სისტემათა თვითლიკვიდაციის კანონი.

 

ამ კანონის თანახმად, საზოგადოება, რომელიც თავისი მდგომარეობის შესახებ სწორ წარმოდგენას ვერ იქმნის და თავს იტყუებს, აუცილებლად დაისჯება. სულიერ სამყაროში ტყუილი მკვლელობას ნიშნავს. ჩვენ კი ტყუილებში ყოველგვარ ზღვარს გავცდით და ბოროტებაში გაშმაგება დაგვემართა. საქართველოში არსებულ მდგომარეობას რუსული გამოთქმა - "ბესოვშჩინა" მიესადაგება. ეს მახსენებს ბოლშევიკური მმართველობის პირველ პერიოდს, როდესაც მებრძოლ უღმერთოთა კავშირი ("მუკ"-ი) და მსგავსი ორგანიზაციები არსებობდა.

 

ჩემთვის გაუგებარია შეფასება, ეკლესია არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაშიო. პოლიტიკა საზოგადოებრივ ცხოვრებას ნიშნავს და ყველა, ვინც ფიზიკურად არსებობს, პოლიტიკაში მონაწილეობს. როდესაც ქვეყანა იღუპება, შეიძლება ეკლესია პოლიტიკაში არ ჩაერიოს? "არ ვერევი" ჩემთვის ნიშნავს, რომ "კარგად ვარ". ქართველ ხალხს თუ არ უნდა, მონად იქცეს და ამ სამოთხის დარი მიწიდან გადაშენდეს, უნდა გამოფხიზლდეს და იმოქმედოს. ქართველებმა ტყუილების ტირაჟირებას თავი უნდა დავანებოთ და სიმართლე ვთქვათ.

 

მრცხვენია იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც ამ ხელისუფლების გვერდით დგანან და ფასადს ულამაზებენ. იმ ცხოვრების გამო, რომელშიც ვცხოვრობთ, დავისაჯეთ და კიდევ უარესად დავისჯებით.

 

თუ დროზე არ გამოვფხიზლდებით, ის, რაც ცხინვალსა და აფხაზეთში მოხდა, თბილისშიც განმეორდება. ხალხმა არ უნდა უყუროს იმ არხებს, რომლებიც ფსიქოტრონული იარაღია ხელისუფლების ხელში.

 

თუ დროზე არ ვიმოქმედეთ, დაახლოებით იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკა გაჩერდება, რადგან შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად, არ იქმნება, ბიზნესი დატერორებულია. ამის შემდეგ დაიწყება დეზინტეგრაციის პროცესი, რასაც სოციალური ბუნტი მოჰყვება. გაჩნდება მშიერთა ბანაკები, დაიწყება არეულობები. ასეთ ქაოსში შემოვლენ საერთაშორისო ძალები და ჩვენს სამშობლოს პასუხისმგებლობის ზონებად გადაინაწილებენ.

 

დაფიქრდით, ეს რომ არ ჰქონდეს განზრახული საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარ ეკონომიკას მოკლავდა? ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის მსოფლიო ბანკი რეიტინგებში საქართველოს ეკონომიკას პირველ ადგილზე ასახელებს. წარმოგიდგენიათ, ხალხს, რომელიც შიმშილით კვდება, ეუბნებიან რეიტინგებში პირველ ადგილზე ხართო.

 

უნდა გამოცხადდეს დაუმორჩილებლობა ამ თვეშივე, გაზაფხულს არ დაველოდებით. ამ მოძრაობაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან დამარცხებასთან ასოცირებული. ამ მოძრაობაში იქნებიან შოთა გლურჯიძე, ზაზა შათირიშვილი, ირმა ინაშვილი, დათო მაღრაძე... ამ მოძრაობაში არ იქნება არანაირი პარტიკულარიზმი. ეს იქნება "სოლიდარობის" ტიპის ორგანიზაცია.

 

ბრძოლას თავგანწირვა სჭირდება. უამისოდ გამარჯვება არ მოდის. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ბრძოლა იქნება. ჩვენი იარაღი მართლის თქმა იქნება. ქართველი საზოგადოება სიმართლის თქმით უნდა განიკურნოს. ბოლო დროს საქართველოში ძალიან გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა. სიცრუის ნიაღვარმა და ამდენმა ბოღმამ ქართველი ერი დააავადა. ხომ გახსოვთ, "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა". ლამის ნახევარი საქართველო, ერის მოაზროვნე ნაწილი ციხეში ყრია და ქართველი საზოგადოება ამას ეგუება. ერთ დღეს 170 ქალი დაიჭირეს უაზრო ბრალდებებით და ესეც გადაყლაპა ქართველმა საზოგადოებამ.

 

ლევან რამიშვილმა პრესაში ქართველ საზოგადოებაზე დაწერა, ფრუსტრირებული ბიომასაო. ქართველ ხალხს თუ უნდა, მას ექცეოდნენ როგორც ფრუსტრირებულ ბიომასას, იყოს მშვიდად და შეეგუოს ყველაფერს. მდგომარეობა კატასტროფულია, მაგრამ ტელევიზიით გვესმის, რაოდენ წარმატებულია ქართული სახელმწიფო. ამით ქართველი ხალხის ცნობიერებას აზიანებენ. ეს არის საზოგადოების ზომბირებისა და დაჩლუნგების მცდელობა.

 

ზოგისაგან გამიგია, გზებს აგებენ და ეს კარგიაო. სინამდვილეში კი მსოფლიო ბანკის კლასიკური სქემა ხორციელდება. წაიკითხონ პერკინსის "ეკონომიკური მკვლელის აღსარება", გაახილონ თვალები და მიხვდნენ, რომ ამ ვირტუალური დახმარების სანაცვლოდ იპოთეკაშია ჩადებული მთელი საქართველო. ქართველ ხალხი გაღატაკდა, ქვეყნიდან გარბის და ვის რჩება საქართველო? ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც ტრადიციული კულტურების ქვეყნებს ანადგურებენ.

 

მარი ზანდუკელი

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/5968-qipothekashia-chadebuli-mtheli-saqarthveloq.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ ის უნდა ნახო, ფეისბუკზე ამ ვიდეოებს გახარებული რომ დებენ ახალგაზრდა "ინტელექტუალი" #######ში პერო ლიბერასტები. თევზაძე რომ კულტის დონეზე ჰყავთ უკვე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ ის უნდა ნახო, ფეისბუკზე ამ ვიდეოებს გახარებული რომ დებენ ახალგაზრდა "ინტელექტუალი" #######ში პერო ლიბერასტები. თევზაძე რომ კულტის დონეზე ჰყავთ უკვე

ოხოხოხო, ხო, რა ვაFლიორებთან მოგიწევთ ომობანას თამაში ახალგაზრდებს :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!

 

მიწოლით ან დაგორებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...