Jump to content
Planeta.Ge

მორჩა სარჩევნო გარემოზე მოლაპარაკებები?

Recommended Posts

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში ცვლილებებთან დაკავშირებით პავლე კუბლაშვილის განცხადებას "ოპოზიციური რვიანი" გამოეხმაურა.

როგორც ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, ფორმატი, რომელშიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლებას არ იძლევა.

"ვინმეს წინ თუ გაუსწრო პოზიციებმა არ ვიცი, მაგრამ ასეთი განცხადებები მაშინ შეიძლება გაკეთდეს, როცა სამუშაო ჯგუფი შეთანხმების ნაწილში გადავა, ჩვენ კი ჯერ დისკუსიებიც არ დაგვიწყია", - აღნიშნა კაციტაძემ.

ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის კახა კუკავას განცხადებით კი, ეს საკითხი მარტო ხელისუფლების დონეზე არ გადაწყდება, რადგან ამ პროცესში დიდია საერთაშორისო საზოგადოების როლიც. მისივე თქმით, დღეს არსებული საარჩევნო სისტემა უვარგისია, რომელიც ცვლილებებს აუცილებლად საჭიროებს.

"დღევანდელ პრეზენტაციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენთან მოსაზრება არ გამოუთქვამთ. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მათი მოსაზრებები", - აღნიშნა კუკავამ.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით არსებული მოდელი ძალიან დაბალანსებულია და რამე ცვლილებებს არ საჭიროებს. მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციური პარტიის იმ წინადადებებს, რომლებიც დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოისმინა, ამ ეტაპზე არ დაეთანხმება.

ცესკოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებული მორიგი კონსულტაცია უკვე დასრულდა. დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხზე სამი პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. პროექტები წარმოადგინა "ოპოზიციურმა რვიანმა", ედპ-მ და "ქართულმა დასმა".

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, საერთო ტენდენცია, რაც ამ პრეზენტაციაზე აღინიშნა, იყო ის, რომ წარმოდგენილი პროექტები პრინციპული თვალსაზრისით თავსებადია, შესაძლოა შეჯერდეს და ეს დოკუმენტად გამოიცეს.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/153524-pavle-kublashvilis-ganckhadebas-qopoziciuri-rvianiq-gamoekhmaura.html

პ.ს. მაჟორიტარების თაობაზე მოლაპარაკებებზე არ მივდივართო, საარჩევნო ადმინისტრაციაზე არაო. აბა რაღა დარჩა?! ბიომეტრიულ პასპორტებზეც არ უნდათ საუბარი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

გახსომს რას გებნებოდი დეპრეს,რომ ეს ყველაფერი ტუფტა არის მეთქი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გახსომს რას გებნებოდი დეპრეს,რომ ეს ყველაფერი ტუფტა არის მეთქი?

და გეუბნებოდი არა თქო? მახსოვს რასაც ვამბობდი, მოლაპარაკება აუცილებელია თქო... აიშედეგზე რა მოგახსენოთ თქო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რაის საჭირო და ამათთან რაზე შეიძლება ლაპარაკი ძალის გამოყენების გარდა? დედა უტირეს ქვეყანას და სათავისოთ მოირგეს ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პ.ს. მაჟორიტარების თაობაზე მოლაპარაკებებზე არ მივდივართო, საარჩევნო ადმინისტრაციაზე არაო. აბა რაღა დარჩა?! ბიომეტრიულ პასპორტებზეც არ უნდათ საუბარი...

ის რომ ბატონი პავლე მოლაპარაკებებს დათანხმდა და კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს დაილოგი ბევრ რამეზე მეტყვებლს, კერძოდ იმაზ რომ ცივილური მეთოდით შესაძლოა გარკვეული კორექტირებები იქნას მიღწეული საარჩევნო კანონმდებლობაში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რომ ბატონი პავლე მოლაპარაკებებს დათანხმდა და კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს დაილოგი ბევრ რამეზე მეტყვებლს, კერძოდ იმაზ რომ ცივილური მეთოდით შესაძლოა გარკვეული კორექტირებები იქნას მიღწეული საარჩევნო კანონმდებლობაში

ხო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილეებზე არიან თანახმა როგორც ჩანს

და კიდე ჰა და ჰა 1 არხი ოდნავ ობიექტური გახდეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

გახსომს რას გებნებოდი დეპრეს,რომ ეს ყველაფერი ტუფტა არის მეთქი? :)

როგორი ამინდია ვითომ? :givi:

მორჩა, ეხლა აღსდგება ერი

ეხლა შევამჩნიე შენი პოსტი.

ისე აზრზე თუ ხარ ზოგჯერ რას სწერ?

როდესაც ხალხ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის საშუალებას არ აძლევ ე.ი. რევოლუციას იწვევ.

თქვემ იმდენ იზამთ რომ ხალხს პუტინი მოენტარება მხოლოდ იმიტომ რომ მიშა ნახონ ყვერებით დაკიდებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორი ამინდია ვითომ?

აქეთ მაგარი ცივა,დაჟე ყინამს და ზეგ თოვლიც შეგვპირდნენ. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მორჩა, ეხლა აღსდგება ერი

ორასი კაციც არ გამოვა სატურნ ბატონო,მაგრამ მე ამაში თქვენგან განსხვავებით საქილიკოს ვერაფერს ვერ ვხედავ.თქვენ გაწყობთ ასეთი საარჩევნო და არა მარტო საარჩევნო,არამედ ქვეყანაში ასეთი გარემო.მე არა.თქვენი მხარე იმარჯვებს,რას იზამ.ასე ვცხოვრობდი მე კომუნისტურ გარემოში,რომელიც მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას აწყობდა.

საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ გაააბროტესტა, მრავალათასიანი და 100 ათასიანი გამოსვლებიც კი იყო, მაგრამ ოპოზიციის სისუსტე, არაორგანიზებულობამ და დაბნეულობამ განაპირობა საპროტესტო მუხტის ჩაქრობა,

დღეს მოსახლეობა პოლიტიკურ აპატიაშია,

ან გამარგინალდა ან თვითგადარჩენაზე ფიქრობს მხოლოდ, სოციალურად გაუსაძლისი პირობები მოსახლეობას პოლიტიკური აქტივობის შEსაძლებლობას არ აძლევს, მითუმეტეს რომ უკეთესს პოლი. მომავალს ვერც ხედავს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სწორი ბრძანდებით,მაგრამ საარჩევნო გარემოსთვის ხალხი არც არასოდეს გამოსულა და არც გამოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სწორი ბრძანდებით,მაგრამ საარჩევნო გარემოსთვის ხალხი არც არასოდეს გამოსულა და არც გამოვა.

არც პოლიტიკური პარტიები არ მოუწოდებენ რომ გამოვიდნენ, მათ თავად აირჩიეს მშვიდობიანი გზა მოლაპარაკების და ხალხმა რა უნდა მოითხოვოს?

გააპროტესტოს რა, მოლაპარაკების პროცესი თუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...