Jump to content
Planeta.Ge

მამამისს ბევრი ყავს ასეთი ჭკვიანი ?


Recommended Posts

ანდრეი კურაევი - კარგი იქნებოდა, თუ აფხაზეთში საქმიანობაზე რუსული ეკლესია საქართველოს პატრიარქისგან მიიღებდა კურთხევას

11:04 08-12-2010

მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, დიაკონ ანდრეი კურაევის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ აფხაზეთში საქმიანობაზე რუსული ეკლესია კურთხევას საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისისა და უნეტარესის, ილია მეორისგან მიიღებდა .

ამის შესახებ დიაკონი ანდრეი კურაევი სოხუმში გამომავალ გაზეთ "ნუჟნაია გაზეტაში" წერს.

გამოცემის მტკიცებით, დიაკონ ანდრეი კურაევს აფხაზეთში მართმადიდებლური მრევლი კარგად იცნობს. იგი ბოლო წლები აფხაზეთს ხშირად სტუმრობს, კითხულობს ლექციებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოცემა იმედს გამოთქვამს, რომ დიაკონ კურაევის ზოგიერთი მოსაზრებებს აფხაზეთის მაღალჩინოსნები და პირველ პირები სწორედ გაზეთ `ნუჟნაია გაზეტას~ საშუალებით ყურადღებით გაეცნობიან.

კურაევი აფხაზეთში მართმადიდებლური რელიგიის გაურკვეველი მომავლის გამო შეშფოთებასა და წუხილს გამოთქვამს და იმავდროულად აღნიშნავს, რომ აფხაზური ელიტა თავისი დამოუკიდებლობის სიმბოლოებს სერიოზულად აღიქვამს. მისივე აზრით, არ არის გამორიცხული, რომ აფხაზური ელიტა, რომელმაც რუსეთის დახმარებით აფხაზეთი საქართველოს ჩამოაშორა, თურქეთის დახმარებით ისარგებლებს და ახლა ანკარის დახმარებით შეძლებს რუსეთის გავლენისგან აფხაზეთის ჩამოშორებას. თავის მოსაზრებას დიაკონი კურაევი იმით ამყარებს, რომ თურქეთი მზად არის, აფხაზეთში თავისი კულტურისა და, შესაბამისად, რელიგიის რეკლამირებისთვის დიდი ფინანსები ჩადოს.

"აფხაზები თავის იდენტიფიცირებას მართმადიდებლობას არ უკავშირებენ, ამიტომ აფხაზეთის რელიგიური მომავალი გაურკვეველი და ღიაა",_ აცხადებს დიაკონი კურაევი.

მისივე თქმით, აფხაზეთში მოქმედ მართმადიდებლურ სექტებს საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიის წინაშე არავითარი პასუხიმგებლობა არა აქვთ, აფხაზები ქართველების მოსმენას არ აპირებენ, მზად არიან, უსმინონ რუსებს, მაგრამ ეკლესიური დიპლომატიის მაღალი ინტერესები საშუალებას არ აძლევს რუსულ ეკლესიას, დააფიქსიროს თავისი ყოფნა აფხაზეთში.

დიაკონი კურაევი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსულმა ეკლესიამ აფხაზეთში შეიძლება ისევე იმოქმედოს, როგორც - იერუსალიმში, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვით სოხუმში რუსული საეკლესიო მისიის შექმნას ნიშნავს. მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში რუსული ეკლესია ფორმალურად აღიარებდა აფხაზეთზე ქართული ეკლესიის კანონიკურ უფლებას და ქართული ეკლესიის მხრიდან აფხაზეთში რუსი სასულიერო პირების მუშაობის კურთხევას მიიღებდა.

დიაკონ კურაევის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პატრიარქს რუსეთის პატრიარქისთვის სოხუმის ეპარქიის საეკლესიო ცხოვრებაზე დროებითი კონტროლის დაწესება ეთხოვა. მისივე თქმით, ჯობდა, ამ საქმეში ქართულ მხარეს დნესტრისპირეთში გამოყენებული პრაქტიკაც გაეთვალისწინებინა, სადაც კიშინიოვის ხელდასმით ტირასპოლზე საეკლესიო კონტროლს რუსული ეკლესია ახორციელებს.

"კომერციულ ენით რომ ვისაუბროთ, კარგი იქნებოდა, რომ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორია არენდაში აეღო: ფორმალურად, იურიდიულად, აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის ნაწილად რჩება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ საქართველოს პატრიარქს აფხაზეთში რუსი მღვდლების საქმიანობაზე თანხმობა აფხაზების თხოვნის საფუძველზე მიეღო",_ აღნიშნავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, დიაკონი ანდრეი კურაევი.

მისივე განმარტებით, ამასთან ერთად რუსული ეკლესია არ იტყვის, რომ აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიაა და აფხაზეთში რუსული ეკლესიის მისიას საელჩოს უწოდებს.

იმედია, ასეთ იდეებს სერიოზულად არავინ განიხილავს ,მაგრამ ცუდია რომ იმპერია ცდილობს ერთმორწმუნეობის ფარსი გაითამაშოს .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთმორწმუნეობის

ამ სიტყვაზე მოზაიკური ალერგია მეწყება და მეშველება რამე?:((((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

გამოხმაურების ნახვაlasha_alo, on დღეს, 03:27 PM, said:

ერთმორწმუნეობის

 

ვერარ ვიტან ამ სიტყვას

აი ამას ქვია - ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

აი ამას ქვია - ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს

მაგაშია საქმე----რელიგიით აპელირება მითუმეტეს საგარეო პოლიტიკაში არის სიბრიყვე...21 ვეკ ნადვარე.... 200 წლის წინაც არ მოუტანია ხეირი როგორც პოსლეზე გამოჩნდა :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამამისს ბევრი ყავს ასეთი ჭკვიანი ?

მამამისს არ ვიცი და ვოვოჩკას ბევრი ჰყავს

 

T_A_T

რელიგიით აპელირება მითუმეტეს საგარეო პოლიტიკაში არის სიბრიყვე...21 ვეკ ნადვარე

:yes:

საზოგადოების ჩამორჩენილობის ერთ-ერთი აშკარა ნიშანია

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

რელიგიით აპელირება

ამას აპელირება აღარ ქვია

ეს არის სპეკულირება, თუ უარესი არა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

Saturn

მაშინ ახსნა მოუძებნეთ რამე ქრისტიანდემოკრატების ჩანასახშივე გაპოპულარებას, არჩევნებში გამარჯვებას.....

 

ცისანა..კიარადა ლაშა ალო ჩამოვიდა მოსკოვიდან( წაღვერიდან)???? ---რატომ მისცა ხმა ქრისტიან დემოკრატებს( ტან აგნოსწიკოს ნაზივაეტსა) :TAT:

 

 

და ზოგადად რატომ არი9ს რომ ყველა ფორუმზე ისმის კითხვა როცა პრობლემაა( პოლიტიკური)-----საპატრიარქომ რა განაცხადა? ილიამ რა ტქვა? რა მნიშვნელობა აქვს ა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

მაშინ ახსნა მოუძებნეთ რამე

რა ვცი მე ამის ახსნის?

ერთი "ქუხნის ბარიშნა" ვარ :(

აგერ სატურნს ეცოდინება იქნებ გაგვანათლოს - ბნელები :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახსნა მოუძებნეთ რამე ქრისტიანდემოკრატების ჩანასახშივე გაპოპულარებას

რატომ არი9ს რომ ყველა ფორუმზე ისმის კითხვა როცა პრობლემაა( პოლიტიკური)-----საპატრიარქომ რა განაცხადა? ილიამ რა ტქვა? რა მნიშვნელობა აქვს ა?

მოვუძებნე ახსნა:

საზოგადოების ჩამორჩენილობის ერთ-ერთი აშკარა ნიშანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრე მაქვს მოსმენილი კურაევის აზრი აფხაზეთში არსებულ სიტუაციასთAნ დაკავშირებით და ვეთანხმები,

მისი პოზიცია გონივრულია, თუმცა გურჯული ტლანქი აზროვნებისთვის გაუგებარი,

 

მეზარება ეხლა ახსნა ტვინი გაქვთ და კარგად წაიკითხეთ რაც წერია, ყოველგვარი ურაპატრიოტული ისტერიის გარეშე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მეც წავიკითხე და დაახლოებით იმას გავს,ჩვენი ხელისუფლება სხვა ქვეყნებს რომ სთხოვდა,თუ აფხაზეთში ჩასვლა ან რამის შეტანა გინდათ,ეს საქართველოს ხელისუფლების ნებართვით(კურთხევით) გააკეთეთო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მირჩევნია, პირადად აფხაზები დარჩნენ მართლმადიდებლებად ვიდრე მიიღონ ისლამი,

ქართველები აფხაზებს სძულთ, ფაქტია? ფაქტია, შეუშვებენ ქართველ სასულიერო პირებს?

კურაევი საკმაოდ გონივრულ გამოსავალს სთავაზობს საქ. ეკლესიას, თუმცა პოლიტიკური ზეწოლის გამო ჩვენი ეკლესია იძულებული იქნება ეს მისი წინადადება უარყონ,

კიდევ ერთხელ მოგ. ყურადღებით წაიკითხოთ წერილი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...