ლ ი ც ი Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 (edited) სამწუხაროდ " ცოტა მიშა" ყველა ჩვენგანშია, რადგან ავტორიტარიზმის ტრადიციებს ჩვენში ღრმად აქვს გადგმული ფესვები.ამის დასტურია მიშას მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და თავის თარგზე მორგება. მხოლოდ ჩურჩულით ნათქვამი (მოკრძალებული) პროტესტი, ბასტა! არადა , წესით და რიგით, თუ ჩვენ მართლა ევროპის ნაწილად ვთვლით თავს , მაშინ ერი და ბერი ფეხზე უნდა დამდგარიყო და დაეგმო პუტინის და საფარმურატ ნიაზოვის გზაზე მავალი ბრიყი, რომელიც "ზადნი ხოდით" გვექაჩება უკან. წარსულისკენ. ერთი სიტყვით, თუ მართლა პროგრესის გზა ავირჩიეთ ( და არა პროგრესის ცრუ იმიტირებულ მოლოდინი) , მაშინ ჩვენს ცნობიერებას უნდა მივაყენოთ დარტყმა , ჩვენი სტერეოტიპული შეხედულებები უნდა გახდეს სამიზნე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჩვენი მენტალობის ტრანსფორმაცია. მიშამ მართლა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, რომლის არ დანახვა უბრალოდ უმადურობაა , მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მისი სერიოზულად აღქმა ჩემთვის ძალიან რთულია: ეს ნიშნავს, გავუმკლავდე იმ ზიზღსა და უპატივცემულობას, რასაც ჩემში პუტინის, ლუკაშენკოს და საფარმურატ ნიაზოვის მსგავსი მმართველები იწვევენ. ასე რომ, დღეიდან "ის თამრო აღარ ვარ" მაშ-ს ასე, ქართველო დეგენერატებო, უკაცრავად, პოლიტიკოსებო , აზრზე მოდით და გაერთიანდით, თორემ მართლა მოგენატრებათ მამათი რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? Edited December 8, 2010 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 ეს თემა რატომაა დახურული? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 ეს თემა რატომაა დახურული? შემთხვევით დამიხურია, პარდონ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 დღეს მზე იყო! მადლობა ვის? მIშას!!! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 ასე რომ, დღეიდან "ის თამრო აღარ ვარ" მიშას დრო უნდა გავიდეს. დროის შეჩერება არ შეიძლება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 აქ იყო ერთი კარგი თემა, ხელისუფლება შიგნიდან ლპება თუ რაღაცა. მე მგონი ლპობის ნიშნები ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ნათელია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 მიშამ მართლა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, რომლის არ დანახვა უბრალოდ უმადურობაა მე უმადური ვარ. ვერაფერს კარგს ვერ ვიხსენებ. ერთი გამახსენე და მადლობელი დავრჩები. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 მიშას დრო უნდა გავიდეს. დროის შეჩერება არ შეიძლება lasha_aloარც დროის და არც იმ ადამიანის , რომელიც დაღმართში ეშვება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 (edited) იშამ მართლა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, რომლის არ დანახვა უბრალოდ უმადურობაა , მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მისი სერიოზულად აღქმა ჩემთვის ძალიან რთულია: ეს ნიშნავს, გავუმკლავდე იმ ზიზღსა და უპატივცემულობას, რასაც ჩემში პუტინის, ლუკაშენკოს და საფარმურატ ნიაზოვის მსგავსი მმართველები იწვევენ. მემგონი შენ იყავი ფორუმ.გეზე რომ დამცინე პუტინი და სააკაშვილი რომ შევადარე. :018: ძალიან ცინიკური დ აპსოტი გამოაცხვე. არმახსოვს უბრლაოდ შენ დამამახსოვრდი პ.ს. არ ყოფილხარ ესეიგი შენ ჭეშმარიტი პატროტი მIშაზე აუგს რომ ამბობ დ ალუკაშენკოს დ აპუტინს ადარებ..! mtidanშავი საქმე. გააკეტა კრიმინალის მOშორებით უმეტესად.. ურბალოდ ტავისდროზე 2004-2006 წლების ამბავია პოლიცია ზგები დენი დ აგაზი.. ეგენი ისევ იქ ცარჩნენ და მაგიტომაა რეგრესი Edited December 8, 2010 by PEPE. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 PEPE.აი ეს ვისაც მიმართე,პ.ს. არ ყოფილხარ ესეიგი შენ ჭეშმარიტი პატროტი მIშაზე აუგს რომ ამბობდაიცადე, მოვა არჩევნების დრო, ან გაუჭირდება მიშიკოს, და შეხედე მერე თემებს და პოსტებს, და ნახავ, არის თუ არა ჭეშმარიტი პატრიოტი დაახლოებით ასეთი თემა გაიხსნება: "მგონი ვცდებოდი, მიშას რომ ვლანძღავდი ბოლო დროს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ ისევ ჯობია მიშა იყოს პრემიერმინისტრი, აუცილებელი არაა ყველაფერში მსგავსება დავინახოთ პუტინ-მედვედევთან. რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? " აგერ მე და აგერ გერმანია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 PEPE.შავი საქმე. გააკეტა კრიმინალის მOშორებით უმეტესად.. ურბალოდ ტავისდროზე 2004-2006 წლების ამბავია პოლიცია ზგები დენი დ აგაზი.. ეგენი ისევ იქ ცარჩნენ და მაგიტომაა რეგრესი თვითონ ჩაენაცვლენ ქურდებს და სტავკებიც ასწიეს. დენი კი გვაქვს, მაგრამ რა ფასად. ხალხი ბნელში ზის, იმხელა ტარიფია. რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია-ბრძანა რუსთაველმა. სულ ფეხებზე მკიდია ქართველი ხალხი-ბრძანა მიშამ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 არც დროის და არც იმ ადამიანის , რომელიც დაღმართში ეშვება თითქმის თან დავურთავდი.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 თვითონ ჩაენაცვლენ ქურდებს და სტავკებიც ასწიეს. დენი კი გვაქვს, მაგრამ რა ფასად. ხალხი ბნელში ზის, იმხელა ტარიფია. რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია-ბრძანა რუსთაველმა. სულ ფეხებზე მკიდია ქართველი ხალხი-ბრძანა მიშამ.ანუ ეხლა შე ის დაწერე თუ რა გააკეთა ცუდი.. ანუ ეგ იმას არ ეწინააღმდეგება რაც მოგწერე დადებითი კუტხით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 მიშამ მართლა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, რომლის არ დანახვა უბრალოდ უმადურობაა , ამის ასე ფრომულირება იმას ნისნავს რომ შენს თავს ებრძოლები.არ ხარ დარწმუნებული იმაში მიშა ბოროტებაა თუ სიკეთე. ამაში რომ დარწმუნდები დანარჩენსაც მიხვდები. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2010 (edited) მემგონი შენ იყავი ფორუმ.გეზე რომ დამცინე პუტინი და სააკაშვილი რომ შევადარეPEPE.საერთოდ აზრზე არ ვარ ვინ ხარ დაახლოებით ასეთი თემა გაიხსნება: "მგონი ვცდებოდი, მიშას რომ ვლანძღავდი ბოლო დროს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ ისევ ჯობია მიშა იყოს პრემიერმინისტრი, აუცილებელი არაა ყველაფერში მსგავსება დავინახოთ პუტინ-მედვედევთან. რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? DonCaredoშესახედავად ბავშვი ექვსიოდე თვისას ჰგავდა, ნამდვილად კი მეხუთე წელში იყო, ლაპარაკი არ იცოდა და სრული იდიოტი იყო. ამ უკანასკნელ “ვიზიტზე” მშობლებმა ვეღარ გამიბედეს მორჩენის თხოვნა, იცოდნენ, რომ უარს ვეტყოდი, იმასღა მევედრებოდნენ, ბავშვი ჭიებისგან გამეთავისუფლებინა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბავშვს ძალ-ღონეს ართმევდნენ ჭიები, რომლებითაც იგი თითქმის სულ მთლად გატენილი იყო. ხოლო რაც შეეხება მათი ამ ერთადერთი ნაშიერის ჭკუა-გონებას, ამაში არავითარი ეჭვი არ ეპარებოდათ.- არაჩვეულებრივად გონიერი ბავშვია, - მითხრა მისმა მეფისტოფელის მსგავსმა ახმახმა მამამ - როცა აჭმევენ, კოვზს შესცქერის ხოლმე (ოთარ ჩიჯავაძე, “თვითმკვლელები”) წაიკითხე Edited December 8, 2010 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts