GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ელემენტარულად იმაში ხო მეთანხმები, რომ ჩემი (ანუ ათეისტის) გადასახადები ეკლესიაში არ უნდა წავიდეს. მე არ მჭირდება ეკლესია. შენი გადასახადები თუ გინდა წავიდეს.. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება და ამაზე დავა მემგონი არ ღირს. გერმანიაში ხალხს ეკითხებიან, უნდათ თუ არა მათი გადასახადები წავიდეს ეკლესიაში, ვინც თანახმაა ავსებს დოკუმენტს და მიდის იმის გადასახადები ეკლესიებში. არის თუ არა ესეთი მიდგომა სწორიეს საკითხი მეგობარო ხელისუფლებას უნდა დაუყენო და არა ღმერთს. წმინდა ეკლესია არ არის გამომძალველი და არც მათხოვარი რომ გამოსძალოს ან სთხოვოს მიწიერ მეფეს რამე და თუნდაც გაიხრწნან ზოგიერთები და ეს იკადრონ ძალით ამა ქვეყნის ძლიერებთან ვერას გახდება რად აფინანსებს ხელისუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიას? ჩემს პირად მოსაზრებას გაგაცნობ თუ დაინტერესდები.საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი, ეს ხალხი ირჩევს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლებიც თავის მხრივ იღებენ ვალდებულებას გამოხატონ და დაიცვან ხალხის ნება როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება და ხარჯების გაწერა ხდება ხალხის მიერ ამორჩეული წარმომადგენლები აკეთებენ ამას ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, როდესაც ხალხის ნება არ ემთხვევა კანონმდებლის ნებას იწყება დრტვინვა და მიტინგომანია. იმისდა გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანია არ უნდა იყოს გასაკვირი რომ მათ მიერ არჩეული წარმომადგენელი გამოხატავდეს საკანონმდებლო ინიციატივას დააფინანსოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიური მრწამსის შესაბამისი ტაძრის მშენებლობა და სხვა საქმიანობა, მესმის თქვენიც, ასევე იეჰოვას მოწმეების როგორც რელიგიური უმცირესობის უკმაყოფილება მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაში უმრავლესობის პრინციპით ხდება საკითხის გადაწყვეტა ხშირად თქვენი ინტერესები მხოლოდ პროტესტის დონეზე რჩემა რაც არამართებულად მიმაჩნია ამიტომ ვიძახი ჯერ უმცირესობამ უნდა ისწავლოს უმრავლესობის რელიგიური მრწამსის პატივისცემა და შემდეგ მოითხოვონ ანალოგიური მათგან. ქვეყანა იმართება დემოკრატიული ინსტიტუტებით და რელიგიური უმცირესობებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებათა დაცვის მრავალი საზოგადოებაც არსებობს მიმართეთ მათ თქვენი პრობლემატიკური წინადადებებით და ისინი მიაწვდიან კანონმდებელს თქვენს ინიციატივას მაგრამ ვშიშობ აქ საქმე საკითხის ცივილური გზით მოგვარების ნებასთან კი არ გვაქვს არამედ მავანთ შურით დაბოღმილობასთან, რომელიც გაბრაზებული ბავშვის რეაქციას მაგონებს როდესაც მშობელი უფროს ძმას უფრო დიდ შოკოლადის ფილას მიაწვდის ვიდრე მას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ეს საკითხი მეგობარო ხელისუფლებას უნდა დაუყენო და არა ღმერთს.არ არსებულს, არანაირ საკითხს არც ვუყენებ მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაში უმრავლესობის პრინციპით ხდება საკითხის გადაწყვეტა ხშირად თქვენი ინტერესები მხოლოდ პროტესტის დონეზე რჩემა რაც არამართებულად მიმაჩნია ამიტომ ვიძახი ჯერ უმცირესობამ უნდა ისწავლოს უმრავლესობის რელიგიური მრწამსის პატივისცემა და შემდეგ მოითხოვონ ანალოგიური მათგან.და რატომ ვითომ? რა ლოგიკით უნდა ვუხადო ჩემი გადასახადი ეკლესიას მაინც ვერ ვხვდები რა . ქვეყანა იმართება დემოკრატიული ინსტიტუტებით კარგი ეხლა, მთლად ზღაპრებში ნუ მივდივართპრობლემატიკური წინადადებებით და ისინი მიაწვდიან კანონმდებელს თქვენს ინიციატივას მაგრამ ვშიშობ აქ საქმე საკითხის ცივილური გზით მოგვარების ნებასთან კი არ გვაქვს არამედ მავანთ შურით დაბოღმილობასთან, რომელიც გაბრაზებული ბავშვის რეაქციას მაგონებს როდესაც მშობელი უფროს ძმას უფრო დიდ შოკოლადის ფილას მიაწვდის ვიდრე მას. უკაცრავად, მაგრამ სისულელეა. მე ეკლესია არ მიმაჩნია პროგრესულ ძალად და ვისაც მიაჩნია პროგრესულ ძალად, მან უხადოს საკუთარი გადასახადი და რატომ არის დაფიქსირების დონეზე მაინც, რომ გერმანიის ვარიანტი სწორია, ვისაც უნდა კათოლიკურ ეკლესიას გადაუხდის ფულს, ვისაც უნდა პროტესტანტულს და ვისაც უნდა საერთოდ არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ გადაუხდის ფულს. უმრავლესობა გადაუხდის ფულს ეკლესიას, კი ბატონო მათი საქმე მათ იციან. მაგრამ სხვას ნუ აიძულებენ, რომ გადაუხადონ იმ ეკლესიას ფული, რომლის დაფინანსებაში არ არიან დაინტერესებულნი.. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 და რატომ ვითომ? რა ლოგიკით უნდა ვუხადო ჩემი გადასახადი ეკლესიას მაინც ვერ ვხვდები რათუ არ გსურს მართალიც ხარ, არ უნდა გადაუხადო. სამწუხაროა რომ ამას შენს ნაცვლად სახელმწიფო აკეთებს ,საამისოდ არსებობს სასამართლო ხელისუფლება, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლო, შეგიძლია შეადგინო და შეიტანო სახელმწიფოს როგორც იურიდიული პირის მიმართ სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნით უზრუნველყოფილ იქნეს კონკრეტულად ჩემს მიერ გადახდილი გადასახადების კონტროლის პალატის მიერ კონტროლი რათა ის არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ თვითნებურად ამა თუ იმ პროექტის დასაფინანსებლად, აქვე განსაზღვრე ის სფეროები რომელთა დაფინანსებაც მართებულად მიგაჩნია და თან დაურთე სარჩელს.რაც შეეხება საკითხის მოგვარების გერმანულ მოდელს ამის პრეცედენტი საქართველოში არ გვაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჯერ არავის დაუყენებია დღის წესრიგში მსგავსი თემა. მიბრძანდით ბატონებო შესაბამის სტრუქტურებში დასვით ეს საკითხი და გარწმუნებ ყველა დემოკრატიული პრინციპების მატარებელი პიროვნებისთვის მისასალმებელი იქნება ამ პრობლემატიკური საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა. ეს შესაძლებელია მაგალითს მოგიყვან პირადი ცხოვრებიდან, როდესაც სამხედრო მომზადების კათედრა დავამთავრე შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩავირიცხე სერჟანტის წოდებით თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ამავდროულად არსებობდა მოქმედი ორგანული კანონი რომლის ძალითაც მეკუთვნოდა სამხედრო ოფიცრის ლეიტენანტის წოდება ვინაიდან ორგანული კანონი კანონთა იერარქიულ კიბეზე უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე იყო მე ჩემი ამ უფლების დასაცავად და აღსადგენად მივმართე სასამართლოს რომელმაც ბათილად სცნო მინისტრის კანონთან შეუსაბამო ბრძანება და მე მივიღე დამსახურებული ოფიცრის წოდება ჩემს მდგომარეობაში იყო ასობით სტუდენტი მაგრამ როდესაც მე ეს საკითხი წამოვჭერი ზოგმა სიცილი დაიწყო ზოგი ფეხს ითრევდა უიმედოდ დღეს კი ზოგიერთი მათგანი მადლობას მეუბნება და იძახის რომ სწორედ ჩემს მიერ იმ დროს გადადგმული ამ ნაბიჯის დამსახურებაა ის რომ დღეს სამხედრო პოლიციის რიგებში ისინი ოფიცრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს იკავებენ და უსამართლოდ არ დაბობღავენ სამწყობრო მოედანზე რიგითის სამხრეებ ქვეშ. ასე რომ დაიცავი შენი ინტერესები მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ვარ ამ შემთხვევაში სასამართლოში ადვოკატად ვერ გამოგადგები, რადგან შენი პროტესტი ეწინააღმდეგება ჩემს რელიგიურ მრწამსს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 კარგი ეხლა, მთლად ზღაპრებში ნუ მივდივართქვეყანა მართლაც დემოკრატიული ინსტიტუტებით იმართება დემოს ხალხი კრატოს მმართველობა და ამიტომაც არის სრული ვათხანალია. არ არსებულს, არანაირ საკითხს არც ვუყენებმით უკეთესი, გრჩება მხოლოდ სახელმწიფო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 მათეს სახარება თავი 22 15-21 მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეწირათ იგი სიტყვაში, მიუგზავნეს მათ თავიანთი მოწაფეები ჰეროდიანელებთან ერთად და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას და არავისთვის არ ზრუნავ, ვინაიდან არ უყურებ ადამიანს სახეში,ჰოდა გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ, რატომ მცდით მე თვალთმაქცნო?მიჩვენეთ ხარკის მონეტა და მოუტანეს მას დინარი.მან უთხრა მათ, ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?მათ თქვეს: კეისრისა, მაშინ უთხრა მათ; მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმერთისა ღმერთსა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.