GIORGI777 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 მე ვფიქრობ რომ უმჯობესი იქნება, შეეკითხონ მოსახლეობას (როგორც გერმანიაშია) უნდათ თუ არა რომ მათი გადასახადები ეკლესიაში წავიდეს. მე მაგალითად არ მინდა ჩემი გადასახადები, რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტის სასარგებლოდ დაიხარჯოს, ხოლო ვისაც უნდა თანხმობის შემთხვევაში, მათი გადასახადები წავა ეკლესიაშიშენ გინდა რომ შენი გადასახადები საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნების ძვირადღირებული ჯიპების ბაკში წავიდეს? არა მგონია გინდოდეს მაგრამ სამწუხაროდ მიდის. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ იმ უსუსური და მორალურად გაუმართლებელი პროგრამებისა რაც ბიუჯეტით ფინანსდება პირადად მე აქედან ზნეობრივი და სოციალური თვალსაზრისით სარგებელს მხოლოდ 2 ასპექტში მოხუცებულობის პენსიასა და სოციალურ დაზღვევაში ვხედავ, ასე რომ ბიუჯეტის მართვა მხოლოდ ხელისუფალთ ხელეწიფებათ და თუ რამე არ გვონდა ან ხელისუფალნი უნდა ვიყოთ რომ ეს შევცვალოთ ანდა თავად ხელისუფალნი უნდა შევცვალოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 შენ გინდა რომ შენი გადასახადები საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნების ძვირადღირებული ჯიპების ბაკში წავიდეს? არა მგონია გინდოდეს მაგრამ სამწუხაროდ მიდის. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ იმ უსუსური და მორალურად გაუმართლებელი პროგრამებისა რაც ბიუჯეტით ფინანსდება პირადად მე აქედან ზნეობრივი და სოციალური თვალსაზრისით სარგებელს მხოლოდ 2 ასპექტში მოხუცებულობის პენსიასა და სოციალურ დაზღვევაში ვხედავ, ასე რომ ბიუჯეტის მართვა მხოლოდ ხელისუფალთ ხელეწიფებათ და თუ რამე არ გვონდა ან ხელისუფალნი უნდა ვიყოთ რომ ეს შევცვალოთ ანდა თავად ხელისუფალნი უნდა შევცვალოთ. ის რომ ამ თემებზე ლაპარაკი ნაადრევია, ამაზე გეთანხმები. ეხლა არანაირი აზრი არ აქვს ამაზე დავას, რადგან რეალურად ჩვენი გადასახადები მაინც იქ წავა სადაც ჩვენ არ გვინდა რომ წავიდეს (ვიღაცის ჯიბეში) მაგრამ ნორმალური სიტუაცია რომ იყოს, უნდა იყოს გამოკითხვა ადამიანების, უნდათ თუ არა რომ მათი გადასახადები წავიდეს რელიგიურ დაწესებულებაში. ვისაც მოუნდება, იმათი გადასახადები წავა ეკლესიაში, ვისაც არ მოუნდება იმათი სხვა სფეროში წავა. მე პირადად მიმაჩნია, რომ სოციალური დაზღვევა და განათლების სფერო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები, რომელზეც ჩემი გადასახადების 80% მაინც უნდა იხარჯებოდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 მაგრამ ნორმალური სიტუაცია რომ იყოს, უნდა იყოს გამოკითხვა ადამიანების, უნდათ თუ არა რომ მათი გადასახადები წავიდეს რელიგიურ დაწესებულებაში. ვისაც მოუნდება, იმათი გადასახადები წავა ეკლესიაში, ვისაც არ მოუნდება იმათი სხვა სფეროში წავა. მე პირადად მიმაჩნია, რომ სოციალური დაზღვევა და განათლების სფერო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები, რომელზეც ჩემი გადასახადების 80% მაინც უნდა იხარჯებოდეს.რეფერენდუმი ან პლებისციტი რომ ჩაატაროს ხელისუფლებამ ამ თემაზე დარწმუნებული ვარ ყოველი მეორე ეროვნებით ქართველი ადამიანი არ იქნება წინააღმდეგი მის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი რომ მისი მრწამსის სათანადო აღმსარებლობის ტაძრების მშენებლობას და ამ ამპლუაში საქმიანობას მოხმარდეს აქ საუბარი ეხებოდა კონკრეტულად მართლმადიდებლური ეკლესიის კერძოდ საპატრიარქოს დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ. ალბათ შურით, ნუ ყოველ შემთხვევაში მე წაკითხულ პოსტებში სხვა ემოცია ვერ დავინახე, მავანი ჩივის და ამბობს რომ უკეთესი იქნებოდა ამ თანხით უპატრონო და მიუსაფარ ბავშვთა პრობლემატიკური საკითხები მოგვარდეს, ამიტომ ვთქვი ,რომ რა იქნებოდა უკეთესი, ამ შემთხვევაში ამას ხელისუფლება წყვეტს და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, მისი რეალიზაცია შეუძლია მინიმუმ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატად არჩევისა და ფრაქციაში გაწევრიანების გზით. სხვა შემთხვევაში უპატრონო ბავშვებით მანიპულირება და მათი სავალალო მდგომარეობის მართლმადიდებლური ეკლესიის ან რელიგიური კონფესიის სხვა წარმომადგენლობისთვის გადაბრალება მსუბუქად რომ ვთქვათ დედაბრული ჭორაობაა და პოსტის ავტორის რელიგიურ და პოლიტიკურ გაუნათლებლობაზე მიგვანიშნებს. როდესაც შენ, როგორც შენი ქვეყნის , საქართველოს მოქალაქე , იღებ უდიდეს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და აკეთებ არჩევანს თუ რომელი პოლითიკური ძალებით უნდა დაკომპლექტდეს საკანონმდებლო ორგანო აი სწორედ მაშინ, საარჩევნო კაბინაში უნდა გაიხსენო: უპატრონო ბავშვები, ზურგზე ხელკეტდამტვრეული ქალები, ეკლესიის ,,დაუმსახურებელი" 25 მილიონიანი გრანტი ასე ვთქვათ და ყველა ის საკითხი რაც გაწუხებს. აქ წერა ეს რომ ასე არ ყოფილიყო ისე იქნებოდაო უხამს ანდაზას მაგონებს ბებიას რო ..... ჰქონდეს ბაბუა იქნებოდაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 დარწმუნებული ვარ ყოველი მეორე ეროვნებით ქართველი ადამიანი არ იქნება წინააღმდეგი GIORGI777 მაგ იმედით ცდილობთ მშვიდად იძინოთ "მართლმადიდებლებმა", რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წინააღმდეგი არ იქნება? რა არ იქნება ადმაიანო, ხალხს ამოუყვანეთ უკვე ჯიხურებივით ყოველ კუთხეში ჩადგმული ეკლესიები, მაშინ როცა მშიერი კვდება ხალხი, საჭმლის, ტანსაცმლის და წამლის ფული არ აქვთ. თქვენ შემთხვევით... ჩვენ მოტყუებას ცდილობთ თუ თქვენი თავების სახალხოდ მოტყუებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 მაგ იმედით ცდილობთ მშვიდად იძინოთ "მართლმადიდებლებმა", რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წინააღმდეგი არ იქნება? რა არ იქნება ადმაიანო, ხალხს ამოუყვანეთ უკვე ჯიხურებივით ყოველ კუთხეში ჩადგმული ეკლესიები, მაშინ როცა მშიერი კვდება ხალხი, საჭმლის, ტანსაცმლის და წამლის ფული არ აქვთ. თქვენ შემთხვევით... ჩვენ მოტყუებას ცდილობთ თუ თქვენი თავების სახალხოდ მოტყუებას?არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 მაგ იმედით ცდილობთ მშვიდად იძინოთ "მართლმადიდებლებმა", რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წინააღმდეგი არ იქნებადარწმუნებული ვარ ყოველი მეორე ეროვნებით ქართველი ადამიანი არ იქნება წინააღმდეგი მის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი რომ მისი მრწამსის სათანადო აღმსარებლობის ტაძრების მშენებლობას და ამ ამპლუაში საქმიანობას მოხმარდეს სიტყვები მისი მრწამსის სათანადო აღმსარებლობას თავის თავში გულისხმობს შემდეგს მართლმადიდებელი ქრისტიანი არ იქნება წინააღმდეგი მის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას მოხმარდეს, იეჰოვას მოწმე არ იქნება წინააღმდეგი გარკვეული ფინანსები გაიღოს იეჰოვას მოწმეთა შესაკრებელი ტაძრის მშენებლობისთვის ბაპტისტი ბაბტისტურისა მუსლიმანი მეჩეთისა და ჯამისა და ასე შემდეგ.მომავალში საკითხის ასე დაწვრილებით გადმოცემამ, რომ არ მომიწიოს რადგან გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა ჩვევად მაქვს გთხოვ ყურადღებით იკითხო ჩემს მიერ დაწერილი სიტყვები და იმ მნიშვნელობით აღიქვა რა შინაარსსაც შეიცავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.GIORGI777 თუ პურითა ერთითა ვერ იცოცხლებს კაცი, აბა როგორ ცოცხლობდნენ და ცოცხლობენ ისინი, ვისაც არც ქრისტე სწამს და არც ღმერთო? ამაზე არ გიფიქრია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 მართლმადიდებელი ქრისტიანი არ იქნება წინააღმდეგი მის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას მოხმარდეს, GIORGI777 ყველას ნაცვლად რატომ საუბრობ? ამ ფორუმში არაერთ მართლმადიდებელს დაუწერია რომ ამდენი (ჯიხურებივით) მომრავლებული ეკლესიების ნაცვლად, გაჭირვებულებს დაეხმაროს ეკლესიაო, მარა შენ როგორც ირკვევა, ყველას ნაცვლად გყვარებია საუბარი. გთხოვ ყურადღებით იკითხო ჩემს მიერ დაწერილი სიტყვები და იმ მნიშვნელობით აღიქვა რა შინაარსსაც შეიცავს.შენ წარმოიდგინე რომ ყურადღებით ვკითხულობ რასაც წერ და ისე აღვიქვამ, როგორც წერ და რა აზრსაც შენ დაწერილში დებ. სწორედ მაგიტომ ვეხმაურები შენ პოსტებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 თუ პურითა ერთითა ვერ იცოცხლებს კაცი, აბა როგორ ცოცხლობდნენ და ცოცხლობენ ისინი, ვისაც არც ქრისტე სწამს და არც ღმერთო? ამაზე არ გიფიქრია?უფალს თანაბრად ამოჰყავს მზე მართალთა და უმართლოთა თავზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ყველას ნაცვლად რატომ საუბრობ? ამ ფორუმში არაერთ მართლმადიდებელს დაუწერია რომ ამდენი (ჯიხურებივით) მომრავლებული ეკლესიების ნაცვლად, გაჭირვებულებს დაეხმაროს ეკლესიაო, მარა შენ როგორც ირკვევა, ყველას ნაცვლად გყვარებია საუბარიმართლმადიდებლობისთვის საკმარისი არ არის იძახო ან ამტკიცო მართლმადიდებელი ვარო ამას შენი საქმენი უნდა ამბობდნენ ხოლო ის ვინც მართლმადიდებლურ მრწამს შირმად იყენებს და ამავდროულად ტაძარზე ამბობს რა საჭიროაო ვერ მიცვნია მართლმადიდებელ ქრისტიანად არსებობს განა იეჰოვას მოწმე რომელიც ბეთ ელის მშენებლობის წინააღმდეგი იქნება? ასევე არ არსებობს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რომელიც წუწუნს დაიწყებს მათი აღმსარებლობის განსამტკიცებლად მშენებარე ტაძრის გამო. ხოლო ისინი ვინც ამას იძახიან ფსევდომართლმადიდებლები არიან და როდესაც ვამბობ სიტყვა მართლმადიდებელს მასში ფსევდომართლმადიდებელს არ ვგულისხმობ აი ამიტომ ვსაუბრობ მართლმადიდებლების სახელით ოღონდ არა ფსევდომართლმადიდებლებისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 მართლმადიდებლობისთვის საკმარისი არ არის იძახო ან ამტკიცო მართლმადიდებელი ვარო ამას შენი საქმენი უნდა ამბობდნენ ხოლო ის ვინც მართლმადიდებლურ მრწამს შირმად იყენებს და ამავდროულად ტაძარზე ამბობს რა საჭიროაო ვერ მიცვნია მართლმადიდებელ ქრისტიანად არსებობსGIORGI777 ახლა ისე ნუ გამოგყავს, ის მართლმადიდებელი რომელიც ხედავს რომ ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია და სოკოებივით მომრავლებული ეკლესიების აშენების ნაცვლად უკიდურეს გაჭირვებულ ოჯახების დახმარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნებას, მასზე იძახო ვერაა კარგი მართლმადიდებელიო და ისინი ვართო ნაღდი მართლმადიდებლებიო, ვინც გაჭირვებულების დახმარებაზე მაღლა, სოკოებივით მომრავლებული ეკლესიების უფრო მეტად მომრავლებას ვუჭერთ მხარსო. ცოტა ისე ჟღერს რაა, ხომ გვდები. ასე რომ დაფიქრდი. განა იეჰოვას მოწმე რომელიც ბეთ ელის მშენებლობის წინააღმდეგი იქნება?როგორ გეტყობა რომ არ იცნობ იეჰოვას მოწმეებს. ჯერ ერთი უნდა იცოდე, რომ იეჰოვას მოწმეები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული ფულით არ აშენებენ თავიანთ რელიგიურ შენობებს. მეორე, რასაც აშენებენ, ისინი თავიანთი ჯიბიდან თვითონვე იღებენ ფულს ნებაყოფლობით და მართლმადიდბეელი ეკლესიის მსსგავსად, მიუხედავად იმისა რომ ბევრი წინააღმდეგია ბიუჯეტში შესული ფულით ეკლესიის აშენების, ეკლესია მაინც თავისას აკეთებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ეკლესია ააშენოს, თითქოსდა ქვეყანაში გაჭირვება არ იყოს და მთელ ერსა და ბერს, მხოლოდ ეკლესიის მშენებლობა არელვებს. სირცხვილია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სირცხვილი. ასევე არ არსებობს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რომელიც წუწუნს დაიწყებს მათი აღმსარებლობის განსამტკიცებლად მშენებარე ტაძრის გამო. ხოლო ისინი ვინც ამას იძახიან ფსევდომართლმადიდებლები არიან და როდესაც ვამბობ სიტყვა მართლმადიდებელს მასში ფსევდომართლმადიდებელს არ ვგულისხმობ აი ამიტომ ვსაუბრობ მართლმადიდებლების სახელით ოღონდ არა ფსევდომართლმადიდებლებისა.ბევრი მართლმადიდებელი ვიცი, რომელსაც ჩემთვის უთქვამს რომ უყვარს ღმერთი და ეკლესია, მაგრამ როცა ამდენი გაჭირვებააო, უსაშველოდ მომრავლებული ეკლესიები, რელიგიის განმტკიცებას კი არა, ხალხის დაბრკოლებას უფრო უწყობს ხელსო და მაღთალსაც ამბობენ. ხალხს უჭირს, მართლადიდებელი ეკლესია კი ვერ კმაყოფილდება ეკლესიების რაოდენობით. :018: ნუ, აღარ მინდა უკვე ამ ერთი და იგივე სასირცხვილო საკითხზე უსასრულოდ წერ. აშენეთ, აშენეთ და აშენეთ და გაჭირვებულ ოჯახებზე ისევ გაჭირვებულები იზრუნებენ არა? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ახლა ისე ნუ გამოგყავს, ის მართლმადიდებელი რომელიც ხედავს რომ ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია და სოკოებივით მომრავლებული ეკლესიების აშენების ნაცვლად უკიდურეს გაჭირვებულ ოჯახების დახმარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნებას, მასზე იძახო ვერაა კარგი მართლმადიდებელიო და ისინი ვართო ნაღდი მართლმადიდებლებიო, ვინც გაჭირვებულების დახმარებაზე მაღლა, სოკოებივით მომრავლებული ეკლესიების უფრო მეტად მომრავლებას ვუჭერთ მხარსო. ცოტა ისე ჟღერს რაა, ხომ გვდები. ასე რომ დაფიქრდი.მე თუ გამომყავს მე ვაგებ პასუხს ცდომილების გამო მაგრამ საქმე იმაშია რომ მე კი არ გამომყავს უფალი ამბობს: ლუკას სახარება 12:22 და უთხრა თავის მოწაფეებს ამიტომ გეუბნევით თქვენ ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის რით შეიმოსით, ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული სამოსელზე, დააკვირდით ყორნებს ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და აეც საწყობი, და ღმერთი ასაზრდოვებს მათ, თქვენ კი რამდენად უკეთესები ხართ ფრინველებზე? და რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს წყრთა შეჰმატოს, ჰოდა თუ უმცირესი არ ძალგიძთ სხვაზე რაღას ზრუნავთ? დააკვირდით შროშანებს როგორ იზრდებიან, არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ბალახს ველზე, რომელიც დღეს არის , ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ესოდენ მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა მცირედმორწმუნენო? თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებენ ქვეყნიერების ერები; თქვენმა მამამ იცის რომ გჭირდებათ ესენი, პირიქით ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგემატებათ თქვენ.იმ საზრუნავს შენ რომ ეძებ მეგობარო ქვეყნიერების საზრუნავია მე კი სიყვარულით შეგაგონებ უწინარეს ყოვლისა ეძიე ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგემატება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ბევრი მართლმადიდებელი ვიცი, რომელსაც ჩემთვის უთქვამს რომ უყვარს ღმერთი და ეკლესია, მაგრამ როცა ამდენი გაჭირვებააო, უსაშველოდ მომრავლებული ეკლესიები, რელიგიის განმტკიცებას კი არა, ხალხის დაბრკოლებას უფრო უწყობს ხელსო და მაღთალსაც ამბობენ. ხალხს უჭირს, მართლადიდებელი ეკლესია კი ვერ კმაყოფილდება ეკლესიების რაოდენობით. ნუ, აღარ მინდა უკვე ამ ერთი და იგივე სასირცხვილო საკითხზე უსასრულოდ წერ. აშენეთ, აშენეთ და აშენეთ და გაჭირვებულ ოჯახებზე ისევ გაჭირვებულები იზრუნებენ არაყოველივე უფლის ნებით ხდება და არაფერი ხდება მისი ნების გარეშე, მათი გაჭირვება ნეტარებაა და ისინი მიიღებენ საზღაურს ამ გაჭირვების დათმენის გამო. ხოლო ვინც დრტვინავს ვერ შეუცვნია უფლის სიმართლე წეშმარიტად გეუბნევით თქვენ ამბობს უფალი უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში ვიდრე მდიდარი დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 როგორ გეტყობა რომ არ იცნობ იეჰოვას მოწმეებს. ჯერ ერთი უნდა იცოდე, რომ იეჰოვას მოწმეები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული ფულით არ აშენებენ თავიანთ რელიგიურ შენობებს. მეორე, რასაც აშენებენ, ისინი თავიანთი ჯიბიდან თვითონვე იღებენ ფულს ნებაყოფლობით და მართლმადიდბეელი ეკლესიის მსსგავსად, მიუხედავად იმისა რომ ბევრი წინააღმდეგია ბიუჯეტში შესული ფულით ეკლესიის აშენების, ეკლესია მაინც თავისას აკეთებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ეკლესია ააშენოს, თითქოსდა ქვეყანაში გაჭირვება არ იყოს და მთელ ერსა და ბერს, მხოლოდ ეკლესიის მშენებლობა არელვებს. სირცხვილია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სირცხვილიცდები, საყვარელო მეგობარო ბევრი არ არის წინააღმდეგი წინააღმდეგები არიან მხოლოდ წინააღმდეგობრივი სულის ძენი. ასე რომ ჭეშმარიტად არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 GIORGI777ელემენტარულად იმაში ხო მეთანხმები, რომ ჩემი (ანუ ათეისტის) გადასახადები ეკლესიაში არ უნდა წავიდეს. მე არ მჭირდება ეკლესია. შენი გადასახადები თუ გინდა წავიდეს.. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება და ამაზე დავა მემგონი არ ღირს. გერმანიაში ხალხს ეკითხებიან, უნდათ თუ არა მათი გადასახადები წავიდეს ეკლესიაში, ვინც თანახმაა ავსებს დოკუმენტს და მიდის იმის გადასახადები ეკლესიებში. არის თუ არა ესეთი მიდგომა სწორი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.