Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

 

მუხლი 1

1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

 

2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

 

3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

 

6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

 

მუხლი 2

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

 

მუხლი 3

სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.

 

მუხლი 4

1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

 

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.

 

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

 

მუხლი 5

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

 

2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

 

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

 

მუხლი 6

1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

 

4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

 

5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

 

6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

მუხლი 7

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

 

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

 

მუხლი 8

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

 

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

 

მუხლი 9

1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

 

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.

 

მუხლი 10

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

 

მუხლი 11

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90).

 

2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

 

მუხლი 12

1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.

 

2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.

 

3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამ პუნქტს მიაქციეთ ყურადღEბა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და, წელიწადში ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხიდან, 25 000 000 (მილიონს) ფლანგავს. მაგარია... :018:

 

ამ დროს, ქართველი ხალხის უმრავლოსება, გაჭირვებაშია... რა მაგარი რელიგია გქონიათ პრავასლავნიკებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

და, წელიწადში ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხიდან, 25 000 000 (მილიონს) ფლანგავს. მაგარია... :018:

 

ამ დროს, ქართველი ხალხის უმრავლოსება, გაჭირვებაშია... რა მაგარი რელიგია გქონიათ პრავასლავნიკებს...

ეს ტერმინი მართლმადიდებლების შეურაცხყოფააა, თუკი შეძლებ დაძლია საკუთარი თავი ქალბატონო და იყო კორექტული, გაგცემ შენს კითხვებზე პასუხს, ოღონდ თავს ძალად დაატანე და შEძელი კითხვის ჩAმოაყალიბება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მაშინ ასე დაგიწერ:

 

 

და, წელიწადში თქვენი "მართლმადიდებელი" ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხიდან, 25 000 000 (მილიონს) ფლანგავს. მაგარია... :018:

 

ამ დროს, ქართველი ხალხის უმრავლოსება, გაჭირვებაშია... რა მაგარი რელიგია გქონიათ "მართლმადიდებლებს"...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მაშინ ასე დაგიწერ:

 

 

და, წელიწადში თქვენი "მართლმადიდებელი" ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხიდან, 25 000 000 (მილიონს) ფლანგავს. მაგარია... :018:

 

ამ დროს, ქართველი ხალხის უმრავლოსება, გაჭირვებაშია... რა მაგარი რელიგია გქონიათ "მართლმადიდებლებს"...

მართლმადიდებლურს ბრჭყალებში რომ ჩასვამ შენი ჭკუით უფრო დაააკნინებ მას თუ როგორაა :givi:

მაგარი რელიგია გაქვთ მართლმადიდებლებს რას ნიშნავს, მოდი ჯერ შენი აზრის გადმოცემა ისწავლე ლიტერატურულ ქართულთან მიახლოვებით

და შემდგომ დასვი კონრეტული კითხვა თუ ბრალდება :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მართლმადიდებელი"

"მართლმადიდებლებს"...

ეს ბრჭყალებში ჩასმა შეიძლება აღქმულ იქნას როგორც პუნქტ 2.3 -ის დარღვევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ბრჭყალებში ჩასმა შეიძლება აღქმულ იქნას როგორც პუნქტ 2.3 -ის დარღვევა

Saturn

 

მართალი ხარ, ვისაც უნდა რომ შეურაცხყოფად მონათლოს, შეძლებს შეურაცხყოფად აღიქვას. მე შეურაცხყოფის მიზნით არ ჩამისვია ბრჭყალებში სიტყვა "მართლმადიდებლები". მიზეზი, თუ რატომაც ჩავსვი მათი რელიგიური მიმდინარეობის სახელწოდება ბრჭყალებში, ისაა რომ მე მართლმადიდებლობას, არ მივიჩნევ მართლის მადიდებელ რელიგიად. მხოლოდ ამის გამოხატვა მსურდა. ანუ, რელიგია, რომელიც გაჭირვებული ხალხის ფულით, (ისე რომ ნებართვასაც კი არ იღებს) თავის ფინანსურ მდგომარეობას იუმჯობესებს, (სხვა მიზეზებს აღარ ჩამოვთვლი) ვერ მივიჩნევ მართლის მადიდებელ რელიგიად და ამის სრული უფლება მაქვს. იმის სრული უფლებაც მაქვს რომ ის რასაც როგორ მივიჩნევ, თავისუფლად გამოვხატო.

 

უფრო მეტიც, ფორუმის წესებში, (თუნდაც შენს მიერ მითიტებულ პუნქტში) არ იკრძალება რელიგიური მიმდინარეობის სახელწოდების ბრჭყალებში ჩასმა. რაიმეს ბრჭყალებში ჩასმა, მაინც და მაინც შეურაცხყოფას არ ნიშნავს. მას სხვა დატვირთვებიც აქვს და ერთერთი ისაა, რა დატვირთვითაც მე გამოვიყენე ბრჭყალებში ჩასმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და, წელიწადში ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხიდან, 25 000 000 (მილიონს) ფლანგავს. მაგარია...

მე რომ იეჰოვას მოწმეების ხარჯთაღრიცხვაზე ამიტყდი ცილისმწამებელი ხარო და ობეხეს გამომძიებელივით ფაქტები დამიდეო გაჰყვიროდი შენ როდის დაგნიშნეს მართლმადიდებლური ეკლესიის ბუღალტრად ასეთ თამამ ციფრებს რო ისვრი უკრაგონოდ თუ სახელმწიფოს ბიუჯეტი შენი ხელმოწერის გარეშე არ მტკიცდება და იქიდან იცი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად

ეს ეკლესიის იურიდიული ხასიათის განმარტებაა და მე მკრეხელობად მიმაჩნია

 

ამ დროს, ქართველი ხალხის უმრავლოსება, გაჭირვებაშია... რა მაგარი რელიგია გქონიათ "მართლმადიდებლებს"...

,, იეღოველები" ხო არიგებენ სამაგიეროდ ფქვილებსა და გრეჩიხას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წელიწადში თქვენი "მართლმადიდებელი" ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხიდან, 25 000 000 (მილიონს) ფლანგავს. მაგარია... :018:

 

ამ დროს, ქართველი ხალხის უმრავლოსება, გაჭირვებაშია... რა მაგარი რელიგია გქონიათ "მართლმადიდებლებს"... :givi:

 

მე რომ იეჰოვას მოწმეების ხარჯთაღრიცხვაზე ამიტყდი ცილისმწამებელი ხარო და ობეხეს გამომძიებელივით ფაქტები დამიდეო გაჰყვიროდი

lazani

 

კი არ გავყვიროდი, არამედ როცა დეზინფორმაციებს ავრცელებდი აღვნიშნე რომ სიცრუეს ავრცელებდი და სიცრუე თუ არ იყო, მოგთხოვე კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი არგუმენტების დადება, რაც ვერ შეძელი. ანუ ცილს სწამებდი მოწმეებს!

 

შენ როდის დაგნიშნეს მართლმადიდებლური ეკლესიის ბუღალტრად ასეთ თამამ ციფრებს რო ისვრი უკრაგონოდ თუ სახელმწიფოს ბიუჯეტი შენი ხელმოწერის გარეშე არ მტკიცდება და იქიდან იცი?

lazani

 

მართლმადიდებლად წოდებული მთელი მსოფლიოს ეკლესიებმა რომ მთხოვონ, ბუღალტრად დაგვიდექიო, უარს ვეტკვი. რაც შეეხება ჩემს მიერ დასახელებულ კონკრეტულ თანხას, ანუ იმ ფაქტს რომ "მართლმადიდებელი" ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიან ყოველ წელიწადს 25 000 000 (მილიონს) ჭამს, ამის შესახებ, სახელმწიფო საბიუჯეტო მონაცებემი ადასტურებენ! აგერ ბმული http://civil.ge/geo/article.php?id=21856 და გადახედე თუ არ გჯერავს. ასე რომ როცა არ ხარ საკითხში გარკვეული, ცოდა დამშვიდდი და ისე წერე ხოლმე. :TAT:

 

,, იეღოველები" ხო არიგებენ სამაგიეროდ ფქვილებსა და გრეჩიხას

 

saturn

 

ეს იუზერი (lazani)უკვე მერამდენედ არღვევს ფორუმის წესებს და რელიგიური უმცირესობის შეურაცხყოფას არ ერიდება. გთხოვთ სათანადო ზომები მიიღოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იეღოველის წოდებას ზოგადად იეჰოვას მოწმეებზე მე ვერ ჩავთვლი შეურაცხყოფად, რადგან შენც ვერ დადე ამის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ისინი თავად თვლიან ამას შეურაცხყოფად. საქართველოში ყოველ შემთხვევაში ასეა.

 

ასეთ თამამ ციფრებს რო ისვრი უკრაგონოდ

"უპრაგონოდ" იგულისხმა ალბათ. ეს რუსული სიტყვაა და გადატანითი მნიშვნელობით ეს ფრაზა ნიშნავს "დიდი ოდენობით, დაუფიქრებლად ისვრი ციფრებსო". ამისთვის როგორ დავსაჯოთ? :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ეკლესიის იურიდიული ხასიათის განმარტებაა და მე მკრეხელობად მიმაჩნია

 

 

ეკლესიის მისტიურ დანიშნულებაზე ამ ადამიანთან საუბარს აზრი არა აქვს,

მას თავისი შეხედულებები აქვს,

უბრალოდ მე მას ვუთხარი რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსებას აქვს იურიდიული საფუძველი,

კონკორდატი რეალურად არსებული დოკუმენტია, რომელსაც საპატრიარქოც აწერს ხელს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიეთ შეიძლება ვცდებოდე მაგრამ ფორუმის ამ ნაწილს რელიგია და ფილოსოფია საეჭვოდ ასდის თავისუფლების ინსტიტუტის სუნი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ რომ უმჯობესი იქნება, შეეკითხონ მოსახლეობას (როგორც გერმანიაშია) უნდათ თუ არა რომ მათი გადასახადები ეკლესიაში წავიდეს. მე მაგალითად არ მინდა ჩემი გადასახადები, რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტის სასარგებლოდ დაიხარჯოს, ხოლო ვისაც უნდა თანხმობის შემთხვევაში, მათი გადასახადები წავა ეკლესიაში.. Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...