Jump to content
Planeta.Ge

სამაჩაბლოს დაბრუნების იმედებიც კვდება.


Recommended Posts

ედუარდ კოკოითიმ ახალგორის რაიონის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები ჩამოართვა

21:28 07-12-2010

ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ახალგორის რაიონის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები ჩამოართვა .

როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, შესაბამისი ბრძანება კოკოითიმ დღეს გამოსცა. დოკუმენტის მიზნად, ახალგორის რაიონში "ქართული ოკუპაციის" დროს დევნილი ოსი მოსახლეობის დაბრუნება და საცხოვრებელი დავების გადაჭრა სახელდება. კოკოითის ბრძანებით, ბათილად გამოცხადდა 1991 წლიდან 2008 წლამდე ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ.

"საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის უფლების სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად დადგენამდე ლენინგორის რაიონის საცხოვრებელი ფონდი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებად ცხადდება", - ნათქვამია კოკოითის ბრძანებაში.

ამასთან, ახალგორის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციას საცხოვრებელი ფონდის აღწერა, საცხოვრებელი შენობების და სათავსოების, ასევე მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია დაევალათ. მათ ასევე უნდა ჩაატარონ იმ მოქალაქეების აღწერა, რომლებიც ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, რაიონიდან საქართველოს ხელისუფლებამ განდევნა. "განდევნილ" ოსებს კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლოებში განცხადებების შესატანად პირობები უნდა შეუქმნან, რათა მათი საცხოვრებელი ფართებიდან "უკანონოდ" შესახლებული მოქალაქეები გამოასახლონ.

ახალგორის რაიონის დე-ფაქტო სადავო საბჭოს თანამშრომლებმა რაიონის მოსახლეობის და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღწერა გასულ კვირაში დაიწყეს

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/153414-eduard-kokoithim-akhalgoris-raionis-mosakhleobas-sackhovrebeli-farthi-da-mitsis-nakvethebi-chamoarthva.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რულამს კი არა და!

უნდა ახიო ლაჯზე ეს დამპალი! :vischemivis:

ერთი ტყვია შუბლში როგორ არ მოიძებნა ამისთვის, გავსკდი გულზე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რულამს კი არა და!

უნდა ახიო ლაჯზე ეს დამპალი!

ერთი ტყვია შუბლში როგორ არ მოიძებნა ამისთვის, გავსკდი გულზე!

 

კოკოევი არის უბრალო მარიონეტი, რომელსაც ბევრი არაფერი ეკითხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

კოკოევი არის უბრალო მარიონეტი, რომელსაც ბევრი არაფერი ეკითხება.

კი, მართალი ხარ

მაგრამ მაინც ვერ ვიტან ამ ფიგლიარს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

კი, მართალი ხარ

მაგრამ მაინც ვერ ვიტან ამ ფიგლიარს

 

მე ვერც სანაკოევს ვიტან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკოევი არის უბრალო მარიონეტი, რომელსაც ბევრი არაფერი ეკითხება.

 

 

მთლად ეგრეც არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კოკოევი არის უბრალო მარიონეტი, რომელსაც ბევრი არაფერი ეკითხება.

 

 

 

მთლად ეგრეც არ არის.

კოკითზე ზუსტად ეგრეა დიტო.ბაღაფში კი არა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ამას წავაწყდი

 

http://www.rusrep.ru/article/2010/12/07/osetia

წაიკითხეთ, საინტერესო სტატიაა

 

ყველაზე საგულისხმო კი ისაა რომ 70 ათასი ითვლებაო მოსახლეობა და ფაქტიურად 20 ათასი ცხოვრობსო

 

მოკლედ, არ მესმის რა ჭირად უნდათ რუსებს ეს "პროექტი"

 

რაღაც აბსურდის თეატრია რა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკითზე ზუსტად ეგრეა დიტო.ბაღაფში კი არა

 

მეც ეგრე მეგონა მიშა,მაგრამ ვენედიქტოვის გადაცემას როცა ვუსმინე ეხოზე(ერთი წლის წინ ალბათ)სხვანაირად წარადგინა საერთოდ და რაც მთავარია ფაქტებით.მილიარდები აქვს შეჭმული და ხელს ვერ ახლებენ.

 

kisa

მოკლედ, არ მესმის რა ჭირად უნდათ რუსებს ეს "პროექტი"

 

რაღაც აბსურდის თეატრია რა

 

 

სამაჩაბლო უფრო აპასნი ტერიტორიაა ჩვენთვის ვიდრე აფხაზეთი.მაქსიმუმ ერთ საათში შეუძლიათ საქართველოს გაწყვეტა,რაღაცა რომ მოხდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"განდევნილ" ოსებს კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლოებში განცხადებების შესატანად პირობები უნდა შეუქმნან, რათა მათი საცხოვრებელი ფართებიდან "უკანონოდ" შესახლებული მოქალაქეები გამოასახლონ.

 

ამაშია საქმე. არავინ არ ართმევს ქართველებს იქ სახლებს. გეყოთ ტყუილების წერა. ზვიადის პრეზიდენტობის დროს რომ გაყარეს, იმათ უნდათ რომ დაუბრუნონ.

 

ახლა ქართველები რომ აფხაზეთში შევიდეთ და ჩვენ სახლებში შესახლებულები რომ გავყაროთ, უსამართლობა იქნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...