Jump to content
Planeta.Ge

დევნილები თბილისში ბრუნდებიან


Recommended Posts

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია დღეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში თბილისიდან გადასახლებულ დევნილებს შეხვდა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსპიკერმა, ვაკო ავალიანმა განუცხადა, დევნილებმა ოპოზიციონერ ლიდერს მათი პრობლემები გააცნეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

 

ავალიანის ცნობით, ფოცხოში იძულებით ჩასახლებულ დევნილებს მთავრობამ, თითოეულ ოჯახზე, მხოლოდ ერთი კბ.მ შეშა დაურიგა, რაც მხოლოდ ერთი კვირის მარაგია, სხვა დახმარება მათ არ მიუღიათ.

"დევნილები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან; მათ არ ეხმარებიან, არც სამუშაო აქვთ, რომ შემოსავალი ჰქონდეთ და თავი ირჩინონ; ისინი დასაქმების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, უნდათ სოფელში ფერმა ან მსგავსი ტიპის ობიექტი აშენდეს, სადაც დასაქმდებიან", - აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფოცხოში დარჩენას არ აპირებენ. დევნილებმა მათ აცნობეს, რომ უკვე ორმა ოჯახმა დატოვა ფოცხო და ისევ თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.

 

ავალიანის ინფორმაციით, ირაკლი ალასანია დევნილებს დაპირდა, რომ მათ პრობლემებს აუცილებლად შეახსენებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობა მოიხსნა, რაც, მისივე თქმით, დაუშვებელია.

დღესვე ალასანია ზუგდიდის რაიონის სოფლების - განმუხურის, ერგეტასა და ორულუს ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა. პარტიის ლიდერმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმებიც გააცნო.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/153382-irakli-alasania-sofel-fockhoshi-thbilisidan-gadasakhlebul-devnilebs-shekhvda.html

 

პ.ს. არ არის რეგიონებშI სასიცოცხლო პირობები და იმიტო მორბის ერთადერთ ეკონომიკურად აქტიურ ზონაშI მმთელი საქართველო...

პ.პ.ს. სოფლის მეურნეობის დაფინანსება რაღა გახდა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფოცხოში დარჩენას არ აპირებენ. დევნილებმა მათ აცნობეს, რომ უკვე ორმა ოჯახმა დატოვა ფოცხო და ისევ თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.

 

 

მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მერე?

რა მერე? ჩამოვლენ და იქირავებენ ბინას... და შიმშილით არ მოკვდებიან, რეალობა ესაა... თბილისშI უფრო იპოვი სამსახურს...თუნდაც დაბალანაზღაურებადს...

 

სადღაც სარდაფში შეიძLება 100 ლარადაც იპოვო, უბრალოდ აქამდე თბილისში უფასოდ ცხოვრობდნენ... ეხლა ვეღარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადღაც სარდაფში შეიძLება 100 ლარადაც იპოვო, უბრალოდ აქამდე თბილისში უფასოდ ცხოვრობდნენ... ეხლა ვეღარ...

 

 

ეგ გასაგებია,მაგრამ ამით რა მერე მეთქი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...