Jump to content
Planeta.Ge

კატასტროფული ბიუჯეტი


Recommended Posts

საგადასახადო შემოსავლები იზრდება 748 მლნ ლარით, აქედან 430 მლნ ლარი არის დამატებული ღირებულებისა და აქციზის გადასახადი, ანუ საქართველოს მოსახლეობის გადასახადი. ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლების ზრდის 57% ჩვენი მოსახლეობის გადასახდელია.

 

არარეალურია საშემოსავლო გადასახადის 236 მლნ ლარით ზრდა, რადგანაც წარმოუდგენელია საქართველოს ეკონომიკის პირობებში ერთ წელიწადში შრომის ანაზღაურებისა და დივიდენდების 1.2 მლრდ ლარით ზრდა. აქედან გამომდინარე, ისედაც შემცირებული ბიუჯეტი სეკვესტრისთვისაა განწირული.

 

კატასტროფულია ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტი. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ “ჯანდაცვაში ყველაფერი კარგად იქნება”, არსებული ბიუჯეტის პირობებში შედეგად მივიღეთ რეფერალური დახმარების 9.6 მლნ ლარით შემცირება.

 

მთლიანად ჯანდაცვის პროგრამები შემცირებულია 32 მლნ ლარით, ხოლო სოციალური დახმარებები 12 მლნ ლარით, მათ შორის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა – 8 მლნ ლარით.

 

მთლიანად, ჯანმრთელობის სამინისტროს განსაკარგავი სახსრები შემცირებულია 5 მლნ ლარით, ხოლო განათლების სამინისტროს სისტემაში კი - 2 მლნ ლარით.

 

მცირდება საპატრიარქოსათვის განკუთვნილი მთლიანი გრანტები 2.5 მლნ ლარით, განსაკუთრებით კი სასულიერო განათლებისა და ხელშეწყობისათვის გრანტი შემცირდება 2.9 მლნ ლარით.

 

მოსალოდნელი სოციალური კოლაფსის მომასწავებელია ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროგნოზები, რომლებიც ერთვის ბიუჯეტს. კერძოდ, ხელისუფლების პროგნოზების მიხედვით, საშუალო პენსია 2014 წლისათვისაც კი ვერ მიაღწევს 100 ლარს, ნაცვლად პრეზიდენტის მიერ 2009 წლისთვის დაპირებული 100 დოლარისა, რადგან საპენსიო ხარჯების ზრდა 20%–ით, ანუ დაახლოებით 16 ლარით არის დაგეგმილი 2014 წლისათვის. ინფლაციის გათვალისწინებით კი, 2014 წლისთვის საშუალო პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა შემცირდება არანაკლებ 30%–ით.

 

იგივე პროგნოზებით, მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარჯები 2014 წლისთვის გაიზრდება 20 მლნ ლარით, ანუ სოციალურად დაუცველ 2 მლნ ადამიანზე საშუალოდ 10 ლარით, ანუ დღეში 2.7 თეთრით, რაც თვეში 81 თეთრს შეადგენს.

 

ხელისუფლების „მდგრადი ტყუილის“ დადასტურებაა მოსახლეობისათვის დაპირებული სამედიცინო დაზღვევის პოლისებით მასობრივი უზრუნველყოფა 2014 წლისათვის, რადგანაც ამ მიზნით დამატებით მხოლოდ 124 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება, მაშინ როცა დეკლარირებული მიზნის მისაღწევად დამატებით საჭიროა (დღევანდელი მწირი სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნების პირობებში) არანაკლებ 300 მლნ ლარისა.

 

Aამ ხელისუფლების პირობებში, მისივე პროგნოზებით 2014 წლისათვის, 30 მლნ ლარით შემცირდება ისედაც მწირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები, რაც ნიშნავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრულ მოშლას.

 

თეა წულუკიანის ბრიფინგიდან (თავისუფალი დემოკრატები-ალასანიას პარტია)

 

---

 

პ.ს. მოკლედ წინსვლა და განვითარება აშკარაა, არა?! :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ დატოვეთ კაცო ეს თემა უყუარდღებოთ, აააა, მე თუ მკითხავთ ეს თემა ყველაზე მნიშვნელოვანი :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რატომ დატოვეთ კაცო ეს თემა უყუარდღებოთ, აააა, მე თუ მკითხავთ ეს თემა ყველაზე მნიშვნელოვანი

ჯერ ეხლა გაიხსნა, აცალე გაიაზრონ

 

ისე, წინსვლის და გაზრდილი გადასახადების დრო ს ბიუჯეტი როგორ მცირდება არ კითხულობთ? :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საგადასახადო შემოსავლები იზრდება 748 მლნ ლარით, აქედან 430 მლნ ლარი არის დამატებული ღირებულებისა და აქციზის გადასახადი, ანუ საქართველოს მოსახლეობის გადასახადი. ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლების ზრდის 57% ჩვენი მოსახლეობის გადასახდელია.

 

იქნებ მოიმატა მოსახლეობის მსყიდველობითმა უნარმა და შესაბამისად მეტი პროდუქტის ყიდვა განაპირობებს

საშემოსავლო გადასახადბის ზრდას?

პრინციპში ბიუჯეტი ამით იზრდება აბა საიდან უნდა შეივსოს, მოგების გადასახადიდან თუ საშემოსავლოდან?

უბრალოდ არ ვიცი და იმიტომ ვკითხულობ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლების ზრდის 57% ჩვენი მოსახლეობის გადასახდელია

ბიუჯეტში შესული თითოეული ლარი (ნასესხები ფულის გარდა) არის ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი. ჰაერიდან არაფერი არ მოდის. ნებისმიერ ქვეყანაში ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო არის სხვადასხვა გადასახადები.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“თავისუფალი დემოკრატები” 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და ქვეყნის ეკონომიკის არაჯანსაღი მექანიზმებით მართვაზე საუბრობენ.

 

როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული საქართველოს ეკონომიკის `მდგრადი განვითარებისა”, უკანასკნელ პერიოდში, პირველად, 2011 წელს, ბიუჯეტი 93 მლნ ლარით მცირდება.

 

მისივე თქმით, ამავე პირობებში, შრომის ანაზღაურება იზრდება 75 მლნ ლარით, ხოლო ე.წ. „სხვა ხარჯები“, ანუ გაურკვეველი წარმომავლობის და დანიშნულების ხარჯები – 127 მლნ ლარით.

 

წულუკიანის ინფორმაციით, ასევე იზრდება საგადასახადო შემოსავლები 748 მლნ ლარით, საიდანაც 430 მლნ ლარი არის დამატებული ღირებულებისა და აქციზის გადასახადი. “ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლების ზრდის 57% ჩვენი მოსახლეობის გადასახდელია”, - აღნიშნა მან.

 

პარტიის თავმჯდომარის მოადგილე არარეალურს უწოდებს საშემოსავლო გადასახადის 236 მლნ ლარით ზრდას. მისი განმარტებით, წარმოუდგენელია საქართველოს ეკონომიკის პირობებში, ერთ წელიწადში შრომის ანაზღაურება და დივიდენდები 1.2 მლრდ ლარით გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც შემცირებული ბიუჯეტი სეკვესტრისთვისაა განწირული.

 

“კატასტროფულია ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტი. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ “ჯანდაცვაში ყველაფერი კარგად იქნება”, არსებული ბიუჯეტის პირობებში შედეგად მივიღეთ რეფერალური დახმარების 9.6 მლნ ლარით შემცირება. მთლიანად ჯანდაცვის პროგრამები შემცირებულია 32 მლნ ლარით, ხოლო სოციალური დახმარებები 12 მლნ ლარით, მათ შორის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა – 8 მლნ ლარით. ამასთან, ჯანმრთელობის სამინისტროს განსაკარგავი სახსრები შემცირებულია 5 მლნ ლარით, ხოლო განათლების სამინისტროს სისტემაში კი - 2 მლნ ლარით”, - აცხადებს წულუკიანი.

 

როგორც მან აღნიშნა ბიუჯეტის პროექტით ასევე მცირდება საპატრიარქოსათვის განკუთვნილი მთლიანი გრანტები 2.5 მლნ ლარით, განსაკუთრებით, სასულიერო განათლებისა და ხელშეწყობისათვის გრანტი - 2.9 მლნ ლარით.

 

წულუკიანის თქმით, მოსალოდნელი სოციალური კოლაფსის მომასწავებელია ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროგნოზები, რომლებიც ბიუჯეტს ერთვის. კერძოდ, მისი განცხადებით, ხელისუფლების პროგნოზების მიხედვით, საშუალო პენსია 2014 წლისათვისაც კი ვერ მიაღწევს 100 ლარს, ნაცვლად პრეზიდენტის მიერ 2009 წლისთვის დაპირებული 100 დოლარისა, რადგან 2014 წლითვის საპენსიო ხარჯების ზრდა 20%-ით, ანუ დაახლოებით 16 ლარით არის დაგეგმილი. ინფლაციის გათვალისწინებით კი, 2014 წლისთვის საშუალო პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა არანაკლებ 30%-ით შემცირდება.

 

წულუკიანის მტკიცებით, იგივე პროგნოზებით, მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარჯები 2014 წლისთვის 20 მლნ ლარით გაიზრდება, ანუ სოციალურად დაუცველ 2 მლნ ადამიანზე საშუალოდ - 10 ლარით, დღეში 2.7 თეთრით, რაც თვეში 81 თეთრს შეადგენს.

 

“ხელისუფლების „მდგრადი ტყუილის“ დადასტურებაა მოსახლეობისათვის დაპირებული სამედიცინო დაზღვევის პოლისებით მასობრივი უზრუნველყოფა 2014 წლისათვის, რადგანაც ამ მიზნით დამატებით, მხოლოდ 124 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება, მაშინ როცა დეკლარირებული მიზნის მისაღწევად დამატებით, არანაკლებ 300 მლნ ლარია საჭირო; ამ ხელისუფლების პირობებში, მისივე პროგნოზებით 2014 წლისათვის, 30 მლნ ლარით შემცირდება ისედაც მწირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები, რაც პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრულ მოშლას ნიშნავს”, - განაცხადა მან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიუჯეტში შესული თითოეული ლარი (ნასესხები ფულის გარდა) არის ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი. ჰაერიდან არაფერი არ მოდის. ნებისმიერ ქვეყანაში ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო არის სხვადასხვა გადასახადები

 

––––––––––––––––––––––––––––

 

 

ეგრეა,მაგრამ უმუშევართა რიცხვი როცა კატასტროფულს აღწევს და ყოველ დღე იზრდება,როგორღა უნდა შეივსოს ბიუჯეტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ბიუჯეტში შესული თითოეული ლარი (ნასესხები ფულის გარდა) არის ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი. ჰაერიდან არაფერი არ მოდის. ნებისმიერ ქვეყანაში ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო არის სხვადასხვა გადასახადები.

კარგი ერთი..

 

1. როგორ ამოიღებ... ეს ძლაიან მნიშვნელოვანია, რა მეთოდებით ანუ

 

2. ციფრებს შეხედე? რა ეტყობა ჩვენს გაღატაკებულ მოსახლეობას რომ კიდევ უფრო მეტის გადამხდელია?

 

3. ჯანდაცვის დაფინანსება რო მცირდება ეგ თუ ნახე?!

 

და ბოლოს კიდე ვიმეორებ, თუ წინმიდის ქვეყაბნა, ბიუჯეტი რატომ მცირდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის ვეტერანებზეც. 2011 წლიდან არ დაფინანსდება ვეტერანთა ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ყოველწლიურად ემსახურებოდა 5-7 ათას ვეტერანს, ამისთვის ხელისუფლებამ ვერ გამონახა 800 ათასი ლარი.

 

Aარსებობს მთავრობის წარმომადგენელთა ზეპირი დაპირება, რომ ვეტერანებს თავდაცვის სამინისტრო მოემსახურება, თუმცა ეს არ არის ასახული სამინისტროს ხარჯებში შესაბამისი მუხლით.

 

სამწუხაროდ ხელისუფლებამ 77 ათასამდე, მათ შორის, თბილისში მცხოვრებ 22 ათასამდე ვეტერანის ჯანმრთელობის დაცვაზე უარი თქვა.

 

ცინიკურია 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს “პრიორიტეტები”. სახელმწიფო დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მარჩენალდაკარგულებს, რომლებმაც დაკარგეს 2 ან მეტი შვილი, მაგრამ თეთრს არ გაიღებს ერთი შვილდაკარგული დედის დასახმარებლად.

 

ხელისუფლებამ არ აღადგინა ადრე გაუაზრებლად გაუქმებული სამედიცინო და სოციალური დახმარების ისეთი მიკრო პროგრამები, როგორიცაა: გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ბალნეო-თერაპიული მკურნალობა. ხელისუფელბამ თვისთავზე ვერ აიღო ვეტერანების კიდურების პროტეზებით, ეტლით, სმენის აპარატებით, ყავრჯნებით უზრუნველყოფა. ვეტერანთა მონაწილეობით შესაძლებელია სპეციალიზირებული საწარმოს შექმნა, სადაც დამზადდება ზემოაღნიშნული სამედიცინო ინვენტარი, თუმცა ხელისუფლებას არ უფიქრია ვეტერანთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის შექმნაზე.

 

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ ითვალისწინებს 2004 წელს, ძალოვანი სტრუქტურებიდან ერთდროულად დათხოვნილი ვეტერანების არასამართლიანი საპენსიო უზრუნველყოფის შეცვლას. ძალოვანი სტრუქტურების ათეულ ათასობით პენსიონერის დისკრედიტაციას ხელისუფლება “ამართლებს” არგუმენტით – “ისინი კორუმპირებულები იყვნენ.”

 

“თავისუფალი დემოკრატები” ვთავაზობთ ხელისუფლებას:

 

* უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს და საზოგადოებას განსახილველად წარუდგინოს “ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამა “

 

* შეიმუშაოს 2004 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემიდან ერთდროულდ დათხოვნილი ადამიანების სრულყიფილი საპენსიო უზრუნველყოფის კანონმდებლობა, ვეტერანთა და პროფესიონალ ექსპერტთა მონაწილეობით.

 

*Uუმოკლეს ვადაში გადაწყდეს ერაყსა და ავღანეთის სამშვიდობო სამხედრო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სტატუსის საკითხი.

 

---

 

არაფერი გეტკინოთ სანამ ხელისუფლება ამ საკითხებს გაიზიარებს... სამაგიეროდ კონცერტების დასაფინანსებელი ფული ხო არის?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა ქნას ხელისუფლებამ? აი ელოდება როდის შეიცვლება საარჩევნო გარემო და გადაირჩევენ. აბა თავისით ხო ვერ წავა, არაკონსტიტუციურია, ხალხმა აირჩია და ელოდება როდის გადაირჩევენ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის ვეტერანებზეც. 2011 წლიდან არ დაფინანსდება ვეტერანთა ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ყოველწლიურად ემსახურებოდა 5-7 ათას ვეტერანს, ამისთვის ხელისუფლებამ ვერ გამონახა 800 ათასი ლარი.

ეეე მასეა ძმაო.... ვისაც სარგებელი არ მოაქვს მასეთი უნდა მოკვდეს

ზედმეტი ტვირთი არ გვჭიორდება

 

00000000000000000000000000000000000000000000000!

 

გინების გარეშე.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ეეე მასეა ძმაო.... ვისაც სარგებელი არ მოაქვს მასეთი უნდა მოკვდეს

ზედმეტი ტვირთი არ გვჭიორდება

ეს ვინ დაწერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ეს ვინ დაწერა?

მაგათი პოლიტიკაა ციტატა არაა უბრალოდ საქციელიდან გამომდინარეა

 

რაციოალური ლოგიკით მოქმედებენ და მასეთ სირობამდეც მივიდნენ უკვე :007:

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის ვეტერანებზეც. 2011 წლიდან არ დაფინანსდება ვეტერანთა ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ყოველწლიურად ემსახურებოდა 5-7 ათას ვეტერანს, ამისთვის ხელისუფლებამ ვერ გამონახა 800 ათასი ლარი.

 

 

ზატო თავის შნირებისთვის ხომ აქვთ თანხები და ვეტერანები ვის რაში აინტერესებს დეპრეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...