Jump to content
Planeta.Ge

კოლონიალიზმი არ დასრულებულა


Recommended Posts

 

სოციალიზმის დამყარების შემდეგ,მის უმაღლეს ფაზაში–კომუნიზმში კოსმოსური სიჩქარით მსწრაფი სსრკ, რატომღაც ისტორიულ სანაგვეზე აღმოჩნდა კრახგანცდილი ინგლისისა და კაპიტალისტური საფრანგეთის ვალებითურთ

რაც შეეხება საქართველოსა და მთელი სსრკ–ს გამოკვებას, უფრო პირიქით ხომ არ იყო დღევანდელი "რაციონიდან" გამომდინარე,როცა მხოლოდ საკუთარი თავი ყავთ გამოსაკვები და ...

საფრანგეთის რევოლუცია დემოკრატიულ-კაპიტალისტური რევოლუციამ, იგივე გზა გაიარა ზუსტად რაც მომავალში სოციალისტური რევოლუციამ გაიარა. რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფალნი, ერთნაირად იქცეოდნენ. რა კაპიტალისტურ საფრანგეთში უფრო ფასობდა ადამიანის სიცოცხლე ვიდრე საბჭოთა კავშირში?

 

 

ეს ვერ გავიგე და სიგნაჩაში ჩაგითვლი

საფრანგეთის რევოლუციის დამხობის შემდეგ, მიჩნეული იყო რომ მონარქიამ საბოლოოდ გაიმარჯვა. რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ იყვნენ სიცოცხლის უნარიანნი. მაგრამ რა მოხდა? გავიდა 50-წელი და კვლავ მეორე რევოლუცია მოხდა საფრანგეთში, თუმცა ამ რევოლუციამაც გამოიწვია ჩავარდნა, რადგან რევოლუციის შემდეგ დემოკრატიას დიდი ხანი არ უარსებია. 10 წელი იმპერატორ ნაპოლეონ III მართველობის შემდეგ, როცა ნაპოლოენ III დაემხო საბოლოოდ დამკვიდრდა დემოკრატიული წეს-წყობილება საფრანგეთში. ანუ მთელი 19-ე საუკუნე ევროპაში იყო ბრძოლა რათა დემოკრატიული წეს-წყობილება დამყარებულიყო. ესეა სოციალიზმიც, კი სსრკ-მ კრახი განიცადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოციალიზმმა როგორც იდეოლოგიამ განიცადა კრახი, მე მგონია რომ ეს იყო იმპერიული და ტოტალიტარული რეჟიმის კრახი და არა სოციალიზმის. სოციალიზმი კვლავ არსებობს ჩინეთში და ვიეტნამში, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნები არიან. ჩინეთი თავის ეკონომიკით დღეს მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

 

მე მგონია რომ ჩინეთი საბოლოოდ გვცვენებს იმ გზას, თუ როგორ შეიძLება იარსებოს სოციალიზმმა, მაგრამ ამ გზას მერე უფრო განავიტარებს ევროპა და ამ ეკონომიკურ გამოცდილებას, დემოკრატიული გამოცდილებაც რომ დაემატება, მივიღებთ ისეთ სოციალიზმს, სადაც ყველას მოუნდება ცხოვრება.

 

მე ეხლა მივდივარ ახალციხეში, ასე რომ 10-მდე ვერ დაგეკონტაქტებით.. იფიქრეთ ამ საკითხზე! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაპიტალისტურ საფრანგეთში უფრო ფასობდა ადამიანის სიცოცხლე ვიდრე საბჭოთა კავშირში?

 

ეს იყო იმპერიული და ტოტალიტარული რეჟიმის კრახი

...............................

 

სოციალიზმი კვლავ არსებობს ჩინეთში და ვიეტნამში, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნები არიან. ჩინეთი თავის ეკონომიკით დღეს მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მაშინ გამოდის, რომ ამათზე მეტად განვითარებული ქვეყნებიც ყოფილან და ეს როგორაო :)

ისე ვიეტნამის განვითარება ცოტა ხმამაღლა ხომ არაა დაწერილი,ისევე როგორც ჩინეთის მეორე ადგილი

რაღაც დავოსში ვერ ვუმზერ ამ ამხანაგებს :yes: და აქვე: პირველ ადგილზე რომელი სოც.ქვეყანაა? :)

წარმოდგენილი მაქვს აშშ–ევროპელი გასტარბაიტერების მოზღვავება ჩინეთში ან ვიეტნამში :givi: :givi:

 

მე ეხლა მივდივარ ახალციხეში, ასე რომ 10-მდე ვერ დაგეკონტაქტებით..

მესმის სოციალისტების

მუდამ ხალხზე ზრუნვა და დროის უკმარისობა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სანამ იერარქიის მაღალ საფერხურზე მივიდოდა ცნობა, თუ რა სჭირდებოდა ხალხს, ამ დროს რაღაც რესურსი განცდიდა დეფიციტს ბაზარზე

აუ გაჩერდი რა. იმ დროის პარტიული ფუნქციონერივით ლაპარაკობ.

 

უამრავი ადამიანია სოციალურად და ეკონომიკურად გაჭირვებული

და კიდევ დიდხანს იქნება. ყველა ქვეყანამ, სადაც ახლა ხალხი ნორმალურად ცხოვრობს, გაიარა ეს გზა. ჩვენ 70 წელი ვიარეთ მახინჯი გზით და ეს გაჭირვება და დაუცველობა იმ მახინჯი გზით სიარულის საფასურია.

 

 

შეადარე ინგლისის კოლონიები და სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკები, რა ერთნაირი ექსპლუტაცია იყო?

და კიდევ ერთხელ ვერაფერს ვიტყვი გარდა ამისა: ბიჯო, ბიჯოოო, ბიჯოოოოოო. გადაშალე რა ისტორიის წიგნი, ინგლისმა რომელ წელს მიანიჭა იმ თავის კოლნიებს თავისუფლება იცი? ეპოქებს და მიდგომებს შორის სხვაობას ვერ ამჩნევ? საბჭოთა კავშირი კი იმ თავისუფლების მინიჭებიდან 20 და 30 წლის შემდეგ შესაბამისად ჩეხეთში და ავღანეთში შეიჭრა შეიარაღებული ძალებით! ქვეყნებში რომლებიც ფორმალურად დამოუკიდებლები იყვნენ და ჩეხეთი მისსავე მოკავშირედ ითვლებოდა! ხალხი დახოცა, ხელისუფლება შეცვალა და ათასი ღორობა ჩაიდინა. ცოტა ადექვატურობას მოუხმე, ინგლისს და სსრკს -ს ადარებ ერთმანეთს და ინგლისი უარესი გამოგყავს? დამოუკიდებლობას როცა მივაღწიეთ დაგვანება თავი? არ გვეომება აგერ უკვე 20 წელია ჩვენს ტერიტორიაზე? სასწაულია პირდაპირ როგორ შეიძლება ადამიანს ასე ჰქონდეს ტვინი გადაბრუნებული, ეს რა ჭირი გვჭირს მართლა :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

საფრანგეთის რევოლუციის დამხობის შემდეგ, მიჩნეული იყო რომ მონარქიამ საბოლოოდ გაიმარჯვა. რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ იყვნენ სიცოცხლის უნარიანნი. მაგრამ რა მოხდა? გავიდა 50-წელი და კვლავ მეორე რევოლუცია მოხდა საფრანგეთში, თუმცა ამ რევოლუციამაც გამოიწვია ჩავარდნა, რადგან რევოლუციის შემდეგ დემოკრატიას დიდი ხანი არ უარსებია. 10 წელი იმპერატორ ნაპოლეონ III მართველობის შემდეგ, როცა ნაპოლოენ III დაემხო საბოლოოდ დამკვიდრდა დემოკრატიული წეს-წყობილება საფრანგეთში. ანუ მთელი 19-ე საუკუნე ევროპაში იყო ბრძოლა რათა დემოკრატიული წეს-წყობილება დამყარებულიყო. ესეა სოციალიზმიც, კი სსრკ-მ კრახი განიცადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოციალიზმმა როგორც იდეოლოგიამ განიცადა კრახი, მე მგონია რომ ეს იყო იმპერიული და ტოტალიტარული რეჟიმის კრახი და არა სოციალიზმის. სოციალიზმი კვლავ არსებობს ჩინეთში და ვიეტნამში, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნები არიან. ჩინეთი თავის ეკონომიკით დღეს მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

:pupuza:

 

საღოლ ნუკრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ნუკრიკო ევროპელთ ცხოვრების დონე მაღალია არა კოლონიების არამედ მაღალი შრომის ნაყოფიერების ხარჯზე,რაც განპირობებულია პირველ რიგში შრომის სწორი ორგანიზებით, მტავრობიდან დაწყებული ეკონომიკის ბოლო რგოლიტ დამთავრებული. გადასახადებს რაც შეეხება, ტქვენ 20% ს ხელფასის აღებისას იხდით .სანამ მას საქონლად აქცევთ კიდევ იხდიტ რამოდენიმე გადასახადს. ის რომ საქარტველოს ბიუჯეტი მშპ-ს 40%-ია ნიშნავს რომ დაახლოებიტ ამდენივეა რეალური გადასახადი. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი. 2003 წლიდან ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის ათჯერ მშპ დაახლოვებით ორჯერ. ეს ნიშნავს რომ რეალური გადასახადი დაახლოვებით ხუთჯერ გაიზარდა. ეკონომიკისტვის და ჩვენი კუჭებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ქაღალდზე რა წერია.ისე უფრო მთავარია არა რამდენს იხდი არამედ რაში იხდი /მიშას გარტობაში თუ იმ სერვისში რომელსაც მთავრობა უნდა გთავაზობდეს/და როგორ იხდი იძულებით თუ ნებით. მემარცხენეობას რაც შეეხება მათი მთავარი მიზანი სწორი განაწილებაა და შექმნაც რომ არის საჭირო საერთოდ ავიწყდებათ. იმას რომ თავი დავანებოთ ,რომ მდიდარს ართმევ Gარიბს აძლევ უფრო ხშირად კასპში ერთ დიდ კლდეში ჩადებულ შვიდას თუმნად იქცევა. . .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ნუკრიკო ევროპელთა ცხოვრების დონე მაღალია არა კოლონიების არამედ მაღალი შრომის ნაყოფიერების ხარჯზე,რაც განპირობებულია პირველ რიგში შრომის სწორი ორგანიზებით, მტავრობიდან დაწყებული ეკონომიკის ბოლო რგოლით დამთავრებული. გადასახადებს რაც შეეხება, ტქვენ 20% ს ხელფასის აღებისას იხდით .სანამ მას საქონლად აქცევთ კიდევ იხდით რამოდენიმე გადასახადს. ის რომ საქარტველოს ბიუჯეტი მშპ-ს 40%-ია ნიშნავს რომ დაახლოებით ამდენივეა რეალური გადასახადი. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი. 2003 წლიდან ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის ათჯერ მშპ დაახლოვებით ორჯერ. ეს ნიშნავს რომ რეალური გადასახადი დაახლოვებით ხუთჯერ გაიზარდა. ეკონომიკისტვის და ჩვენი კუჭებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ქაღალდზე რა წერია.ისე უფრო მთავარია არა რამდენს იხდი არამედ რაში იხდი /მიშას გართობაში თუ იმ სერვისში რომელსაც მთავრობა უნდა გთავაზობდეს/და როგორ იხდი იძულებით თუ ნებით. მემარცხენეობას რაც შეეხება მათი მთავარი მიზანი სწორი განაწილებაა და შექმნაც რომ არის საჭირო საერთოდ ავიწყდებათ. იმას რომ თავი დავანებოთ ,რომ მდიდარს ართმევ ღარიბს აძლევ უფრო ხშირად კასპში ერთ დიდ კლდეში ჩადებულ შვიდას თუმნად იქცევა. . . Edited by avto 1961
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამხანაგებო დავბრუნდი ახალციხის ტოტალიტარულ ქალაქ-სახელმწიფოდან და მზად ვარ გავცე ყველა შეკითხვასა თუ "პროვოკაციას" სათანადო პასუხი. "პროვოკატორი ადგილზე დაიხვრიტება" ჯ.იოსელიანი

Ostap

მაშინ გამოდის, რომ ამათზე მეტად განვითარებული ქვეყნებიც ყოფილან და ეს როგორაო

მაგას არავინ არ უარყოფს. მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა და განვითარების ტემპები გვაჩვენებს რომ 8- წელიწადში ჩინეთის ეკონომიკა და აშშ-ის ეკონომიკა დაახლოებით ერთნაირი ზომის იქნება. ხოლო 15-წლის შემდეგ კი ჩინეთი აშშ-ის ჩამოიტოვებს, თუ რა თქნა უნდა ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ, თუ შეცვალა თავის ეკონომიკური დოქტრინა და შემოიტანა სოციალისტური გამოცდილება, მაშინ დიდი ალბათობით აშშ-ი კვლავ დარჩება წამყვანი სახელმწიფო. (რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, თუმცა სიმართლე გითხრათ სურვილი მაქვს იმის, რომ ამერიკა შეიცვალოს)

Saturn

აუ გაჩერდი რა. იმ დროის პარტიული ფუნქციონერივით ლაპარაკობ.

მე ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ ამ შემთხვევაში და თუ ფაქტი არ მოგწონს, მე რა შუაში ვარ?

და კიდევ დიდხანს იქნება. ყველა ქვეყანამ, სადაც ახლა ხალხი ნორმალურად ცხოვრობს, გაიარა ეს გზა. ჩვენ 70 წელი ვიარეთ მახინჯი გზით და ეს გაჭირვება და დაუცველობა იმ მახინჯი გზით სიარულის საფასურია.

აქაც მარქსისტული აზროვნებაა რა.. ყველამ უნდა განვლოს რაღაც კონკრეტული გზა, რათა მივიდეს ახალ ფორმაციამდე. თუმცა აი ამ ლოგიკას აქვს თავისი კრიტიკოსები, რომელიც ამ ლოგიკას ანადგურებს, კერძოდ კი: ბალტიისპირეთის მაგალითი. 60 წელი იყო ბალტიისპირეთი დაქვემდებარებული, თუმცა შეძლო კარგი დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნა, ჩემი აზრით პირველ რიგში ინოვაციების დანერგვის ხარჯზე. (პ.ს სკაიპი არა კერძო ფირმამ, არამედ სახელმწიფომ გაყიდა ;))

 

და კიდევ ერთხელ ვერაფერს ვიტყვი გარდა ამისა: ბიჯო, ბიჯოოო, ბიჯოოოოოო. გადაშალე რა ისტორიის წიგნი, ინგლისმა რომელ წელს მიანიჭა იმ თავის კოლნიებს თავისუფლება იცი? ეპოქებს და მიდგომებს შორის სხვაობას ვერ ამჩნევ? საბჭოთა კავშირი კი იმ თავისუფლების მინიჭებიდან 20 და 30 წლის შემდეგ შესაბამისად ჩეხეთში და ავღანეთში შეიჭრა შეიარაღებული ძალებით! ქვეყნებში რომლებიც ფორმალურად დამოუკიდებლები იყვნენ და ჩეხეთი მისსავე მოკავშირედ ითვლებოდა! ხალხი დახოცა, ხელისუფლება შეცვალა და ათასი ღორობა ჩაიდინა. ცოტა ადექვატურობას მოუხმე, ინგლისს და სსრკს -ს ადარებ ერთმანეთს და ინგლისი უარესი გამოგყავს? დამოუკიდებლობას როცა მივაღწიეთ დაგვანება თავი? არ გვეომება აგერ უკვე 20 წელია ჩვენს ტერიტორიაზე? სასწაულია პირდაპირ როგორ შეიძლება ადამიანს ასე ჰქონდეს ტვინი გადაბრუნებული, ეს რა ჭირი გვჭირს მართლ

ვასკვნი იმას რომ შენ სტატიას, ჯიუტად არ კითხულობ.

 

ეხლა შემდეგი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის იმპერიამ ამოწურა იმის რესურსი, რომ იმპერიად დარჩენილიყო, ამიტომ არეულობას ამჯობინა, დამოუკიდებლობის მიცემა. ამის გარდა რელურად უამრავ ყოფილ ინგლისის კოლონიაში (აფრიკაში) ინგლისური კომპანიები კვლავ განაგძობდნენ თავიან კოლონიალურ მოქმედებას. სუეცის არხი, რომ აიღო ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნახო ინგლისის აგრესიული მოქმედება. ეგვიპტე გადაურჩა ოკუპაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლის არ გააჩნდა რესურსები და აშშ-ს პირობა იყო, რომ თუ კი ინგლისი გაიყვანდა ეგვიპტიდან ჯარს, მხოლოდ ამის შემდეგ ასესხებდა ფულს. ინგლისი იძულებული იყო გაეყვანა ეგვიპტიდან ჯარი.

 

შემდეგი მაგალითი დასავლურ ქვეყნების: 1) ვიეტნამის ომი (საფრანგეთ-ვიეტნამის, აშშ-ვიეტნამის ომი, ამ ომის დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიეტნამელი დაიღუპა, ზოგი მონაცემებით 2 მილიოამდე, ზოგი მონაცემებით 2 მილიონზე მეტი) 2) ერაყის ომი სადაც უკვე ოფიციალურად 1 მილიონი ადამიანია დაღუპული. (ეხლა არ თქვათ, ატომური ბომბი ჰქონდა სადამსო) 3) ლათინურ ამერიკაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცეოდნენ ამერიკელები.

 

შეადარე ეხლა შენ ეს მაგალითები იგივე საქართველოს და მიხვდები, რომ არა რუსების კეთილგანწყობამ, არამედ იმ პოლიტიკურმა სისტემამ (საბჭოთა) იხსნა საქართველო იმგვარ რეპრესიებისა და გენოციდისგან, რომელსაც კაპიტალისტური ქვეყნები აწარმოებდნენ თავიანთ კოლონიებში. ამის გარდა ეხლა რადგან რუსეთი ახლა კაპიტალისტური ქვეყანაა, სწორედ ამიტომ რუსეთი უფრო საშიშია და უფრო რეპრესიული ამ მხრივ.

[/b

 

avto 1961

ბატონო ნუკრიკო ევროპელთ ცხოვრების დონე მაღალია არა კოლონიების არამედ მაღალი შრომის ნაყოფიერების ხარჯზე

უკაცრავად და მაღალი შრომითი ნაყოფიერება აზიელებს (ჩინელებს, ვიეტნამელებს და ა.შ) რომ აქვთ, ისეთი ევროპელებს და ამერიკელებს არც დაესიზმრებათ. მაგრამ სწორედ იმპერიალიზმის ხარჯზე, ევროპელები უკეთესად ცხოვრობდნენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე აზიელები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკონომიკურმა კრიზისმა და განვითარების ტემპები გვაჩვენებს რომ 8- წელიწადში ჩინეთის ეკონომიკა და აშშ-ის ეკონომიკა დაახლოებით ერთნაირი ზომის იქნება. ხოლო 15-წლის შემდეგ კი ჩინეთი აშშ-ის ჩამოიტოვებს, თუ რა თქნა უნდა ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ, თუ შეცვალა თავის ეკონომიკური დოქტრინა და შემოიტანა სოციალისტური გამოცდილება, მაშინ დიდი ალბათობით აშშ-ი კვლავ დარჩება წამყვანი სახელმწიფო.

როგორც გავიგე, ჩინეთის ეკონომიკა 15 წლის შემდეგ გადაუსწრებს აშშ–ს ეკონომიკას( :ravic: კარგი ბატონო)

ე.ი. აქამდე რატომღაც ამერიკა უსწრებს ყოველგვარი "სოციალისტური გამოცდილების" გარეშე და რატომ მაინცდამაინც 15 წლის შემდეგ უნდა შეიცვალოს აშშ–მ გამოცდილება(თან სოციალისტურზე)

იქნებ, პირიქით, ჩინეთს შეეცვალა და "დამპალ კაპიტალიზმზე" გადასულიყო (სხვათაშორის ჩინეთი აკოპირებს დამპალი აშშ–ს ძალიან ბევრ და ცნობილ მარკას და არა – აშშ,რაც ხშირად მწვავე კონფრონტაციაში გადაზრდილა)

რაც შეეხება კრიზისს, ვისაც აქვს–ის კარგავს,აბა ღატაკმა რა უნდა დაკარგოს :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

იქნებ, პირიქით, ჩინეთს შეეცვალა და "დამპალ კაპიტალიზმზე" გადასულიყო

აუჰჰჰჰჰჰჰჰ.......... რამდენჯერ ვიკამათე აქ მყოფ ხალხთან ამ თემაზე და მაინც იგივეს იმეორებს..

 

კაი რაც ადრე დავწერე და მერე მილიონჯერ ვაკოპირე, კიდე ერთხელ დავაკოპირებ..

 

 

 

ჩინეთის ეკონომიკა – 8,7 ტრილიონი , ინდუსტრია 46,8%= 4,2 ტრილიონი, ზრდის ტემპი 10%. 10 წელიწადში ეკონომიკა =21 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,4 ტრ

 

ამერიკის ეკონომიკა – 14 ტრილიონი, ინდუსტრია 22%= 3 ტრილიონი, ზრდის ტემპი 2%, 10 წელიწადში ეკონომიკა =17 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,8 ტრ

 

ანუ ჩინეთის ეკონომიკა 8 წელიწადში მოცულობით გაუსწრებს ამერიკას, დღეს კი ინდუსტრიით უკვე უფრო დიდია

 

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით 25– 30 წელი დაჭირდება, რომ დაეწიოს. მაგრამ, მას შემდეგ რაც ჩინეთის ეკონომიკა მსოპლიოს ტექნოლოგიური ლიდერი გახდება ( და ეს ალბათ 8 წელიწადზე ადრე მოხდება), მით უმეტეს კი როცა მოცულობით გადააჭარბებს ამერიკისას (8 წელში), ამერიკული ვალუტის ადგილს დაიკავებს ან ჩინური ან საერთაშორისო ვალუტა. ამ დროისთვის ჩინეთი უკვე თავის ვალუტას თავისუფალ ბაზარზე გამოიტანს, რამდენადაც ექსპორტის მხარდასაჭერად ხელოვნურად ფიქსირებული კურსი აღარ დასჭირდება. ეს ამერიკის ზრდის პოტენციალს არა თუ გააუარესებს, არამედ ევროპულზე უკან დასწევს, ჩინეთის ზრდის ტემპი კი შეიძლება უფრო დაჩქარეს და 12 % ს გადააჭარბოს. ასეთ შემთხვევაში ჩინეთი 20 წელიწადში გაასწრებს ცხოვრების დონით ამერიკას, 14 წელიწადში კი ორჯერ დიდი ეკონომიკა იქნება, რაც არ მარტო საერთაშორისო ეკონომიკის სტრუქტურას შეცვლის არამედ გეოპოლიტიკასაც.

 

როცა ჩინეთი ყველაზე დიდი ეკონომიკა იქნება ( 8–10 წელი) ყველა მას მიაკითხავს კრედიტისთვის, ყველ ბაზარი იძულებული იქნება კარი გაუხსნას მის საქონელს და ინვესტიციებს, ეყოლება ყველაზე ძლიერი არმია დ აყველაზე დიდი მოსახლეობა. მოწინავე ტექნოლოგიებთან ერთად ეს ჩინეთს საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებს უკარნახოს პოლიტკები.

 

რას შეცვლის ჩინეთი საერთასორისო პოლიტიკაში?

 

პირველ რიგში აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ალბათ მხარს დაუჭერს სეცესიური პროცესების შეზღუდვას .

 

რამდენადაც ენერგეტიკული რესურსები და სხვა ნედლეული დაჭირდება, ეცდება რუსეთის და სხვა რესურსების მიმწოდებელი ქვეყნების დაქვემდებარებას. აქედან გამომდინარე პირველ რიგში რუსეთი გახდება მისი სამიზნე. რუსეთის დღევანდელი ეკონომიკური სტრუქტურა (ნედლეულის მიმწოდებლის) სავსებით აწყობს ჩხინეთს და ამის შენარჩუნებას შეეცდება. ამის მისაღწევად რუსეთის სეცესიური კონფლიქტებით მანიპულირებას თავის ხელში აიღებს. რამდენადაც დაზვერვა და საეთაშორისო პოლიტიკის ძალოვანი ინსტრუმენტები არა აქვს განვითარებული, იმოქმედებს ღიად – კრედიტებით, ფასებით, ინვესტიციებით და იარაღის მიყიდვითაც კი. ასეთ პოლიტიკაში ევროპა გახდება ჩინეთის ბუნებრივი მოკავშირე, ხოლო რუსეთის ყოფილ გავლენის სფეროებს გადაინაწილებენ ევროპა (დსავლეთში) და ჩინეთი (აღმოსავლეთში). ამერიკა დაკარგავს გავლენას სამხრეთამერიკაში, რომელიც უკვე ცდილობს ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობას. შტატები ეცდებიან ინდოეთთან ურთიერთობის ხარჯზე დააბალანსონ ჩინეთი. ამ ფონზე ისლამური სამყარო ჩინეჩის მოკავშირე გახდება, რომელიც თუნდაც ნავთობის ფასების გამო მიებმება ჩინეთს. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი მოქნილი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო ( ალტერნატიული ენერგოწყაროების დიდი წილი ინდუსტრიაში) უფრო ადვილად მართავს ნავთობის და გაზის ფასებს ვიდრე ამერიკა ახერხებდა ამას, როცა ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო.

 

ფაქტიურად ჩინეთი მრავალწილად ამერიკის ადგილს დაიკავებს – ნედლეულის მწარმოებელი რეგიონები მასზე დამოკიდებული გახდება ( ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ისლამური სამყარო, და რუსეთი). ამასთან ამ ქვეყნებს არ ექნებათ ტრადიციული შუღლი ჩინეთთან, რაც ეხლა ამერიკასთან აქვთ. ეს ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიური წესრიგის მშვიდობიან დამყარებას. თუმცა მშვოდობიანი გარდაქმნებისათვის მთავარი იქნება ჩინეტის მიდგომა განვითარბასთან.

 

ჩინური მოდელის მიხედვით ბაზრების გაფართოება აღარ არის განვითარების წყარო, რაც ადრე ომების ძირითადი მიზეზი იყო. ახალი მოდელის მიხედვით ყველას შეუძლია, თუ მოისურვებს, გონიერი მთავრობა ყავდეს, მოსახლეობამ მოხმარება შეზღუდოს და დაგროვილი ინვესტიციები წარსამართოს ინოვაციებში. აქედან გამომდინარე ნედლეულის მიმწოდებელ ქვეყნებსაც კი შეეძლებათ სხვათა თანაბრად განვითარდნენ, რათა აღარავინ აიძულებს (როგორც ამას ამერიკა აკეთებდა) მხოლოდ ის აკეთონ რისი კეთებაც ეხლა შეუზლიათ. ეს შეამცირებს საერთაშორისო დაძაბულობას. მაგრამ ასეთი პოლიტიკების განვითარებისათვის ბევრ ქვეყანას მოუწევს ტრადციული ელიტების შეცვლა, რამდენადაც ბევრი მათგანი გამდიდრებაზე ორიენტირებულია განვითარების სანაცვლოდ.

 

იქნება ტუ არა ეს შეცვლა რევოლუციების ტალღა და რა ადგილს დაიკავებს მომავალში დემოკრატია? ალბათ ჩინეთი თვიტონ განიცდის დემოკრატიზაციას, მაგრამ ეს არ იქნება ტრადიციული საარჩევნო პოლიტიკური სისტემა. დემოკრატიის განსაზღვრება გასცდება საარჩევნო დემოკრატიის ფარგლებს, მაგრამ ეს ვერ შეცვლის დემოკრატიის არსს – მონაწილეობის აუცილებლობას გადაწყვეტილებებში.

 

რამდენადაც ჩინეთს ღირსებაზე დაყრდნობილი და სეკულარული სახელისუფლებო სიტემის ტრადიციული გამოცდილება აქვს, დემოკრატიზაციის პროცესი წავა, ალბათ, შიდა პარტიული დემოკრატიის გზით, რასაც პოლიტიკური კლასის ტრადიციული სტრუქტურის გაუქმება შეიძლება მოყვეს. რა მოხდება თუკი საერთოდ აღარ იქნება პოლიტიკური პარტიები, მემარცხენეობა და მემარჯვენეობა? ეს სავსებით წარმოსადგენია, რამდენადაც ჩინური მიდგომა განვითარებისადმი მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის ტრადიციულ დაპირისპირების მიღმურ გდაწყვეტილებებს გვთავაზობს.

 

მაშ როგორ იქნება პოლიტიკური კლასი ორგანიზებული? ეს ალბათ უფრო დაემგვანება განათლებულ ბიუროკრატიას –ბიუროკრატები პოლიტიკური პრტიებიდან კი არ მოვლენ იმის გამო, რომ კარგი ინტრიგანები არიან, არამედ შეირჩევიან გამოცდების მიხედვით. ესენი უფრო კარიერული ტექნოკრატები და საუნივერსიტეტო ელიტის წარმომადგენლები იქნებაიან. კი მაგრამ ხელისუფლება როგორ შეიცვლება, ხელისუფლება ხომ რყვნის? ხელისუფლება იქნება მუდმივი ცვლის პროცესში – ქვემოდან ზემოთ ნიჭირები და მცოდნეები მუდმივად ჩაანაცვლებენ ზემდგომებს. საუკეთესო ინჟინრებს და ექიემებს ხომ არავინ ირჩევს? ესე დაემართებათ პოლიტიკოსებსაც.

 

მედიაში თავისუფლება გაიზრდება და საზოგადოებრივი დისკუსია აღარ იქნება ისეთი კონტროლის ქვეშ როგორც ეხლანდელ ჩინეთშია, მაგრამ აღარ იქნება ისეთი რამის აუცილებლობაც, როგორიცაა დიდი ბიზნესის ქვეშ მყოფი პროპაგანდისტული მედია, რაც ტრადიციული დასავლური სტრუქტურული თავისებურებების ხარვზია და ასევე ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. მედია ბიზნესის მაგივრად უფრო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გადაინაცვლებს. მედიის თვითრეგულაციაც და სახელმწიფო რეგულაციაც უფრო დიდი იქნება ვიდრე ეხლაა დასავლეთში, მაგრამ ჯამში სიტყვის თავისუფლება ყველგან მოიმატებს.

 

რა დემართებათ მდიდრებს? აღარ წავლენ პოლიტიკაში თავიანთი კლასის ინტერესების დასაცავად? რა თქმა უნდა წავლენ, მაგრამ ისეთი გავლენა არ ექნებათ, როგორც ეხლა აქვთ ამერიკაში. ფულის ტომრებს ჯამში მეტი ჭკუა ექნებათ და ჭკუის მიხედვით უფრო მოხვდებიან პოლიტიკაში ვიდრე სიმდიდრის მხარდაჭერით. ეს თავისთავად უფრო დემოკრატიულს გახდის სისტემას.

 

შესაძლებელი კია საზოგადოების მეცნიერული მართვა ასეთმა სისტემამ რომ გაძლოს? ფაქტია, რომ ჩინეთში განათლებული ბიუროკრატია ათეულობით საუკუნის წინაც ამართლებდა. ეხლაა მას მეტი შანსი ექნება. მაგრამ ეს პოლიტიკურ დაპირისპირებებს ვერ მოსპობს. პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ერთი სტრუქტურის შიგნით იქნება და ხალხის უშუალო საოგადოებრივ აზრს პოლიტიკურ კარიერებზე გავლენა დაეკარგება.

 

მაშინ ხალხის როლი როგორი იქნება? როგორ შევცლიან ხელისუფლებას? ხელისუფლება პიროვნებების სახით უფრო იქნება ხალხზე დამოკიდებული ვიდრე პარტიების სახით. ეს ეხლაც ტენდენციაა მსოფლიოში, მაგრამ კიდევ უფრო გამოიკვეთება და ინსტიტუციონალიზაციას განიცდის. გაძლიერდება პოლიტიკოსებზე სასამართლო კონტროლი და აღარ იქნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებების გამო დაუსჯელობაზე მდუმარე შეთანხმება საზოგადოებაში. საზოგადოებბრივი აზრის გამოკითხვები გაძლიერდება, მაგრამ პოლიტიკური არჩევნების სახე აღარ ექნებაიმიტომ, რომ უბრალო გამოკითხვისაგან არაფრით განსხვავდება თავისი ღირებულებით. სისტემა იქეთკენ წავა, რომ უამრავ გამოკითხვას თავისი ინსტიტუცინალიზებული ადგილი ექნება ამა თუ იმ თანამდებობის პირის კარიერაზე.

 

ხელისუფლების დეცენტრალიზაციის დონე გაიზრდება, რის ტრადიციაც ჩინეთში ასევე ძლიერია.

 

პოლიტიკრი სისტემების მოდის წინასწარმეტყველება დეტალებში ძნელია, მაგრამ ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საარჩენო დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ტრადიციული დაპირისპირება შემცირდება და გზას დაუთმობს მეტ დეცენტრალიზაციას, სოციალურ თანსწორობას, განათლებულ არაკორუმპირებულ ბიუროკრატიას და პოლიტიკურ კარიერას, რომელიც თანაბრად იქნება დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე და კარირულ კიბეზე გადადგილებისათვის საწირო პროფესიულ ავტორიტეტზე (კოლეგიური ინსტიტუტების შეფასებებზე). არჩევითი დემოკრატია დარჩება, მაგრამ ადგილობრივ დონეეებზე. ფდერალური პირდაპირი არჩევნები, რაც სინამდვლეში ხალხის ინფორმირებულ არჩევნაზე ეხლაც არ არის დამოკიდებული, ნელ ნელა გაქრება. ასეთი ტედენციები უფრო გამოხატული იქნება დიდ სახელმწიფოებში მაშინ, როცა პატარა ქვეყნებში ტრადიციული დასავლური საარჩევნო დემოკრატიები კვლავ მოდაში იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჩინეთის ეკონომიკა 8 წელიწადში მოცულობით გაუსწრებს ამერიკას

ამან ხო შე###ა ამ ჩინეთით რა :suicide2: გაუსწრებს თუ მასე გაგრძელდება ყველაფერი. ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო არ უსწავლებიათ შენთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მართლა გადაიგლიჯინა ჩინეთმა და მისი მომძლავრება არავის არ გვაწყობს, სხვათა შორის მისი გაძლიერება ამერიკის ბრალია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

Saturn

avto 1961

Grig

Siknadmo

დეკომოდიფფიკაცია

 

მშრომელთა ემანსიპაციის ძირითად პროცესს ანდერსონი აანალიზებს, როგორც ‘დეკომოდიფიკაციას’. ანუ, თუ კაპიტალიზმი მშრომელს აქცევს უბრალო საქონლად, ყიდვა გაყიდვის საგნად, ‘კომოდითი’, მაშინ მისი განთვისუფლება იქნება ისეთი მდგომარეობა, როცა იგი ბაზრზე შრომის გაყიდვის გარეშეც გდაირჩენს თავს და თვისუფალი ქნება აირჩიოს უნდა თუ არა ბაზარზე მონაწილეობა. ერთ მხრივ, ამის მისაღწევად სჭიროა, რომ სოცალური დაცვა და სოციალური სერვის გახდეს მშომელის კანონიერი უფლება ისევე, როგრც საკუთრების უფლება, რომელიც ქმნის ძლაუფლების საფუძველს კაპიტალისტისთვის. მეორე მხრივ, სოციალური დაცვა ბაზრიდან უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა სიმბოლური.

 

 

 

ამას გარდა მშორმელთა სვადასხვა სტრატები თვს უნდა გრძნობდნენ ერთი ინტერესის ჯგუფად, რათა სოლიდარობამ მათ პოლიტიკური ძალუფლება შეძინოს სპარლამენტო გზით.

 

 

 

საკნდინავიური გზა

 

ამ ორი ამოცანის გდასაწყვეტად სკანდინავიური ( შვედური) მოდელი აკეთებს ორ რამეს სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. პირველი დონის დაცვა სახელმწიფო სოციალური სერვისების მხრიდან არის უნივერსალური და თანაბარი, რაც ყველას ეკუთვნის შრომითი გამოცდილების და შემოსავლების მიუხედავად. მეორე დონის დაცვა ითვალისწინებს ისეთ სერვისებს, რომლებიც ასევე უნივერსალურია მაგრამ დიფერენცირებული შემოსავლების მიხედვით. ეს მეორე დაცვა საშუალებას აძლევს საშუალო კლასს, რომ დაიკმაყოფილოს თავისი გაზრდილი მოთხოვნები სახელმწიფო სერვისის ხარჯზე და არ წავიდეს კერძო დაზღვევის სექტორში.

 

 

 

ამგვარად ორივე ამოცანა მიღწეულია მშრომელები აღარ არიან ბაზარზე დამოკიდებულები სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ამავე დროს ‘მდიდრები’ არ გრძნობენ თავს ცალკე ჯგუფად, რამდენადაც შეუძლაით თავიანთი მოთხოვენბის დაკმაყოფილება იგივე სახელმწიფო სერვისების ხარჯზე. ეს მათ საშუალებას აძლევს ერთი ინტერესის ამომრჩევლად გამოვიდნენ და პარლამენტარიზმის გზით შეინარცუნონ ძლაუფლება.

 

ეთილდღეობის რეჟიმები

 

ამგვარად ანდერსონის სიმპატიებია სკანდინავიური ‘დეკომოდიფიკაციის’ პოლიტიკის მხარეს, რომელიც ქმნის კეთილდდღეობის სახელმწიფოს ‘სოციალ დემოკრატიულ’ რეჟიმს. სვა რეჟიმებია ’კორპორატისტულ–ეტატისტური’ (corporate-statist) , როგორიც გერმანიასი და საფრანგეთშია, და ‘ლიბერალური’, როგორიც ამერიკაში და ბრიტანეთშია. ‘ლიბერალური’ რეჟიმი ხელს უწყობს ბაზრის გაბატონებას რამდენიმე გზით – მხოლოდ მინიმლაურ დაცვას იძლევა და ამიტო მშომელს ბაზრისკენ ერეკება, აფინანსებს კერზო სოციალური დაზღვევის სქემებს და ქმნის შესაბამის ბაზარს, ხელს უწყობს გაჭირვებულთა ‘მიზნობრივი’ დახმარებით ამ ჯგუფების სტიგმატიზაციას და შედეგად მშრომელთა სტატიფიკაციას რაც მათ საშუალებას უსპობს სოლიდარულ საამომრჩევლო ძალად გამოვიდნენ. ეს ბოლო რეჟიმი კარგად აღწერს საქართელოში გატარებულ პოლიტიკებს.

 

 

 

სხვათა შორის აქ ერთი რამეა საყურადღებო პოლტიკური თვალსაზრისით. სკანდინავიური რეჟიმი დიდ გადასახადებს მითხოვს, მაგრამ ეს გადასახადები საზოგადოების პროტესტს არ იწვევს განსხვავებით ლიბერალური რეჟიმისაგან, რომელსაც მცირე გადასახადები აქვს, მაგრამ ესენიც კი ძნელი შესანარჩუნებელია საპარლამენტო გზით, რამდენადაც მუდმივი პროტესტის ობიექტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩინეთის ეკონომიკა – 8,7 ტრილიონი , ინდუსტრია 46,8%= 4,2 ტრილიონი, ზრდის ტემპი 10%. 10 წელიწადში ეკონომიკა =21 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,4 ტრ

 

ამერიკის ეკონომიკა – 14 ტრილიონი, ინდუსტრია 22%= 3 ტრილიონი, ზრდის ტემპი 2%, 10 წელიწადში ეკონომიკა =17 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,8 ტრ

 

ანუ ჩინეთის ეკონომიკა 8 წელიწადში მოცულობით გაუსწრებს ამერიკას, დღეს კი ინდუსტრიით უკვე უფრო დიდია

 

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით 25– 30 წელი დაჭირდება, რომ დაეწიოს. მაგრამ, მას შემდეგ რაც ჩინეთის ეკონომიკა მსოპლიოს ტექნოლოგიური ლიდერი გახდება ( და ეს ალბათ 8 წელიწადზე ადრე მოხდება), მით უმეტეს კი როცა მოცულობით გადააჭარბებს ამერიკისას (8 წელში), ამერიკული ვალუტის ადგილს დაიკავებს ან ჩინური ან საერთაშორისო ვალუტა.

:)

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა არანაირად არ ნიშნავს ამერიკის ეკონომიკის დაქვეითებას :)

მთლიანად წავიკითხე და ვაფასებ შენს შრომას,მაგრამ შენდამი პატივისცემის მიუხედავად,უნდა გითხრა,რომ მასშტაბების მიუხედავად, რასაც ჩინეთი 10–15 წლის განმავლობაში აპირებს,მე 10–15 წუთის განმავლობაში განვახორციელე ვასიუკებში :)

 

რაც შეეხება ჩინეთის პოლიტიკურად მოძლიერებას,აქ დაგეთანხმები

რატომღაც მგონია,რომ აშშ–რუსეთის ორპოლუსიანმა მსოფლიომ მრავალგზის "პერეზაგრუზგისა" და დათბობების მიუხედავად, ვერ დააღწია თავი ცივი ომის საშიშროებას

ჩინეთი ამ კუთხით მესამე პოლუსის თუ მედიატორის როლს მაინც ითამაშებდა

ვოსტოკ – დელო ტონკოე :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

შენ ვერ წვდები, სოციალიზმის სიღრმეებს... :D

სოციალიზმის სიღრმეებში ჩამწვდარი სოციალისტი მანახა და არ მინდა არაფერი :yes:

15 წლის შემდეგ შეგხვდები პეკინის ფორუმზე და გავაგრძელოთ,მანამდე ჩინურსაც ვისწავლი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...