Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ს დიპლომატიურმა მიმოწერამ ქართულ ომზე იმას, თუ ვინ იყო რუსეთის მეგობარი ევროკავშირში შუქი მოჰფინა


Recommended Posts

აშშ-ს დიპლომატიურმა მიმოწერამ ქართულ ომზე იმას, თუ ვინ იყო რუსეთის მეგობარი ევროკავშირში შუქი მოჰფინა

 

ენდრიუ რეტმანი

 

ბრიუსელი – აშშ-ს დიპლომატიური დოკუმენტების დასტა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეხება, ხატავს ცოცხალ სურათს იმისას, თუ როგორ გაიხლიჩა ევროკავშირი რუსეთისადმი მეგობრულად და რუსეთისადმი მტრულად განწყობილ კლუბებად – გერმანელი დიპლომატები სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ რუსეთის არგუმენტებს, ხოლო ლატვიის აზრით ნატო-ს საქართველოსთვის შეიარაღების გაგზავნის საკითხი უნდა განეხილა

 

დაახლოებით 120 დოკუმენტი, ევროპაში მოქმედი ამერიკის საელჩოებიდან მოიცავს პერიოდს 7 აგვისტოდან, ანუ ომის ოფიციალურად დაწყების თარიღიდან 19 აგვისტომდე, ანუ ომის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ პერიოდამდე და ეს დოკუმენტები ოთხშაბათს, პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა WikiLeaks-ს შვილობილ ჟურნალის Russian Reporterის ვებ-საიტზე.

 

ერთ დოკუმენტს, ბრიუსელში 12 აგვისტოს, ნატო-ს ელჩების ექსტრაორდინალური შეხვედრის შესახებ, ასეთი ქვესათაური აქვს: „ნატო-ს წევრები საქართველოს კრიზისთან დაკავშირებულ პირველ შეხვედრაზე ერთიანობის დეფიციტს განიცდიდნენ“. შემდეგ დოკუმენტს, რომელიც 13 აგვისტოთია დათარიღებული, ასეთი სათაური აქვს: „მოკავშირეები თითქმის ორად გაიხლიჩნენ“.

 

12 აგვისტოს დოკუმენტში, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთობლივი ქმედებების მცდელობაზეა ლაპარაკი, ნაჩვენებია რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი იმ წინადადებებს უჭერდნენ მხარს, რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს შეჩერებას და რუსეთისადმი მტრულად განწყობილი განცხადების გავრცელებას უჭერდნენ მხარს, მაგრამ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ბანაკი, რომელსაც სათავეში ედგა საფრანგეთი და გერმანია და რომელშიც შედიოდნენ საბერძნეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, სლოვაკეთი და ესპანეთი, ბლოკავდნენ ამ ნაბიჯს.

 

13 აგვისტოს მოლაპარაკებებზე, რომელზეც მსჯელობდნენ უნდა მიეღო თუ არა რუსეთის გემს Ladniy მონაწილეობა ნატო-ს წვრთნებში, იგივე რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ბანაკი (ჩეხეთის რესპუბლიკა, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი), რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილს დაუპირისპირდა (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია და სლოვენია).

 

„ჩვენი წევრების ნაწილი, განსაკუთრებით გერმანია კრიზისთან დაკავშირებთ საქართველოს ბრალეულობის რუსულ არგუმენტებს სიტყვა-სიტყვით იმეორებს. სადაზვერვო მასალა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებისთვის გამოქვეყნდა შესაძლოა სასარგებლო ინსტრუმენტად იქცეს“ – ნათქვამია 12 აგვისტოს აშშ-ს დოკუმენტში – „გერმანიის თაოსნობით მოქმედი მხარე.. . ნატო-ს მომავალ მინესტერიალზე, ალბათ არ დაუჭერს მხარს არაფერს იმაზე მეტს, ვიდრე რუსეთისთვის შენიშვნის მიცემაა“ – ნათქვამია შემდეგ დოკუმენტში.

 

ევროკავშირის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ახალმა განხეთქილებებმა იჩინა თავი, მაგრამ ზოგადი კონტურები ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და დიდი ბრიტანეთის დაპირისპირებისა საფრანგეთის, გერმანიის და ნიდერლანდების წინააღმდეგ უცვლელი დარჩა.

 

როდესაც ბრიუსელში, 12 აგვისტოს ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე იმასთან დაკავშირებით უნდა გაზავდეს თუ არა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი რიტორიკა დებატები გაიმართა, შვედმა დიპლომატმა იოჰან ფრისელმა თავის ამერიკელ კოლეგას უთხრა: „ერთი ბანაკისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ისაა, რომ შეაჩერონ ტანჯვა და დარწმუნდნენ საზავო შეთანხმების დაცვაში, რაზეც მსჯელობა ან ბრალდება ძალიან ნაადრევია და ევროკავშირი ვერ იქნება მიკერძოებული ესენი არიან მალტა, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია და ნიდერლანდები. მეორე ბანაკი აცხადებს, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მათთვის მთავარი შეშფოთების საგანი ისაა, რომ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ინტერვენცია სუვერენულ ქვეყანაში და ამით დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები… ეს ქვეყნებია, ინგლისი, ბელგია, შვედეთი, დანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვენია, სლოვაკეთი და ბულგარეთი“.

 

ფრისელი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის იმისთვის აკრიტიკებდა, რომ ე.წ. ექვსპუნქტიან გეგმაში, ანუ საზავო შეთანხმებაში ის დაჰყვა პრო-რუსულ ფორმულირებებს, რამაც რუსეთს საქართველოში ჯარის დატოვების საშუალება გაურკვეველი ვადით მისცა: „ფრისელის თქმით, სარკოზის 16 საათიანი მოგზაურობა მოსკოვსა და საქართველოში წარმოადგენდა ფრთხილად შედგენილ პროგრამას, რისი შედეგიც „სარკოზის შოუ“ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საზავო შეთანხმება 16 საათის შემდეგ მზად არ იყო, საფრანგეთს წარმატებული ისტორია სჭირდებოდა და ასეთ წარმატებაზე დროზე ადრე გააკეთა განცხადება. შედეგად მივიღეთ უვარგისი დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება“.

 

დანარჩენი დოკუმენტები გერმანულ-რუსული დიპლომატიის უფრო ნიუანსურ სურათს იძლევა, ვიდრე ნატო-ს ანგარიშები. ერთ ტექსტში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი გერმანელი კოლეგა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „აშკარად შეძრული“ იყო რუსეთის ქმედებებით. უნგრელი დიპლომატის თქმით, შტაინმაიერმა მოსკოვს განუცხადა, რომ „მან გადალახა რუბიკონი“, მაგრამ კრემლმა მის თხოვნას უკან დახევის შესახებ ყურადღება არ მიაქცია. თავის მხრივ, კანცლერმა ანგელა მერკელმა უარი სთქვა, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკზე, რადგან „თუ ის მასთან კონტაქტის დამყარებას შეეცდება, ეს უაზროდ განამტკიცებდა პუტინის პოზიციას“ .

 

იტალიას აშშ-ს ყველაზე მძიმე კრიტიკა ერგო. ერთი დოკუმენტში იტალიის პრო-რუსული პოზიციის შესახებ ნათქვამია: „ბერლუსკონიმ და პუტინმა უკვე ილაპარაკეს და ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეეცდება პირადი ურთიერთობების გამოყენებას ამ ორს შორის, რათა იტალიამ საერთაშორისო ფორუმზე ჩაშალოს მისი ქმედებების დაგმობის მცდელობა“.

 

მეორეს მხრივ, ვაშინგტონი გააოცა რიგასა და ვარშავაში გაჩენილი უკმაყოფილების სიღრმემ.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, მაირ რეიკსტინსმა წარმოადგინა რუსეთისთვის დასაწესებელი შესაძლო სანქციების ნუსხა, რომელიც შეიცავდა სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმებას და რუსეთის გარიცხვას დიდი რვიანიდან. ლატვიის სახელმწიფო მდივანმა ნორმანს პენკემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა განიხილოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. „პენკეს, ყოფილ ელჩს მოსკოვში… რუსეთისადმი რამდენადმე კეთილგანწყობილი კაცის რეპუტაცია ჰქონდა. თქვენ მას დღეს ვერ იცნობდით, მისი ვნება ჭეშმარიტი ჩანდა, ხოლო მისი იმედგაცრუება რუსეთით და ნატო-ს უუნარობით, ღრმა იყო“ – ნათქვამია ამერიკულ დოკუმენტში.

 

კიდევ ერთ ამერიკულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ: „პოლონეთმა საქართველოს კონფლიქტისას გასაოცრად ძლიერი ლიდერის როლი დაიკავა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის შიგნით დასძლია ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიცია“ ევროკავშირის მინისტერიალის შეკრების მოთხოვნასთან დაკავშირებით და რუსეთისათვის ენერგეტიკული სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდა“. პოლონეთში შტაბის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრანჩიჟეკ გაგორმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეუტია რუსეთს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაბედული ვარაუდი გამოსთქვა: „პოლონეთს სჯერა, რომ სააკაშვილი რუსი აგენტების მანიპულაციებს ემსხვერპლა – შესაძლოა ისინი მის მრჩეველებს შორისაც იყვნენ რათა კარი გაეღოთ რუსეთის სამხედრო ქმედებებისთვის საქართველოში საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით“.

 

2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული ეს ახალი საინფორმაციო განძი, სლოვაკეთში რუსი ელჩის ფროიდისტულ წამოცდენასაც შეიცავს.

 

ბრატისლავაში ერთი ცხელი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა სტეფან როზკოპალმა „განაცხადა, რომ რუსი ელჩი, მანამდე სანამ თავის შეცდომას გამოასწორებდა, მართლა ახსენებდა საბჭოთა კავშირს და სხვა ამგვარი ვერბალური წამოცდენებიც ჰქონდა, რამაც ძალიან ანაქრონისტული ატმოსფერო შექმნა.”

 

ამერიკული დოკუმენტში რიზკოპალის ხუმრობას თავად მასვე უბრუნებენ და ისე აღწერენ, როგორც მოსაბეზრებელ ტიპურ წარმომადგენელს ევროკავშირის ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან: „როზკოპალი ზერელე დიპლომატია, რომელსაც, რამდენიმე სხვასთან ერთად სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სჯერა რომ უფრო კარგად იცნობს რუსეთის აზროვნების სპეციფიკას და ტაქტიკას, ვიდრე ევროპელ (და რაღა თქმა უნდა ამერიკელ) დიპლომატთა უმეტესობა

 

წყარო

 

ორიგინალი

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

WikiLeaks: ქართველ სეპარატისტებს რუსეთი აიარაღებდა

 

ლუკ ჰარდინგი

 

ამერიკული დიპლომატიური მიმოწერა ამტკიცებს, რომ რუსეთი სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის მებრძოლებს საქართველოს პოზიციის შერყევისთვის „გრადი“-ს ტიპის რაკეტებს აწვდიდა

 

ამერიკულ დიპლომატიურ წერილებში ნათქვამია, რომ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტები „გრადის“ ტიპის რაკეტებით და სხვა იარაღით მოამარაგა, ის ასევე აწარმოებდა მთელ რიგ „საიდუმლო ოპერაციებს“, რომელთა მიზანიც რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების წინ თბილისის პოზიციების შერყევა იყო.

 

გამოქვეყნებული შეტყობინებების თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ კრემლის მიერ ორგანიზებული მტრული ქმედებები სარაკეტო დარტყმებს, თავდასხმებს და „მთელ რიგ ნაკლებად მასშტაბურ ოპერაციებს“ მოიცავდა. რუსეთის სპეცსამსახურებმა აწარმოეს ასევე კამპანია, რომლის მიზანიც საქართველოს პრო-ამერიკელ და პრო-ნატოელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დეზინფორმაციის გავრცელება და იმის მტკიცება იყო, რომ სააკაშვილი „პარანოიდალური აშლილობითაა“ ავად.

 

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ რუსები აგრესიულად თამაშობენ თამაშს მაღალი ფსონებით, სადაც მათთვის რესურსების თვალსაზრისით მინიმალური შეზღუდვებია, თუკი ასეთი შეზღუდვები საერთოდ არსებობს“ – ვკითხულობთ თბილისში ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტის 2007 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებულ საიდუმლო წერილში.

 

ტეფტი წერდა, რომ კრემლის ერთ-ერთი ამოცანა სააკაშვილის თანამდებობიდან მოშორებაა. „თუმცა აქტიური ქმედებების მრავალფეროვნება და მასშტაბურობა იმაზე მეტყველებს, რომ მთავარი მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისგან დახსნა და მისი რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებაა“ – ამბობს იგი. ამავდროულად, კრემლი მომართულია იმაზე, რომ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სადაო რეაქციის პროვოცირება მოახდინოს და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდოს მანძილი საქართველოს და დასავლეთს შორის“.

 

საკუთარ წერილში ტეფტს რუსეთის იმ ქმედებათა ვრცელი ჩამონათვალია, რაც სავარაუდოდ საქართველოს დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. მათ შორის, სარაკეტო დარტყმა აფხაზეთის კოდორის ხეობაზე, რომელსაც იმ დროს საქართველო აკონტროლებდა, ქართული საპატრულო ავტომობილის აფეთქება და ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით.

 

ტეფტის თქმით, არსებობდა იმის უტყუარი მტკიცებულებები, რომ მოსკოვი „პირდაპირ, თუმცა ზოგჯერ კარგად შენიღბულ მხარდაჭერას“ უწევდა საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს, რითაც საქართველოს მთავრობის სურვილის წინააღმდეგ მოქმედებდა. მათ შორის, ადგილი ჰქონდა სამხედრო მხარდაჭერასაც: „არსებობს ინფორმაცია, რომ სამხრეთ-ოსეთი იარაღს და ტექნიკას, მათ შორის „გრადის“ ტიპის რაკეტებს რუსეთიდან იღებდა. ეს არაერთხელ და სხვადასხვა საბაბით მოხდა, მათ შორის ბოლოდროინდელი კონფლიქტის დროსაც“.

 

ელჩის გამოქვეყნებული წერილები, როგორც სჩანს ხელახლა გააცოცხლებს მწვავე და დღემდე დაუსრულებელ დებატებს იმის თაობაზე, თუ ვინ არის დამნაშავე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. რუსეთი ამტკიცებს, რომ კონფლიქტის პროვოცირება სააკაშვილმა მოახდინა, როდესაც სამხრეთ-ოსეთში ტანკები გაგზავნა, რითაც მოსკოვს რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით კონტრქმედებებისკენ უბიძგა.

 

თუმცა სააკაშვილი ამტკიცებს, რომ იძულებული გახდა რუსეთის დაუშვებელი პროვოკაციის საპასუხოდ ემოქმედა. მან ბრალი დასდო მოსკოვს, რომ ის განზრახ ეწინააღმდეგებოდა მის მცდელობებს სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმებისთვის მიეღწია და განაცხადა, რომ ორივე სეპარატისტულ მოძრაობას რუსები აფინანსებდნენ, აიარაღებდნენ, აკონტროლებდნენ და აძლიერებდნენ.

 

ეს დიპლომატიური გზავნილები, სააკაშვილის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. ვაშინგონში გაგზავნილ წერილებში ელჩი იუწყებოდა, რომ სამხრეთ-ოსეთს უშუალოდ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მართავს და მის აგენტებს თანამდებობა უკავიათ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის სეპარატისტულ მთავრობაში. „სინამდვილეში სამხრეთ-ოსეთის მთავრობის ბევრი წევრი და კოკოითის ბევრი მრჩეველი რუსი ჩინოვნიკია და მათი უმრავლესობა სავარაუდოდ „ეფესბეს“ წარმომადგენელია“ – წერს ტეფტი და აღნიშნავს, რომ რუსეთი „ეფესბეს“ აგენტების მუდმივ როტაციას ახორციელებდა.

 

რუსეთი იხდიდა ასევე სამხრეთ-ოსეთში პოლიციის და სხვა სახელმწიფო მოხელეების ხელფასებს და ზრდიდა მათ მოცულობას, რათა მოხელეები საქართველოს მიერ მხარდაჭერილი კონკურენტი მთავრობის მხარეს არ გადასულიყვნენ. გარდა ამისა, ტეფტის თქმით, პასპორტები სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის 95%-ს დაურიგდა – სწორედ ასე გაჩნდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთი 2008 წელს „დაიცავს“.

 

ტეფტი აღიარებს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა „ოდნავ ნაკლებადაა დამოკიდებული მოსკოვზე“, ვიდრე სამხრეთ- ოსეთის ხელისუფლება, თუმცა მისი თქმით, ცხადი იყო რომ აფხაზეთის არსობრივად საბჭოთა პრეზიდენტზე სერგეი ბაღაფშზე „ზეწოლის ბერკეტები“ რუსების ხელში რჩებოდა. ის ხშირად მოგზაურობდა მოსკოვში კონსულტაციებისთვის.

 

ტეფტი, ქართველებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ როდესაც 2007 წლის აპრილში ბაღაფში ავად გახდა, გადაუდებელი მკურნალობისთვის მოსკოვში ის „ეფესბეს“ თვითმფრინავით გადაიყვანეს. „რამდენიმე წყარომ ისიც კი გვაუწყა, რომ „ეფესბეს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი ცხოვრობს ცალკე რეზიდენციაში, რომელიც ბაღაფშის საპრეზიდენტო კომპლექსის ნაწილია“ – დასძენს იგი. წერილებში მკაფიოდ ჩანს ის, თუ როგორ არწმუნებდა ბუშის ადმინისტრაცია სააკაშვილს ომამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის პროვოკაციებისთვის ყურადღება არ მიექცია და თავშეკავებულად ემოქმედა. 2007 წლის 13 ივნისს იმ დროს აშშ-ს ელჩი მოსკოვში უილიამ ბერნსი სააკაშვილს ურჩევდა „რუსებთან წინააღმდეგობისთვის თავი აერიდებინა“.

 

ბერნსი უთანაგრძნობს სააკაშვილის რთულ მდგომარეობას, რომელმაც ამერიკელებს უთხრა, რომ მისი აზრით პუტინი „პირადად იყო დაკავებული საქართველოსგან აფხაზეთის მოწყვეტით“. ეს წინასწარმეტყველება სინამდვილეს ასახავდა. მან სთქვა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ითხოვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გეგმის შემუშავება, რაც „რუსეთის ავანტიურის წინააღმდეგ დაშინების საშუალებად“ გამოდგებოდა.

 

წერილებში აღწერილია ასევე რუსეთის რისხვა და მზარდი უკმაყოფილება საქართველოს მიმართ. 2006 წლის ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოზე სახელმწიფო მინიტრის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან დაიჩივლა მას შემდეგ, რაც თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ჩინოვნიკი დააპატიმრეს. „ჩვენი მოთმინება ზღვარზეა“ – სთქვა კარასინმა.

 

ბერნისის მიერ დაწერილი წერილის თანახმად, ბრაიზამ განაცხადა რომ აშშ-მ სთხოვა სააკაშვილს არ მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო მოქმედებებში. „ბრაიზამ პირდაპირ განუცხადა სააკაშვილს: თუკი საქართველო ძალას გამოიყენებს ან კონფლიქტში ჩაებმება, სააკაშვილი მარტო დარჩება და მას საერთაშორისო თანამეგობრობა დაგმობს მისი უგუნურებისთვის“. როდესაც ომი დაიწყო, დასავლეთის მთავრობების უმრავლესობამ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კრემლი გააკრიტიკა, უწოდა რა რუსეთის სამხედრო ოპერაციას არა სამშვიდობო მისია, არამედ ინტერვენცია. ვაშინგტონისთვის სამწუხაროდ, მოსკოვმა უმალ აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა და ამტკიცებდა, რომ ამერიკელები კოსოვოსთან დაკავშირებით ანალოგიურად მოიქცნენ.

 

წერილები ცხადყოფს, რომ რუსეთის ქმედებებს დიპლომატიურ წრეებში ღირებულებების მასშტაბური გადაფასება მოჰყვა. 2008 წლის 28 აგვისტოს, მალევე მას შემდეგ რაც, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეულ იქნა სამშვიდობო შეთანხმება, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ის ჩინოვნიკები, რომლებიც თავდაცვის და დაზვერვის საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი, ომის შედეგებზე დაფიქრდნენ. როგორც ლონდონში აშშ-ს საელჩომ დააფიქსირა, მარიოტ ლესლიმ (დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ნატო-ში) ამას „საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიული და ტექტონური ძვრა“ უწოდა.

 

კითხვას: ნიშნავდა თუ არა რუსეთის საქართველოში ინტერვენციის გადაწყვეტილება მისი სტრატეგიის მასშტაბურ ცვლილებას, ლესლიმ ირიბად უპასუხა: “ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რასთან გვაქვს საქმე: სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან თუ ტაქტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელსაც სტრატეგიული შედეგები მოჰყვა“.

 

წყარო

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ-ს დიპლომატიურმა მიმოწერამ ქართულ ომზე იმას, თუ ვინ იყო რუსეთის მეგობარი ევროკავშირში შუქი მოჰფინა

 

 

მერე რა ამ ინფოთი და ისედაც არ იცოდი ვინ იყო რუსეთის მეგობარი ქვეყნები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე რა ამ ინფოთი და ისედაც არ იცოდი ვინ იყო რუსეთის მეგობარი ქვეყნები?

ნიღაბი ჩამოგლიჯეს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

 

ისეთი გონორით დებს ხოლმე რაღაც ინფორმაციებს,თითქოს არ ვიცოდეთ და არ იცოდეს რა როგორ იყო. :)

 

ნიღაბი ჩამოგლიჯეს

 

 

ეგ მაგარი უქნა მიშამ რუსეთს და ევროპამაც დაინახა ნამდვილი სახე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისეთი გონორით დებს ხოლმე რაღაც ინფორმაციებს

არა და არავითარი გონორი არაა მაგ პოსტში. მხოლოდ ცარიელი ინფორმაციაა. აქედან გამომდინარე დასკვნა - ადექვატურობა ნული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ორი ტემა ამ მიმოწერას და მასალებს ეხება, რარა ეს ორი სტატია გახდა სენსაცია - არ მესმის

 

გეგონება გუშინ დვიბადეტ და იმ ომის ამბავს ეხლა ვგებულობთ

ამნეზია თუ აქ ვინმეს არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა და არავითარი გონორი არაა მაგ პოსტში. მხოლოდ ცარიელი ინფორმაციაა. აქედან გამომდინარე დასკვნა - ადექვატურობა ნული.

 

 

ხარაშო ეგრე იყოს და ცალკე თემა რა საჭირო იყო ამისთვის? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ ანგელინა ანგელინა

ალბათ შრიოდერის მოადგილეობას დაგპირდნენ შე ბოზანდარა

არადა რას ვერჩით კაცო ამ ევროპელებს,ყველა თავის ქვეყანაზე ფიქრობს

ჩვენ კიდე "ქართველებზე" ვერ მიგვიხედია

რამდენი მეღვინე თუ "მეწარმე" ოცნებობს თაიგულებით შეხვდეს და ჩექმები ჩაულოკოს რუსის ჯარს და იმდენს ვერ ხვდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მინიმუმ ღლეზე გაუშვებს მისივე ღვინის დაწუნების მიზეზით

############

 

ამერიკა უნდა გავიდეს ნატოდან და მერე ნახეთ თქვენ ევროპის წაკუზვა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკა უნდა გავიდეს ნატოდან და მერე ნახეთ თქვენ ევროპის წაკუზვა

 

 

ევროპას წაკუზავს მალე რუსეთი.ფაქტიურად წაკუზული ჰყავს,მაგრამ ჩოგჯენში ცოტა ხანში გადაიყვანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ევროპას წაკუზავს მალე რუსეთი

გააჩნია ამ წაკუზვაში რა აზრს დებ. ისე მე რასაც ვუყურებ ფულზე ყველა იკუზება და ევროპასაც ტყუილად არ ეძახიან ბებერ მეძავს. ამიტომ ვაფასებ აშშ-ს და მის საგარეო პოლიტიკას. აშშ-ს შეუძლია მაგალითად რაღაც ინტერესების გამო თავისი შეიარაღებული ძალები დედამიწის მეორე მხარეს გაგზავნოს. ევროპელებს ცხვირწინ აახიეს ბოლშევიკებმა და ნაცისტებმა ტერიტორიები და ეგენი იდგნენ და ყურებს აპარტყუნებდნენ.

 

kisa

ორი ტემა ამ მიმოწერას და მასალებს ეხება, რარა ეს ორი სტატია გახდა სენსაცია - არ მესმის

 

გეგონება გუშინ დვიბადეტ და იმ ომის ამბავს ეხლა ვგებულობთ

ამნეზია თუ აქ ვინმეს არ ვიცი

სადმე ნახე რომ სენსაციააო ეწერა? თუ მხოლოდ ვინ სად წავიდა უკაცრავად და ბოზებში და მინისტრების ტრუსიკების ფერებზე შეიძლება თემების გახსნა? ვერ ვხვდები რამ გამოიწვია შენი აღშფოთება. ყველას აქვს ამ ფორუმზე თემის გახსნის უფლება. თუ თვლი რომ თემა არ შეესაბამება განყოფილების თემატიკას ან არღვევს არსებული წესებიდან რომელიმეს, მიმართეთ მოდერატორებს. თუ ყველაფერი წესრიგშია მაშინ არ მესმის რა პრეტენზიები გაქვს ამ თემასთან. თუ არ მოგწონს აქ განთავსებული ინფორმაციები, დააიგნორე ეს თემა :ravic:

 

 

ახლა შემდეგი სტატია

 

 

როდის უწოდა სარკოზიმ ერთ რუს მინისტრს მატყუარა

 

ჯიმ ჟარასსე

 

2008 წელს, საქართველოს და რუსეთს შორის გაჩაღებული კონფლიქტის დროს, სახელმწიფოს მეთაურს დაძაბული საუბარი ჰქონდა რუსული დიპლომატიის შეფთან სერგეი ლავროვთან, რასაც WikiLeaks-ის მიერ გავრცელებული ამერიკული დიპლომატიური დოკუმენტები მოწმობს

 

2008 წლის რუსულ-ქართული კრიზისის მართვას ხშირად წარმოაჩენენ ფრანგული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ გმირობად ნიკოლა სარკოზის მანდატის დასაწყისში. სარკოზიმ ევროკავშირის თავმჯდომარის ვალდებულებები გულთან ახლოს მიიტანა, ორ მტრულად განწყობილ მეზობელს შორის შუამავლის მისია საკუთარ თავზე აიღო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასაც მიაღწია, რომელსაც 15 აგვისტოს თბილისმა, მეორე დღეს კი მოსკოვმა მოაწერა ხელი. ეს სამშვიდობო გეგმა საქართველოს პრო-რუსული და სეპარატისტული რეგიონებიდან – სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან – რუსეთის არმიის უპირობო გაყვანას ითვალისწნებდა, თუმცა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც ეს სარკოზის სურდა: იმის მიუხედავად, თუ რას აცხადებდა მაშინ მოსკოვი, რუსები ძველ პოზიციებზე რჩებოდნენ. მიზანი: საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთს შორის (რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა) ბუფერულ ზონაზე კონტროლის შენარჩუნებაა.

 

8 სექტემბერს ახალი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მოსკოვში დაბრუნებულმა სარკოზიმ ტონს აუწია. ის ამ საკითხზე რუსეთის დიპლომატიის შეფთან სერგეი ლავროვთან საუბრობდა. მეორე დღეს, ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლაფორი თავის ამერიკელ კოლეგას მოსკოვში წერს, რომ მოლაპარაკებებზე „მძიმე ატმოსფერო“ სუფევდა. „ერთ მომენტში სარკოზიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიჯაკზე წაავლო ხელი და კარგა ხნის განმავლობაში აღელვებული ხმით მას მატყუარას ეძახდა“ – იუწყებოდა ამერიკის საელჩო WikiLeaks-ის მასალების მიხედვით, რომელიც Le Monde-მა გაავრცელა. „როგორც სჩანს სარკოზიმ გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი როგორც დიდი და ძლიერი ქვეყნის ავტორიტეტი საგრძნობლად შეილახებოდა, თუკი რუსეთი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა“ – დაზუსტებულია დოკუმენტში.

 

მოსკოვის სამშვიდობო გეგმა “bis”

 

ამ კვირაში გამოქვეყნებული სხვა წერილებიდან ირკვევა, რომ ამერიკული დიპლომატია სარკოზის საშუამავლო მისიით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. ვაშინგტონის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტში ბევრი „ბუნდოვანი“ ადგილია, რამაც მოსკოვს ტექსტის „არასწორი ინტერპრეტაციის“ შესაძლებლობა მისცა. Le Monde-ის თანახმად, რუსებმა სამშვიდობო გეგმის მეორე, საკუთარი ვერსიის წარმოდგენით, რომელიც ელისეს სასახლეში დამუშავებული გეგმისგან განსხვავდებოდა, ევროპული დიპლომატიის ხაფანგში გაბმა გადაწყვიტეს. რუსებს მხოლოდ ამ ტექსტით შეეძლოთ ესარგებლად და პრეზიდენტმა მედვედევმაც თითქოს სწორედ მას მოაწერა ხელი. სახელმწიფოს მეთაურის განრისხების მიზეზი ნაწილობრივ ამ ამბითაც აიხსნება.

 

WikiLeaks-ის მასალებიდან ასევე ჩანს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც ამავდროულად ცდილობდა კრიზისის განმუხტვაში წამყვანი როლი არ ეთამაშა, ელისეს სასახლესთან დამატებითი დოკუმენტის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტის დეტალები უნდა განემარტა. სავარაუდოდ, საუბარია ნიკოლა სარკოზის 14 აგვისტოთი დათარიღებულ წერილზე, სადაც დაზუსტებულია რუსი ჯარისკაცების განლაგებასთან დაკავშირებული დეტალები. Le Monde-ის თანახმად, მოსკოვი ამ წერილს თავდაპირველი შეთანხმების ნაწილად არასდროს აღიარებს.

 

საბოლოოდ, რუსეთი ნაწილობრივ დატოვებს კავკასიის ამ ახალგაზრდა რესპუბლიკების სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს, მანამ სანამ 2009 წელს იქ ხელახლა არ განათავსებს საკუთარ სამხედრო კონტიგენტებს. WikiLeaks-ის მასალების თანახმად, ამერიკელებისთვის კონფლიქტი „კვიპროსის“ სცენარის მსგავსია, ანუ რუსების სამხედრო ოკუპაცია, როგორც სჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დღეს კრიზისი გრძელდება: ოთხშაბათს, ეუთო-ს სამიტის კულუარებში, ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ნიკ კლეგმა მოსკოვს მოუწოდა პატივი სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებას და საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვს დიალოგისკენ მოუწოდა, მაგრამ უარი არ უთქვამს იმ მიწების დაბრუნებაზე, რომელსაც ის 2008 წლიდან „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ განიხილავს.

 

 

წყარო

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანოს შტაბი მუშობს ამ ცნობეის გადაღეჭვაზე?

 

იმუშავეთ, ეგებ ისიც იპოვოთ ომი როგორ მოვიგეთ, ან ჩვენი "მოკავშირეები" დახმარებით, რუსეთის დამპალი სახე როგორ ვანახეთ მსოფლიოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ვანოს შტაბი მუშობს ამ ცნობეის გადაღეჭვაზე?

ხო. ყოჩაღ რა უცბად გაშიფრე. წადი ახლა დროს ნუ დაკარგავ, პროგრამა გაქვს დასამუშავებელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ხო. ყოჩაღ რა უცბად გაშიფრე. წადი ახლა დროს ნუ დაკარგავ, პროგრამა გაქვს დასამუშავებელი.

 

ასიანი. თან განსაკუთრებით ის ნაწილი რომელიც შსს რეორგანიზაციას ეხება.

 

პ.ს. კარგად დაიმახოვრე ეს პოსტი. ერთეხელლაც გაიხსენებ ამ სიტყვებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

WikiLeaks: ქართველ სეპარატისტებს რუსეთი აიარაღებდა

რა თქმა უნდა სატურნ ბატონო.ასევე სხვა ათასნაირ მამაძაღლობებსაც ჩადიოდა.

ბერნისის მიერ დაწერილი წერილის თანახმად, ბრაიზამ განაცხადა რომ აშშ-მ სთხოვა სააკაშვილს არ მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო მოქმედებებში. „ბრაიზამ პირდაპირ განუცხადა სააკაშვილს: თუკი საქართველო ძალას გამოიყენებს ან კონფლიქტში ჩაებმება, სააკაშვილი მარტო დარჩება და მას საერთაშორისო თანამეგობრობა დაგმობს მისი უგუნურებისთვის“.

ასეც მოხდებოდა მიშას კატასტროფული შეცდომის გამო,თუ არა რუსეთის ხელისუფლების მართლაც ღორული ნატურა.მათ ორი უდიდესი შეცდომა დაუშვეს:

1.როცა გადმოლახეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი.

2.როდესაც აღიარეს აფხაზეთი და ოსეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...