Jump to content
Planeta.Ge

შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს


Recommended Posts

ის სამსახური იყო მკვდრად შობილი სტრუქტურა, რომელიც არანაირ მონოპოლიის არსებობას არ იკვლევდა და ერთადერთი ფუნქცია მისი თანამშრომელთა ხელფასების გაცემა იყო.

 

–––––––––––––––

 

ეს ახალი სტრუქტურა მკვდარი არ არის შენი აზრით ჩანასახშივე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ განცხადება გააკეთა. ახალი ეკონომიკური კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს. კერძოდ, შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს; ასევე, მეწარმეებზე საგადასახადო წნეხი შემცირდება. მეწარმის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში კი საწარმო არ დაიხურება, ის ფუნქციონირებას განაგრძოს და სამუშაო ადგილები შენარჩუნდება

კარგი ამბავია, კარგზე ცუდი როგორ ვთქვა.

ასე რომ დაეწყო 2003 წლიდან და ეკონომიკას მიწოლოდა მიშიკო, იმ ომობანას და ტანკობანას და ვაი უშველებელს, არ ჯობდა?

 

Saturn

აი მაგ არბიტრაჟთან დაკავშირებით ნამდვილად მაქვს კონკრეტული ინფორმაციები. ახლა მეზარება ყველაფრის გახსენება და აქ დაწერა, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ სერიოზული ჩაწყობები მიდიოდა.

მაგ არბიტრაჟის საქმემ გამიწყალა სისხლი ორი წელია, მაგრამ რად გინდა,

დავაჭერინე ის დამპალი არბიტრი, შეიტანა გირაო და გარეთ დასეირნობს, პროცესი არა და არ ტარდება.

მხოლოდ გირაო აინტერესებს ამ მთავრობას, პროკურორი მობრძანებასაც აღარ კადრულობს პროცესზე, იდება და იდება პროცესი,

სისხლის სამართლის მოსამართლე სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, ასეტი რამე თუ გაუგია ვინმეს?

გააფრენ, რა....

ვიდრე სასამართლოს არ ეშველება, არაფერს აზრი არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რა არის აბა კარგი?

აგი :givi:

ახალი ეკონომიკური კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს.

არა? :P

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეს ახალი სტრუქტურა მკვდარი არ არის შენი აზრით ჩანასახშივე?

არა. თეორიულად საჭირო სტრუქტურაა. პრაქტიკაში ვნახავთ როგორ განხორციელდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი ეკონომიკური კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს.

 

 

მეთერთმეტე ადგილზე რომ ვართ,ის რა არის და აქამდე ჩინეთისთვის უნდა გადაგვესწრო მიშას თქმით. :givi:

 

 

 

 

ე.ი. აქამდე ატერორებდნენ ბიზნესებს არა? :)

 

არა. თეორიულად საჭირო სტრუქტურაა. პრაქტიკაში ვნახავთ როგორ განხორციელდება.

 

 

კარგი რა კარგი, გეყოს. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კარგი რა კარგი, გეყოს

ხო კარგი, ეგრე იყოს. შენ უფრო კარგად ხედავ მაქედან ყველაფერს :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ე.ი. აქამდე ატერორებდნენ ბიზნესებს არა? :)

ახლა გამოასწორებენ საქმეს :018:

არ გახსოვს, შევარდნაძემ როდის მიუშვა ბიზნესი? ამათაც მოუწევთ,

სხვა გზა არ აქვთ, ვერც ტვიტონ შეჭამენ რამეს 1 წელში, თუ არ მიუშვეს.

ისე, იცოდე, 10 წლიანი ვადა აქვთ ამერიკისგან მიცემული, როგორც ედიკა აჯეჯილეს 10 წელი,

ისე იქნებიან ესენიც და ბოლოსკენ გამოსწორდებიან :P

მაგრამ არ უშველით, მერე ვინც მოვა ის წაართმევთ რაც იშოვეს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო კარგი, ეგრე იყოს. შენ უფრო კარგად ხედავ მაქედან ყველაფერს

 

 

კი ვხედავ,რადგან საქართველოს ბიუჯეტზე არა ვზივარ როგორც შენ. :) ის არ იფიქრო,რომ ისე იღებ უსაქმურობაში მეთქი ფულს,მაგრამ მაინც მაგათზე ხარ დამოკიდებული. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესაც ამ პიესიდან არის და იყოს აქ.

 

 

მიხეილ სააკაშვილი - განბაჟების მომსახურების ტარიფი განახევრდება

19:21 03-12-2010

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის მეთაურის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, საბაჟო უწყება დღეს პირველად შეაქო .

"ეს უწყება ჯერ არასდროს შემიქია, მაგრამ იმის ფონზე, რაც აქ გაკეთდა, არ შემიძლია არ შევაქო საგადასახადო სისტემა და მისი ნაწილი - საბაჟო სამსახური", - განაცხადა სააკაშვილმა ლილოში, გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონის გახსნისას.

მისი თქმით, ყოველთვის, რაც ხდებოდა საბაჟოებზე, მისი განსაკუთრებული გულისწყრომის საფუძველი იყო. "ეს იყო აუღებელი ციხესიმაგრე; არაერთხელ ვყოფილვარ საბაჟო ტერმინალის არასასურველი სტუმარი; ჩასაფრებით, შეჭრით მივსულვარ, რამდენიმე საბაჟოს უფროსი მოვხსენი კიდეც ამ მოულოდნელი შემოწმების შედეგად; ეს იყო გამოძახილი იმ ათასობით გადამზიდავის უკმაყოფილებისა, რომლებსაც გამწარებული ჰქონდათ ცხოვრება იმ უამრავი პრობლემის გამო, რასაც ტერმინალში ხელოვნურად უქმნიდნენ", - განაცხადა მან.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამიერიდან გადამზიდავები და საქმიანი ადამიანები აქ მიიღებენ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას, განსხვავებით იმისგან, რასაც დღემდე იყვნენ შეჩვეულები. მისი განცხადებით, გაფორმების ეკონომიკური ზონა მკვეთრად ამცირებს ბიუროკრატიას და ნაცვალდ სამი-ოთხი ინსტაციისა, გადამზიდავს საშუალება ექნება მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს.

"მინიმუმ განახევრდება განბაჟების მომსახურების ტარიფი – 450 ლარიდან 200 ლარამდე, ასევე, მკვეთრად შემცირდება მომსახურების დრო გადამზიდავებისთვის, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ დღეებისა და კვირეების განმავლობაში ლოდინს. ეს შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ვიმეორებ, ამიერიდან განბაჟების პროცედურა ერთსაათიანი იქნება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზონის ახალი კადრებით დაკომპლექტების მნიშვნელობაზე და სისტემაში ახალი სულისკვეთების შესვლას მიესალმა. "აქ მოიყვანეს ახალგაზრდა, სიმპათიური ხალხი, უნივერსიტეტების წარჩინებულები, რომელთა ხელფასებიც 600-დან 1200 ლარამდეა; კარგია, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ებმები შრომით საქმიანობაში და ახალი სულისკვეთება შეგაქვს სისტემაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე ცნობით, მსგავსი ეკონომიკური ზონები იანვარში ფოთსა და ბათუმშიც გაიხსნება.

 

საბაჟო ტერმინალებს გაფორმების ეკონომიკური ზონები შეცვლის

19:25 03-12-2010

საბაჟო ტერმინალებს გაფორმების ეკონომიკური ზონები შეცვლის. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონა დღეს ლილოში გახსნა .

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ანალოგიური ზონები რამდენიმე თვეში ადლიასა და ფოთში გაიხსნება. გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განბაჟება ხანგრძლივი პროცედურის ნაცვლად ერთ საათში იქნება შესაძლებელი.

"ახალი ეკონომიკური კურსის პირველი მერცხალია გაფორმების ეკონომიკური ზონა. უახლოეს თვეებში ასეთივე გაიხსნება ადლიასა და ფოთში. ეს არის ის, რაც ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ე.წ ტერმინალებს, რაც ასოცირდებოდა მეწარმეების ინტერესების სრულ იგნორირებასთან, გადამზიდავების ნერვების შლასთან. ეს იყო დიდი ფულის მახე; იყო სრულიად გაუგებარი კაფკას მსგავსი ბიუროკრატიული პროცედურა. ეს იყო გადმონაშთი ძველი სისტემისა, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული უსამართლობასთან და კორუფციასთან იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებისთვისაც ყოველ საათს დიდი მნიშვნელობა აქვს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი ვხედავ,რადგან საქართველოს ბიუჯეტზე არა ვზივარ როგორც შენ. :) ის არ იფიქრო,რომ ისე იღებ უსაქმურობაში მეთქი ფულს,მაგრამ მაინც მაგათზე ხარ დამოკიდებული. :)

არანაირად არ ვარ მათზე დამოკიდებული. მე შემიძლია სხვაგან, თუნდაც საბანკო სისტემაში მუშაობა და მქონდა კიდეც რამდენიმეჯერ მიწვევა. ახლა არ ვიტყვი, რომ სამუშაოდან რომ წამოვიდე, მეორე დღესვე ვიშოვი სხვაგან სამუშაოს მეთქი, მაგრამ 2-3 თვეში შევძლებ ანალოგიური ანაზღაურების მქონე სამუშაოს შოვნას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მიხეილ სააკაშვილი - განბაჟების მომსახურების ტარიფი განახევრდება

აჰა, რას ერჩი :givi:

ჩამოვიდა ასტანადან, შევატყე მაშინვე რომ ნანერვიულები იყო და გადაღლილი, მედვედევმა რომ აუკრა სუფრაზე, აბა რა იქნებოდა...

მაგრამ ერთ დღეში ენერგია შეივსო და იმისტანა დარბოდა დღეს, გეგონება ერთი თვის დასვენებული იყო.

რა ენერგია მოსდის მაინც ამდენი, გაკვირვებული ვუყურებდი.

მაგაზე მეტი ენერგია თუ არ ექნა ოპოს, ვერ დაეწევიან, ისე დაქრის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ენერგია მოსდის მაინც ამდენი

ჩემ მეზობელ საშკას შევაჯიბრებ, ბეზშანსოვ დატოვებს (ისიც გიჟია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ახალი ეკონომიკური კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს. კერძოდ, შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს;

მეწარმეს თავისი ადვოკატიც ძალიან კარგად დაიცავს.

 

რეალურად პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, გინდა ომბუდსმენის ინსტიტუტი შემოიღე, გინდა მამაზეციერისა, მნიშვნელობა არა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეწარმეს თავისი ადვოკატიც ძალიან კარგად დაიცავს.

 

 

მაიცა და ადვოკატები ერთ ადგილზე რომ ჰკიდიათ მოსამართლეებს საქართველოში,ეგ ახალია შენთვის? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...