lasha1997 Posted December 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 babuagiorgiადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);ყოფილი პოლიტმატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის;ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის;მრავალეროვანი საქართველო;კონსტიტუციის 42-ე მუხლი;კავშირი „გეა“ (განათლება, ეკოლოგია, ადამიანი);მედიაკავშირი „ობიექტივი“;მოძრაობა „არა“ (ახალგაზრდა რეფორმატორტა ალიანსი); აზერბაიჯანელთა კონგრესი კარგია. ჩემი აზრით, თუ საზღვარგარეთიდან არ იქნება რამე რეაქცია საქართველოდან გაჭირდება ეს ამბე.ამაზე ვფიქრობთ ეხლა როგორ......... საზღვარგარეთი როდემდე გვიშველის და მთავარია ჩვენმა ხალხმა სხვისი ჭირის გაზიარება ვისწავლოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 იქით გუშინ თემა გავხსენი და ერთი იდიოტის მეტს არავის არაფერი არ დაუპოსტია.მეორე გვერდის ბოლოში აღმოვაჩინე დღეს.სამწუხაროა,მაგრამ ეგრეა და ............? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2010 გიორგი ნახე აბა ეს თემა? http://forum.ge/?showtopic=34197094&f=&st=15entry23029707 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 ამ ბავშვს ცალკე საიტი ეკუთვნის და დღეიდან ექნება http://www.georgian-style.net/gvantsa/ პ.ს. არ დაივიწყოთ და ზოგჯერ შემოიხედეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 babuagiorgi საღოლ გითხარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 კაროჩე.ფორუმი საშინლად მუშაობს და რამე იღონეთ,თორემ ვინც ვართ აქ,ისმათაც აღარ მოუნდებათ პოსტვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 “მინდა დავუბრუნდე დედ-მამას და განვაგრძო სწავლა-განათლება“ 15:22 19.10.2010[ნინო მიქიაშვილი]რედაქციაში პატიმარ გვანცა ყუფარაძის მამა, ალექსანდრე ყუფარაძე გვესტუმრა და გვთხოვა, მისი შვილის ღია წერილის გამოქვეყნება, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია. ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, ესაა რიგით 21 -ე წერილი, რომელიც მის შვილს საპყრობილიდან გაგზავნილი აქვს, როგორც ფოსტის, ისე მშობლების მეშვეობით. რადგან აქამდე გაგზავნილ და ჩაბარებულ წერილებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ყუფარაძეებმა გადაწყვიტეს ღია წერილის ჩვენს მედიასაშუალებაში გამოქვეყნება – “ბატონმა პრეზიდენტმა, ეგებ აქ მაინც წაიკითხოს ეს წერილი და რეაგირება მოახდინოსო“. შეგახსენებთ, რომ პრესა.გე–ზე 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა მასალა სათაურით, დატუსაღებული 14 წლის გოგონა შველას ითხოვს! რომელიც გვანცას მამის, ალექსანდრე ყუფარაძესა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობზე დაყრდნობითაა მომზადებული. გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს. ღია წერილს, რომლითაც გვანცა ყუფარაძე მიხეილ სააკაშვილს ოცდამეერთედ მიმართავს, უცვლელად გთავაზობთ: “ საქართველოს პრეზიდენტს მის აღმატებულებას, ბატონ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა წინასწარი პატიმრობისა და ქალთა საერთო რეჟიმის მეცხრე დაწესებულების მსჯავრდებულის, დედისერთა გვანცა ყუფარაძის ღ ი ა წ ე რ ი ლ ი კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ საქალაქო სასამართლოს 12.06.2007 წ. განაჩენით, როდესაც ვიყავი 14 წლის, გამამტყუნებელი მტკიცებულებების გარეშე, ცნობილი ვიქენი დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის II ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით. ამავე მუხლის III ნაწილის ბ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის, 88-ე მუხლის I ნაწილის და სსკ-ის 50-ე მუხლის VI ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ზომად განმესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით და 5 წელი პირობითი ვადით. მდედრობითი სქესის, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულების არარსებობის გამო, 2006 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე, ჩემივე უსაბრთხოებიდან გამომდინარე, ჩემივე სურვილით, დაუმსახურებელ სასჯელს, ორმაგად ვიხდი, ქალთა კოლონიის ჩაკეტილი რეჟიმის საკანში. 2006 17 ნოემბრიდან სანიმუშო ყოფაქცევისთვის და 2009 წლიდან კარგი სწავლისთვის, კანონის შესაბამისად, მომეცა წელიწადში ორი დამატებითი პაემნით სარგებლობის უფლება. ხშირი კონტაქტი ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ბევრს ნიშნავს. მე მათი ერთადერთი შვილი ვარ. მართალია სავალდებულო არაფერი არ არის, მაგრამ კანონით ხომ გამოსწორებული, დადებითი ყოფაქცევის, მუდმივმისჯილი პატიმრისთვისაც კი აღარ არის საჭირო დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა?! თუ ჩემს მიმართ სხვა მითითებები არ არის (არ მოვტყდი, პედაგოგებმა ვერ მათქმევინეს შავზე თეთრი, ვთქვი სიმართლე და არ გადავგვარდი, არ დავიბრალე დანაშაული და “მიზანი მიღწეული არ არის“) ალბათ, როგრც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის მუხლით გასამართლებული, 4 წელი ნებაყოფლობით “კრიტში“ ჯდომით გამოვსწორდი და გავხდი სანიმუშო ყოფაქცევის და საზოგადოებისთვის საშიში აღარ ვარ. კონსტიტუციის მუხლი 40 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. 3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სსკ მუხლი 88. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 1. არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა ენიშნება არა უმეტეს ათი წლის ვადით, რომელსაც ის სრულწლოვანებამდე მოიხდის აღმზრდელობით დაწესებულებაში. სსსკ.მუხლი 496. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა 1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. 2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. 3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ყოველივე, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ იმედით, რომ ამ წერილის შინაარსი მაინც გახდება თქვენთვის ცნობილი, რადგან ჩემი გათავისუფლების სხვა სამართლებლივი ფორმა არ არსებობს, მინდა საჯაროდ გთხოვოთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და გამათავისუფლოთ უკანონო პატიმრობიდან, რათა ნაწილობრივ მაინც აღსდგეს ჩემდამი სამართლიანობა. მინდა დავუბრუნდე დედ-მამას და განვაგრძო სწავლა-განათლება. ბავშვობის საუკეთესო წლები წამართვეს, ნუთუ საკმარისი არ არის?! პატივისცემით და იმედით, დაუსაბუთებელი მსჯავრდებით, უკანონო პატიმარი, უკვე 18 წლის, გვანცა ყუფარაძე 16.10.2010 წელი“ http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1447 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
countbasic Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ვაიმე, შვილო, ვისი იმედი გაქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2011 სამწუხაროდ არ საერთაშორისო ინსტიტუციები არ იწუხებენ დიდათ თავს. უბრალო წლის ბოლოს ამთავრებს სასჯელს და ამიტომ არ ჩქარობენ. აქ ალბათ შემდგომ გაგრძელდება ბრძოლა სასამართლო პროცესის განახლების თაობზე. რამდენდ ვიცი გვანცას საკამოდ ნებისყოფა აქვს იმისათვის, რომ მიაღწიოს გამამართლებელ განაჩენს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2011 ამ ბავშვს ცალკე საიტი ეკუთვნის და დღეიდან ექნება http://www.georgian-style.net/gvantsa/ეგ საბდომენია, ცალკე საიტი არაა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2011 ეგ საბდომენია, ცალკე საიტი არაა ;) ცალკე საიტია, მაგრამ გადავაკეთებ ეხლა ამ დგეებში. გეორგიან-სტილზე მეტი მომხმარებელია და ეხლა გადამაკქს ახალ ჰოსტინგზე საიტი.რავი დაბა ალბათ საიტი იკნება ბლოგებით.პარტიულის ცალკე ბლოგი ექნება, გვანცას ცალკე და ის რომაა პოლიციელებს რომ ვეძებთ ის ცალკე. ჯერ ვნახავ რა გამოვა და მერე გადავწყვიტავ რა არის უკეთესი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.