lasha1997 Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 (edited) მსოფლიო საერთაშორისო და ქართველი უფლებდამცველები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურირიულ საკითხთა კომიტეტებს, ფართო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ...ორგანიზაციებსა და საქართჳელოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივ შეისწავლონ 10 წლით თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანის-გვანცა ყუფარაძის საქმე და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ საქმეში სამართლიანობის აღსრულებისათვის. მიგვაჩნია რომ როგორც საბრალდებო დასკვნა, ასევე სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობა და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სერიოზულ ეჭვს იწვევს და მრავალ კითხვას აჩენს საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების რეალური შედეგებისა და წარმატების შესახებ.See More. განაჩენის თანახმად, 2006 წლის 09 ნოემბერს, თბილისის მე-12 საჯარო სკოლის ეზოში არასრულწლოვანმა გ.ყუფარაძემ მოულოდნელად, თანნაქონი დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავის თანაკლასელ არასრულწლოვან თ. ტყემალაძეს მიაყენა მრავლობითი(30-მდე) ჭრილობები ზურგის, კისრისა და ხელის არეში, რომლებიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი თ. ტყემალაძე სასწარაფო დახმარების ა/მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციის შედეგად მოხერხდა თორნიკე ტყემალაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. 2006 წლის 14 ნოემბერს გვანცა ყუფარაძე დაკავებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად მას განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. N განაჩენიგასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით, მაგრამ იგი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 07.12.07წ. განაჩენით. 2008 წლის 15 სექტემბერს გ. ყუფარაძის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად. Nამ საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისევე როგორც საქართჳელოს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის სხვა ნორმების დაცვა, სერიოზულ ეჭვს იწვევს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით : "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებას. ( მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის) განაჩენი დასაბუთებული უნდა იყოს ანუ, ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. "(სსსსკ 496-ემ. მე-3 ნაწ)" საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი "(სსსსკ მე-18მ.) " ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ " (მე-40 მუხლის მე-3 ნაწ. და სსსსკ 132-ე მ. მე-3 ნაწ ) " გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მთკიცებულებათა ერთობლიობა " (სსსსკ 132-ე მ. მე-5 ნაწ) კანონმდებლობის ეს მოთხოვნები არსებითადაა დარღვეული აღნიშნულ საქმეში : საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, რაც სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა. სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსაბუთებია (მაგალითად მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებენ არ იქნა გაზიარებული, ხოლო იმ ადამიანთა ჩვენებები, რომლებიც არ იყვნენ ფაქტის თვითმხილველები, თუმცა ყუფარაძის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, გათვალისწინებული იქნა ); განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამრთლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებს ( მაგალითად, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, თუმცა სასამართლოს ისინი არ განუხილავს და არც მათი გაუთვალისწინებლობის მიზეზები დაუსახელებია; არსებითია, რომ ალტერნატიული კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დადგინდა, რომ თ. ტყემალაძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანი, რომლებიც ურტყამდნენ დაზარალებულს ორ სხვადასხვა ზომის დანას) სასამართლოს პასუხგაუცემელი დარჩა მნიშვნელოვანი კითხვები ( მაგალითად დანაშაულის მოტივი, რომელიც ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინა, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მათ ერთმანეთში, როგორც თანაკლასელებს, ჰქონდათ კარგი მეგობრული ურთიერთობა );http://www.facebook.com/home.php?#!/home.php?sk=group_136340269751361¬if_t=group_activity ვისაც შეგიძლიათ შედით და მოაწერეთ ხელი.არავინ არ ვიცით,ვის რა გაგვიჭირდება მომავალში და ყველას შვილს შეიძლება დაემართოს ეს ამ ხელისუფლების ხელში. Edited December 3, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 ვახ, დაზალებული ხომ ცოცხალია, ის რას ამბობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 ვახ, დაზალებული ხომ ცოცხალია, ის რას ამბობს? კი კაცო ცოცხალია და ყოველ ჩვენებას სხვანაირად იძლეოდა.აქ ჩემის აზრით მოხდა შემდეგი.ვინც ეგ დაჭრა,იყო კუბლაშვილის ახლობელი ან ნათესავი და ამის გამო ყველაფერი ამ გოგოს შეტენეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 იცი რა ძნელია ეგეთ რამეზე თავი დადო. უეჭველი იცი რომ მართალია ეგ გოგო? თუ უეჭველი იცი, ბაზარი არაა. მაგრამ რომ ცდებოდე, წარმოიდგინე ეხლა იმ ტყემალაძის თვალში როგორია. თორემ მოვაწერ, ოღონდ დავამატებ, რომ თუ ტყუილი აღმოჩნდება, აი ვინც შეადგინა ეგ წერილი, იმან აგოს პასუხი აქ ჩემის აზრით მოხდა შემდეგი.ვინც ეგ დაჭრა,იყო კუბლაშვილის ახლობელი ან ნათესავი და ამის გამო ყველაფერი ამ გოგოს შეტენეს.ეს მერე წავიკითხე. თუ ეგ ეგრეა, და ის, ვინც დაჭრილია, არ ამბობს, იმ გოგოს ახლობელმა უნდა დაჭრას ისე რომ ვეღარ უშველონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 DonCaredoეგ არავინ იცის. მაგის დადგენას ობიექტური სასამართლო და კვალიფიციური იურისტები და კრიმინალისტები სჭირდება. ამ საქმეში მთავარი ისაა, რომ საფუძვლიანი ეჭვების ფონზე სასამართლო ცატარდა ძალიან არაობიექტურად და მიკერძოებულად და კანონდარღვევებით. განთავისუფლება არ იქნება სწორი მოთხოვნა. სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო უნდა იყოს მოთხოვნა. ნუ, ახლანდელი განაჩენი აპრიორი გასაუქმებებელია DonCaredoთუამ თუების გარკვევას უნდა ზუსტად სასამართლო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 ამ საქმეში მთავარი ისაა, რომ საფუძვლიანი ეჭვების ფონზე სასამართლო ცატარდა ძალიან არაობიექტურად და მიკერძოებულად და კანონდარღვევებით.თუ ეგაა ამ საქმეში მთავარი (და არა კონკრეტულად არის თუ არა დამნაშავე), მაშინ ეგეთი სასამართლო ტარდება უმეტეს შემთხვევებში. მეც მყავს ახლობლები, ჩემი აზრით ტუილად რომ იხდიან სასჯელს. და ეხლა ამ წერილს რომ ვაწერ ხელს, გამოდის რომ აი იმ ჩემ ახლობლებს ვთვლი რომ სამართლიანად არიან, და ამ შემთხვევაში კი ვითხოვ ობიექტურ სასამართლოს. რა ვიცი ასე მესმის მე. კონკრეტულ შემთხვევაზე არ უნდა იყოს გაკეთებული აქცენტები, აქ პირად დაინტერესებასთან უფრო გვაქვს საქმე. აი ეგ, ვინც ახლა ითხოვს ამ ობიექტურ სასამართლოს, ჩემი ახლობელი რომ დაიჭირეს, რატომ იყო ჩუმად?ბაზარი არაა, მე მოვაწერ ხელს მაინც. მაგრამ პროსტო ჩემ გულისტკივილსაც ვამბობ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 იცი რა ძნელია ეგეთ რამეზე თავი დადო. უეჭველი იცი რომ მართალია ეგ გოგო? თუ უეჭველი იცი, ბაზარი არაა. მაგრამ რომ ცდებოდე, წარმოიდგინე ეხლა იმ ტყემალაძის თვალში როგორია. თორემ მოვაწერ, ოღონდ დავამატებ, რომ თუ ტყუილი აღმოჩნდება, აი ვინც შეადგინა ეგ წერილი, იმან აგოს პასუხიგანთავისუფლება არ იქნება სწორი მოთხოვნა. სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო უნდა იყოს მოთხოვნა. ნუ, ახლანდელი განაჩენი აპრიორი გასაუქმებებელია მე თავს არაფერზე არა ვდებ,მაგრამ ფაქტები არ ემთხვევა ერთმანეთს.ევროსასამართლოშია საქმე და ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 ამ facebook ვერ გავუგე რარამდენჯერ რამე მოვატავსე სულ სხვაგან მოხვდა.როგორ უნდ ამოაწერო ხელი იცით?ან ტექსტი ქარტულათ რატომ არ უდევთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 ავტორთან შეთანხმებით დავდევი ტექსტი და POLL საიტზე. არ დაიზაროთ. ვისაც ხელმოწერის დატოვება არ სურს გთხოვთ POLL-ში მიიღოთ მონაწილეობა. http://www.georgian-style.net/?p=275 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 ავტორთან შეთანხმებით დავდევი ტექსტი და POLL საიტზე ვინ ავტორთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 ავტორთან შეთანხმებით დავდევი ტექსტი და POLL საიტზე ვინ ავტორთან? Facebook-ზე შევედი ხელის მოსაწერად. ხო და ვერ მოვაწერე.მეთქი აქაც იყოს. დავუწერე ემაილი Nugzar Sulashvilს და კიო. მეთქი აქედანაც აიღეთ მერე ეს ხელმოწერები და გააერთიანეთქო.მერე მოვათავსე გვერდზე და თან POLL გავუკეთე, მეთქი შეიძლება ბევრს არ მოუნდება სახელი და გავრის დატოვებათქო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 Facebook-ზე შევედი ხელის მოსაწერად. ხო და ვერ მოვაწერე. იმიტომ ვერ დაწერე,რომ უნდა „მოგწონებოდა“ ეგ გვერდი.როცა მაგას იზამ,მერე კომენტარებსაც დატოვებ. აკი მაგარი ვარო კაცო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2010 Facebook-ზე შევედი ხელის მოსაწერად. ხო და ვერ მოვაწერე. იმიტომ ვერ დაწერე,რომ უნდა „მოგწონებოდა“ ეგ გვერდი.როცა მაგას იზამ,მერე კომენტარებსაც დატოვებ. აკი მაგარი ვარო კაცო? ეს facebook არაა საჩემო საქმე. არ დაიზაროთ ხალხო. გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ყოველი ასეთი ხელმოწერები და ხალხის რეაქცია უსამართლობის მიმართ შედეგის მომტანია. არ დაიჯეროთ ის რომ ამას მაინც არავინ არ ხედავს. ხედავს!!!!!! 23 ხელმოწეარაა გუშინ გვიან ღამიდან.http://www.georgian-style.net/?p=275 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2010 babuagiorgiბოლოში "პირადი პატიმარი" ძალიან გრეჩიხულად ჟღერს. არ შეიძLება რომ უკანონო პატიმრით ჩასწორდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2010 babuagiorgiბოლოში "პირადი პატიმარი" ძალიან გრეჩიხულად ჟღერს. არ შეიძLება რომ უკანონო პატიმრით ჩასწორდეს? აუცილებლად ჩავასწორებ.ეს მგონი დეპრესას ტერმინი იყო და გამახენდა ისე დიდი აკტიურობაა. 79 ხლემოწერა უკვე და კიდევ 50 ერთად მოათავსეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.