planetanews Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ჯეიკობ ჰეილბრუნი ობამას ადმინისტრაცია გამალებული გმობს WikiLeaks-ს და გვეუბნება, რომ საიდუმლო ცნობების გამხელა, ამერიკის ნაციონალურ უსაფრთხოებას აზიანებს. შეიძლება საფრთხე დაემუქროს მეგობარ ლიდერებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ მაგრამ ეს ასეა? თუ ინფორმაციის გაჟონვა სინამდვილეში ამერიკის მთავრობის მიერ კარგად ორგანიზებული ინტრიგაა? მოდით დავფიქრდეთ. როგორც გაირკვა, საუდის არაბეთს სურს რომ ამერიკამ ირანულ გველს თავი მოკვეთოს. ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ამბობს, რომ ”ყველასთვის ცნობილია” ის, რომ ირანი მხარს უჭერს ტერორიზმს, ”მაგრამ თუკი მე ამას საჯაროდ განვაცხადებ, შეიძლება სახიფათო სიტუაცია შეიქმნას”. ამერიკელი დიპლომატები საკუთარ წერილებში ძალიან ნეგატიურად მოიხსენიებენ ჰამიდ კარზაის და მის ნათესავებს. რა არის ამ ოპერაციის არსი? პირველ რიგში, დოკუმენტები ამერიკელებს დაამშვიდებს და დაარწმუნებს მათ, რომ ხელისუფლებას ყველაფერი შესანიშნავად ესმის. პრეზიდენტი ობამა კარზაის პათოლოგიურად კორუმპირებულ გიჟს ღიად ვერ უწოდებს, მაგრამ აშკარაა რომ ისიც და მისი ემისრებიც ასე ფიქრობენ. მათ ასევე არანაირი ილუზია არა აქვთ ირანთან ან ჩრდილოეთ-კორეასთან დაკავშირებით. შესაბამისად მითი იმის შესახებ, რომ ობამა გულუბრყვილო და არაკომპეტენტურია, იმსხვრევა. ესეც ის პირველი საბაბი, რის გამოც ადმინისტრაციას ინფორმაციის გაჟონვა უნდა აწყობდეს. თუმცა საქმე მხოლოდ ეს არ არის. WikiLeaks-ის დოკუმენტებში ციტირებული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა სავსებით რეალურ რაღაცეებს ამბობს. უკვე მრავალი წლის განმავლობაში ცნობილია, რომ საუდის არაბეთი და ახლო-აღმოსავლეთის სხვა ზომიერი ქვეყნები მოხარულები იქნებოდნენ, თუკი ამერიკა და ისრაელი ირანელ მოლებს დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდნენ, თუმცა მათ საჯაროდ ამის თქმის ეშინოდათ, ახლა WikiLeaks-მა ეს მათ მაგივრად გააკეთა. ამავდროულად ობამას ადმინისტრაცია თეირანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აძლიერებს. შეგახსენებთ რომ ამ დღეებში ერთ-ერთი წამყვანი ირანელი მეცნიერი-ატომისტი მოკლეს. გზავნილის შინაარსი ცხადია: მათ ვინც რეჟიმზე მუშაობს, ამისთვის პასუხს აგებს. შესაძლოა წლის განმავლობაში WikiLeaks-ზე გაჩნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკვლელობის ორგანიზატორი ”მოსადია”. ახლა ამერიკის მთავრობა აქტიურად ასაიდუმლოებს საკუთარ დოკუმენტებს. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა აწგარდაცვლილი სენატორი პატრიკ მოინიჰანი, სწორედ ამას ებრძვის გამალებით სტივენ აფთერგუდი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციიდან. შესაძლოა WikiLeaks-ი – შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის მეთოდია. საფრთხეების ფაქტობრივად ოფიციალურად გამოცხადება და ამავდროულად თვალთმაქცობა, თითქოს საიდუმლოს გამხელის გამო წუხხარ – ძლიერი სვლაა. თუკი სინამდვილეში ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის ობამა იმაზე გაცილებით ცბიერია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/lepost-150x54.png მათიას დელფი ეს ყველაფერი სკანდალური და სენსაციური, ნამდვილი აღმოჩენა უნდა გამხდარიყო რა? საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტები, რომლებიც ქსელში ყბადაღებული რესურსის WikiLeaks-ის წყალობით გაჩნდა. ნაღმის ასეთი აფეთქების შემდეგ, იმ რიგითი მოკვდავების (რომელთა მოტყუებასაც ოფიციალური პირები მუდმივად ცდილობენ) ანუ ჩვენს მზერას მოფარებულ საერთაშორისო დიპლომატიას შიშისგან გული უნდა გახეთქვოდა. და ასეთი რა შევიტყვეთ? რომ ისრაელი სინამდვილეში აშშ-ს 51-ე შტატია, რომელსაც ვაშინგტონში იმაზე მეტი გავლენა აქვს ვიდრე ნებრასკას, რომ მისი ნომერ პირველი მტერი – ირანია (უი, მართლა?), რომ საუდის არაბეთს სურს ეს ჰომეინისტური ირანი ერთხელ და სამუდამოდ დადუმდეს (რა სიურპრიზია!), რომ დიმიტრი მედვედევი – რობინია, პუტინი კი ბეტმენი (გამორიცხულია! სენსაცია!), რომ ნიკოლა სარკოზი ”მბრძანებლური და ბუტიაა” (არ მჯერა!) და მისი დიპლომატიური მრჩეველი ჟან დავიდ ლევიტი ირანს (ისევ ირანი!) მიიჩნევს ”ფაშისტურ სახელმწიფოდ” (ძალიან მიკვირს!) და გიჟს უწოდებს უგო ჩავესს, რომელიც ვენესუელას ზიმბაბვედ გადააქცევს (აქ რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ლიბერალის შეხედულებებს იდეოლოგიის პრიზმა ამახინჯებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მემარჯვენე ვენესუელას ლიდერს არანორმალურად მიიჩნევს, განსაკუთრებული აღმოჩენა არც ეს გახლავთ). გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი ხდება რომ სილვიო ბერლუსკონი ბედოვლათია (უი მართლა?), რომ ანგელა მერკელი მშიშარაა და წარმოსახვის უნარი არა აქვს (ამავდროულად ამერიკელი დიპლომატებიდან, რომლებიც როგორც ცნობილია მულტფილმებზე გიჟდებიან, ვერც ერთმა ვერ შენიშნა, როგორ ჰგავს ის დრუპის), რომ კადაფიმ გარშემო ტერმინატორი მცველების მთელი არმია შემოიკრიბა და უპირატესობას ანიჭებს სანდომიან და არა ინტელექტით დაჯილდოვებულ ახალგაზრდა ქალბატონებს (ისე, დიქტატორისგან რაიმე სხვას ელოდით?) და რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ”ძალიან სუსტია” (მაგრამ არა ცბიერი და არა მექრთამე, რაც სხვათა შორის, ძალიან ადეკვატური შეფასება იქნებოდა, რადგან პირადად მე ამაში ეჭვი არ მეპარებოდა). ამავდროულად ჩვენ ვერაფერი შევიტყვეთ ძმებ კასტროებზე (როგორც მოსალოდნელია, ფიდელი გონებასუსტი აღმოჩნდება, რაული – მაფიოზი და ორივე ერთად – გამოუსწორებელი კომუნისტები), საპატეროზე (სხვათაშორის სოციალისტისთვის ის არცთუ ძალიან ბრიყვია), დევიდ კამერონზე (უკეთესი, ვიდრე ეს გაურკვევლობა გორდონ ბრაუნი, თუმცა მეგი ტეტჩერზე ბევრად უარესი) ან სარკოზის ყოფილ გაწრთვნილ გოშია ბერნარ კუშნერზე, რომელიც დღეს ”ცხოველთა დაცვის საზოგადოების” სადარაჯოზეა (როგორც სჩანს აქ საუბარი სამწუხარო დაუდევრობაზეა, რაც იმედი მაქვს მალე გამოსწორდება). შესაძლოა მითხრათ, რომ წინ ჯერ კიდევ 250 000 ჩანაწერია, რომლებიც უნდა გადამოწმდეს და ითარგმნოს, რომ ჩვენ ბევრი რამ ჯერ არ წაგვიკითხვას და ის გაზეთები, რომლებიც ამ ჩანაწერებს აქვეყნებენ, საუკეთესო ლუკმას ბოლოსთვის ინახავენ. თქვენ იმედზე ვარ რომ შემატყობინებთ, როგორც კი მართლაც რაიმე განსაცვიფრებელს აღმოაჩენთ, მაგალითად ისეთს როგორიცაა ჟან-კლოდ იუნკერის კავშირი ზღვის ლომთან ან ჩინეთში ჩრდილოეთ-კორეის შეჭრის პროექტი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/daily-beast.jpg სარედაქციო წერილი WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, მხილებულია საუდის არაბეთის შეთქმულება ირანის წინააღმდეგ, ავღანეთის კორუმპირებული ლიდერის მცდელობა ქვეყნიდან გაეტანა 52 მილიონი დოლარი, პუტინი-ბერლუსკონის ”რომანი” და ბევრი სხვა ფაქტი. გთავაზობთ 9 ყველაზე შთამბეჭდავ საიდუმლოს 1. ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავებზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას იემენი იღებს გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, „ალ-ქაიდასთან“ ბრძოლაში აშშ-ს იემენი აფარებდა ხელს, საჯაროდ აცხადებდა რა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ინიცირებულ თავდასხმებს სანა აწარმოებდა. „ჩვენ მომავალშიც იმას ვიტყვით, რომ ეს ჩვენი და არა თქვენი ბომბებია“ – განუცხადა გენერალ დევიდ პეტრიუსს იემენის პრეზიდენტმა ალი აბდალა სალეჰმა 2010 წლის იანვარში. ასეთი ქმედებები იმ სერიოზულმა უნდობლობამ გამოიწვია, რომელიც ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებს აშშ-ს მიმართ აქვთ. შეერთებული შტატებისთვის ხელის დაფარებამ იემენის პრემიერ-მინისტრს ხუმრობისკენ უბიძგა იმის თაობაზე, თუ როგორ „ატყუებდა“ ავიადარტყმების შესახებ პარლამენტს პრეზიდენტი. 2. ჩინეთი Google-ზე და დალაი ლამაზე კიბერ-თავდასხმებს აწყობდა კომპიუტერულ ქსელ Google-ზე წელს განხორციელებული კიბერ-თავდასხმების უკან, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ჩინეთის ხელისუფლება იდგა. ამის შესახებ იუწყება „ჩინური წყარო“, რომელმაც პეკინში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს უამბო იმის შესახებ, რომ „კომპიუტერული დივერსიების კოორდინირებულ კამპანიას სახელმწიფო სტრუქტურების ოპერატიული თანამშრომლები ახორციელებდნენ“. მანამდე, აშშ-ს წარმომადგენლები კიბერ-თავდასხმებში ჩინეთის ხელისუფლების დადანაშაულებაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ WikiLeaks-ის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პეკინი ჰაკერულ შეტევებს ახორციელებდა არამხოლოდ Google-ის, არამედ აშშ-ს და მისი დასავლელი მოკავშირეების კომპიუტერული ქსელების, ასევე ჩინელი დისიდენტების Gmail-ის მისამართების და დალაი ლამას კომპიუტერის წინააღმდეგაც კი. 3. ჰილარი გაერო-ში ჯაშუშებს აგზავნიდა დოკუმენტების თანახმად, ჰილარის სურდა რომ დიპლომატებს გაერკვიათ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების საკრედიტო ბარათების ნომრები, იმ თანამშრომლების მივლინებების დეტალები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები, მობილური ტელეფონის ნომრები და „დეენემის“ მონაცემებიც კი. მისი მოთხოვნები გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გი მუნსაც ეხებოდა. სახელმწიფო მდივანს სურდა ინფორმაციის მიღება „მისი მმართველობის და გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდებზე და იმ გავლენაზე, რომელიც მას სამდივნოზე აქვს“. ასეთი მოთხოვნები 2009 წლის ივლისში გაკეთდა. ადრე მსგავს განკარგულებებს კლინტონის წინამორბედი რაისიც გასცემდა. ცხადია ამ ინფორმაციას სერიოზული შეშფოთება მოჰყვება. მეტიც, შეიძლება გაირკვეს რომ მსგავსი ქმედებები უკანონოა: გაერო-ს შექმნის შესახებ 1946 წლის შეთანხმებით, იკრძალება „თვალთვალი, ინფორმაციის მიღების მოთხოვნა… და გაერო-ს საქმიანობაში სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევა“. 4. „დაუდევარ“ ბერლუსკონის პუტინთან „საიდუმლო“ კავშირი ჰქონდა სილვიო ბერლუსკონის WikiLeaks მკაცრად მოექცა. იტალიის პრემიერ-მინისტრს აშშ-ს ელჩი რომში „დაუდევარ, პატივმოყვარე და არაეფექტურ ევროპელ ლიდერად“ მიიჩნევს. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტში, ნათქვამია იმ უკვე ცნობილი დეტალების შესახებ, რომ ბერლუსკონი „ძალიან გვიან იძინებს და ღამის წვეულებები უყვარს“. ნათქვამია ასევე ბერლუსკონის ძალიან ახლო ურთიერთობებზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, რომლებიც თითქოს ვიღაც ორენოვანი შუამავლის მომსახურებით სარგებლობენ და ერთმანეთისთვის ძვირფას საჩუქრებს არ იშურებენ. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა მის ელჩებს ორივე ქვეყანაში მოსთხოვა მისთვის ინფორმაციის მიწოდება ამ ადამიანებს შორის ნებისმიერ კომერციულ გარიგებებსა და მეგობრულ ურთიერთობებზე. 5. საუდის არაბეთის მეფეს სურს, რომ ამერიკის ჯარმა ირანს დარტყმა მიაყენოს საუდის არაბეთის მეფე აბდულა არაერთხელ მოუწოდებდა შეერთებულ შტატებს ირანზე დარტყმა მიეტანა, რის შესახებაც ამ ქვეყანაში აშშ-ს ელჩი იუწყებოდა. „მოკვეთეთ თავი ამ გველს“ – განაცხადა მეფემ 2008 წელს, მოითხოვა რა თავდასხმა ირანის ობიექტებზე, რომლებიც აქტიურად იქმნება მისი ბირთვული პროგრამის ფარგლებში. საუდის არაბეთი ასევე მოუწოდებდა „ირანის წინააღმდეგ მკაცრი ამერიკული და საერთაშორისო სანქციების შემოღებისკენ“. 2009 წლის ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა: „ჩვენ 6-დან 18-თვემდე დროის ინტერვალი გვრჩება იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მოვასწროთ ირანის ბირთვული პროგრამისთვის ხელის შეშლა“. ამის შემდეგ ბარაქმა სთქვა, რომ „ნებისმიერი სამხედრო გადაწყვეტა გარდაუვალ უკუზიანს გამოიწვევს“. როგორც სხვა მიმოწერებიდან სჩანს, შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ირანმა ჩრდილოეთ-კორეისგან თანამედროვე რაკეტები მიიღო, რომელთა დახმარებითაც მას მოსკოვზე და ევროპაზე თავდასხმა შეუძლია. 6. ავღანეთის კორუმპირებული ვიცე-პრეზიდენტი 52 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულით დააკავეს როგორც სჩანს, ავღანეთის ვიცე-პრემიერის ბარგის წონამ მოსალოდნელს გადააჭარბა: შარშან ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ავღანეთიდან ჩასულმა აჰმად ზია მასუდმა ქვეყანაში 52 მილიონი დოლარი – ნაღდი ფული – ჩაიტანა. ამერიკის საელჩომ, რომელმაც ამ განძს „მნიშვნელოვანი მოცულობის თანხა“ უწოდა, მაუსუდს ფული დაუტოვა ისე, რომ არ მოსთხოვა მას ამ ფულის „წარმომავლობის და იმის გამხელა, თუ რა საქმისთვის იყო ის განკუთვნილი“. 7. აშშ გუანტანამოს ტუსაღების მიღების სანაცვლოდ ქვეყნებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობს ამერიკის ხელისუფლებას იმდენად ძლიერად სურს გუანტანამოს პატიმრების ქვეყნიდან გამგზავრება, რომ უცხოეთის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მზად არიან ამ ადამიანების წასაყვანად, ნებისმიერი გარიგებისთვის მზადაა. ოფიციალური წარმომადგენლები წყნარი ოკეანის პატარა კუნძულ-სახელმწიფო კირიბატის (98 000 მცხოვრებით) სხვადასხვა სტიმულების სახით მილიონობით დოლარს სთავაზობდნენ, თუკი ის ჩინური წარმოშობის მუსულმან ტუსაღებს მიიღებდა. ისინი ცდილობდნენ სლოვენიელი ჩინოვნიკების მოსყიდვას, რათა მათ პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შესაძლებლობის სანაცვლოდ ერთი პატიმრისთვის მაინც ემასპინძლათ. ბელგიას კი განუცხადეს, რომ გუანტანამოს ტუსაღების მიღება მისთვის, „იოლი გზაა… ევროპაში გამოჩენილი ადგილის დასაკავებლად“. 8. აშშ და სამხრეთ-კორეა ორი კორეის გაერთიანებას გეგმავენ იმ მომენტისთვის, ვიდრე კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა იმატებდა, ამერიკელების და სამხრეთ-კორეის წარმომადგენლებმა ორი კორეის გაერთიანების გეგმები უკვე განიხილეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩრდილოეთ-კორეა დამარცხდება. ისინი ამ გაერთიანებაზე ჩინეთის დათანხმების შესაძლებლობასაც განიხილავდნენ. 2010 წლის თებერვალში სამხრეთ-კორეის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობდა, რომ ჩინეთის დათანხმებას ეკონომიკური სტიმულები შეუწყობდა ხელს, თუკი გაერთიანებული კორეა შეერთებულ შტატებთან „ნაყოფიერ კავშირს“ დაამყარებდა. 9. სახელმწიფო დეპარტამენტი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დაბალ შეფასებას აძლევს გერმანულმა ჟურნალმა Spiegel-მა, რომელიც ერთ-ერთი იმ გამოცემათაგანია, რომელსაც საშუალება მიეცა წინასწარ გასცნობოდა ინფორმაციის გაჟონვას, უმალ მიაქცია ყურადღება კანცლერ ანგელა მერკელისადმი სახელმწიფო დეპარტამენტის ცივ დამოკიდებულებას. გერმანიის ლიდერს „ჯერ არ გადაუდგამს თამამი ნაბიჯები ურთიერთობების შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესებისთვის“ – წერდა 2006 წელს აშშ-ს ელჩი ვილიამ ტიმკენი. 2008 წლის წერილში მერკელს უწოდებდნენ ლიდერს, რომელსაც „არ უყვარს რისკზე წასვლა და იშვიათად ამჟღავნებს შემოქმედებით მიდგომას“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეზე კი ეწერა, რომ მისი შეხედულებები „შინაარსს მოკლებულია“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted December 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg ნატალი ნუგაირედი მიუხედავად იმისა, რომ ელისეის სასახლის შუამავლობას 2008 წლის აგვიტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში, ნიკოლა სარკოზის დიპლომატიის „გმირობად“ წარმოაჩენენ, მასზე აშშ-ს და მისი მოკავშირეების რეაქცია თავშეკავებული გახლდათ. ვაშინგტონს თავისი კრიტიკული დამოკიდებულება საჯაროდ იმიტომ არ გამოუთქვამს, რომ მოსკოვის თვალში დასავლეთის ერთობისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა. თუმცა ამერიკელების პოზიციამ მაინც გაჟონა იმ დიპლომატიურ მიმოწერაში, რომელიც ვებ-გვერდმა WikiLeaks-მა Le Monde -ს მიაწოდა. წერილიდან, რომელიც 2008 წლის 23 აგვისტოს ამერიკის საელჩოებში კონდოლიზმა რაისმა (აშშ-ს სახელმიწფო მდივანი 2005-2009 წლებში) დააგზავნა, ჩანს, თუ რატომ გადასცა აშშ-მ საფრანგეთს (იმ დროს ის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო) დიპლომატიური ინიციატივა. ვაშინგტონს სჭირდებოდა, რომ ამ საკითხში პირველხარისხოვანი როლი ევროკავშირს ეთამაშა და მოსკოვს არ ჰქონოდა შესაძლებლობა კრიზისი პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსულ-ამერიკულ კონფრონტაციად წარმოეჩინა. ამგვარად, ამერიკულმა დიპლომატიამ გადაწყვიტა მეორე პლანზე გადასაულიყო, ყურადღებით ედევნებინა თვალი საფრანგეთის ყველა ქმედებისთვის და მათზე გავლენა იმ დროს მოეხდინა, როდესაც ეს აუცილებელი გახდებოდა. ამგვარად, იმისგან განსხვავებით რაც ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის 13 ნოემბერს განაცხადა, ჯორჯ ბუში არასდროს ყოფილა წინააღმდეგი სარკოზი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების მოლაპარაკებებზე მოსკოვში გამგზავრებულიყო. თუმცა, შედეგებმა ამერიკელებში ერთგვარი ეჭვები გააჩინა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ძალიან ბევრი „უზუსტობა“ აღმოჩნდა, რაც მოსკოვს დოკუმენტის „არასწორი ინტერპრეტაციის“ და საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების დატოვების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზეზის გამო, რაისი ელისეს სასახლეს დამატებით დოკუმენტზე მოელაპარაკა. ეს არის 14 აგვისტოთი დათარიღებული საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი, სადაც რუსი ჯარისკაცების შეკავების მიზნით, დამატებით განმარტებებია მოცემული. თუმცა, მოსკოვმა ეს წერილი თავდაპირველი შეთანხმების ნაწილად მაინც არ აღიარა. ერთობის სიმულაცია ვაშინგტონს სჭირდებოდა პარიზთან შეხედულებების ერთობის დემონსტრირება. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამ საკითხისადმი აშშ-ს რეალური დამოკიდებულება, დიპლომატებს „თავი უნდა შეეკავებინათ საფრანგეთის და პრეზიდენტ სარკოზის პოზიციის“ შეფასებისგან, – წერდნენ სახელწიფო დეპარტამენტში. გამოდის, რომ კრემლმა საფრანგეთი გააბრიყვა? ამერიკული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რუსულმა მხარემ ხაფანგი მოამზადა, შექმნა რა ცეცხლის შეწყვეტის მეორე დოკუმენტი, რომელიც სარკოზის ვარიანტისგან ერთგვარად განსხვავდებოდა. და სწორედ მას მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მედვედევმა. შედეგად, შეთანხმების ორი ვერსია გამოქვეყნდა, რომელიც შეიცავდა ისეთ ნიუანსებს, რაც რუსეთისთვის მოქმედების ერთგვარ თავისუფლებას ქმნიდა. მართალია დრო და დრო ფრანგებს შეშფოთება ეტყობოდათ, თუმცა მათ დაადასტურეს ის, რომ მოსკოვმა რთული ამოცანა დაუსახათ, მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციისგან თავის შეკავების აუცილებლობაც აღიარეს. მათი აზრით, ოკუპირებული საქართველოს ბედი არ გახლდათ ერთადერთი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც იყო საჭირო რუსეთთან ურთიერთობებში. „დასავლეთს სჭირდება რუსეთი ირანის ბირთვულ საფრთხესთან დაპირისპირებისთვის“, – განაცხადა 2008 წლის 5 სექტემბერს ელისეს სასახლის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში ფრანსუა რიშიემ ნატოში აშშ-ს სწარმომადგენელთან კურტ ვოლკერთან შეხვედრისას. ამერიკელი დიპლომატი იძულებული იყო ამ მოსაზრებას დათანხმებოდა, მაგრამ ამავდროულად აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული არმია საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, მოსკოვთან ჩვეულებრივ თანამშრომლობა გართულდება. „მძიმე ატმოსფერო“ 2008 წლის 8 სექტემბერს რუსეთმა არმია არ გაიყვანა და ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვთან და თბილისთან მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა იგრძნო. მეორე დღეს დიპლომატმა ფილიპ ლეფორმა მის ამერიკელ კოლეგას მოსკოვში, უამბო მოლაპარაკებებზე არსებული „საკმაოდ მძიმე ატმოსფეროს“ შესახებ. „რაღაც მომენტში სარკოზიმ ხელი წაავლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პიჯაკის საყელოზე და ის ძალიან მკაცრ ტერმინებში მატყუარად მოიხსენია“, – წერდნენ ამერიკის საელჩოში. „სარკოზიმ, როგორც ჩანს გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი, როგორც „სერიოზული ზესახელმწიფოს“ იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა იმით, რომ აღებული ვალდებულებება არ შეასრულა“, – ნათქვამია წერილში. შედეგად, რუსეთის არმიამ მხოლოდ ზოგიერთი რეგიონი დატოვა და 2009 წელს საბოლოოდ გამაგრდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამერიკულ მიმოწერასი ეს შედეგი შეფასებულია, როგორც „კვიპროსის“ სცენარი, ანუ სამხედრო ოკუპაცია, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 შევაერთებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 ისე სიმართლე ერთია.რაც დღემდე გამოქვეყნდა ფარატინა არაფრისმთქმელი ქაღალდებია.თუ დანარჩენი საბუთების ასეთ ტექსტებს შეიცავს, მაშინ WikiLeaks შეუძლია ეს ტუალეტის ქაღალდათ გამოიყენოს. პრინციპში გამოვა, რომ ამ დეზინფორმაციით WikiLeaks დაურხიეს მაშინ. ანუ აჭამეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.