Jump to content
Planeta.Ge

სამოქალაქო სიმამაცე


Recommended Posts

შორენა შავერდაშვილი

 

"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი 10 %-ის გაუქმების სასარგებლოდ, თუმცა გავაგრძელოთ საუბარი" - ეს იყო პასუხი, რომელსაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, პავლე კუბლაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი დაუღალავად იმეორებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, რომელიც NDI-ის ინიციატივით გასულ კვირას შედგა. ამ დახურულ შეხვედრაზე უნდა განგვეხილა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებმაც მედიამფლობელების მესაკუთრეები გამჭვირვალე უნდა გახადონ.

 

იურიდიული კომიტეტი რეალურად მხოლოდ ერთ მუხლზე შეჩერდა - "მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს... იურიდული პირი, რომლის წილის ან აქციების 10%-ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად... ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი."

 

ორ საათიანი შეხვედრა სწორედ ამ 10%-ზე დავას დაეთმო, მაშინ როცა "საინიციატივო ჯგუფმა" საკითხების მთელი ნუსხა მოამზადა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ არა ერთი არგუმენტი იმისა, რატომ უნდა გაუქმებულიყო 10 %-იანი ოფშორული მფლობელობაც, მაგრამ პარლამენტარები ჩვეული შეუვალობით გვპასუხობდნენ - "ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი..."

 

ქართულ მედიასა და არასამთავრობო წრეებში გაჩნდა ერთი ჯადოსნური სიტყვა - "ადვოკატირება", რაც ნიშნავს იმას, რომ ინტერესთა ჯგუფები თავად მუშაობენ პრობლემების გადაჭრაზე ხელისუფლებასთან დიალოგის გზით. ეს შეხვედრაც ამის მაგალითი იყო, თუმცა იმდენად უშედეგოდ გამოიყურებოდა ჩვენი ძალისხმევა საქართველოს პარლამენტის ვახტანგ გორგასლის დარბაზში, რომ ამ სიტყვამ ჩემთვის უცებ დაკარგა თავის ჯადოსნობა. თან გამახსენდა რამდენიმე სხვა საკითხიც, რომელზე საუბარი ხელისუფლებასთან ადრეც უშედეგოდ ვცადეთ. არადა, რა ალტერნატივა აქვს პროცესში ჩართულობას? არანაირი.

 

საქართველოში ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყო, მაგრამ იმდენად არაარსებითად გამოიყურება ეს პროცესები, რომ ჯერჯერობით ვერ ძლევს სრულ ინდიფერენტულობას, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაისადგურა. თუმცა, ეს შეიძლება კარგიც იყოს - იქნებ ყველამ ჩვენ-ჩვენ საქმეებს მივხედოთ? მაგრამ მათ, ვისაც პრობლემების გადაჭრისათვის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჭირდება - მძიმე დრო უდგას. ხელისუფლება ჯერ ისევ ცალ კარში თამაშობს და მათი "ღია კარი" ჯერ მხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. რეალური შედეგის მისაღწევად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა საჭირო. "საზოგადოება" კი ვერ გაძლიერდება, თუ ადამიანები არ გაძლიერდნენ და არ გამოიჩინეს გამბედაობა, დაიცვან თავის ინტერესები.

 

როცა მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 8 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს, არ აღმოჩნდა არც ერთი მასწავლებელი თუ დირექტორი (ერთი გამონაკლისის გარდა), ვინც ამ მოსწავლეების უფლებებს დაიცავდა - გამოვიდოდა და ხმამაღლა იტყოდა, რა მოხდა სკოლაში. როცა ექიმების დაკავება დაიწყო, სამი კვირის განმავლობაში ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი ექიმი, ვინც საჯაროდ ისაუბრებდა ამ პროცესის ლეგიტიმურობასა თუ არალეგიტიმურობაზე. აღარაფერს ვამბობ ბიზნესმენებზე, რომლებიც არასოდეს არაფერს ამბობენ. ჩვენთვის ახლაღა გახდა შესაძლებელი დაგვეწერა "კავკასუს ონლაინის" გაყიდვასა და მისი მფლობელის, მამია სანადირაძის ლონდონში გადახვეწაზე.

 

ასე შორს ვერ გავფრინდებით! შიშით შეპყრობილებს და კონფორმიზმში ჩაძირულებს კიდევ დიდ ხანს და მრავალგზის მოგვიწევს მოსმენა - "ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი..."

 

http://liberali.ge/node/3947

 

დროა საზოგადოებამ მართლა გაიღვიძოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პავლე კუბლაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი

ყველაფერი გასაგებია, ამ ორი გვარის შემდეგ წაკითხვაც არ ღირს

 

ისე უკრაინელებმა სწორედაც ეს "ოფშორები" გააპროტესტეს პირველ რიგში, ჩვენ ან ტვინი არ გვყოფნის ან გვაწყობს მსგავსი სიტუაცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ყველაფერი გასაგებია, ამ ორი გვარის შემდეგ წაკითხვაც არ ღირს

არადა ღირს, იმიტომ რომ დათმო ხელისუფლებამ და ოფშორულ კომპანიებს აეკრძალებათ ტელევიზიების ქონა

 

დასავლეთიდან ძალიან დიდი ზეწოლაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დასავლეთიდან ძალიან დიდი ზეწოლაა

ჩვენ თვითონ რატომ არ ვტვინავთ იმას რომ ოფშორებიდან შემოსული კომპანიები ისევ ჩვენი კორუმპირებული ჩინებნიკების ფულის რეცხვის საშუალებაა?

 

ძალიან კარგი ეგ მაინც თუ დათმეს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ძალიან კარგი ეგ მაინც თუ დათმეს

კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევთ

 

მიშამ ახალი ეკონომიკური კურსი ხო გამოაცხადა?))))

 

მანდ საინტერესო რამე მოხდა, ალასანიამ რო თქვა დათო პაიჭაძესთან, ბიზნესმენებზე ზეწოლის ფაქტებს დავდებთ სულ მალეო, და დასავლეთი დაგვეხმარება ეს რომ აღარ მოხდესო, მიშამ ჩემი აზრით დასწრებაზე გადაწყვიტა მოქმედება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...