Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა 173-ე საჯარო სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა .

მოსწავლეების, ძირითადად იძახდნენ - "მზია, მზია!" მზია გიორგობიანი, მათი სკოლის ყოფილი დირექტორი, მოსწავლეთა თქმით, მას შემდეგ გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მე-12 კლასელების საპროტესტო აქციაში.

სკოლიდან გამოსულ მინისტრს სკოლის მოსწავლეები ქუჩაშიც შეძახილებით გაყვნენ.

 

შაშკინი სკოლის შენობიდან გამოსვლისას რამდენჯერმე შეჩერდა და სცადა, აეხსნა მოსწავლეებისთვის, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება მზია გიორგობიანის მოხსნის შესახებ.

 

მინისტრის განცხადებით, 173-ე საჯარო სკოლა სიდიდით მეორე სკოლაა მთელს საქართველოში, ამ სკოლაში ამ დრომდე არ იყო მოწესრიგებული გათბობისა და კვების ბლოკის პრობლემები.

მინისტრმა ერთ-ერთ მოსწავლესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამ სკოლაში გათბობის სისტემა მოწესრიგდეს და გაიმართოს კვების ბლოკის მუშაობა.

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ, ვიდრე ძველ დირექტორს, მზია გიორგობიანს სკოლაში არ დააბრუნებენ.

სასაწავლო პროცესი 173-ე საჯარო სკოლაში კვლავ შეჩერებულია. მზია გიორგობიანის ნაცვლად სკოლის დირექტორად მანდატური დაინიშნა. მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ ახალ დირექტორს მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც კი არ აქვს დამყარებული.

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/152800-dimitri-shashkinma-173-e-skola-shedzakhilebisa-da-stvenis-fonze-datova.html

 

პ.ს. მოკლედ შაშკინმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ოპოზიციამ 4 წელი\

 

ახალგაზრდები გააღვიძა :givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 61
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ამბოხი

რა დეზინფორმაციულ და მე ვიტყოდი სულელურ სათაურებს არქმევ თემებს :user: ამბოხი არა გადატრიალება კიდე. პროტესტის ჩვეულებრივი და მიღებული ფორმაა ეგ რაც აღწერილი გაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა დეზინფორმაციულ და მე ვიტყოდი სულელურ სათაურებს არქმევ თემებს :user: ამბოხი არა გადატრიალება კიდე. პროტესტის ჩვეულებრივი და მიღებული ფორმაა ეგ რაც აღწერილი გაქვს.

:)

 

მრავალფეროვანია ქართული ენა...

საქართველოში, დღევანდელ საქართველოში, ეგ პროტესტი, ამბოხის ტოლფასია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. მოკლედ შაშკინმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ოპოზიციამ 4 წელი\

 

ახალგაზრდები გააღვიძა

შაშკინის იმედი მაქვს, ეგ თუ გამოაღვიძებს ხალხს.

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა დეზინფორმაციულ და მე ვიტყოდი სულელურ სათაურებს არქმევ თემებს ამბოხი არა გადატრიალება კიდე. პროტესტის ჩვეულებრივი და მიღებული ფორმაა ეგ რაც აღწერილი გაქვს.

ისა და ყველაფერი პირდაპირ რო არ უნდა გაიგო არ უსწავლებიათ შენთვის?

:givi: :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ამბოხი არა გადატრიალება კიდე. პროტესტის ჩვეულებრივი და მიღებული ფორმაა ეგ რაც აღწერილი გაქვს.

ამბოხია აბა რა,შაშკინის ბრძნულ პოლიტიკას რომ ეწინააღმდეგებიან ამას სხვა რა დავარქვათ?

მანდატურზე უკეთესი დირექტორი უნდათ? გავაგზავნოთ რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი იმ სკოლაში და ადვილად დავადგენთ რომ ის ბავშვები უთუოდ შეიარაღებულებიც იქნებიან და კრიმინალებთან კავშირშიც.მშობლებზე კი საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

173-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის დეტალებს ყვებიან .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მე-12 კლასელმა, ნინო რეხვიაშვილმა განუცხადა, დიმიტრი შაშკინი მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ პედაგოგებს დააბრუნებენ თანამდებობაზე, თუ გენერალური ინსპექცია მათ ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს.

მისივე თქმით, თუ გენერალურმა ინსპექციამ ვერ დაამტკიცა ხარჯების არასწორი განაწილების ბრალდება, რომლის გამოც დირექტორი მზია გიორგობიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაშინ ის დარჩება 173-ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

რეხვიაშვილის თქმით, ისინი სხვა მოსწავლეებს და მშობლებს გააცნობენ შაშკინთან შეხვედრის დეტალებს და შემდეგ გადაწყვეტენ, დაუბრუნდებიან თუ არა სასწავლო პროცესს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაშკინი ტრანსფერზე უნდა დავაყენოთ. იქნებ სადმე ვოლოგდაში ან ზელინოგრადში გამოდგეს კიდევაც განათლების კურატორად, ჩვენთან ? :no:

ეთნიკურ წარმოშობაზე არაა ჩემი მინიშნება,არამედ მის სტილზე .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

173-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის დეტალებს ყვებიან .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მე-12 კლასელმა, ნინო რეხვიაშვილმა განუცხადა, დიმიტრი შაშკინი მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ პედაგოგებს დააბრუნებენ თანამდებობაზე, თუ გენერალური ინსპექცია მათ ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს.

მისივე თქმით, თუ გენერალურმა ინსპექციამ ვერ დაამტკიცა ხარჯების არასწორი განაწილების ბრალდება, რომლის გამოც დირექტორი მზია გიორგობიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაშინ ის დარჩება 173-ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

რეხვიაშვილის თქმით, ისინი სხვა მოსწავლეებს და მშობლებს გააცნობენ შაშკინთან შეხვედრის დეტალებს და შემდეგ გადაწყვეტენ, დაუბრუნდებიან თუ არა სასწავლო პროცესს.

პირადად ბავშვებთან არაფერი გამოუვიდა ეხლა კი შემოვლით გზებით აპირებს "დაშოშმინებას"?

 

მის სტილზე .

რა სტილზე ლაშა?

პედაგოგიკას სძინავს ან მიიცვალა საერთოდ

 

რაო ვერ "დალია სისხლი" :givi: ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

აო ვერ "დალია სისხლი" ?

ბევრს თუ გაახურებს... მოსწავლეებს აქცევს ოპოაქტივისტებად :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამ საათზე იყო მაესტროზე არეპორტაჟი

 

რა უსვინეს შაშკინს

 

:givi: :givi:

 

გამობუნძულეს სკოლიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინისტრის განცხადებით, 173-ე საჯარო სკოლა სიდიდით მეორე სკოლაა მთელს საქართველოში,

აი სადაა გოჭის თავი დამარხული :yes:

"ფინანსი პაიუტ რამანსი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...