Jump to content
Planeta.Ge

XXI საუკუნის გამოგონებები


Recommended Posts

1)რობოტი-მეომარი „Shooter„

 

მწარმოებელი – იტალიის ტექნოლოგიების ინსტიტუტი.

(05.10.2010)

 

იტალიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, სახელად „Shooter“ (მსროლელი), რომლის მეშვეობით რობოტ-ჰუმანოიდი iCub-ი შვილდიდან ახდენს ისრის გასროლას. პროგრამის გამოყენებით რობოტი თვითნებურად უმიზნებს და ლაშქრავს სამიზნეს. ექსპერიმენტის ჩატარების განმავლობაში რობოტმა რამოდენიმეჯერ სამიზნეს ააცდინა, მაგრამ შეცდომების გაანალიზების შემდგომ სიტუაციის ნორმალიზაცია მოხდა. დამიზნების დროს რობოტი ახდენს მიზნის და სამიზნე ობიექტის ურთიერთმისადაგებას და მხოლოდ ამის შემდგომ ისვრის ისარს.

 

მომავალში, მოდიფიცირებული ალგორითმი Shooter-ი მოგვევლინება ცეცხლსასროლი იარაღის მსროლელად. ხსენებული პროცესი გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე შვილდ-ისრის გამოყენება, რომელიც ვიზულაური ინფორმაციის გადამუშავების გარდა, ორივე ხელის კოორდინირებულ მოქმედებას საჭიროებს.

 

 

 

2)ბიომეტრიული საფულე

 

მწარმოებელი – კომპანია iWallet

(16.09.2010)

 

ეს უცნაური საფულე გაფანტული გონების მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. მისი გახსნა პატრონის თითის ანაბეჭდის იდენთიფიკაციის საშუალებით ხდება. აგრეთვე საფულეს გააჩნია სისტემა, რომელიც მობილური ტელეფონის BlueTooth რეჟიმს უკავშირდება. ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია გავნსაზღვროთ თუ რამდენი მეტრი გვაშორებს მასთან. თუ საფულის მდებარეობის მანძილი 5-6 მეტრს აჭარბებს, მასზე ავტომატურად ირთვება სიგნალიზაცია.

 

ბიომეტრიული საფულის ღირებულება 600 აშშ დოლარია და დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან,

 

საფულის ზომაა: 10,8 x 8,5 x 1,9 სმ.

სერიული ფერები: შავი, ოქროსფერი, ვარდისფერი, მწვანე და თეთრი.

 

iWallet - ტექნიკური ხელსაწყოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია.

 

 

 

3)ხელოვნური არტერიები ( Cultured Arteries )

 

გამოიგონა მეცნიერთა ჯგუფმა

(2009)

 

ხელოვნური არტერიები ( Cultured Arteries ) წარმოადგენს რეციფიენტის 3 ფენისგან გამოყვანილ In Vitro ქსოვილ არტერიებს.

 

 

 

ნეირო-კომპიუტერული ინტერფეისი

 

მწარმოებელი - ბრაუნის უნივერსიტეტი

(2004 წელი)

 

4)ნეირო-კომპიუტერული ინსტერფეისი წარმოადგენს სისტემას, რომელიც შექმნილია ტვინის და ელექტრო მოწყობილობის (მაგ. კომპიუტერის) შორის ინფორმაციის გაცვლისთვის.

 

ბრაუნის უნივერსიტეტი ( Brown University ) - ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი აშშ-ში.

 

 

 

6)თვალის ხელოვნური ბადურა

 

გამოიგონა დენიელ ჰალანკერმა ( ტენფორდის უნივერსიტეტი ) და მისმა სამეცნიერო ჯგუფმა Group of Biomedical Physics and Opthalmic Technologies 2002 წელს.

 

თვალის ხელოვნური ბადურა ( ბიონიკური თვალი ) წარმოადგენს ხელოვნურ ხედვის სისტემას , დაკარგული ხედვის უნარის აღსადგენად.

 

დენიელ პალანკერი ( Daniel Palanker ) - ამერიკელი ექიმი

 

 

 

ვრცლად : http://codna.ge/gamogonebebi/cat_1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეირო-კომპიუტერული ინტერფეისი

 

მწარმოებელი - ბრაუნის უნივერსიტეტი

(2004 წელი)

 

4)ნეირო-კომპიუტერული ინსტერფეისი წარმოადგენს სისტემას, რომელიც შექმნილია ტვინის და ელექტრო მოწყობილობის (მაგ. კომპიუტერის) შორის ინფორმაციის გაცვლისთვის.

 

ბრაუნის უნივერსიტეტი ( Brown University ) - ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი აშშ-ში.

ეს რაღაც არარეალურია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

კარგი ინფოა :+:

 

 

asesino_141

იავიცი უახლოეს მომავალში კი აპირებენ კომპიუტერის და ადამიანის პირდაპირ დაკავშირებას ანუ ტვინიდან უნდა ვმართოთ ყველაფერიო თვალების ყურების და ზედმეტი ორგანოების გარეშეო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ზუსტად მაგაზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ ესეც არარეალურად მოეჩვენება ადამიანს

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
ნინტენდო ვი და იქსბოქსი რაა კარგიაა :D ერთი შეხედვით არარეალურია მართლა, მაგრამ ძალიან მაგარი გამოგონება კია :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ეს რაღაც არარეალურია

არ არის არარეალური. არსებობს პროტოტიპები. გამოიყენება პარალიზებული ადამიანების დასახმარებლად.

 

gendolf

ზუსტად მაგაზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ ესეც არარეალურად მოეჩვენება ადამიანს

ეგ უკვე დღევანდელი დღეა. რა არის მაგაში არარეალური?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ზუსტად მაგაზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ ესეც არარეალურად მოეჩვენება ადამიანს

 

 

ზუსტად ეს ვნახე დღეს ვერაზე მაღაზიაში:

 

თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდ ა:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ უკვე დღევანდელი დღეა. რა არის მაგაში არარეალური?

არარეალური არაფრერია უბრალოდ სადაც ეგ უკვე გამოგონებული და დაპროექტებულია იქ ნეირო-კომპიუტერული ინტერფერენსიც აღარაა გასაკვირი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...