lasha_alo Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით ირაკლი მელაშვილს პარტია დაატოვებინეს , თუმცა ბოლო დროს შიდაპარტიულ საქმიანობაში ამ ადამიანის როლი ისედაც საგრძნობლად შემცირებული იყო.რატომ წავიდა თუ დაატოვებინეს პარტია საკმაოდ გამოცდილ პოლიტიკოსს?რა მომავალი ელის ოქტომბრის აქციების შედეგად რეიტინგშელახულ ეროვნულ ფორუმს?http://internet.ge/v2/news_images/200903275730.jpgირაკლი მელაშვილი იყო სტუდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი 80-ნ წლებში28 ოქტომბერს პარლამენტში მოხვდა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" სიით , სექტემბრის მოვლენების შემდეგ გაერთიანდა "ქარტია91-ს " ოპოზიციურ ჯგუფში .90-ნ წლებში AES თელასის ლობისტი, "პირველი ქართული ლობი"ს დამფუძნებელი . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 lasha_aloირაკლი მელაშვილი იყო სტუდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი 80-ნ წლებში28 ოქტომბერს პარლამენტში მოხვდა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" სიით , სექტემბრის მოვლენების შემდეგ გაერთიანდა "ქარტია91-ს " ოპოზიციურ ჯგუფში .90-ნ წლებში AES თელასის ლობისტი, "პირველი ქართული ლობი"ს დამფუძნებელი . ეს ტიპი არასდროს არ მომწონდა და მიკვირდა კიდეც "ფორუმ"-ი როგორ იტანდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 (edited) ვანოს დავალება შეასრულა. ეხლა რამე მომდევნო დავალებას დაელოდება რამდენჯერ ვიკითხე ფორუმელების მისამართით, რა უნდა მაგ კაცს ფორუმში, და არ მიპასუხეს Edited December 1, 2010 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 ირაკლი მელაშვილი პოლიტიკიდან მიდის სამტრედიისკენ თუ მიდის გამიყოლოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 მიშიკო როდის მიდის პოლიტიკიდან, ეგ არ იცით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 თუ ამ აქციების გამო მოუვიდა უთანხმოება,მაშინ სწორედ მოქცეულა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 სამტრედიისკენ თუ მიდის გამიყოლოსცუდი დროა და თავს ნუ იშიფრავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 სამტრედიისკენ თუ მიდის გამიყოლოს ერთი კაციც და გავდივართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 (edited) მე წავედი, ყველას დიდი მადლობა - განსაკუთრებით გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს. მიზეზი - შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა მიყვარხართ. შეხვედრამდე...მაგდა პოპიაშვილი Edited December 1, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 მე წავედი, ყველას დიდი მადლობა - განსაკუთრებით გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს. მიზეზი - შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა მიყვარხართ. შეხვედრამდე...მაგდა პოპიაშვილი მაგდა პოპიაშვილი მიდის თუ ირაკლი მელაშვილი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 Saturnმაგდა პოპიაშვილი მიდის თუ ირაკლი მელაშვილი? ცოლ-ქმარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 Grigშვილის მდგომარეობა აშკარად ცუდია. არ ვიცი რა ჭირს,მაგრამ ბავშვი იმედია კარგად იქნება. მძიმეა შვილის ავადმყოფობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 მელაშვილი კი არა მთელი ფორუმი წავა პოლიტიკიდან, თუკი 2010 წელს მიშათი შევხვდებითო,ასე თქვა გუბაზმა,თუ მე წავალ პოლიტიკიდანო ზუსტად არ მახოვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 ეროვნულ ფორუმს და სახალხო კრებას შორის განხეთქილებაზე ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა. იმ ძალებს კი რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში ერთი უცნაურობა დასჩემდათ–დატოვებენ პარტიას, კრებას, მეგობრებს და მიზეზებზე კი არ საუბრობენ–როგორც ჩანს ავიწყდებათ რომ პოლიტიკოსები არიან, და არა არტისტები, პოლიტიკოსს კი საზოგადოების წინაშე საჯაროობის და თმენის ვალდებულება აქვს აღებული. შესაბამისად ყველა ის პირი რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არჩევნებზე, თუნდაც ერთი ადამინის საარჩევნო ხმა მიუღია, ვალდბულია ამ ადამიანის ყველა შეკითხვას უაპასუხოს, არა და ამ ბოლო დროს ასეთი ბევრი დაგროვდა განსაკუთრებით ფორუმის და კრების მიმართ. ირაკლი მელაშვილმა ეროვნული ფორუმი დატოვა, 25 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი სახალხო კრების დაშლაც ფორუმელებს დაბრალდათ, 26 ნოემბერს კახა შარტავას მიერ გაკეთებული განცხადება კრების შემადგენლობაში დარჩენა არ დარჩენის შესახებ ყველას ახსოვს, არც გუბაზის მიერ დაპირებული შემოდგომის რევოლუცია დავიწყებია ვინმეს, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ლიდერი ჯერჯერობით დუმილს არჩევს და საზოგადოებას მარჩიელობის ამარა ტოვებს, შესაბამისად ჟურნალისტებსაც ჭორების წერისკენ უბიძგებს, თუმცა არის ფაქტები რომლის დადსტურებაც ძალიან მარტივია. მელაშვილის მიერ ფორუმის დატოვება გუშინ გვიან ღამით გადაწყდა, კრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ კახა შარტავამ ხმამაღლა განაცხადა ეროვნული ფორუმის, როგორც პარტიის ლიკვიდაციის შესაძლებლობაზე, და ყოფილი პარტიული სტრუქტურით მთლიანად კრებაში შესვლაზე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ირაკლი მელაშვილი. თავის მხრივ ფორუმი კრების შემადგენლობიდან გამოსული სოსო მანჯავიძის კრიტიკის ქვეშ მოექცა, მანჯავიძის განცხადებით კრება არა სახალხო არამედ ერთ ჩვეულებრივ პარტიულ სტრუქტურად იქცა, სადაც წესებს სამი–ოთხი კაცი ადგენდა, ამ სამ ან ოთხ კაცში ეკა ბესელია რომ არ იყო ფაქტია, რადგან მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ 26 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოება ტელევიზიისკენ დაეძრა იმდენად გააღიზიანა ფორუმი, რომ კრებიდან გამოსვლაც კი იფიქრეს, თავის მხრივ ვერსიიდან ცნობილი ხდება ასევე ნინო ბურჯანაძის მიერ ბესელიასთან დარეკვის შესახებ, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოქრუაშვილის ყოფილ თანაგუნდელს თავშეკავებულობისაკენ მოუწოდებდა–მოკლედ ფაქტია რომ მინიმუმ ორი ძალა–დაშლილი ფორუმი და ბურჯანაძე ბესელიას ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს შეუშლის, ასევე სახალხო კრების არაპოლიტიკური ნაწილი არ გამორიცხავს კრების პოლიტიკური ოპოზიციისგან გამიჯვნას–თუმცა აშკარაა რომ პოლიტიკურ ნაწილში ბესელია არ აღმოჩნდება, რადგან 25–26 ნოემბერს პატიმრების უფლებათა დამცველი ერთადერთი აღმოჩნდა ვინც უკმაყოფილო საზოგადოების დაშოშმინება საკუთარ თავზე აიღო და ვინც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით მისაღებ პირველი დარტყმასაც უპასუხა. მაგრამ ფაქტია რომ ჯერჯერობით ბესელიას საზოგადოებრივ ლიდერად ჩამოსაყალიბებლად სამუშაო კიდევ ბევრი აქვს, მითუმეტეს, რომ ამას პოლიტიკური ოპოზიციის შიგნით საკუთარი და პოლიტიკური ძალის თვალსაზრისით მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეები ეყოლება. კრების საზოგადოებრივი ნაწილის მიერ მიღებულმა ნაჩქარევმა ნაბიჯმა შესაძლებელია ხალხიც და ნინოც კრების გარეშე დატოვოს, თავად კრებას კი დიდი შანსი აქვს მარგინალიზაციის გზაზე დამდგარი დაიცავი საქართველოს ბედი გაიზიაროს. პოლიტიკური ლიდერები კრების გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ სიმართლის თქმას მაქსიმუმ ორ დღეში დაგვპირდნენ, თუმცა ამ ერთი სიმართლის მოსმენის გარდა საინტერესო იქნება განაწყენებული მხარის მეორე სიმართლის გაგებაც. ალბათ ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა საზოგადოებისთვის, ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვისაც ერთი სიმართლე რომ არსებობდეს–ანუ ის რასაც სხვა, ქართულ ენაზე ჭეშმარიტება ჰქვია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 Siknadmoმელაშვილი კი არა მთელი ფორუმი წავა პოლიტიკიდან, თუკი 2010 წელს მიშათი შევხვდებითო,ასე თქვა გუბაზმა,თუ მე წავალ პოლიტიკიდანო ზუსტად არ მახოვს მე წავალო-გუბაზმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.