Jump to content
Planeta.Ge

"თავისუფალი დემოკრატები" დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლას იწყებენ


Recommended Posts

"თავისუფალი დემოკრატები" დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლას იწყებენ

13:45 30-11-2010

"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოში უკანონო პატიმართა გამოვლენის მიზნით , დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლას იწყებენ.

ამ პროცესს პირადად პარტიის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, რომელიც 10 წელი სტრასბურგის სასამართლოში მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობდა.

როგორც წულუკიანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი პატიმარი, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატები" უკანონო პატიმრად აცხადებენ, გვანცა ყუფარაძეა. მისი თქმით, ყუფარაძის საქმის საფუძვლიანმა შესწავლამ აჩვენა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლომ მაშინ არასრულწლოვანი გოგონას ბრალის საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და იგი დამნაშავედ ყოვლად დაუსაბუთებლად გამოაცხადა. როგორც წულუკიანი მიიჩნევს, ამ საქმეში ქართულმა სასამართლომ უპასუხისმგებლო საქციელი ჩაიდინა საკუთარი მომავლის წინაშე.

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა შეახსენა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გვანცა ყუფარაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი და მას პრიორიტეტი აქვს მინიჭებული.

"ყუფარაძის საჩივარს გამარჯვების დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს და ამ პატიმრის შეწყალების გზას დაადგეს", - აღნიშნა წულუკიანმა. თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, გვანცა ყუფარაძისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის მისი შეწყალება არ არის მთავარი. არამედ, მთავარია მისი საქმის თავიდან განხილვა და სიმართლის დადგენა.

"თავისუფალი დემოკრატების" მიერ შედგენილი იურიდიული დასკვნა გვანცა ყუფარაძის უკანონო პატიმრობის შესახებ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. 14 წლის გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. მას მისჯილი აქვს 10-წლიანი პატიმრობა, საიდანაც 5 წელი პირობით უნდა მოიხადოს.

 

http://www.facebook.com/home.php?#!/home.php?sk=group_136340269751361&notif_t=group_activity

 

 

თუ ბოლომდე მიიყვანენ ამას და არა მარტო ამ გოგოს საქმეს,ჩემი რესპექტები ალასანიას. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

თუ ბოლომდე მიიყვანენ ამას და არა მარტო ამ გოგოს საქმეს,ჩემი რესპექტები ალასანიას. :)

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე ლაპარაკის ნაცვლად...

 

სახვათაშორის სოციალ-ლიბერალების იდეა არის ეს :)

http://www.georgian-style.net/?p=152

 

“სხვები დაპირებებს იძლევიან, ჩვენ კი დაპირებებს არჩევნებამდე ვასრულებთ.“

 

 

 

"ზ). პარტიულ ბაზაზე კონტროლისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ დაზარალებულთა იურიდიული დახმარების ჯგუფის შექმნა.

 

პარტიულ ბაზაზე შექმნილი იურიდიული ჯგუფი დახმარებას გაუწევს ყველას ვინც ამ დახმარებისათავის მას მიამრთავს. მოსახლეობას გაეწევა დახმარება საჩივრების შედგენაში, იურიდიულ კონსულტაციებში და ყველა იმ საკითხებში რომელიც ეხება სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტაქტს.

 

ასევე იურიდიული ჯგუფის მოვალეობაში შევა საინფრომაციო სამსახური, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებში მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, ეს იქნება მოქმედი ვებ–გვერდებისა და პირდაპირი კონტაქტის, ლექციების მეშვეობით."

 

 

პ.ს. თან ვასრულებთ უკვე და ჯერ-ჯერობით შედეგიანად.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისუფალი დემოკრატები" საქართველოში უკანონო პატიმართა გამოვლენის მიზნით , დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლას იწყებენ.

ამასობაში 2013 წელიც მოვა და ეგაა, გვეშველება :)

ისე, ეხლა იმ ცერა თითს რატო აღარ აკეთებს, ესო კაცო ჩვევაში მაქვსო :) რაც მაგას ჩემგან გინება შეეწერა მაგაზე, 2013-მდე კი არა, ბოლომდე ეყოფა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამასობაში 2013 წელიც მოვა და ეგაა, გვეშველება :)

ისე, ეხლა იმ ცერა თითს რატო აღარ აკეთებს, ესო კაცო ჩვევაში მაქვსო :) რაც მაგას ჩემგან გინება შეეწერა მაგაზე, 2013-მდე კი არა, ბოლომდე ეყოფა

 

ამაზე არ დავფიქრებულვარ :)

 

ისე კი 2012 მოვა. საპარლამენტო არჩევნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით,ჯერ ვნახოთ რა როგორ იქნება და იდეა კარგია. Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით,ჯერ ვნახოთ რა როგორ იქნება და იდეა კარგია.

 

მაგას ვიძახი მეც.

ჩვენ ცუდი იდეები არ გვაქვს და ესინი ეხლ იწყებენ ჩვენ კი დაწყებული გვაქვცს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ცუდი იდეები არ გვაქვს და ესინი ეხლ იწყებენ ჩვენ კი დაწყებული გვაქვცს

 

 

შეიძლება მართლა გააკეთონ,შეიძლება აჩოკების დასაწერათაც სთქვეს.ვნახოთ რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...