lasha1997 Posted December 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 ხოდა მერე კიდევ დარჩება სხვა რამ სამადლობელო და ას. შ სამადლობელოს რა გამოლევს ესეთი მზრუნველი ხელისუფლების ხელში და ლუსტრები მართლა აანთეს უკვე რუსთაველზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 სამადლობელოს რა გამოლევს ესეთი მზრუნველი ხელისუფლების ხელში და ლუსტრები მართლა აანთეს უკვე რუსთაველზე? გუშინ აქუსთან გავიდა მესიჯი გიზგიზებსო, თუმცა მე პირადად არ მინახავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 ხალხს ლიდერი არ ყავს ესაა მთავარი პრობლემა თორემ დარმწუნებული ვარ ძალიან ბევრი გამოვა პროტესტის გამოსახატად,ოპოზიციისაც არ გვჯერა და იმიტომაც ვერ შეკრიბეს ხალხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 ხალხს ლიდერი არ ყავს ესაა მთავარი პრობლემა თორემ დარმწუნებული ვარ ძალიან ბევრი გამოვა პროტესტის გამოსახატად,ოპოზიციისაც არ გვჯერა და იმიტომაც ვერ შეკრიბეს ხალხილიდერზე გამახსენდა, ჯაბას კითხეს მიტინგზე, ვის გავყვეთ ბატონო ჯაბაო, ლიდერი არ გვყავსო... ვისო და ტრამვაი მიდის ეგერ და გაყევითო... ვისი ბრალია მერე ლიდერი რომ არ ყავს ხალხს? თვითონ ამ ხალხის, ჩემი აზრით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 ლიდერზე გამახსენდა, ჯაბას კითხეს მიტინგზე, ვის გავყვეთ ბატონო ჯაბაო, ლიდერი არ გვყავსო... ვისო და ტრამვაი მიდის ეგერ და გაყევითო... ვისი ბრალია მერე ლიდერი რომ არ ყავს ხალხს? თვითონ ამ ხალხის, ჩემი აზრით...ბურჯანაძე და ნოღაიდელი არიან დღეს ოპოზიციაში,მთავრობაზე მეტად ეგენი ეზიზღება ხალხს,ახალ სახეებს კიდე არავინ ენდობა და მე არც ვამტყუნებხალხმა რა უნდა ქნას ხალხს რა შეუძლია თუ კარგი ორგანიზატორი არ ყავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 ბურჯანაძე და ნოღაიდელი არიან დღეს ოპოზიციაში,მთავრობაზე მეტად ეგენი ეზიზღება ხალხს,ახალ სახეებს კიდე არავინ ენდობა და მე არც ვამტყუნებხალხმა რა უნდა ქნას ხალხს რა შეუძლია თუ კარგი ორგანიზატორი არ ყავს?ის ლიდერი ხალხის წიაღიდან უნდა გამოვიდეს... რა თქმა უნდა ბურჯანაძე და ნოღაიდელის გვერდით ვინ დადგება... უბრალოდ, საზოგადოება იმდენადაა დეზორგანიზებული, (პრინციპში არც ვართ საზოგადოება) ლიდერი არ გამოჩნდება...არავინ არ გამოჩნდება, იმიტომ რომ რყვნის ეს მთავრობა ყველას, ვინც კი ნორმალური გამოჩნდება... მოუსმევს ტალახს, გასვრის და მერე გამოუშვებს ხალხში...ყველა, ვინც დღეს ოპოზიციაში, ასე თუ ისე, რაღაც დოზით თანამშრომლობდა ამ, ანდა იმ, მთავრობასთან... ანდა რუსეთში დაძვრებიან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 რა თქმა უნდა ბურჯანაძე და ნოღაიდელის გვერდით ვინ დადგება...ეს ხალხი საკუთარი თავის გამო არ დგება(ძირითადად წევს, ზის ან ლაპარაკობა) და ვინმეს გვერდით როგორ დადგება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ეზოშია შეკრებილი და ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს . სკოლაში იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც პედაგოგებს ხვდება. მას ჯერ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.როგორც მოსწავლეებმა და მშობლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სკოლის რამდენიმე მე-12 კლასელმა რუსთაველის გამზირზე გამართულ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ახალი დირექტორი კი, მანდატურთა შემადგენლობიდან დანიშნეს და მას მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც არა აქვს დამყარებული. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, მოსწავლეებს სკოლაში არასათანადოდ ექცევიან, არა აქვთ გათბობა, არ არის მოწესრიგებული კვების ობიექტი. ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც განაცხადა, რომ მათ მუდმივად ემუქრებიან სკოლიდან გარიცხვით იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებიან მანდატურების მოთხოვნას. -- არც მასეა საქმე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ეზოშია შეკრებილი და ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს . სკოლაში იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც პედაგოგებს ხვდება. მას ჯერ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.როგორც მოსწავლეებმა და მშობლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სკოლის რამდენიმე მე-12 კლასელმა რუსთაველის გამზირზე გამართულ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ახალი დირექტორი კი, მანდატურთა შემადგენლობიდან დანიშნეს და მას მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც არა აქვს დამყარებული. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, მოსწავლეებს სკოლაში არასათანადოდ ექცევიან, არა აქვთ გათბობა, არ არის მოწესრიგებული კვების ობიექტი. ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც განაცხადა, რომ მათ მუდმივად ემუქრებიან სკოლიდან გარიცხვით იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებიან მანდატურების მოთხოვნას. -- არც მასეა საქმე!თუ გაკვეთილების პერიოდში იყვნენ რუსთაველზე მაშინ დასასჯელია დირექტორიც და მანდატურებიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 (edited) ეს ხალხი საკუთარი თავის გამო არ დგება(ძირითადად წევს, ზის ან ლაპარაკობა) და ვინმეს გვერდით როგორ დადგება? რა ვიცი, მე მგონი დაიღალა ხალხი... ყველა ცდილობს როგორმე უშველოს თავს... ზოგი უცხოეთში გარბის, ზოგი ნაციკთა პარტიაში შედის და ასე თუ ისე იწყობს ცხოვრებას... მე მაგალითად წავედი... 90-იანი წლების დასაწყისიდან მუდმივ არეულობაში ვიყავი... მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ წლები გადის, და არაფერი იცვლება... გუმბარიძეს ზვიადი ენაცვლება, ზვიადს ედიკა, ცხოვრება გადის და მე როგორც ვიჯები კაპიკებზე, ისე ვრჩებოდი სულ... ვინც არ უნდა მოსულიყო... და როდის სიცოცხლე, როდის ცხოვრება? იმას ველოდო მიშა როდის მიხვდება თუ რა არის დემოკრატია? ანდა იმას როდის მიხვდება, რომ ქვეყნის მართვა არ არის მარტო შადრევნების აშენება და ფასადების შეღებვა? რომ ვერ მიხვდეს და ამერიკაც გვერდში უდგას, მიდი და ეჭიდავე...ამიტომ, წავედი... ალბათ არც ჩამოვალ და ვიბარებ, რომ მოვკვდები, არც ჩამომიტანონ (ზოგიერთი ემიგრანტი რომ იძახის, სამშობლოში, საქართველოში უნდა დავიმარხოო... არ ვფიქრობ ასე, ცოცხალი იყავი და ქვეყანა არ გინდოდა, და შენი მძორი უნდა ჩაიტანონ, რომ მიწა დაამძიმონ, არა, ბატონო), არ ვარ იმის ღირსი საქართველოში დავიმარხო, და არც მტკივა მაინცდამაინც გული რომ წავედი... ნოსტალგია რომ შემომეპარება, შევხედავ მიშიკოს სურათს და მაშინვე მიქრება ნოსტალგიური შეტევები... Edited December 2, 2010 by georgekh13 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 georgekh13 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 georgekh13ნოსტალგია რომ შემომეპარება, შევხედავ მიშიკოს სურათს და მაშინვე მიქრება ნოსტალგიური შეტევები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 მე მგონი ამ თემას ზუსტად ეხება: "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ და აცხადებენ , რომ 2011 წლის ბიუჯეტი საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.ირაკლი ქადაგიშვილმა ხელისუფლების პოლიტიკა შეაფასა, როგორც უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური და ფსევდოლიბერალური და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკამ შეიყვანა ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში.მისივე თქმით, ამის შედეგად საქართველოში გაიზარდა უმუშევარობა, საგარეო და საშინაო ვალი და შემცირდა ინვესტიციები. მან საკუთარი ხალხის მიმართ ცინიზმი უწოდა პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ინფლაციის გაძლიერება მსოფლიო ფასებმა განაპირობა. "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ინფლაცია უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია ხელისუფლების უუნარობით და უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკით. საქართველოში არსებული 11%-იანი ინფლაციის გადაბრალება საერთაშორისო ფასების ზრდაზე ნავთობსა და საკვებ პროდუქტებზე, არის პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობა", - განაცხადა ქადაგიშვილმა. საკუთარი ხალხის წინაშე უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითი უწოდა დავით ონოფრიშვილმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. მისი თქმით, ბიუჯეტის მიხედვით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა. ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ბოლო წლებია, ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. "ასევე კატასტროფულად გაიზარდა ფასები სასიცოცხლოდ აუცილებელ სასურსათო პროდუქტებსა და მედიკამენტებზე. ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას სხვადასხვა სახის გადასახადების გაზრდით და არაადექვატური ჯარიმა-საურავების დაწესებით ცდილობს", - აღნიშნა მან. "თავისუფალი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას სოციალური აფეთქების საშიშროების წინაშე აყენებს, რაც თავის მხრივ, პოლიტიკური პროცესების შემდგომ მარგინალიზაციას გამოიწვევს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155120-irakli-qadagishvili-khelisuflebis-politika-upasukhismgeblo-arakvalificuri-da-fsevdoliberaluria.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ნებისმიერ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რა ძალოვანი შემადგენლობა, რა უახლესი საშუალებებიც უნდა გააჩნდეს მას შეირაღებაში, რა მასმედიასაც უნდა ფლობდეს, რა თანხებიც უნდა გააჩნდეს, პრაქტიკულად ვერაფერს შეცვლის, თუ არა აქვს მთავარი: ავტორიტეტი, სიკეთე, ზნეობა. მთავარია გააზრებული, სიკეთისა და ზნეობის აღმქმელი ადამიანის დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ და თუ ამ სისტემის ეს უკანასკნელი უჯრედი - ადამიანი, სახელმწიფოს სამართლიანობის რწმენას კარგავს, მაშინ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ელიტის გადარჩენა შეუძლებელია. /მ.თ./ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.