Jump to content
Planeta.Ge

მეტის ღირსები ვართ,რადგან თავმოყვარეობა აღარ გაგვაჩნია.


Recommended Posts

ე.ი. რასაც უნდა იმას აკეთებენ,როგორც უნდა ისე ატრიალებენ კონსტიტუციას და ამაზე პროტესტი ადამიანს(ხალხს) როცა არ უჩნდება,ზნაჩიტ ეთანხმებიან ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე,მეტის ღირსები ვართ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო,ამის დაწერა დამავიწყდა და გვიზამენ კიდეც.

 

 

ისეთი დრო დადგება,რომ ეთხელ ჭამაზე დღეში, კმაყოფილები დავრჩებით და ბედნიერად ჩავთვლით თავებს.არ გეგონოთ ცინიზმით ვწერდე.ჩემებიც მანდ ცხოვრობენ და მეც თქვენიანი ვარ,ანუ მაგ სასტავიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისეთი დრო დადგება,რომ ეთხელ ჭამაზე დღეში, კმაყოფილები დავრჩებით და ბედნიერად ჩავთვლით თავებს.არ გეგონოთ ცინიზმით ვწერდე.ჩემებიც მანდ ცხოვრობენ და მეც თქვენიანი ვარ,ანუ მაგ სასტავიდან.

არადა საქმე პირიქითაა

 

ზაზა შათირიშვილმა დაწერა, არ დაიზაროთ წაკითხვა:

 

ზაზა შათირიშვილი - "გნებავთ, კრება დაარქვით, გნებავთ - ოპერა და ბალეტი, ათიათასობით კაცი რომ ამ პოლიტიკური ნიჰილიზმით გაჯერებულ ვითარებაში შეიკრიბება, ძალზე საგანგაშოა!"

 

 

 

"შედეგი, რაც ლისაბონის სამიტმა მოიტანა, ის არის, რომ, ფაქტობრივად, ევროპამ აღიარა რუსეთი, როგორც თავისი ნაწილი. ნატო-ს ისტორიაში პირველად ჩაიწერა ასეთი მუხლი: ნატო რუსეთის მტერი არ არის. და მეორე: პროგრამა, რაც ამჟამად ალიანსში იქმნება, ფაქტობრივად, გულისხმობს ფორმულას "ნატო პლუს რუსეთი". ეს ცივი ომის დასასრულს ნიშნავს და მიგვითითებს XXI საუკუნის ძალიან მნიშვნელოვან ვექტორზე: თუ XX საუკუნე იყო კაპიტალიზმისა და სოციალიზმის მოდერნიზაციის ორგზის დაპირისპირება, ახლა ეს არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება; ანუ ევროამერიკული ცივილიზაციისა და რადიკალური ისლამიზმის დაპირისპირება", - აცხადებს ექსპერტი, კულტუროლოგი ზაზა შათირიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დღეს ის ვითარებაა, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს / სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება მომავალ წელს, როდესაც სახელმწიფოს ვალების გადახდის დრო მოუვა". "ამ თვალსაზრისით გასაგებია, რომ ევროპაცა და ამერიკაც რუსეთში მოკავშირეს ხედავს. ბრიუსელში სააკაშვილის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა იყო მისი მთავარი გზავნილი? - რომ არ დაარტყამს არც აფხაზებს, არც ოსებსა და არც რუსებს. ფაქტობრივად, მან ფიცი დადო, რომ არ დაარღვევს მშვიდობას და რაც მთავარია, მზად არის რუსეთთან უპირობო მოლაპარაკებისთვის. ამ გამოსვლით ნათლად და საბოლოოდ გამოჩნდა, რომ აღარ არსებობს ღერძი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობოდა - ღერძი რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებისა. აქედან კი გამომდინარეობს ობამას ადმინისტრაციის გაორებული მდგომარეობა: მას ძალიან არ უნდა სააკაშვილს გადაუსვას ხელი, რომ რუსეთი არ გაანაწყენოს, მაგრამ არც იმდენად უნდა "გაუჯავრდეს", რომ რესპუბლიკელები განარისხოს, რადგან, როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ ხოლმე, საკმარისზე მეტი ინვესტიცია აქვთ ჩადებული სააკაშვილის პროექტში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი.

 

 

 

"აქედან გამომდინარე, საქართველოს პრობლემა გადაწყდა იმდენად, რამდენადაც ის აღარ იქნება საშიში დასავლურ-ევროპულ-რუსული თამაშებისთვის. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, საქართველო აღარ იქნება დაბრკოლება რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებისთვის და ამ დასკვნის საფუძველს დასავლელი ექსპერტების მოსაზრებებიც იძლევა. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ძალიან ლოგიკურად ჯდება საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიადის თბილისში გამართვისთვის რუსეთის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, მთელი სიმწვავე, რაც იყო, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლებისა და "ქორი რესპუბლიკელების" თამაში იყო აგებული, აღარ არსებობს. ის აღარ არის საინტერესო პრობლემა და მეორე ადგილზე გადავიდა. პრობლემა კი მოიხსნა, მაგრამ დარჩა სააკაშვილი, რომელიც უკვე ჩვენი პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, პრაქტიკულად, ჩიხშია. ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ შეინიშნება", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

 

 

 

"სააკაშვილს რომ ეკონომიკური წარმატება ჰქონდეს, მაშინ ის დენთის კასრიც, რომელზეც ვსხედვართ, არ იარსებებდა. სინგაპურის მოდელი, რაზეც ხშირად ლაპარაკობს პრეზიდენტი, ეფემერაა და აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ რეალობასთან. სინგაპური არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც შეიქმნა გეოგრაფიული, პოლიტიკური და ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე. შეიქმნა სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესოპერაციას ატარებს. ასეთი ტიპის სახელმწიფო კორპორაციის შექმნა საქართველოში პირადად მე უტოპიად მიმაჩნია. არადა, ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ", - მიიჩნევს ზაზა შათირიშვილი.

 

 

 

"ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი დიდი ნაწილი, რომლისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია ოპოზიციაც. რის გამო? - მიაჩნიათ, რომ ის ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებას გაურიგდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ხალხს რადიკალური ქმედება უნდა, მაგრამ ოპოზიციაში შემსრულებელს ვერ ხედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება შეიძლება ნებისმიერ წუთს უმართავი გახდეს და ერთადერთი, რასაც მისი გაუვნებლება შეუძლია, ქმედითი ეკონომიკური რეფორმებია. ისეთი რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. ამას კი ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით, ისედაც გაუარესებულ სოციალურ ფონზე ხელისუფლებამ სწორედ მიტინგების წინ გაახმაურა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება, კომუნალური ადმინისტრირების გამკაცრება, ახალი ჯარიმების შემოღება..." - დასძენს ექსპერტი.

 

 

 

"ვითარებაში, როცა ოპოზიციაზე გადავიდა მოსახლეობის სიძულვილი, ნებისმიერ წამს შეიძლება სოციალური აფეთქება მოხდეს, მაგრამ ოპოზიციაზე განრისხება დროებითია. საკმარისია გამოჩნდეს ძალა, რომელიც ხალხის განწყობით თამაშს შეძლებს, რომ რისხვა ისევ ხელისუფლებას მიუბრუნდება. შესაძლოა, ეს ისეთი ძალა იყოს, რომელზეც წარმოდგენაც არ გვაქვს. ისევე, როგორც წარმოდგენა არ გვაქვს შედეგზე, რაც პროცესის ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს. როცა დღევანდელ ორჭოფულ ვითარებაში ქუჩაში ამდენი პროტესტანტი კიდევ გამოჩნდა, ყველაზე სერიოზული სიმპტომია იმ ვითარებისა, რის საშიშროებაზეც გესაუბრეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს, რომ ხელისუფლება არხეინად არის და დაქსაქსული ოპოზიციის შემხედვარეს ყველაფერი მოგვარებული ჰგონია", - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი.

 

 

 

"დღეს ის ვითარებაა სწორედ, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც მთავარია, არავის აქვს სტაბილურობის განცდა - დაწყებული ჯიხურის მოვაჭრითა და დამთავრებული მონოპოლისტი მილიონერით. იცით, რაზე იდგა სტალინის დანაშაულებრივი რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში? - ხალხს სტაბილურობის განცდა ჰქონდა. სტაბილურობის განცდა დღეს თვით ხელისუფლებასაც არ აქვს, უამისოდ კი ვერანაირი ფორმისა და ტიპის სახელმწიფო ვერ იარსებებს. გნებავთ, კრება დაარქვით, გნებავთ - ოპერა და ბალეტი, ათიათასობით კაცი რომ ამ არეულ და პოლიტიკური ნიჰილიზმით გაჯერებულ ვითარებაში შეიკრიბება, ძალზე საგანგაშოა", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი და შეკითხვას - "არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს "მოლოტოვის კოქტეილს" ადარებს და აცხადებს, რომ ჯერ ერთიან მონოლითად ჩამოყალიბდება, შემდეგ კი სახალხო მუხტს საჭირო მიმართულებას მისცემს... რა შანსი აქვს "ქართულ პარტიას" რეალურად?" - პასუხობს:

 

 

 

"გამომდინარე ვითარებიდან, რაც ახლახან დავხატეთ, ყველას ყველაფრის შანსი შეიძლება ჰქონდეს. უფრო მეტიც, 2000 წელს იტყოდით, რომ სააკაშვილს უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ნათელაშვილს? სხვათა შორის, ახლა სოციალური ფონი უფრო დამძიმებულია, ვიდრე მაშინ იყო და ღმერთმა იცის, რა მოხდება. შეიძლება მთელი ეს გათვლები და ევროპიდან თუ ამერიკიდან ვითარების სტაბილიზების მცდელობა სულ გაცამტვერდეს. ერთი რამეც გავითვალისწინოთ: თუ აქ რაღაც მოხდა, დასავლეთი როგორც ყოველთვის "გააპრავებს" იმ რეჟიმს, რომელიც მოვა. ამის ნათელი მაგალითია ყირგიზეთი".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას მერე წავიკითხავ და ერთი კაცი რას წერს,ამითი პაგოდა არ იცვლება.

 

 

ეხლა მივდივარ ადვოკატთან კონსულტაციაზე,რადგან ჩემს ძველ უფროსს უმუშევრობის თანხის გადახდა არ სურს.თვითონ გადააგზავნა სასამართლოში საქმე.მე ჩემსას ვიჩალიჩებ და თუ კანონი ჩემს მხარეზე იყო,ამ ფულსაც ავიღებ,მაგრამ ფული არ არის მთავარი აქ.

 

ისწავლეთ საკუთარი უფლებების დაცვა.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჩემს ძველ უფროსს უმუშევრობის თანხის გადახდა არ სურს

მიზეზად რას ამბობს, ცუდად მუშაობდაო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიზეზად რას ამბობს, ცუდად მუშაობდაო?

ინტერნეტის გადასახადი მოვიდა ბევრიო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიზეზად რას ამბობს, ცუდად მუშაობდაო?

 

 

მაგას ვერ იტყვის.პროსტა რომ დამიყვირა იმიტომ წამოვედი და მაგას მითუმეტეს არ იტყვის.(დაენძრევა)პროსტა ადგა და წავიდაო. :)

 

 

ინტერნეტის გადასახადი მოვიდა ბევრიო

 

 

ეგ მაგის იდეა იყო,მოიტანე შენი კოპი აქო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგას ვერ იტყვის.პროსტა რომ დამიყვირა იმიტომ წამოვედი და მაგას მითუმეტეს არ იტყვის.(დაენძრევა)პროსტა ადგა და წავიდაო. :)

 

 

ხო რა, უმუშევრობის ამბეზე ამერიკა არ ვარგა.

 

არ უყვართ ამათ უმუშვრობის გადახდა.

 

პ.ს. თემა რაზეა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაგას არ ვამბობ!!!!!!!! ხალხს რეაგირების უნარი აკლია...ის, რომ ვიღაცის დაძახილზე, უბრალოდ მივა და არც კი იცის რატომ, მაგას რეაქცია და პროტესტი არ ჰქვია////
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

თემა რაზეა?

 

 

ჩემზე არ არის ყოველ შემთხვევაში.ყველაზეა ჩვენზე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

თემა რაზეა?

თემა არის ბოროტ ამერიკელ დამქირავებელზე, რომელიც ცუდად ექცევა ემიგრანტს :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემა არის ბოროტ ამერიკელ დამქირავებელზე, რომელიც ცუდად ექცევა ემიგრანტს

 

 

ეგრე გინდა რომ იყოს,მაგრამ კარგად წაიკითხე აბა რაზეა თემა? :givi: მე როგორღაც მივხედავ ჩემს თავს აქ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცს რომ თავზე დააფსამ და ის კიდე მადლობელია იმსთვის რომ არ დ..ჯვი ეგეთი კაცი უარესის ღირსია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცს რომ თავზე დააფსამ და ის კიდე მადლობელია იმსთვის რომ არ დ..ჯვი ეგეთი კაცი უარესის ღირსია

 

 

დრო მოვა,მეორე საქციელსაც უზამენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრო მოვა,მეორე საქციელსაც უზამენ. :)

ხოდა მერე კიდევ დარჩება სხვა რამ სამადლობელო და ას. შ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...