Saturn Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ბატონებო, როგორც უკვე მოგახსენეთ მე მქონდა დამუშავებული წესების პროექტი პოლიტიკის განყოფილებისათვის, სადაც საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული ყველა შესაძლო დარღვევა და მათზე რეაგირება, აგრეთვე მოდერატორის პასუხისმგებლობის საკითხი.განიხილეთ თქვენც, დაპოსტეთ რა შესწორებების შეტანა მიგაჩნიათ მიზანშეწონილად. რადგან საქმე ეხება რელიგიას, შესაძლებლად მიმაჩნია ამ წესებს ჩაემატოს პროვოცირების პუნქტი. "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების წესები (აკრძალვები, სასჯელები, მოდერატორის პასუხისმგებლობა) თავი 1. ზოგადი ნაწილი 1.1. ეს წესები არეგულირებს "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს;1.2. ფორუმელი რომელიც პოსტავს ფორუმის "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილებაში ავტომატურად ეთანხმება ამ კოდექსს;1.3. სადავო საკითხების გადასაწყვეტად გამოიყენება განყოფილება "პრეტენზიების ოთახი"; თავი 2. აკრძალვები ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა 2.1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება); 2.2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება);2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების (წმინდანები, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა); სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - ვორნი, მესამედ - 12 საათიანი ბანი. ფორუმელის პირადი შეურაცხყოფა2.5. სხვა ფორუმელზე მუქარა - ფიზიკური ანგარიშსწორების, თავისუფლების აღკვეთის, მოკვლის;2.6. ფორუმელის გინება;2.7. ფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება;2.8. ფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა და ა.შ.);2.9. "ისტი"-ს წოდება ფორუმელზე, როცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია. სასჯელი: პირველად - ვორნიდან 6 საათიან ბანამდე, მეორედ - 24 საათიანი ბანი, მესამედ - 48-72 საათიანი ბანი. სხვა აკრძალვები 2.10. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე;2.11. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით;2.12. უცენზურო გამონათქვამები; 2.13. ფლუდი დიდ მასშტაბებში;2.14. ტროლინგი;2.15. ოვერქვოთინგი;2.16. სარეკლამო განცხადებების განთავსება ფორუმზე ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად;2.17. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა; სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - 3 საათიანი ბანი, მესამედ - 24 საათიანი ბანი. შენიშვნა:იმ შემთხვევაში თუ დასჯის მომენტში ფორუმელის ვორნლოგი აღწევს 80 % -ს, მოდერატორი მას ადებს ბანს, რომლის ხანგრძლივობაც გამოითვლება ფორმულით: 24 საათი + ბოლო დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ხანგრძლივობა. ამ შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ფორუმელის ვორნლოგი ნულდება. თავი 3. მოდერატორთა ვალდებულებები მოდერატორი ვალდებულია:3.1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე;3.2. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე თანაბრად მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და რელიგიური კუთვნილებისა;3.3. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები;3.4. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან თუ სათაური არ შეესაბამება თემის შინაარსს; თავი 4. მოდერატორთა პასუხისმგებლობა მოდერატორის ბრალეულობა ირჩევა პრეტენზიების ოთახში. ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი ვერდიქტი გამოიტანოს ფორუმელის ნებისმიერ საჩივარზე ცალსახად: მოდერატორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ან მოდერატორი შეცდაგამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად საჭიროა ადმინისტრაციის 2 წევრის გადაწყვეტილება. ასეთი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე მოდერატორს ეძლევა პირველი გაფრთხილება, შემდეგ ჯერზე - მეორე გაფრთხილება, მესამე ჯერზე - სამი დღით აეკრძალება მოდერირების უფლება, მეოთხედ კი მოხდება მისი გადაყენება. მოდერატორზე გაცემული გაფრთხილება ანულირდება მისი გაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ეგარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 2.9. "ისტი"-ს წოდება ფორუმელზე, როცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია.ათეისტის წოდება ფორუმელისთვის დასჯადი იქნება ან მარქსისტი, ფროიდისტი, ანარქისტი და ა.შ ეს წესები არ შეიცავს, ბევრ რელიგიის განყოფილებისთვის საჭირო, წეს.. 1. განყოფილებაში იკრძალება კონკრეტული რელიგიის სხვა ნებისმიერ რელიგიაზე აღმატებულების ქადაგება. 2. იკრძალება როგორც ზოგადად რელიგიის და რელიგიურობის, ათეიზმის და ათეისტობის, ასევე რომელიმე კონკრეტული რელიგიის შეურაცხყოფა. 3. იკრძალება ნებისმიერი რელიგიისა და კონფესიის რომელიმე ცნობილი წარმომადგენლის შეურაცხყოფა, ცილისწამება, დაცინვა და ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ დაზარალებული კონფესიის მიმდევრების რწმენას. პროვოკაციაში იგულისხმება სალაზღანდარო ხასიათისა ან ცინიკური პოსტები, რომელიც უეჭველად გამოიწვევს ადრესატის გაღიზიანებას და პროვოცირებას იმაზე რომ პოსტის ავტორს აგრესიულად უპასუხოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ეგარი asesino_141 რაიმე არ მოგწონს მაგ წესების? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 რაიმე არ მოგწონს მაგ წესების? რა წამაკითხებს მაგდენს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 (edited) ათეისტის წოდება ფორუმელისთვის დასჯადი იქნება ან მარქსისტი, ფროიდისტი, ანარქისტი და ა.შ Nukriko ნუ პროვოკატორობ!!!!! არამოიყვანა ამ ადამიანმაყელში უკვეკაცოოო?! მშვენივრადაა ჩამოყალიბებული წესები. მე ამ ეტაპზე ვერანაირი ნაკლს ვერ ვხედავ მასში. ის ნაწილი, რასაც ნუკრიკო მიუთითებს, ცალსახად არ კრძალავს ისტი-ს გამოყენებას. ამ შემთხვევაში ნუკრიკო ფორუმში დადებულ წესზე, სრულიად უსაფუძვლოდ პრეტენზიობს. წესებში ისტი-ს გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვევით წერია: 2.9. "ისტი"-ს წოდება ფორუმელზე, როცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია. მაგალითად,აზრი ნუკრიკოს მარქსისტად მოიხსნეიებს ზოგ თემაში, რადგან ნუკრიკომ თავად აღიარა რომ მარქსისტია. თუ ნუკრიკო წინააღმდეგი იქნება აზრმა მას მარქსისტი დაუძახოს, ეს წესი, ნუკრიკოს დაიცავს და აზრს არ მისცემს ნუკრიკოსთვის მარქსიოსტის დაძახების უფლებას. სინამდვილეში ეს წესი, ნუკრიკოს იცავს და ამიტომ უნდა მოსწონდეს, მაგრამ ნუკრიკოს მოსაწონი ხომ ვერცერთი მოდერატორი ვერ მოინახა დუნიაზე. უბრალოდ აგრესიულია ნუკრიკო რომ თავად ვერ გაიჩალიჩა მოდერატორობა; არადა ეგონა რომ მოხდებოდა და გაიჩალიჩებდა. ეს წესები არ შეიცავს, ბევრ რელიგიის განყოფილებისთვის საჭირო, წეს.. 1. განყოფილებაში იკრძალება კონკრეტული რელიგიის სხვა ნებისმიერ რელიგიაზე აღმატებულების ქადაგება. 2. იკრძალება როგორც ზოგადად რელიგიის და რელიგიურობის, ათეიზმის და ათეისტობის, ასევე რომელიმე კონკრეტული რელიგიის შეურაცხყოფა.ამეებს შეიცავს, ოღონდ მოკლედ დაგასაგებად წერია. 3. იკრძალება ნებისმიერი რელიგიისა და კონფესიის რომელიმე ცნობილი წარმომადგენლის შეურაცხყოფა, ცილისწამება, დაცინვა და ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ დაზარალებული კონფესიის მიმდევრების რწმენას.ეს წესის რომ შევიდეს, მაშინ როგორღა დასცინებთ ხოლმე რელიგიურ უმცირესობებს? პროვოკაციაში იგულისხმება სალაზღანდარო ხასიათისა ან ცინიკური პოსტები, რომელიც უეჭველად გამოიწვევს ადრესატის გაღიზიანებას და პროვოცირებას იმაზე რომ პოსტის ავტორს აგრესიულად უპასუხოს.ეხლა რა არის იცი? მე შეიძლება დავწერო რაღაც და ნუკრიკომ კუდი გამოაბას და თქვას,მე ეს ცინიკურ პოსტად მიმაჩნიაო და ვინმეს დავორნვა მოითხოვოს. მასე არაა. სიტყვის თავისუფლებაში ისიც იგულისხმება რომ ირონიულად, ან ცინიკურ ფორმაში გამოხატო აზრი. მაგრამ პიროვნულად არ შევურაცხყო ვინმე. __________________________________ პ.ს. შეკითხვა მოდერატორთან, Saturn-თან: რა იგულისხმება ამაში: 2.13. ფლუდი დიდ მასშტაბებში; - რა საზღვრავს ფლუდის დიდ მასშტაბურობას? ზოგისთვის დიდი შეიძლება იყო 20 უსაგნო პოსტი, ზოგისთვის 3. დააკონკრეტეთ. 2.14. ტროლინგი; - აქ გასავრცობია, რითი ისაზღვრება ტროლინგობა.2.15. ოვერქვოთინგი; ეს რას ნიშნავს საერთოდ ვერ მივხვდი? asesino_141 წაკითხვა დაგეზარა? არადა, რელიგიის თემაში აუცილებელია წესების არსებობა. უბრალოდ დიდი შრიფტით დაწერა მოდერატორმა თორემ არც ისე დიდია წასაკითხად. Edited November 30, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 კიდე ერთხელ ვიმეორებ, შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და არც ვაპირებ შენთან ლაპარაკს, ნუ გამომესარჩლები. მე მხოლოდ სატურნს ველაპარაკები და შენი საქმე არ არის, რაზე ველაპარაკები და როგორ და საერთოდ შენი კომენტარი და შენი ახსნა-განმარტებები კარგად შეინახე შენთვის.. არ გამიხურა ბლა საქმე, ყველა თემაში კუდივით დამსდევს და იმეენა მიწვევს და მიწვევს.. Saturnშეხედე ფორუმ.გე-ს აქტიურობას და შეხედე იქ არსებულ წესებს. იქ რეალურად შეძლებისდაგვარად მოგვარებულია სიტუაცია. გამოიყენე იქ არსებული გამოცდილება. იქ ეხლა ესე რომ გადამკიდებოდა ვინმე, მოდერატორი დაამშვიდებდა პროვოაკტორს. ესეგი 2007 წლიდან იქ ვპოსტავ და ბოლოს და ბოლოს მიიღეს გამოცდილება და მოვიდნენ აქამდე. ხო და ამ გამოცდილებას თუ გაითვალისწინება, ძალიან კარგი იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ფორუმ.ჯე-ზე სრული იდიოტიზმია. არანაირად არ იცავს წესები და მოდერატორი იუზერების უფლებებს. ასე რომ ნუკრიკოს დემაგოგია, სრულიად უადგილოა. ფორუმ.ჯე-ზე სრული იდიოტიზმია. არანაირად არ იცავს წესები და მოდერატორი იუზერების უფლებებს. ასე რომ ნუკრიკოს დემაგოგია, სრულიად უადგილოა. ფორუმ.ჯე ვერ იქნება სამაგალითო ჩვენთვის. ხალხი რომ ბევრი ჰყავთ, ეს იმიტომ რომ დიდი ხანია რაც ეგ ფორუმი არსბეობს და უმრავლესობა გასართობადწერს რელიგიის განყოფილებაში. შეურაცხყოფა შეურაცხყოფაზე ხოლმე და მოდერსტორები თითს არ ანძრევენ. გამოიყვანა აქ ფორუმ.ჯე სამაგალითო... :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Nukrikoათეისტის წოდება ფორუმელისთვის დასჯადი იქნება მხოლოდ მაშინროცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგიააი მაგალითად შენ რომ ვინმემ ბაპტისტი გეძახოს, ხო ამოგივა ყელში ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ არ გაქვს არაფერი საერთო ამ რელიგიასთან. და ეს წესი გიცავს ამისგან.დანარჩენი რაც დაგიმატებია, მოვიფიქროთ სად და რა ფორმით შეიძლება ჩასმა წესებში. აზრი2.13. ფლუდი დიდ მასშტაბებში; - რა საზღვრავს ფლუდის დიდ მასშტაბურობას? ზოგისთვის დიდი შეიძლება იყო 20 უსაგნო პოსტი, ზოგისთვის 3. დააკონკრეტეთ.ყველაფრის დაკონკრეტება რთულია. ალბათ რაღაც დონეზე პრეცენდენტული სამართლის ამუშავება მოგვიწევს ფლუდს დიდ მასშტაბებში ჩემი აზრით ადგილი აქვს მაშინ როცა ფორუმელი მიზანმიმართულად პოსტავს თემასთან შეუსაბამო პოსტებს. რაოდენობა - 5 ან მეტი. ან შეიძლება სხვანაირადაც განისაზღვროს, კერძოდ სხვა ფორუმელების ან მოდერატორის თხოვნის შემდეგაც თუ გააგრძელებს იგივეს. 2.14. ტროლინგი; - აქ გასავრცობია, რითი ისაზღვრება ტროლინგობა.2.15. ოვერქვოთინგი; ეს რას ნიშნავს საერთოდ ვერ მივხვდი?ტროლინგი - პროვოკაციული ან შეურაცხმყოფელი ხასიათის მქონე გზავნილების გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ გამოიწვიო "ფლეიმი" და კონფლიქტი მონაწილეებს შორის.ოვერქვოთინგი(overquoting) - ჭარბი ციტირება. გვხვდება იმ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, მონაწილე ახდენს დიდი გზავნილის ციტირებას მხოლოდ იმისთვის, რომ მის ქვეშ მიაწეროს "თანახმა ვარ". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Saturn დანარჩენი რაც დაგიმატებია, მოვიფიქროთ სად და რა ფორმით შეიძლება ჩასმა წესებში. :* Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 აზრი ყველაფრის დაკონკრეტება რთულია. ალბათ რაღაც დონეზე პრეცენდენტული სამართლის ამუშავება მოგვიწევს ფლუდს დიდ მასშტაბებში ჩემი აზრით ადგილი აქვს მაშინ როცა ფორუმელი მიზანმიმართულად პოსტავს თემასთან შეუსაბამო პოსტებს. რაოდენობა - 5 ან მეტი. ან შეიძლება სხვანაირადაც განისაზღვროს, კერძოდ სხვა ფორუმელების ან მოდერატორის თხოვნის შემდეგაც თუ გააგრძელებს იგივეს. ესნ გასაგებია და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო პირდად მე. მშვენიერია. ტროლინგი - პროვოკაციული ან შეურაცხმყოფელი ხასიათის მქონე გზავნილების გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ გამოიწვიო "ფლეიმი" და კონფლიქტი მონაწილეებს შორის.აი ეს კი დასაკონკრეტებელი და განსავრცობია. აგერ სხვა პოსტებში არ დავეთანხმე ნუკრიკოს და ავხსენი რაშიც არ დავეთანხმე. ის ამბობდა ისტი-ს წესი ცუდიაო, მე კი ავხსენი რომ კარგია და პირიქით, იცავს მას. მან კი ეს პროვოკატორობად, გამოწვევად და (ტროლინგად) მონათლა. ხომ შეიძლება ანალოგიურად განიხილოს ვინმემ ვინმესპოსტი და მოდერისგან მოითხოვოს იუზერისდავორნვა. ამ დროს რა მექანიზმი იმუშავებს? ოვერქვოთინგი(overquoting) - ჭარბი ციტირება. გვხვდება იმ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, მონაწილე ახდენს დიდი გზავნილის ციტირებას მხოლოდ იმისთვის, რომ მის ქვეშ მიაწეროს "თანახმა ვარ".ეს ვერ გავიგე სატურნ. იქნებ სხვანაირად ამხსნა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Saturnმშვენიერია ოვერქვოთინგი(overquoting) სურათებში სურათების ჩასმა მილიონჯერ , Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 აზრიაი ეს კი დასაკონკრეტებელი და განსავრცობია. აგერ სხვა პოსტებში არ დავეთანხმე ნუკრიკოს და ავხსენი რაშიც არ დავეთანხმე. ის ამბობდა ისტი-ს წესი ცუდიაო, მე კი ავხსენი რომ კარგია და პირიქით, იცავს მას. მან კი ეს პროვოკატორობად, გამოწვევად და (ტროლინგად) მონათლა. ხომ შეიძლება ანალოგიურად განიხილოს ვინმემ ვინმესპოსტი და მოდერისგან მოითხოვოს იუზერისდავორნვა. ამ დროს რა მექანიზმი იმუშავებს? ამ დროს იმუშავებს მოდერატორის მიერ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ნებისმიერ იუზერს ექნება უფლება გაასაჩივროს მოდერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციაში და შემდეგ რაც მოხდება უკვე ამ წესების პროექტის მე-4 თავშია აღწერილი. იქნებ სხვანაირად ამხსნააი მაგალითად შენ დაწერე დიდი პოსტი, ვინმემ დააციტირა და მიუწერა +1, ასევ გააკეთა სხვის პოსტზეც. ანუ იუზერი მხოლოდ იმისთვის აციტირებს პოსტებს რომ +1 მიუწეროს (ან პირიქით). ამ შემთხვევაში აქვს ადგილი ოვერქვოთინგს. პრაქტიკაში ოვერქვოთინგისთვის დასჯა პრაქტიკულად არ გვხვდება, ამიტომ საშიში ამ წესში არაფერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 აზრი ამ დროს იმუშავებს მოდერატორის მიერ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ნებისმიერ იუზერს ექნება უფლება გაასაჩივროს მოდერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციაში და შემდეგ რაც მოხდება უკვე ამ წესების პროექტის მე-4 თავშია აღწერილი. აი მაგალითად შენ დაწერე დიდი პოსტი, ვინმემ დააციტირა და მიუწერა +1, ასევ გააკეთა სხვის პოსტზეც. ანუ იუზერი მხოლოდ იმისთვის აციტირებს პოსტებს რომ +1 მიუწეროს (ან პირიქით). ამ შემთხვევაში აქვს ადგილი ოვერქვოთინგს. პრაქტიკაში ოვერქვოთინგისთვის დასჯა პრაქტიკულად არ გვხვდება, ამიტომ საშიში ამ წესში არაფერია.Saturn ძალიან კარგია! ძალაში როდიდან შედის წესებისეს პროექტი??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 (edited) ნუკრიკოს მიერ შემოტანილი ეს წინადადებები:1. განყოფილებაში იკრძალება კონკრეტული რელიგიის სხვა ნებისმიერ რელიგიაზე აღმატებულების ქადაგება. 2. იკრძალება როგორც ზოგადად რელიგიის და რელიგიურობის, ათეიზმის და ათეისტობის, ასევე რომელიმე კონკრეტული რელიგიის შეურაცხყოფა. 3. იკრძალება ნებისმიერი რელიგიისა და კონფესიის რომელიმე ცნობილი წარმომადგენლის შეურაცხყოფა, ცილისწამება, დაცინვა და ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ დაზარალებული კონფესიის მიმდევრების რწმენას.გათვალისწინებულ იქნა აკრძალვების პუნქტში N 2.3 რომლის ახალი რედაქცია ასე გამოიყურება:2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას; აზრიძალაში როდიდან შედის წესებისეს პროექტი??? საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთანავე. Edited November 30, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.