Nukriko Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 განყოფილება არ უნდა ემსახურებოდეს "კომპლექსიან" ტიპების არენას უნდა აიკრძალოს ყველანაირი პროვოკაცია განყოფილების მიზანი უნდა იყოს, კონსტრუქციული დიალოგი მორწმუნეებს, ურწმუნოებსა და აგნოსტიკებს შორის პოსტი რომელიც შეიცავს მხოლოდ:1)სხვისი სიტყვების ციტატის ქვეშ დაწერილი დაცინვის სმაილიკი ჩაითვალოს პროვოკაციად (მხოლოდ პოსტში მოცემული თუ იქნება ეს)2) იუზერთა პიროვნებებზე ლაპარაკის გადატანა და მათი მარგინალიზაციის მიზნით, მათი დაცინვა, შეურაცხყოფა დაისჯება. განყოფილება არ არის იუზერთა პიროვნებების გასარჩევი ადგილი3) იუზერის რელიგიურ და ფილოსოფიურ წარმოდგენებზე დაცინვა, ჩაითვლება პროვოკაციად4) იუზერისადმი გადაკიდება, თუ კი იუზერი უარს აცხადებს კონკრეტულ იუზერთან მიიღოს კამათში მონაწილეობა, მაგრამ ის იუზერი მაინც მის პოსტებს აციტირებს და აიძულებს იუზერს უპასუხოს მის პროვოკაციას(როგორც წესი ამ ნაიძულებ პასუხი შეიცავს უცენზურო და შეურაცხყოფელ ლექსიკას ხოლმე) დანარჩენს მერე დავწერ.. ადმინისტრაცია რა აზრის არის, ამასთან დაკავშირებით? ჩემი აზრით, ამ წესების დამატება, ჯანსაღ განწყობას შექმნის განყოფილებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 ეს:1)სხვისი სიტყვების ციტატის ქვეშ დაწერილი დაცინვის სმაილიკი ჩაითვალოს პროვოკაციადგადაჭარბებულია.და ესენი:2) იუზერთა პიროვნებებზე ლაპარაკის გადატანა და მათი მარგინალიზაციის მიზნით, მათი დაცინვა, შეურაცხყოფა დაისჯება. განყოფილება არ არის იუზერთა პიროვნებების გასარჩევი ადგილი3) იუზერის რელიგიურ და ფილოსოფიურ წარმოდგენებზე დაცინვა, ჩაითვლება პროვოკაციადაუცილებელია იუზერისადმი გადაკიდება, თუ კი იუზერი უარს აცხადებს კონკრეტულ იუზერთან მიიღოს კამათში მონაწილეობა, მაგრამ ის იუზერი მაინც მის პოსტებს აციტირებს და აიძულებს იუზერს უპასუხოს მის პროვოკაციასთუ ვინმე შენს პოსტებს აციტირებს და თავის აზრს კორექტულობის ფარგლებში გამოთქვამს, ამას ვერ აუკრძალავ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორუმი აზრს კარგავს. სხვა საკითხია თუ ორი სუბიექტი ერთმანეთში შეთანხმდება და დააიგნორირებენ ერთმანეთს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 (edited) Saturn ამ წუთას ვნახე ნუკრიკოს მოფიქრებული "წესები" ჩემი აზრით, ამ წესების დამატება, ჯანსაღ განწყობას შექმნის განყოფილებაში და მინდოდა გამოვხმაურებოდი - მაგრამ დამასწარი. სატურნ, წავიკითხე შენი პოსტი და მინდა ვთქვა რომ მშვენიერად გაქვს აღნიშნული მაგ "წესების" გამოუდეგარობა, არასრულყოფილება და აფსურდი. ნებისმიერი წესი,რომელიც ფორუმის ამა თუ იმ განყოფილებაში იარსებებს, აუცილებელია შეესაბამებოდეს, საყოველთაოდ აღიარებულ ადმაიანის თავისუფლებასა და ადმაიანის უფლებათა ღირებულებებს; სიტყვის თავისუფლებას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას! - როგორც ეს იყო იმ წესებში ასახული,რომელიც ნუკრიკოს ამბიციების გამომჟღავნებამდე გაგვაჩნდა ფორუმზე. ნუკრიკოს შემოთავაზებულ "წესებში" სრული დიქტატორული და ძალადობრივი შეზღუდვებია გამოვლენილი. ღმერთმა დაგვიფაროს, მასეთი ან მსგავსი წესების (საერთოდ)ფორუმებზე დამკვიდრება. მასეთი აზროვნებით, შეზღუდვებით და ადამიანების შებოჭვით, თავისუფლებას სამუდამოდ გამოემშვიდობება ყველა. იმის ნაცვლად, მსგავსი დიქტატორული წესების შემოღება მოიწონოს ადმინისტრაციამ, სასრუველი იქნებოდა აღდგენილიყო ის წესები, რაც ამ ხელოვნურად შექმნილ "პრობლემამდე" გაგვაჩნდა. Edited November 29, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Saturn გადაჭარბებულია.არ არის გადაჭარბებული, როცა რელიგიისა და ფილოსოფიის განყოფილებას ეხება.. დიახ ეთიკურ ნორმები უნდა იყოს მაღალ დონეზე თუ ვინმე შენს პოსტებს აციტირებს და თავის აზრს კორექტულობის ფარგლებში გამოთქვამს, ამას ვერ აუკრძალავ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორუმი აზრს კარგავს. სხვა საკითხია თუ ორი სუბიექტი ერთმანეთში შეთანხმდება და დააიგნორირებენ ერთმანეთს. უკაცრავად და როცა გეუბნები, რომ შენთან არ მსურს საერთოდ ლაპარაკი და ამ დროს, შენ ჩემს ნიკს და ჩემ სიტყვეის ციტირებას ახდენ და გამოწვევას, მაიძულებ მე ჩავერთო შენს მიერ წამოწყებულ დიალოგიში, ეს დიალოგი კი როგორც წესი არასასიამოვნოა, რელიგიისა და ფილოსოფიის განყოფილებაში. რომ მიმტკიცებ რაღაცას კონკრეტულ რელიგიაზე და გეუბნები არ მჭირდება შენი მტკიცებები, შენთვის დაიტოვეო, არ ვაპირებ შენთან საუბარს ამ თემაზე, პროვოკაციად უნდა იყოს მიჩნეული იმ იუზერის გამოწვევა მერე... და ეს მოდერატორმა უნდა უზრუნველყოს. ეს წესები არის ის ელემენტარული, რომელის არ არსებობის გამოც, დაირღვა განყოფილებაში ელემენტარული ბალანსი და გადავარდა რაღაც ემოციურ-პროვოკაციულ განზომილებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 (edited) Saturnუკაცრავად და როცა გეუბნები, რომ შენთან არ მსურს საერთოდ ლაპარაკი და ამ დროს, შენ ჩემს ნიკს და ჩემ სიტყვეის ციტირებას ახდენ და გამოწვევას, მაიძულებ მე ჩავერთო შენს მიერ წამოწყებულ დიალოგიში, ეს დიალოგი კი როგორც წესი არასასიამოვნოა, რელიგიისა და ფილოსოფიის განყოფილებაში. Saturn აი ნახე. ახლა მე ვციტირებ ნუკრიკოს პოსტს,მიუხედავად იმისა, რომ ნუკრიკოსთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს. მაგრამ, მისსიტყვებს ვაციტირებ და ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ხედავ, რომ რასაც ის წერს, არაა სწორი და არ ვეთანხმები. ამიტომ გადავწყვიტე მკითხველისთვის გამეზიარებინა ჩემი აზრიდა შესაბამისად, მისი სიტყვები დავაციტირე და დავწერე რომ არ ვეთანხმები და თუ რატომაც არ ვეთანხმები და მიმაჩნია რომ ასე მოქცევით (მისი სიტყვების დაციტირების) სწული უფლება გამაჩნია და უნდა გამაჩნდეს! (იმის და მიუცხედავად, ნუკრიკოს მოსწონს თუ არა რომ მის სიტყვებს ვაციტირებ!) ამ კონკრეტულ პოსტში რაც გავაკეთე, ანუ დავაციტირე ნუკრიკოს სიტყვები და ჩემი აზრი გამოვხატე, სწორედ ამის აკრძალვა უნდა ნუკრიკოს, რაც ცხადია, არაგონივრულია, ეწინააღმდეგება ადმაიანთა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას და თავისუფლებას! მოკლედ რომ ვთქვათ, ნუ მივცემთ ნუკრიკოს იდეებს გასაქანს, რომ დიქტატორული წესები და შესაბამისად დიქტატორული რეჯიმი არ დამკვიდრდეს იმ ფორუმზე, რომლესაც მთავარ გვერდზე, ეს სიტყვები მიუძღვის წინ: საქართველოს ყველაზე თავისუფალი ფორუმი. თუ ნუკრიკოს შეთხზული და მოფიქრებული "წესები" დამკვიდრდება ამ ფორუმზე, მაშინ ფორუმის მთავარ გვერზე მოცემული სიტყვა თავისუფლება, აუცილებლად ბრჭყალებში უნდა ჩაისვას ["თავისუფალი"], რაც ცხადია, ძალიან სამწუხარო იქნებოდა. Edited November 29, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 lasha_alonewstudio მინდა ამ თემაში თქვენი ყურადღება მივიქციო, რადგან საჭიროა კრიზისიდან გამოსვლისთვის, ახალი ნორმების დანერგვას. მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება თავად ამ განყოფილების არსზე 1)სხვისი სიტყვების ციტატის ქვეშ დაწერილი დაცინვის სმაილიკი ჩაითვალოს პროვოკაციად (მხოლოდ პოსტში მოცემული თუ იქნება ეს) თუ ადამიანი ამ განყოფილებაში შემოდის იმიტომ, რომ ვიღაცას დაცინოს, ეს განყოფილება არ არის საამისო ადგილი. თუ გინდა ვიღაცას პირად რწმენებსა და წარმოდგენებს დაცინო, მაშინ ადამიანი აქ არ უნდა შემოვიდეს. აქ შემომსვლელმა უნდა დაიცვას ეთიკური ნორმები და სხვისი რწმენის და შეხედულებების პატივისცემა უნდა შეძლოს მეთანხმებით თუ არა?2) იუზერთა პიროვნებებზე ლაპარაკის გადატანა და მათი მარგინალიზაციის მიზნით, მათი დაცინვა, შეურაცხყოფა დაისჯება. განყოფილება არ არის იუზერთა პიროვნებების გასარჩევი ადგილი3) იუზერის რელიგიურ და ფილოსოფიურ წარმოდგენებზე დაცინვა, ჩაითვლება პროვოკაციადამ ორ ვარიანტის წინააღმდეგ რა არგუმენტები უნდა იყოს? მემგონი არც არაფერი. 4) იუზერისადმი გადაკიდება, თუ კი იუზერი უარს აცხადებს კონკრეტულ იუზერთან მიიღოს კამათში მონაწილეობა, მაგრამ ის იუზერი მაინც მის პოსტებს აციტირებს და აიძულებს იუზერს უპასუხოს მის პროვოკაციას(როგორც წესი ამ ნაიძულებ პასუხი შეიცავს უცენზურო და შეურაცხყოფელ ლექსიკას ხოლმე) მოდი ავიღოთ კონფლიქტების დაწყების დიდი ნაწილი, საიდან იწყება. ერთი იუზერი უხურებს მეორეს, მეორე წამოეგება და უპასუხებს და ქაოსში ჩავარდება. ეს ვარიანტი პოლიტიკის განყოფილებისთვის მისაღებია, მაგრამ არა ისეთ პრივატულ და სათუთ თემებზე, როგორიც რელიგიაა და მსოფლმხედველობა. როცა არ გინდა, რომ შენს პირად რწმენას და მსოფლმხედველობას შეეხონ და მაინც ეხებიან, რას გააკეთებ ამ დროს? როცა ეტყვი, რომ შენს და მას შორის დიალოგი დასრულებულია ამ თემაზე, ეს არ ნიშნავს რომ თემამ ამოწურა თავი, არამედ იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ ორ იუზერს ერთმანეთთან სალაპარაკო არ აქვთ ამ კონკრეტულ თემის ირგვლივ. უამრავი კონფლიქტი აცილებული იქნება. მეთანხმებით თუ არა ძვირფასო ადმინისტრაცია? თუ გინდათ კრიზისის მოგვარება, ესეთ თემაბში მიიღეთ მონაწილეობა და მივიდეს კრიზისი თავის საბოლოო დასასრულამდე.. ამ წესბის არსებობის შემთხვევაში, კრიზისი გადალახული იქნება, ამაში დარწმნუებული ვიქნჯები, მაგრამ თუ არის ალტერნატიული ვარანტი, რომელიც კრიზისის მოგვარებას რეალურად შეძლებს, მაჩვენეთ და თუ რეალურია ყველა დავეთანხმებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 სტრიმინგის დასრულებისთანავე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Nukrikoუკაცრავად და როცა გეუბნები, რომ შენთან არ მსურს საერთოდ ლაპარაკი და ამ დროს, შენ ჩემს ნიკს და ჩემ სიტყვეის ციტირებას ახდენ და გამოწვევას, მაიძულებ მე ჩავერთო შენს მიერ წამოწყებულ დიალოგიშიფორუმს ხომ აქვს არასასურველი იუზერის არ დანახვის ფუნქცია? შენ შეგიძლია მისი გამოყენება ამ შემთხვევაში და აზრის პოსტებს საერთოდ ვეღარ დაინახავ. ამგვარად მარტივად გადაიჭრება ეს პრობლემა. შენ კი ამბობ რომ არ გინდა ვიღაცასთან ლაპარაკი, მაგრამ ის ვიღაცა შეიძლება თვლიდეს რომ შენს პოსტში ვთქვათ ტყუილი წერია და თუ მას კორექტულად შედავების საშუალებას მოუსპობ, ეს უკვე მისი უფლებების დარღვევა გამოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 ფორუმს ხომ აქვს არასასურველი იუზერის არ დანახვის ფუნქცია? შენ შეგიძლია მისი გამოყენება ამ შემთხვევაში და აზრის პოსტებს საერთოდ ვეღარ დაინახავ. ამგვარად მარტივად გადაიჭრება ეს პრობლემა. შენ კი ამბობ რომ არ გინდა ვიღაცასთან ლაპარაკი, მაგრამ ის ვიღაცა შეიძლება თვლიდეს რომ შენს პოსტში ვთქვათ ტყუილი წერია და თუ მას კორექტულად შედავების საშუალებას მოუსპობ, ეს უკვე მისი უფლებების დარღვევა გამოვა. ეს დემაგოგია ბატონი სატურნი იტყუება სატურნის ბოროტი და უსინდისო განზრახვა ამ პოსტში ჩანს ეხლა მითხარი, ესეთი და მსგავსი პოსტები, არის თუ არა პროვოკაცია? რა იგნორი გინდა, როცა ნიკსერჩში მაინც მოგდის, მსგავსი პოსტები, გინდა არ გინდა მაინც ნახავ.. რაც შეეხება იმას, თუ ვინ თვლის რომ მე ტყუილს ვამბობ, ამის თქმა მე რომ არ შემეხოს და ჩემთან პირდაპირ დისკუსიაში, რომ არ შევიდეს ისედაც შეუძლია. ამტკიცოს საკუთარი ჭეშმარიტება და ეს თავისთავად იქნება ჩემი სიცურის მხილება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 სატურნის კანდიდატურაზე თქვენი მოსაზრება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 lasha_alo სატურნის კანდიდატურაზე თქვენი მოსაზრება? დადებითი, მაგრამ თუ პროვოკაციაზე წესები არ შევა, გინდ სატურნი ყოფილა და ვინც გინდა ის. თუ კი მოდერატორი არ მოახდენს რეაგირებას პროვოკაციაზე (წესები თუ არ იქნება, არ მოახდენს) მაშინ ისევ იქამდე მივალთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 (edited) სატურნის კანდიდატურაზე თქვენი მოსაზრება?lasha_alo სატურნი ადრევე დავასახელე მოდერატორის კანდიდატურად. ის საკითხებს საკმაოდ საღად უდგება და ობიექტურად აფასებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სატურნის კანდიდატურას, მხარს ვუჭერ. ნუკრიკოს ბოლო პოსტსაც ვეთანხმები გარკვეული თვალსაზრისით, და დავამატებდი,რომ აუცილებელია ადმინისტრაციამ აღადგინოს ის წესები, რომელიც ბოლოს გვქონდა რელიგიის განყოფილებაში და თუ რაიმე არ მოსწონს, ცვლილებები შეიტანოს მასში და მანამ სანამ ძალაში შევა, გაგვაცნოს. სასურველი იქნება, წესებთან დაკავშირებით თანაფორუმელთა შეფასებების, წინადადებების და მოსაზრებების გაცნობაც. ჩემი აზრით, ამგვარი მოქცევა, უფრო დემოკრატიული იქნებოდა და ბევრ დადებით შედეგს გამოიღებდა. Edited November 29, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Nukrikoბატონი სატურნი იტყუება სატურნის ბოროტი და უსინდისო განზრახვა ამ პოსტში ჩანსპირველი დასაშვებია ჩემთვის და მეორე უკვე შეურაცხყოფის შემცველია რადგან ირიბად ჟღერს ადრესატის უსინდისობაში დადანაშაულება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 (edited) Saturnგადაწყვეტილება მიღებულია. ადმინისტრაციაც ცაერევა,მაგრამ თუ ნუკრიკო და აზრი ელემენტარულად ერთმანეთს დააიგნორებენ ,მადლობელი დავრჩები. ნიკსერჩს მაგის გამო ხომ ვერ გამოვრთავთ ? მგონი სასარგებლო ფუნქციაა. Edited November 29, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 lasha_aloთუ ნუკრიკო და აზზრი ელემენტარულად ერთმანეთს დააიგნორებენ ,მადლობელი დავრჩებიკარგი იდეაა, მაგრამ არ იკლებენ ურთიერთკამათის სიამოვნებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.