Jump to content
Planeta.Ge

ომი ჩვენ დავიწყეთ თუ არა!?


Recommended Posts

2008 წლის აგვისტოში, ცეცხლის გახსნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ ყოფილა . ამის შესახებ სოციალური ქსელებში გავრცელებულ, სკანდალური საიტის "wikileaks.org" მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებშია ნათქვამი.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს მონაცემებით, იმ დროისთვის საქართველოს ყველა ოფიციალური პირი, ვინც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე შეტევაზე შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, შვებულებაში იყო. აქვე აღნიშნულია, რომ რეალური მობილიზაცია მხოლოდ 7 აგვისტოს დაიწყო.

"მხოლოდ როცა სამხრეთ ოსეთმა ქართულ სოფლებს ცეცხლი არტილერიიდან გაუხსნა, დაიწყო შეტევა ცხინვალის ასაღებად", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ავნევისა და ნულის ინტენსიური დაბომბვა 6 აგვსიტოს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე მიმდინარეობდა, ასეე აფეთქებები იყო დმენისსა და სარაბუკში. საელჩოს ინფორმაციით, 7 აგვისტოს 16:00 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ ელჩები შეკრიბა და აცნობა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართულ სოფლებზე შეტევას ახორციელებდა, რის შედეგადაც ქართველი სამშვდობოები დაიღუპნენ.

"საქართველოს ოფიციალური პირები იუწყებოდნენ, რომ 7 აგვისტოს ნულიდან 40 ბვშვი და ქალი იყო ევაკიურებული, ხოლო სამხრეთ ოსეთმა ჯავიდან სამხედრო ძალა დაძრა. ეუთო-ს დამკვირვებლები იუწყებოდნენ, რომ "გრადით" აღჭურვილი ქართული ჯარი გადაადგილდა, რაც ძალის ან მზადყოფნის, ან ორივეს ერთად დემონსტრირება იყო", - ნათქვამია საელჩოს მასალებში.

http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/152428-qwikileaksq-2008-tsels-ceckhlis-gakhsna-saqarthvelos-khelisuflebis-gadatsyvetileba-ar-yofila.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 191
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ძუკუ

Saturn მაოცებთ ბატონო სატურნ ამ ბოლო დროს თქვენი დასკვნებით. რა თქმა უნდა კოკოითმა ყველაფერი გააკეთა(რუსების ბრძანებით),რომ მიშა პროვოკაციაზე წამოეკიდა და მანაც როგორც თუნდაც სარკოზიმ დააფიქსირა,არაპრ

Lo Janko

lasha1997 მე ცოტა მსუბუქად ვიტყოდი - ტერიტორიები დავკარგეთ სამუდამოდ და ეს ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოხდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ხელისუფლების კისერზეა,

newstudio

PEPE. მოკლედ როგორც ამბობენ სიმართლე სადღაც შუაშია...   რუსებმა სერიოზული პროვოკაცია მოგვიწყვეს, ჩვენ ავყევით, შევვარდით ცხინვალშI და კარგადაც მივირთვით... ზუსტად ამაში ვადანაშაულებ სააკაშვილს მე პირა

ომი ჩვენ დავიწყეთ თუ არა!?

მხოლოდ როცა სამხრეთ ოსეთმა ქართულ სოფლებს ცეცხლი არტილერიიდან გაუხსნა, დაიწყო შეტევა ცხინვალის ასაღებად

მკაფიოდაა ნათქვამი აქ ვინ დაიწყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მკაფიოდაა ნათქვამი აქ ვინ დაიწყო

შეტევა ჩვენ დაგვიწყია...ესე გამოდის

 

ანუ ავყევით რუსების გამიზნულ პროვოკაციას...თავის შედეგებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეტევა ჩვენ დაგვიწყია...ესე გამოდის

 

ანუ ავყევით რუსების გამიზნულ პროვოკაციას...თავის შედეგებით

მოიცა ახლა ჩვენ რომ ვთქვათ რუსეთის ტერიტორიას გაუბიცები დავუშინოთ ჩვენი ტერიტორიიდან, რუსები არ შემოიჭრებიან ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობს ტალიავნის დასკვნა,

მოსაბეზრებელია უკვე ეს ყველაფერი, რომ ასეთ მარტივ პასუხს ვერ სცემს საზოგადოება 21 საუკუნეში,

სნაიპერით დახოცილი ოსები გახსოვთ?

 

მეზარება რააა,

 

თავის მოტყუებით ააშენებთ სახელმწიფოს და დაიცავთ ქვეყნის ინტერესს :no:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ომი ჩვენ დავიწყეთ თუ არა!?"

 

ამ შეკითხვაზე კარგა ხნის წინ იქნებაოდა პასუხი გაცემული, სააკაშვილის ვირობა რომ არა.

ამ ადამინს სურს დაანახოს მსოფლიოს, რომ ომი რუსებმა მისი დემოკრატიულობის გამო დაიწყეს და ა.შ.

 

ეს რომ არა, მაშინ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიოს შეფასება, როგორც ომის დაწყება არასწორია.

არსად არ კეთდება აქცენტი იმაზე, რომ აგვისტოში განახლდა საომარი მოქმედება.

ომის დაწყებასა და სამარი მოქმედების განახლებისგან დიდი განსხვავებაა.

 

ჩვენ ცხიბვალის რეგიონში საომარ მოქმედებებში ვართ 1992 წლიდან ეს დალოცვილი.

 

ამაზე აქცენტი რომ გაკეთებულიყო არ ის ტალიავალიას კომისა ვერ გაბედავდა იმ დასკვნის გაკეთებას, მაგრამ მიშას ხომ ის უნდა რომ ისტორია 2004 წლიდან იწყებოდეს და აქვს კიდევაც რეზულტატი. სამწუხაროდ ეს რეზულტატი არაა მხოლოდ მიშასი არამედ საქართველოსი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოიცა ახლა ჩვენ რომ ვთქვათ რუსეთის ტერიტორიას გაუბიცები დავუშინოთ ჩვენი ტერიტორიიდან, რუსები არ შემოიჭრებიან ?

მაოცებთ ბატონო სატურნ ამ ბოლო დროს თქვენი დასკვნებით.

newstudio, on Today, 02:38 PM, said:

მხოლოდ როცა სამხრეთ ოსეთმა ქართულ სოფლებს ცეცხლი არტილერიიდან გაუხსნა, დაიწყო შეტევა ცხინვალის ასაღებად

 

 

მკაფიოდაა ნათქვამი აქ ვინ დაიწყო

რა თქმა უნდა კოკოითმა ყველაფერი გააკეთა(რუსების ბრძანებით),რომ მიშა პროვოკაციაზე წამოეკიდა და მანაც როგორც თუნდაც სარკოზიმ დააფიქსირა,არაპროპორციული პასუხი გასცა.შემდეგ ამას მოყვა უკვე რუსების არაპროპორციული პასუხი.

ერთი რამე მაინტერესებს,ეს ინფორმაცია რომელსაც ერორები და ჩვენი ე.წ. ექსპერტები აღრთოვანებული იმეორებენ,ხომ თავდაყირა აყენებს ჩვენი ხელისუფლების აქამდე დაფიქსირებულ ინფორმაციას,რომ ცხინვალზე თავდასხმით ჩვენ რუსების შემოჭრას ვუპასუხეთ.ეხლა ირკვევა რომ კოკოითისთვის გვიპასუხია თურმე.

Saakashvili has said that Georgia had no intention of getting into this fight, but was provoked by the South Ossetians and had to respond to protect Georgian citizens and territory.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წაიკითხეთ ტალიავნის დასკვნა, დანარჩენი ნაცმოს და კეგებეს მამაძაღლობებია :givi:

ვიღებ მე რაღაც ფაქტს და ვახდენ ამ ფაქტით მანიპულირებას, ამასთან ერთად სხვა ფაქტებზე არ ვამახვილებ ყურადღEბას,

 

 

ობიექტურად საკითხის შეფასებაში იყვნენ დაინტერესებული ევროპელები

მათ ჰქონდათ სანათანადო ტექ. და ინტელექტუალური რესურსები,

ხოღო ნაცმოელებს და კეგებეს სულ ერთ ადგილას კიდია სიმართლე, მთავარი ხომ საზოგადოებისთვის ისენით ინფ. მიწოდებააა რომელიც აწყობთ იმ რეჯიმებს რომელსაც ემსახურებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წაიკითხეთ ტალიავნის დასკვნა

წაიკითხე მერე, მხოლოდ არა ერთი ადგილი საიდანღაც ამოჭრილი და კონტექსტიდან ამოგდებული. არამედ მთლიანად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წაიკითხე მერე, მხოლოდ არა ერთი ადგილი საიდანღაც ამოჭრილი და კონტექსტიდან ამოგდებული. არამედ მთლიანად.

 

რა გინდათ ტალიავინის კომისიიგან, ან სხავ რომელიმე ევროპული ორგანიზაციებიდან, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ აქკეთბს აქცენტს იმაზე, რომ 2008 წელს არა ომის დაწყება, არამედ საონამარი მოქმედების განახლება იყო.

 

საერთოდ განსხვავებას ხედევთ თქვენ თვითონ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გიმეორებთ ჩემს შეკითხვას,ვის სამხედრო ქმედებებისთვის გვიპასუხია ჩვენ,რუსების თუ ე.წ. სამხრეთ ოსებისთვის.

 

babuagiorgi

აგვისტოში განახლდა საომარი მოქმედება.

ომის დაწყებასა და სამარი მოქმედების განახლებისგან დიდი განსხვავებაა.

 

ჩვენ ცხიბვალის რეგიონში საომარ მოქმედებებში ვართ 1992 წლიდან ეს დალოცვილი.

შეიძლება ვთქვათ რომ 1921 წლიდანაც,თუმცა 1992 უფრო ზუსტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც მახსოვს, ტალიავინის დასკვნაში ცალსახად არ არის ნათქვამი, თუ ვის ედება ბრალად ომის დაწყება...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ომი ვინ დაიწყო რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ომი რუსეთთან არ დაგვიწყია. მხოლოდ მაგაში რომ იყოს ხელისუფლების პრობლემა რაღა გვიჭირს...

 

მთავარი ისაა თუ როგორ წარიმართა ომი და როგორ დამთავრდა, თორემ ვინ დაიწყო მე პირადად სულ სახატავ რვეულზე მახატია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რა გინდათ ტალიავინის კომისიიგან, ან სხავ რომელიმე ევროპული ორგანიზაციებიდან, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ აქკეთბს აქცენტს იმაზე, რომ 2008 წელს არა ომის დაწყება, არამედ საონამარი მოქმედების განახლება იყო.

ჰოდა მაგას ვეუბნები ზუსტად.

 

ძუკუ

ვის სამხედრო ქმედებებისთვის გვიპასუხია ჩვენ,რუსების თუ ე.წ. სამხრეთ ოსებისთვის

ოსური ბანდფორმირებების და რუსული "სამშვიდობოების" შეთანხმებულ მოქმედებას ვუპასუხეთ. გარდა ამისა არსებობს ცნობები რუსული სამხედრო ძალების შემოსვლაზე საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე ვიდრე ცხინვალზე შეტევა დაიწყებოდა. მაგრამ რადგან ტალიავინის დასკვნაზე გვაქვს საუბარი და მას უწერია, რომ 100 % -ით დადასტურებული ცნობა ამაზე არ აქვს კომისიას, ამიტომ არ მომაქვს ახლა ეს არგუმენტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...