newstudio Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 საკრებულოს ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წევრები საკრებულოს უმრავლესობას წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საგადასახადო დაუმორჩილებლობის გამოცხადებისაკენ მოუწოდებენ. როგორც დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ისინი უერთდებიან ქალაქის მერის გიგი უგულავას პროტესტს წყლის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობას, დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადონ საგადასახადო დაუმორჩილებლობა წყლის ტარიფის ხელოვნურ და დაუსაბუთებელ ზრდასთან დაკავშირებით. მან ასევე პროტესტი გამოთქვა ტრანსპორტის 10 თეთრით მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ თუკი საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტის საფასურის გაძვირებას მხარს დაუჭერს, აღნიშნულის შედეგად, მგზავრობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვისაც გაიზრდება 5 თეთრით. აღნიშნული დასკვნა მათ თავიანთი ექსპერტებისგან გააჩნიათ. ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წევრი ითხოვს. სოციალურად დაუცველი, დაახლოებით, 60000-ზე მეტი მოქალაქისათვის, მგზავრობა 5 თეთრით არ გაძვირდეს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/152421-zurab-abashidze-sakrebulos-umravlesobas-sagadasakhado-daumorchileblobis-gamockhadebisken-moutsodebs.html პ.ს ეს როგორ გავიგოთ? უგულავა განსხვავებულად აზროვნებს ნაცებისგან? :018: :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 გიგი უგულავა გაოპოზიციონერდა?!მთლად გათახსირებულ და წყალწაღებულ ოპოზიციას კიდე ეგ უნდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 gendolfმთლად გათახსირებულ და წყალწაღებულ ოპოზიციას კიდე ეგ უნდა? ზუსტადაც რომ ამ საკითხებზე ოპოზიცია აქტიურობს...თუ დააკვირდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
skiamakia Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 თუ ასეტი გამოხტომები პერმანენტული გახდა შეიძლება ვივარაუდოდთ რომ მომავალში რაღაც შიდა დინებასთან გვაქ სამე რომელიც მომავალი არჩევნებისთვის "ცალკე" ემზადება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 newstudio ეს როგორ გავიგოთ? სიფთა წყლის პოპლულიზმიაძაღლის კუდი არ გსწორდება ან კიდე უარესი - კუზიანს სამარე გამოსაწორებსესეა ამათი საქმეეს "საკენკი" სხვას დაუყარონ :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 მე როგორც ვიცი, თბილისის წყალს რეალურად უგულავა მართავს, ასე რომ კისა 100%-ით მართალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Grigმე როგორც ვიცი, თბილისის წყალს რეალურად უგულავა მართავს, ასე რომ კისა 100%-ით მართალია.ანუ წმინდა წლის აფერისტობასთან გვაქს საქმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 ანუ წმინდა წლის აფერისტობასთან გვაქს საქმეპროტესტის მიზეზთან ანუ წყალთან კარგად ჯდება :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 (edited) Saturnპროტესტის მიზეზთან ანუ წყალთან კარგად ჯდებადა წყლის გაძვირებას არ აპროტესტებ? Edited November 29, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 newstudioდა წყლის გაძვირებას არ აპროტესტებ? არა, მას არ ენანება სამშობლოსთვის 5 ლარი ( თუ რამდენიცაა)ეს ჩვენ "შპიონებს" გვაქ პროტესტის გრძნობები, პატრიოტებმა ეგ არ იციან არქიპო სეთური გამახსენდა, პირუტყვს რომ ართმევს ტავის ხალხს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 და წყლის გაძვირებას არ აპროტესტებ? სიმართლე რომ გითხრა თვეში სამი ლარი იქით, სამი ლარი აქეთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Saturnსიმართლე რომ გითხრა თვეში სამი ლარი იქით, სამი ლარი აქეთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.ვისთვისაც აქვს?(მაგალითად პენსიონერი)... მაგრად არ გადარდებს ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 გიგი უგულავა გაოპოზიციონერდა?რა იოლად გადმოსაბირი ელექტორატი ხართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Ostapრა იოლად გადმოსაბირი ელექტორატი ხართ ჰა? ირონიას ვერ მიხვდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 ირონიას ვერ მიხვდი? ჩემ პოსტს სერიოზულობის რა შეატყვე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.