Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- „კომპიუტერშიკობა“ იკრძალება


Recommended Posts

ინტერნეტთან და კომპიუტერებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად როგორ უნდა მოვიქცეთ, საქართველოში ყველამ ვიცით, მაგრამ ახალი წლიდან ამის დავიწყება და ახალ წესებთან შეგუება მოგვიწევს. საქმე ის არის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობისას ვეღარ შეძლებენ.

 

გაზიარება

[თეონა ხარაბაძე. 13:18 28-11-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TPIeIbvauqI/AAAAAAAAEPI/swAtNJceUHE/s200/kompiutershik.gifამას კი მთავრობის მიერ ინიცირებული „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ზონების“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. აქამდე ეს კანონი საერთოდ არ არსებობდა და ამით მოხდება აღნიშნულ სფეროში საქმიანობის დარეგულირება.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე მეორედ შევიდა. პირველად საშემოდგომო სესიის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელმაც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. გილაურმა მაშინ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას.

„როგორც გვაქვს შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები ეძლევათ, ასევე გვინდა, საქართველო გამოვაცხადოთ თავისუფალ საგადასახადო ზონად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმუშავებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე; ე.წ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, ანუ კომპიუტერული პროგრამების დაწერაზე“, - აღნიშნა 18 ივნისის მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა.

კანონპროექტი პარლამენტში ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა, მაგრამ საშემოდგო სესიის დაწყებისთანავე უკან გაიწვიეს. არგუმენტად კი „კანონპროექტის დახვეწა“ დასახელდა. გადამუშავებული თუ დახვეწილი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და უნდა ითქვას, რომ თავადაპირველი ვარიანტიდან თითქმის არაფერი აღარ არის დარჩენილი.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათებით უნდა ესარგებლათ. ამასთან, პირვანდელ ვარიანტში, ვირტუალური ზონის პირად მიჩნეული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. პროექტის განახლებულ ვარიანტში კი, ვირტუალური ზონის პირი უკვე მხოლოდ იურიდიული პირია.

შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობისთვის და შესაბამისი შეღავათების სარგებლობისთვის, ამ სფეროში დასაქმებულ პირებს იურიდიული პირების შექმნა მოუწევთ. პროექტში საინფორმაციო ტექნოლოგიებიც არის განმარტებული. კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიებია კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრინველყოფის პროდუქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ამ სფეროში საქმიანობა აქამდე კერძო პირებს შეეძლოთ, ახლა ეს აეკრძალებათ.

ჯერჯერობით არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რა სანქციით დაისჯებიან, მაგრამ კანონპროექტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს და იურიდიულ პირთა გაერთიანებებს.

რატომ მოხდა ფიზიკური პირებისთვის ამ უფლების ჩამორთმევა, ამაზე მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტებები არ კეთდება. ექსპერტი სოსო არჩვაძე კი ვარაუდობს, რომ „შესაძლოა, ეს ინტერნეტსივრცის დაცვის მიზნით იყოს განპირობებული“. მისი განმარტებით, უფრო ადვილი იქნება ერთის მხრივ ადმინისტრირება იმისა თუ ვინ აწარმოებს ასეთ საქმიანობას.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რომ იურიდიული პირის შექმნა და მათი საქმიანობის ადმინისტრირება ბიუჯეტის შესავსებად იქნეს გამყენებული. ამას კი ისიც ამყარებს, რომ იურიდიული პირის შექმნა და საქმიანობა უფრო მეტად არის ხარჯიანი, ვიდრე ფიზიკური პირის მიერ გაწეული საქმიანობა. ვინაიდან, იურიდიული პირი უკვე ყველა გადასახადით იბეგრება.

სწორედ ამ კონტექსტში არის საინტერესო ისიც, რომ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესება იყო გათვალისწინებული. მეორე ვარიანტში კი მთავრობამ ამ შეღავათების დაწესება გადაიფიქრა.

პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ვირტუალური ზონის პირი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებით არის დასაქმებული, არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადს, აქციზს და საბაჟო გადასახადს.

პარლამენტში ხელმეორედ შესულ პროექტში კი, ეს ჩამონათვალი აღარ არსებობს. გადამუშავებულ ვარიანტში ცალსახად წერია, რომ არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით და ექსპორტის გადასახდელით.

ფაქტია, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ვინც დღეს ამ საქმიანობით არის დაკავებული, წესების შეცვლა ან საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც, ცხადია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

presa.ge

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-675794506294084438?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...