Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “როგორ შევაჩეროთ გარეთ ბეილი?”


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/10/21/1287697853527/Roy-Hodgson-006.jpg

 

როი ჰოჯსონმა ტოტენჰემთან მატჩის წინ თამაშის გადამწყვეტ ასპექტებზე ისაუბრა…

 

ლივერპულის მთავარი მწვრნთელის აზრით ტოტენჰემის ფლანგელის შეჩერება შესაძლოა მათი დამარცხების გასაღები იყოს…

 

“პირველ რიგში გარეთ ბეილი უნდა შევზღუდოთ” – განაცხადა ჰოჯსონმა – “მას არ უნდა მივცეთ სივრცე, რადგან თუ ბურთს მიიღებს, შეუძლია გაცდეს რამოდენიმე ფეხბურთელს და თავისი ძალით და სისწრაფით მისი შეჩერება ძალიან რთული ხდება…”

 

“ჩვენი მოწინააღმდეგე ახლა საუკეთესო ფორმაშია და ჩვენც მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ…”

 

“ჰარი რედნაპს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და არჩევანიც დიდი აქვს. ბეილთან ერთად ვანდერვაარტი და კრაუჩიც არანაკლებ სახიფათონი არიან. რაც მთავარია ვიცით რას უნდა ველოდეთ მოწინააღმდეგისგან…”

 

“ვფიქრობ ტოტენჰემს შეუძლია პრემიერლიგის თასისთვისაც იბრძოლოს. წელს რთული სეზონია ყველა გუნდისთვის, ვხედავთ რომ ჩელსიმ წააგო რამოდენიმეჯერ, ასევე უნაიტედმაც ფრედ ითამაშა არაერთხელ და სპურზებს ასეთ ფონზე კარგი შანსები აქვთ.”

 

ბოსმა ასევე ლივერპულის შემტევ ტაქტიკაზე და ტორესისა და ნგოგის წყვილზე ისაუბრა:

 

“მე ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა ითამაშოს ნგოგმა ფერნანდოსთან ერთად. ჩვენ ხომ ვაით ჰართ ლეინზე გოლების გატანა გვსურს. ანგარიშის გახსნა ჩვენი მთავარი პრობლემაა გასვლით მატჩებში და ტოტენჰემთან ეს უნდა გამოვასწოროთ…” – იმედოვნებს როი ჰოჯსონი

 

“ბურთის ფლობის მხრივ ყოველთვის ვჯობივართ მოწინააღმდეგეს, ამგრამ ეს სტატისტიკა ანგარიშზეც უნდა ავსახოთ, აუცილებელია მოწინააღმდეგის საჯარიმოში უფრო დიდი დრო დავყოთ და გოლები გავიტანოთ. ვესთ ჰემთან გამარჯვებამ უკვე აჩვენა რომ ეს შეგვიძლია. წინ ტოტენჰემია…”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...