planetanews Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 http://tomkinstimes.com/wp-content/uploads/2010/08/Roy-Hodgson-Liverpool-.jpg როი ჰოჯსონი ტოტენჰემთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ესაუბრა ჟურნალისტებს… სეზონის ცუდი დასაწყისი და გასვლით მატჩებში თამაშის გაუმჯობესება საჭიროა ზუსტად ცოდნა თუ როგორ უნდა შევუტიოთ და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ის რაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და როდესაც ეს შრომის შედეგი მოედანზეც გადაგვაქვს მაშინ კარგი გუნდის შთაბეჭდილებასაც ვტოვებთ… წარუმატებლობის მიზეზი გოლების სიმცირეა. საგარეო მატჩებში ცოტა საგოლე მომენტს ვქმნიდით და შესაბამისად იშვიათადაც გაგვქონდა. მოწინააღმდეგის მოედანზე ბურთს ვფლობდით, მაგრამ საჯარიმოში ფეხბურთელების სიმცირე იყო და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. სწორედ ამის გამოსწორებას ვცდილობთ… მედიის ანტიპათია ლივერპულის მდგომარეობისადმი ლივერპულის ისტორიის გამო ამ კლუბისგან ყოველთვის ბევრს ითხოვენ და გადაჭარბებული ზეწოლა პრესის მხრიდან ენფილდური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე ბედნიერი ვარ რომ წითლების მენეჯერის პოზიცია მიკავია და კრიტიკას იშვიათად ვუსმენ. მთავარია რომ ბოლო 6 შეხვედრაში 18 ქულა ავიღეთ და პირველი წრის დასრულებამდეც თუ მოვიგეთ დარჩენილი მატჩები, მაშინ საკმაოდ კარგ პოზიციაზე შევხვდებით შობას… გარეთ ბეილი იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ვთვლი რომ არასწორია როცა მთელი აქცენტი მედიაში ერთ ფეხბურთელზე კეთდება. მას ახლა შესანიშნავი პერიოდი აქვს მაგრამ ჩემი აზრით ტოტენჰემი ბეილზე ბევრად მეტია. იქ შესანიშნავი გუნდი თამაშბოს. რედნაპმა არაჩვეულებრივი შემადგენლობა ჩამოაყალიბა, ზუსტად ისეთი როგორიც მას სურდა, რადგან თითოეული ფეხბურთელი, რომელიც ტოტენჰემშია მენეჯერის სურვილით არის ამ გუნდში. სპურზებმა ლიგაზე გასვლის გარდა უკვე ჯგუფური ეტაპიც გადალახეს და ევრო დონეზეც კარგდ ასპარეზობენ. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში ეს კლუბი ტოპ-კლასის გუნდებში არ ითლებოდა, ეს ყველაფერი კი ჰარის დამსახურებაა… მოწინააღმდეგის რეალური შესაძლებლობები ვიცი რომ ძლიერი გუნდს ვუპირისპირდებით, მაგრამ მე ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯერა. ვაით ჰართ ლეინზე ძლიერი შემადგენლობით ჩავალთ და ნამდვილად დაძაბული მატჩი იქნება. ორივე გუდმა კარგად იცის ასეთ დროს 3 ქულის მნიშვნელობა და თუ გავითვალისწინებთ რომ ისინიც და ჩვენც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, წინ საინტერესო ბრძოლა გველის… 1 კვირიანი შესვენება… ჩვენ მთელი კვირა გვქონდა მოსამზადებლად რაც ნამდვილად დადებითი მოვლენაა. ჩემი ხედვით ფეხბურთი რეპეტიციას გავს. რაც უფრო მეტს ვარჯიშობს მით უკეთეს შედეგს აღწევ და სასიამოვნოა როცა ასეთ პაუზებს გუნდი შეთამაშებისთვის და ფორმის გაუმჯობესებისთვის იყენებს… ორი თავდამსხმელით თამაში ამ თემაზე კითხვის დასმაც კი სისულელეა, რადგან ორ შემტევს ალტერნატივა არ აქვს. როცა მოედანზე სტივი და ტორესი არიან, გუნდს მაშინ ორი მეგოლე ჰყავს და არ მსურს ეს ტაქტიკა შევცვალო. მთავარი სწორედ ორი შემტევის მონდომებაა რათა გოლების გატანა შევძლოთ ტოტენჰემთან… შემადგენლობა და იანვრის ტრანსფერები გუნდი დღითიდღე ძლიერდება და ახლა ვხვდები რომ იმაზე ბევრად უკეთესი შემადგენლობა მყავს ვიდრე ეს სეზონის დასაწყისში მეგონა როცა თამაშებს ვაგებდით. ნამდვილად კარგი ფეხბურთელები არიან გუნდში და ვფიქრობ იანვარში ბევრი ფეხბურთელის დამატება არ დაგვჭირდება. მთავარია ჩვენმა მოთამაშეებმა ფორმა შეინარჩუნონ და მაღალ დონეზე ჩაატარონ მომდევნო შეხვედრებიც… ახლა ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებით, მაგრამ იმის გამო რომ წარმოდგენაც არ გვაქვს რა თანხა იქნება გამოყოფილი სატრანსფერო ბიუჯეტში და იქნებიან თუ არა ის ფეხბურთელები ხელმისაწვდომნი ვისაც ჩვენ ვუმიზნებთ, ჯერჯერობით წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts