Jump to content
Planeta.Ge

Davit Usupashvili ოპოზიციის შეცდომები


Recommended Posts

თქვენი აზრი არ ჩანს ბატონო გიორგი და მაინტერესებს.

თუ არ დაიზარებთ ეს სტატიაც წაიკითხეთ რომელიც დათომ სახალხო კრების წინა დღეებში გამოაქვეყნა.

http://republicans.ge/javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/files/DOKUMENT/noemberi_2003_2010.pdf

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი აზრი არ ჩანს ბატონო გიორგი და მაინტერესებს.

თუ არ დაიზარებთ ეს სტატიაც წაიკითხეთ რომელიც დათომ სახალხო კრების წინა დღეებში გამოაქვეყნა.

http://republicans.ge/javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/files/DOKUMENT/noemberi_2003_2010.pdf

 

ვიდეო იმიტომ დავდევი რომ სადღაც სწორი შეფასებაა.

სტატიაც წავიკითხე :)

ბატონი უსუფაშვილი ერთზე არ საუბრობს.

არ საუბრობს იმაზე, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება შეუძლებელია ოპოზიციის მხრიდან თუ არ იქნება სწორი და აუცილებელი მოთხოვნები.

ის რასაც ე.წ. გარემოს დამცველები ითხოვენ იმდენად უმნიშვნელოა, რომ აზრს ჰკარგავს.

თუ უსუფაშვილს ამდენი ესმის, რომ სააკაშვილს ასე იოლად ვერ მოუგებს ოპო, მაშინ რატომ ღებულობს ამ არაფრისმომცემ გარემოში მონაწილეობას, ან რატომ არ სთავზობს ქმედითუნარიან საარჩევნო კანონმდებლობის პროექტს, ან ცვლილებებს??

დავიჯერო უსუფაშვილს არ ესმის ის, რომ არჩევენბის მთავარი მექანიზმის და ეს კაპიტალის არგათვალისწინება პრინციპში სხვა მოთხოვნებს ნულის ტოლფას ხდის.

 

ანახეთ უსუფაშვისლ, ეგებ აზრი შეიცვალოს, ან დაამატოს რამე.

 

"10. საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და პოლიტიკის დეკომერციალიზაცია:

ა). ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნა;

საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია პოლიტიკის ბიზნესიდან გამიჯნვა. შემოღებულ უნდა იქნას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მაქსიმუმ 2000 ლარის ოდენობით . შემოწირულობის უფლება აქვს მხოლოდ კერძო პირს. ყოველგავრი სესხისა თუ სხვა სახის ფინანსური საშუალებების მიღება ჩაითვლება საარჩევნო კანონმდებლობის დაღვევად. პარტიების დაფინანსება უნდა იყოს ტრანსპარანტული და კანონით აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო კომპანიის ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება.

ბ). თანასწორუფლებიანი საარჩევნო კომპანიის წარმოება;

საარჩევნო კომპანია უნდა ხდებოდეს არა პარტიის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს რეკლამაზე დახრჯული თანხები და წინასწარ მოსყიდული ამომრჩეველი, არამედ მისი შინაარსი. საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონტროლი და საბიუჯეტო თანხების საარჩევნო კომპანიაზე დახარჯვა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობას განსაზღვრავს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნების პრინციპებს და მცირე ფინანსების მქონე პარტიების თანასწორ კონკურენციის საშუალებებს ზღუდავს.

შემოღებულ უნდა იქნას საარჩევნო კომპანიის ხარჯების მაქსიმუმი 3 000 000 ლარის ოდენობით. ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს დათმობილი თანაბარი დრო მედიაში. განსაკუთრებით კერძო მედიაკომპანიებს კანონით დაეკისროს პარტიების რეკლამის თანაბარი რაოდენობით განთავსება. თუ რომელიმე კერო მედია განათავსებს ერთი პარტიის რეკლამას, ამ შემთხვევაში სხვა პარტიების მიწოდებული რეკლამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ რეკლამის უფასო განთავსება მოუწევთ. კერძო მედიისთვის იქნება შემოღებული პრინციპი, ან არცერთი პარტიის რეკლამა, ან ყველასი თანაბრად. პარტიის რეკლამად განისაზღვრება სარეკლამო კლიპები, ბანერები, ქალაქში ბილბორდები და მედია საშუალებებით რომელიმე პარტიის საქმიანობის გაშუქება.

მიღებულ უნდა იქნას კანონი საარჩევნო პროპაგანდის არჩევნებამდე 3 დღით ადრე შეწყვეტის თაობაზე. ეს შეეხება ყველა სახის პროპაგანდას, როგორიცაა საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს პარტიის აქტივისტების ყოველგვარი აქტიურობის აკძალვის ჩათვლით.

კანონით უნდა აიკრძალოს აღმასრულებელი ხელისუფლების პარტიის წინასაარჩევნო პროპაგანდა. არჩევნებამდე 6 თვით ადრე მედიის საშუალებით ყოველგვარი გაპიარებული ხარიტატიული საქმიანობის რეკლამირება. აღმასრულებელი ხელისუფლების პირს უნდა აეკრძალოს მედიის საშუალებით რომელიმე პარტიის უპირატესობის ღიად დაფიქსირება.

საქართველოში პარტიებს შორის კონკურენცია უნდა იყოს თავისუფალი და თანასწორ პირობებში. მცირე ფინასიების მქონე პარტიების ყოველგავრი დისკრიმინაცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება. ასეთი დარღვევა კი იქნება საბაბი იმისა, რომ პარტია ამოღებულ იქნას საარჩევნო სიიდან, ან ასეთი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები გაბათილებულ იქნას აღნიშნული კანონის მიხედვით.

გ). რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღება. სახელმწიფოს სასიცოცხლო მნიშვნელობის კანონების რომელიმე ხელისუფლების თავის სასარგებლოდ მორგების თავიდან აიცლების მიზნით, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის გზით."

http://www.georgian-style.net/?p=152

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა). ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნა;

ეგ ბუნებაში სადმე ხდება? ნუ ეხლა სემიჩკის გაყიდვას თუ ბიზნესად ჩათვლი, მაშინ ხო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ბუნებაში სადმე ხდება? ნუ ეხლა სემიჩკის გაყიდვას თუ ბიზნესად ჩათვლი, მაშინ ხო :)

 

ნუ ბუნებაში ხდება ის, რომ ევროპაში უკვე ალაპარაკდნენ უკვე საარჩევნო კომპანიაზე მაქსიმუმის დაწესების თაობაზე.

 

განასკუთრებით საინტერესო საუბრებია მაგალითად ჩეხეთში. აქ შეიძლება ამის მსგავსი ერთ-ერთი ვარიანტი ჩემიც შევთავაზო. ჯერ პარტიის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ეს ამბე.

მაგალითისთვის წელს ჩეხეთის პარლამენტი დაჯდა 36 მილიონი ევრო :) ეს პარლამენტია თუ კერძო კომპანია არა? :)

აბა ასე მომეცით 2 მილიონი ევრო და სიტყვას გაძლევთ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში 5 % ბარიერს უპრობლემოდ გადავლახავ.

 

ეხლა განსხვავება საქართველოსთან შედარებით.

 

თუ დასავლეთში საარჩევნო კომპანია უფრო მარკეტინგზე დახარჯული თანხებია, საქართველოსი ეს ფაქტორი ორმაგად საშისია და არადემოკრატიული.

1. თანხები იხარჯება არა ამრტო მარკეტინგზე, არამედ ამომრჩევლის პირდაპირ ყიდვაზე.

2. საარჩევნო კომპანიაზე ბიუჯეტის თანხები გამოყენება.

ეს აქეთ არ ხდება ჯერ-ჯერობით :) საქართველოში კი პრინციპში მთავრი ფაქტორია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აბა ასე მომეცით 2 მილიონი ევრო და სიტყვას გაძლევთ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში 5 % ბარიერს უპრობლემოდ გადავლახავ.

 

მომეცით 2 მილიონი ევრო და არც პარტიას ვახსენებ, არც არჩევნებს და არც გადატრიალებას.

 

პატიოსან სიტყვას გაძლევთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რატომ არ სთავზობს ქმედითუნარიან საარჩევნო კანონმდებლობის პროექტს, ან ცვლილებებს??

დავიჯერო უსუფაშვილს არ ესმის ის, რომ არჩევენბის მთავარი მექანიზმის და ეს კაპიტალის არგათვალისწინება პრინციპში სხვა მოთხოვნებს ნულის ტოლფას ხდის.

ეს არა მარტო უსუფას ესმის,არამედ იმ რვა პარტიიდან უმრავლესობას და საარჩევნო გარემო სწორედ რომ არა მარტო კოდექს გულისხმობს,არამედ სხვა ბევრ რამეს,მათ შორის იმას რაც თქვენ დაწერეთ:დაფინანსებას,მედიის გახსნილობას,არჩევნების დღეს უბნებთან აქტივობას და ა.შ.

აგრეთვე რაზეც ისინი აქცენტს აკეთებენ,ესაა ძალოვანი სტრუქტურების გამიჯვნა არჩევნებიდან,სასამართლოს დამოუკიდებლობა რათა შესაძლებელი იყოს დარღვევების რეალური გასაჩივრება,ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა და მრავალი სხვა.

დაველოდოთ და ვნახოდ რა გამოვა აქედან.კარგია რომ ცაიტნოიტში არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება,თუმცა ერთი წელს ლოდინსაც არავინ არ აპირებს.ასევე კარგია რომ შეჯერდენ გადაწყვეტილებები მიღების წესზე და თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა,ნათლად გამოჩნდება თუ რა და ვისი მიზეზით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეს არა მარტო უსუფას ესმის,არამედ იმ რვა პარტიიდან უმრავლესობას და საარჩევნო გარემო სწორედ რომ არა მარტო კოდექს გულისხმობს,არამედ სხვა ბევრ რამეს,მათ შორის იმას რაც თქვენ დაწერეთ:დაფინანსებას,მედიის გახსნილობას,არჩევნების დღეს უბნებთან აქტივობას და ა.შ.

აგრეთვე რაზეც ისინი აქცენტს აკეთებენ,ესაა ძალოვანი სტრუქტურების გამიჯვნა არჩევნებიდან,სასამართლოს დამოუკიდებლობა რათა შესაძლებელი იყოს დარღვევების რეალური გასაჩივრება,ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა და მრავალი სხვა.

დაველოდოთ და ვნახოდ რა გამოვა აქედან.კარგია რომ ცაიტნოიტში არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება,თუმცა ერთი წელს ლოდინსაც არავინ არ აპირებს.ასევე კარგია რომ შეჯერდენ გადაწყვეტილებები მიღების წესზე და თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა,ნათლად გამოჩნდება თუ რა და ვისი მიზეზით.

 

დაგეთანხმებით, ოღონდ მანახეთ რომელიმე ამ პარტიათაგანი თუ დაფინანსების ზღვარზე საუბროსბ და მიახლოებით იმაზე რაც სოციალ-ლიბერალების საარჩევო პროგრამაშია მოცემული საარჩევნო კოდექსის სეცვლასთან დაკავშირებით.

ერთი მაინც.

ან ვთქვათ ეს პროგრამაში უწერიათ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპაში უკვე ალაპარაკდნენ უკვე საარჩევნო კომპანიაზე მაქსიმუმის დაწესების თაობაზე

ევროპაშიც და ყველგან, არჩევნების ხანა მალე დამთავრდება, და გაიხსენები ისევე, როგორც მარქსიზმს და ლენინიზმს. იგივე მოხდება დემოკრატიაზე. სამაგიეროდ ახალ სახელებს მოიგონებენ ბიდლოსთვის, არ გაუჭირდებათ. არჩევნები არა შვანცკი. კანდიდატი უნდა იყოს ტენდერზე გატანილივით. თუ მომეწონა, დავუდებ ხელშეკრულებას, არ შესრულდება? - საჯარიმო სანქციები. მაგრამ ეგ რაში აწყობთ? არჩევნები არის დაკანონებული აფიორა: ნდობაში შესვლა კლიენტთან და მერე მისი გადაგდება, თანაც ისე, რომ არანაირი ხელშეკრულება არაა გაფორმებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

და ეს წესი სრული კონსენსუსია არა?

არა.შევეცდები მოკლედ ავხსნა.

რვა პარტიამ წარუდგინა ხელისუფლებას თავისი იდეები და მიმართა დაწყოთ დიალოგი.რა თქმა უნდა თუ ხელისუფლება რამე საკითხზე არ დაგეთანხმა,არაფერს აზრი არ აქვს.მაგრამ... ხელისუფლებას გაცილებით ურჩევნია რომ რაიმე საკითხის ჩავარდნა არა მისი მიზეზით,არამედ სხვის გამო მოხდეს,ამიტომ იმ რვიანს დაახვედრა თავისი სატელიტები:ე.დ.პ, პადოშა,მე თვითონ,მრეწველები,ჯონდი და ითხოვდა გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესს.გათვლა მარტივი იყო,გამოვარდებოდა მაგალითად პადოშა და რომელიმე საკითხს დაბლოკავდა.

არ გამოვიდა.მოხდა შეთანხმება შემდეგზე:თუ რაიმე საკითხზე ხელისუფლება რვიანს უთანხმდება,ეს საკითხი გადაწყვეტილად ითვლება და შემდგომი გზა მიეცემა,ანუ პარლამენტზე გავა.ხოლო თუ ხელისუფლება და მისი სატელიტები თანხმდებიან და რვიანი არა,მაშინ ისინი მარტო რჩებიან ამ ფორმატში და აგრძელებენ თავიანთ საქმეს.რა თქმა უნდა ეს შეთანხმება ამ სიტყვებით არ მოხდა,მაგრამ აზრი ასეთია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს საკითხი გადაწყვეტილად ითვლება და შემდგომი გზა მიეცემა,ანუ პარლამენტზე გავა

და რო გავა მერე რა? :)

გვეკაიფებით თუ რაშია საქმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ძუკუ, გადეცით რესპუბლიკელებს არ გამოიყენონ ასეთი სიტყვები " დოკუმენტები პროგრამიშ იმდენია, რომ მისი მოთავსება შეუძლებელია და ვისაც სურს გაცნობა ოფისში მობრძანდითო" :givi: (თავში უწერიათ)

http://republicans.ge/javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/files/document/saarchevno_programa_2008_21maisi.pdf

იმედია რესპუბლიკელების ჰოსტინგი სადღაც 1 გბ მაინც იქნება და ვერ წარმომიდგენია ისეთი რა დოკუმენტებია, რომელიც ამ სივრცეში არ მოთავსდება :givi:

 

ეხლა უბრალოა დამიანი დაიჯერებს და ჩემთვის ეს უკვე ტყუილია. ტყუილის შემთხვევაში კი მიჭირს დანარჩენი დაჯერება.

გადეცი მოხსნან ასეთი ფრმულირება და დასწერონ "მოკლე, ან მოკლავადიანი პროგრამა". პროგრმა არ არსებოსბ სრული, პროგრამა ყოველთვის დამტების და ცვლილების პროცესშია.

პროგრამული დანაამტები, შესაძლებელია ცალკე დაიდოს ნაშრომების სახითაც და ა.შ.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლექს თავისი სტილი აქვს და ვერ დასწერ პროზის სახით (თუმცა სწერენ).

 

მეორე.

არაფერი არ ესაქმება პროგრამაში ტექსტებს სადაც სწერია რატომ არ ვარგა სააკაშვილის რეჟიმი.

პარტიის პროგრამაში კრიტიკა არ უნდა იყოს, არამედ ხედვა თუ როგორ.

კრიტიკის ადგილი სულ სხვაგანაათქო.

ისე კი უფრო დეტაილურად გადავიკითხავ. მაინტერესებს :)

 

პ.ს. ეროვნული ფორუმის პროგრამას სჯობია მგონი, ნუ ეს იმიტომ რომ იმათ პროგრამასთან ახლოს რომ არაა ის უდევთ :)

არ ეწყინოს გუბაზს. ჯიგარია :)

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასამართლოს დამოუკიდებლობა რათა შესაძლებელი იყოს დარღვევების რეალური გასაჩივრება

ეს ამ მოლაპარაკებების დროს თუ გადაწყვიტეს, მარტო ამის გამო ღირს დაჯდე მაგიდასთან.

ვითომ დათმობენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

დაგეთანხმებით, ოღონდ მანახეთ რომელიმე ამ პარტიათაგანი თუ დაფინანსების ზღვარზე საუბროსბ და მიახლოებით იმაზე რაც სოციალ-ლიბერალების საარჩევო პროგრამაშია მოცემული საარჩევნო კოდექსის სეცვლასთან დაკავშირებით.

ერთი მაინც.

მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი,თუმცა ჩემი აზრით ჩვენთან მთავარი პრობლემა ისაა,რომ ვერცერთი იურიდიული პირი ვერ ბედავს ოპოზიციის დაფინანსებს,რადგან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება,ან საგადასახადოსთან,ან პოლიციასთან ან პროკურატურასთან და პირველ რიგში ესაა მოსავლელი,თორემ თუ არ ვცდები,ათი წლის წინ ჩვენი საარჩევნო კანომდებლობაც ითვალისწინედა ფინანსური დანახარჯების შეზღუდვას,მაგრამ ხელისუფლებას აბა ვინ გაუკონტროლებს,რადგან სასამართლოც არ არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...