lasha1997 Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 შენ რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთი თემა მაინც გაგეხსნა, სადაც მკაცრად გააკრიტიკებდი ხელისუფლებას მისი მძიმე დანაშაულებების გამო სტეკლოების თემაში სთქვა,რომ არ არიან მართლებიო,მაგრამ მერე გადათქვა,რადგან ქარხნული წესით დაბურულ მინებს არ ეხებაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში გუშინ დაკავებულ ოთხ პირს - ხვიჩა მუნჯიშვილს, გიორგი წვერიკმაზაშვილს, ზურაბ კაკიაშვილსა და კახა მამარდაშვილს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა 7 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. პოლიცია დაკავებულებს ბოროტი წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდა. როგორც დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, ისინი პოლიციის თანამშრომლებმა კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მოთხოვნით დააპატიმრეს. მათივე თქმით, ღვინიაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა ვაზისუბანში მივიდა და აცხადებდა, რომ მოსახლეობას აქციის გამართვა არ უნდა გაებედა. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა კახა მამარდაშვილმა განაცხადა, რომ ის აქციის მონაწილე საერთოდ არ ყოფილა, მოვლენებს დაახლოებით 60 მეტრიდან აკვირდებოდა, რაც მოწმეებმაც დაადასტურეს, მათ შორის სოფლის ეკლესიის მოძღვარმაც, მაგრამ სასამართლომ დაკავებულის და მოწმეების ჩვენებები არ გაიზიარა. დაკავებულების ინტერესებს პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი იცავდა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და უკანონოა. "პოლიციის თანამშრომლებმა ისიც კი ვერ ახსნეს, რაში გამოიხატა ვაზისუბნის მცხოვრებლების მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. ადამიანები დააპატიმრეს იმის გამო, რომ აზრის გამოხატვისთვის შეიკრიბნენ", - აღნიშნა ადვოკატმა. :018: :018: :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 პოლიციის თანამშრომლებმა ისიც კი ვერ ახსნეს, რაში გამოიხატა ვაზისუბნის მცხოვრებლების მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. გონივრული ეჭვის საფუძველზე: ხომ შეიძლებოდა წინააღმდეგობა გაეწიათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 (edited) analginშენ რა თქმა უნდა "ვერ" დაინახავ, მარა ეგდოს მაინცდა რა უნდა დავინახო მაგ ვიდეოზე? ქალაქში არის ქუჩა თუ გამზირი გადაკეტილი. მასე 3 თვე ტაშფანდურობდნენ რუსთაველზე და გადაკეტილიც იყო და აყროლებულიც სხვათაშორის. მაგრამ არავის არ უხლია ხელი. ავტომაგისტრალის გადაკეტვის ვიდეო დადე ერთი თუ შეგიძლია. მე დავდებ ვიდეოს, სადაც დაშალეს ჰაივეის გადამკეტი მიტინგი ძალის გამოყენებით და ზოგი დააკავეს კიდეც. ხო კანადაში მოხდა ეს ამბავი, იმედია მაგ ქვეყნის დემოკრატიის დონე გაკმაყოფილებთ. რა ძალა გადგია, ვინ გეხვეწება ან გაძალებს და რატომ იცავ ნაცებს? მე ვიცავ ჯანსაღ აზრს. არ მინდა რომ მაგალითად იმ დროს როცა დასავლეთიდან მოვდივარ ოჯახით, პატარა ბავშვით, ვიღაცეებმა გზა გადამიკეტონ. აქ მპოსტავთა აბსოლუტური უმრავლესობაც მაგ სიტუაციაში რომ მოხდეს უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა იმ გზის გადამკეტავებს. ეგ ახლაა მარტივი კომპიუტერთან წამოგორებული ბრტყელ-ბრტყელების პოსტვა. რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბარემ შეგეკითხები აქვე. ვინ გამოდგა ახლა მართალი? შენ როცა ამბობდი ახალ წლამდე ამას ვიზამთ და იმასაო, ხელისუფლებას გადავაყენებთო და ა.შ. თუ მე როცა ბრიხინად ვაფასებდი მაგას და ვამბობდი, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი ქვეყანაში არ არსებობს? Edited November 29, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 newstudioშეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, გუშინ, საღამოს 100-მდე ადამიანი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ შეწყვეტას აპროტესტებდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, უყურადღებობის შემდეგ კი თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. ვაზისუბნის მოკლედ ეხლა რა მოხდა, ტიპებს შეუწყვიტეს ელექტროენერგია, დარჩნენ უშუქოდ, მგონი ტეხამს,ეს ხალხი შეეცადა საკითხი გარკვია ადგილობრივ ხელისუფლებასთან,ნაცებმა დაიკიდეს და მერე უშუქოეებმა იფიქრეს აი გზას გადავკეტავთ და აღარ დაგვიკიდებენოდა მართლაც მათ მიაქციეს სათანადო ყურადღება და ალბათ ელექტროენერგიის მიწოდების საკითხსაც შეისწავლიან, მე ვფიქრობ რომ მათ უკვე ელექტროენერგიაც მიაწოდეს რაც შეეხება დაკავებულებს, აბა რა ეგონათ შუქი თუ გინდა გარკვეულ მსხვერპლზეც უნდა წახვიდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 analgin და რა უნდა დავინახო მაგ ვიდეოზე? ქალაქში არის ქუჩა თუ გამზირი გადაკეტილი. მასე 3 თვე ტაშფანდურობდნენ რუსთაველზე და გადაკეტილიც იყო და აყროლებულიც სხვათაშორის. მაგრამ არავის არ უხლია ხელი. ავტომაგისტრალის გადაკეტვის ვიდეო დადე ერთი თუ შეგიძლია. წ ყ ლ ი თ სავსე ბუშტებს რომ ესროდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Siknadmoაც შეეხება დაკავებულებს, აბა რა ეგონათ შუქი თუ გინდა გარკვეულ მსხვერპლზეც უნდა წახვიდე :018: და დენის მოთხოვნისთვის მსხვერპლი რა საჭიროა? პ.ს. რომ არა კახეთის საინფორმაციო ცენტრის აქტიურობა, შეიძლება დაჭერილები ასე იოლად ვერ გამომძვრალიყვნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2010 Siknadmo :018: და დენის მოთხოვნისთვის მსხვერპლი რა საჭიროა? პ.ს. რომ არა კახეთის საინფორმაციო ცენტრის აქტიურობა, შეიძლება დაჭერილები ასე იოლად ვერ გამომძვრალიყვნენაუცილებელია ამ სახელმწიფოსგან რაც შეიძლება დამოუკიდებელი გახდე... პრინციპში, გამოეყო უნდა... იყიდო პატარა გენერატორი, და კისერიმც უტეხიათ მერე ნაციკებს...უკეთესი იქნება თუ წახვალ, სანამ საზღვრები არ ჩაუკეტიათ... 21-ე საუკუნეში გზას გადაკეტვა რომ გახდება საჭირო ელექტროენერგიის მოთხოვნისთვის, წასულია იმ ქვეყნის საქმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.