newstudio Posted November 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) Saturnსაღოლ შენა მდუმარება და პროტესტის არ ქონა აქ ვიცი მე: http://nomoreccp.files.wordpress.com/2008/05/northkorea.jpg Edited November 28, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 მჯერა. ავტომაგისტრალის გადაკეტვა დანაშაულია. მართალი ხარ. მე რომ ვიყო მაგათ ადგილზე ადგილობრივ ხელისუფლებას კისლაროდს გადავუკეტავდი. ეს უფრო სამართლიანი ქინებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) გუბერნატორის მოთხოვნით სულ 4 ადამიანია დაკავებული კვირა, 28 ნოემბერი 2010 10:49 შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ, გუშინ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა. საპატრულო პოლიციას და შს გურჯაანის სამმართველოს სულ 4 ადამიანი ჰყავს დაკავებული. დაკავებულები არიან ხვიჩა მუნჯიშვილი, გიორგი წვერიკმაზაშვილი, ზურაბ კაკიაშვილი და კახა მამარდაშვილი. პოლიცია დაკავებულებს წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, გუშინ, საღამოს 100-მდე ადამიანი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ შეწყვეტას აპროტესტებდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, უყურადღებობის შემდეგ კი თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა ის მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც გიორგი ღვინიაშვილმა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს მათი დაკავების შესახებ მითითება მისცა. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ მითითების მიცემას კატეგორიულად უარყოფს. „პოლიციამ თავისი საქმე იცის და კანონის ფარგლებში მოქმედებნ“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. Edited November 28, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Чем виновата эта деревня?Тем, что они – крестьяне, а попались под руку – дворянину. Увы. Как говорится «закон суров – но это Закон». Такой уж у нас дух - во всей красе, по всей стране. И общество необходимо воспитывать – чтобы знало Закон и уважало его!А то иначе, без Закона, в условиях правового нигилизма жить нельзя – получится не Государство, а хаос какой-то...Будем надеяться, что свою воспитательную функцию приговор суда выполнит. противно Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Saturn ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება. ამ რეალობის აღქმას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია. ამრიგად, მოქმედი სამართალი შესაძლებელია სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენდეს. ჩვენ ეს დავუშვით და ამავე დროს, ჩვენ გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმებში რაღაც ისეთი დეფექტი არსებობს, რომელიც შესაბამის, დეფექტურ სამართალს ქმნის, რომელსაც სიმართლესთან, ზნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ გვიტოვებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 kisa А судьи кто? (Грибоедов, Горе от ума) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 giauridiaА судьи кто? (Грибоедов, Горе от ума) вот и я о томже Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 დაკავებულები არიან ხვიჩა მუნჯიშვილი, გიორგი წვერიკმაზაშვილი, ზურაბ კაკიაშვილი და კახა მამარდაშვილი. პოლიცია დაკავებულებს წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. სტანდარტული "დანაშაული".ამიტომაა ეს მისაღები:"ბ.) დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა.სასამართლო სიტემის აღმასრულებელ ხელისუფლებისგან სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად, მოსამართლის არჩევისა და პასუხისმგებლობის სისტემის შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსამართლის პასუხისმგებლობას. არასწორი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში გათავლისწინებული იქნება ფულადი ჯარიმა, სამსახურიდან განთავისუფლება, ან განსაკუთრებით მძიმე დარვევებისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა." http://www.georgian-style.net/?p=152 მოსამრთლეს ან იმ პოლიციელებს არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვთ. არ ეშინიათ. ძალიან ცუდია ის, რომ პოლიტიკური პარტიები არ დეკლარირებენ ასეთ დანაშაულზე პასუხისმგებლობას.ადამიანი თუ მთლად ვირი არაა დაფრიქრდება და შესაძლებელია ოდნავ დაამუხრუჭოს.სოციალ-ლიბერალური პარტია აუცილებალდ მოითხოვს მომავალში ამ ხალხის პასუხისმგებლობის დაყენმებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 analginიმიტომაც არ იჭერენ ხოლმე გაფიცულ მანიფესტანტებს საფრანგეთში და ბრიტანეთში მაგალითად? გაფიცვასა და ავტომაგისტრალის გადაკეტვას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. პირველი თავისი არსით უმოქმედობას ნიშნავს. მეორე კი - მოქმედებას. როცა მოქმედება სხვა ადამიანების წინააღმდეგაა მიმათული, ის დასჯადია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Saturn ჟან პოლ მარატის (1743-1743) და მაქსიმილიან რობესპიერის (1758-1794) პოლიტიკურ-იურიდიული იდეებია: - “არავის ეზიზღება დაღვრილი სისხლი ისე, როგორც მე, მაგრამ იმისათვის, რომ ხელი შევუშალო სისხლის ნაკადებს, მე მოვითხოვ, დავღვაროთ რამდენიმე წვეთი”. დროებითი “თავისუფლების დესპოტიზმი” მოსპობს მეფეთა დესპოტიზმს. -“დროულად მოკვეთილი რამდენიმე თავი დიდხანს შეაკავებს ხალხის მტრებს და დიად ნაციას სიღატაკის უბედურებისაგან და ომის საშინელებისაგან მთელი ასწლეულობით გაათავისუფლებს”. -დიქტატურის დანიშნულებაა “მოსპოს მოღალატეები და შეთქმულები”. ვინ არიან ისინი? _ ყველა, ვინც მათ პარტიას არ ეკუთვნის. ამ “წმინდა” მოვალეობას დიქტატურა რევოლუციური ტერორის მეთოდით ასრულებს. ჯერ უნდა გამომჟღავნდეს მათი ზრახვები და მერე დაისაჯონ. მართალია, ლეგალური ხერხების გამოყენებითაც შეიძლებოდა ამის მიღწევა, მაგრამ მან გადამწყვეტი სიტყვა ამ საკითხის მოგვარებაში მაინც გილიოტინას და თოკს მიაკუთვნა. ჟან ჟაკ რუსო - ფიზიკური სიმძლავრე მორალურ შედეგს არასოდეს მოიტანს. “ძლიერის სამართალს” ის ირონიით განიხილავს: “თუ საჭიროა დამორჩილება, დაემორჩილე ძალას, თუ არაა აუცილებელი დაემორჩილო, მაშინ მოიხადე ვალი; ანუ თუ ადამიანს არ აიძულებენ დამორჩილებას, მაშინ შენ ვალდებული არა ხარ ეს გააკეთო. აქედან ჩანს, რომ სიტყვა “სამართალი” ძალას არაფერს მატებს. აქ ის, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Saturn სხვაობა ნულს უდრის, რადგან შედეგი ერთი და იგივეა - ავტომაგისტრალი იკეტება.შენ დანახვა პრინციპულად არ გინდოდეს ეგ რა ბებიაჩემის ბრალია? P.S. ის ხო ლამაზად და ლაითად გაატარე და არასოდეს იგივე არ გითქვამს კნეინები რო მანათობელ ბურთებს უშვებენ ცაში და ხელიხელჩაკიდებული ნაცმოს ახალგაზრდა აქტივისტ-პატრიოტები რო დგანან ხოლმე ტრასაზე.ეგ ალბათ იმიტომ რომ რუსეთის გინების გამო ყველაფერი დასაშვებია და ყველა კანონი ძალას კარგავს მის წინაშე. მითუმეტეს იმას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა მთელ სოფელს რო დენს გადაუჭრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) analgin შედეგი ერთი და იგივეა - ავტომაგისტრალი იკეტება.გაფიცვის დროს ავტომაგისტრალი როგორ იკეტება? ნაცმოს ახალგაზრდა აქტივისტ-პატრიოტები რო დგანან ხოლმე ტრასაზეგზის გასწვრივ რომ დგანან? Edited November 28, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 giauridiaჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება. ამ რეალობის აღქმას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია. ამრიგად, მოქმედი სამართალი შესაძლებელია სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენდეს. ჩვენ ეს დავუშვით და ამავე დროს, ჩვენ გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმებში რაღაც ისეთი დეფექტი არსებობს, რომელიც შესაბამის, დეფექტურ სამართალს ქმნის, რომელსაც სიმართლესთან, ზნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ გვიტოვებს.+1 ანუ არანაირ სამართლებრივ სახელმწიფოზე ლაპარაკი არაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 იცით რა არ მესმის?რა უფლებით ატარებენ ნაცები საზოგადოების :აღმზრდელობით" ფუნქციას?ნუ გასაგებია "არცეულები" არიან ჯერჯერობით, მაგრამ ეს "აღზმრდელობითი" ფუნქცია ვინ მიანიჭათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Saturn შენ რა თქმა უნდა "ვერ" დაინახავ, მარა ეგდოს მაინც: http://www.youtube.com/watch?v=-yQDMgH3CaU ცნობისათვის ამ ვიდეოში მარსელის აეროპორტი, აეროპორტიდან მომავალი ცენტრალური მაგისტრალი და ქალაქის ცენტრალური ქუჩებია პარალიზებული. აი, რა ძალა გადგია, ვინ გეხვეწება ან გაძალებს და რატომ იცავ ნაცებს? ყველაზე მთავარი და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მუდმივად ვითომდა კანონით მანიპულირებ და იმას კი არასდოდეს აღნიშნავ, რომ მაგ მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომას ხშირად (თითქმის ყოველვის) ადამიანის უფლებების დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულებები უდევს ხოლმე მიზეზად. შენ რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთი თემა მაინც გაგეხსნა, სადაც მკაცრად გააკრიტიკებდი ხელისუფლებას მისი მძიმე დანაშაულებების გამო და მათ პასუხისმგებლობაზე ისაუბრებდი ან რამდენიმე პოსტი გაგეკეთებინა ამდაგვარი, კაციშვილი არ იქნებოდა ისეთი, რომელიც ირონიით და ეჭვით მიიღებდა შენს თითოეულ პოსტს.დაქირავებული ძვირადღირებული ადვოკატივით ცდილობ დაიცვა და გაამართლო ხელისუფლების ნებისმიერი დანაშაული და შეცდომა ან/და ბრალი დასდო ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს.უბრალოდ ნამეტანი სასაცილო მდგომარეობაში იგდებ ხოლმე თავს მაგ მიამიტური მხრების აჩეჩვით და თეთრზე შავის თქმით. მაგისტრალის გადაკეტვა პროტესტის ერთერთი ფორმაა მთელს მსოფლიოში, რომლითაც ხელისუფლებას აიძულებენ მოუსმინონ და გაიზიარონ მათი მოთხოვნები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.