newstudio Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა იმ ოთხი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც დაახლოებით 1 საათის წინ, კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მითითებით პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ვაზისუბნის მაცხოვრებლების თქმით, დაკავება უკანონოდ მოხდა და იმ შემთხვევაში თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო აქციას გამართავს. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში 100-მდე ადამიანი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ შეწყვეტას აპროტესტებდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, უყურადღებოს შემდეგ კი თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა ის მოსახლეობის ინტერესების უგულებლყოფაში დაადანაშაულეს. თვითმხილველების ცნობით, გუბერნატორის საქმიანობა განსაკუთრებით რამდენიმე მამაკაცმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც გიორგი ღვინიაშვილმა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს მათი დაკავების შესახებ მითითება მისცა. სამართალდამცავებმა მამაკაცები პოლიციის მანქანებში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეყარეს, რა დროსაც მათ წიხლებსაც ურტყამდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სულ დაკავებულია ოთხი ადამიანი. აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ შს გურჯაანის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ მითითების მიცემას კატეგორიულად უარყოფს. „პოლიციამ თავისი საქმე იცის და კანონის ფარგლებში მოქმედებნ“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. http://ick.ge/ka/rubrics/society/3750-2010-11-27-18-12-20.html saturn არ გჯერა დარწმუნებული ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 saturn არ გჯერა დარწმუნებული ვარ მჯერა. ავტომაგისტრალის გადაკეტვა დანაშაულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 Saturnმჯერა. ავტომაგისტრალის გადაკეტვა დანაშაულია.რა ტიპის დანაშაულია, სისხლის სამართლის?? და რატომ უწევს მოსახლეობას გადაკეტვა ამაზე არ ფიქრ5ობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 Saturnმჯერა. ავტომაგისტრალის გადაკეტვა დანაშაულია.რა ტიპის დანაშაულია, სისხლის სამართლის?? და რატომ უწევს მოსახლეობას გადაკეტვა ამაზე არ ფიქრ5ობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 newstudioრატომ უწევს მოსახლეობას გადაკეტვა ამაზე არ ფიქრ5ობ? ის უბრალო ხალხი ვინც იმ მაგისტრალზე მოძრაობს, შენ როგორ გგონია ფიქრობს მაგაზე? ახლა შენ რომ სადღაც 200 კმ-ით დაშორებული ადგილიდან მოდიოდე თბილისში და გორთან ან მცხეთასთან გზა გადაგიკეტონ რა ჭკუაზე დადგები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 newstudioგუბერნატორის საქმიანობა განსაკუთრებით რამდენიმე მამაკაცმა გააკრიტიკა, იმიტომაც დააჭერინა. გზის გადაკეტვისთვის ყველა უნდა დაეჭირათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 Gela Mtivlishviliთელავში ვარ სამხარეო პოლიციის სამმართველოში. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი დროებითი დაკავების იზოლატორშია შესული დაკავებულებთან. გამოვა და გვეტყვის, როგორ დააჭერინა გუბერნატორმა პოლიციას აქცის მონაწილეები -- წყარო ფეისბუქი Saturnის უბრალო ხალხი ვინც იმ მაგისტრალზე მოძრაობს, შენ როგორ გგონია ფიქრობს მაგაზე? ახლა შენ რომ სადღაც 200 კმ-ით დაშორებული ადგილიდან მოდიოდე თბილისში და გორთან ან მცხეთასთან გზა გადაგიკეტონ რა ჭკუაზე დადგები?საღოლ თქო ვიტყვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 საღოლ თქო ვიტყვისაღოლ შენა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 100-მდე ადამიანი ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ შეწყვეტას აპროტესტებდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, უყურადღებოს შემდეგ კი თელავი-თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს.გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. ვაზისუბნის მცხოვრებლებმა ის მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს. თვითმხილველების ცნობით, გუბერნატორის საქმიანობა განსაკუთრებით რამდენიმე მამაკაცმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც გიორგი ღვინიაშვილმა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს მათი დაკავების შესახებ მითითება მისცა. სამართალდამცავებმა მამაკაცები პოლიციის მანქანებში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეყარეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სულ დაკავებულია ოთხი ადამიანი. ისინი გურჯაანის პოლიციაში არიან გადაყვანილები.აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ შს გურჯაანის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ მითითების მიცემას კატეგორიულად უარყოფს. "პოლიციამ თავისი საქმე იცის და კანონის ფარგლებში მოქმედებენ", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) analginეს თემა არის უკვე. Edited November 28, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 მე მგონი, არ გამოუტოვებია, არის იქ ნათქვამი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 მე მგონი, არ გამოუტოვებია, არის იქ ნათქვამი...მართალი ხარ შენ ხო იცი ისე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Saturngeorgekh13 რაზე ლაპარაკობთ კაცო? რა გამომიტოვებია, რა მართალია?... და სატურნ სად არის ეს თემა??? :brinj: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 სად არის ეს თემა???http://planeta.ge/index.php?showtopic=47791 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Saturn ავტომაგისტრალის გადაკეტვა დანაშაულია. იმიტომაც არ იჭერენ ხოლმე გაფიცულ მანიფესტანტებს საფრანგეთში და ბრიტანეთში მაგალითად? თანაც ამორჩევით, ვისაც პრეფექტი დაადებს ხელს. :yes: ე.ი. უკმაყოფილების გამოსახატავად და შენი უფლებების დასაცავად დანაშაულია და ბოკერია-კოდუა-უგულავას ცოლების საამებლად და ცაში მანათობელი ბურთების გასაშვებად არ არის დანაშაული. P.S. იხილეთ ჩემი ქვედა სიგნაჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.