planetanews Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/nogaideli1-150x150.jpgჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ 25 ნოემბერ პერსპექტივა არ ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკომფერენციაზე გააკეთა. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახალხო კრება ნამდვილად იყო ყურადღების ცენტრში 25 ნოემბრამდე, ახლა კი პირიქით”,- განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, საჭიროა მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთობლივი, კონსოლიდირებული და კორდინირებული მოქმედებები. “მარტო არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს საჭიროა შეთანხმებული და სწორი გეგმა”, – განმარტა მან. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს ოთხი იდეის გარშემო. “ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ხალხის ნდობა. Eეს კი მოხერხდება მაშინ, როცა ჩვენ გვერდზე გადავდებთ პირად ამბიციებს და ჩვენს ხალხს შევთავაზებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, საქართველოს გაერთიანების რეალურ გეგმას, დემოკრატიის განვითარებას და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებს”, – აღნიშნა ნოღაიდელმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts