planetanews Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/IMG_0235-150x150.jpgსაშობაო მარხვა 28 ნოემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე, მორწმუნეებს ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მორწმუნეები თევზის მიღებას შეძლებენ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts