planetanews Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shalamberize22-300x3002-150x150.jpgდინამოს კორტების ტერიტორიაზე ,,კონსერვატორებმა” და ,,ხალხის პარტიამ” დინამოს კორტების გადარჩენის კომიტეტთან ერთად კორტების დალუქვა და გადატანა გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა ,,ექსპრესნიუსს” განუცხადეს, დინამოს კორტების შენობის ნაწილი უკვე დალუქულია და ეს პროცედურა კანონ დარღვევით მოხდა. როგორც ,,ხალხის პარტისს” ერთერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს ეს არის ისტორიული ძეგლი და მისი გადატანა და ნგრევა მიუღებელია. ,,სააკაშვილს ისტორიული ძეგლებით ტურისტების მოზიდვა უნდა. სწორედ ეს ადგილია ერთერთი ტურისტული ძეგლია, სადაც აღიზარდნენ ჩვენი ცნობილი ჩოგბურთელები და იმის ნაცვლად რომ კორტების რაოდენობა გაზარდონ ანგრევენ და მის ნაცვლად რაღაც შენობას აშენებ, რომელიც თითქოს რეესტრია მაგრამ სინამდვილეში აქ იქნება კორპუსები სააკაშვილის ბობოლა ჩინოვნიკების”,- განუცხადა ,,ექსპრესნიუსს” შალამბერიძემ. აქციის მონაწილეებმა კორტების ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდეს არ დატოვონ ეს ფაქტი ყურადღების მიღმა და ორშაბათს 15:00 საათზე აქციას შეურთდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts